ჭოროხი
ჭოროხი მდინარე -მდინარე თურქეთსა და საქართველოში.სათავე აქვს ოქუს-ბადადაღის
მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება.
სიგრძე : 438 კმ
აუზის ფართობი : 22000 კმ²
ქვეყნები : თურქეთი და საქართველო
აუზის ფართობი 22 ათასი კვ.კმ. ჭოროხი ძირითადად მიედინება ტექტონიკურ ხეობაში
ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას.
წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან - 277 კუბ.მ/წმ. ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის
წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მთავარი შენაკადებია : აჭარისწყალი და
მაჭახელისწყალი.
მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი,ბაიბურთი,სპერი,ართვინი,
ბორჩხა .აგებულია ჰესები, საქართველოს საზღვართან ახლოს მიმდინარეობს დერინერის
კაშხალის მშენებლობა. ჭოროხის აუზში ქართული კულტურის მრავალი ძეგლია შემორჩენილი.
აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდინარე ჭოროხის სახელწოდებაა რომაულ და
ბიზანტიურ წყაროებში.
ჭოროხში ბინადრობს : ქაშაპი,კვირჩხლა,ღორჯო,სვია,შავი ზღვის ორაგული,ტარაღანა,
ზუთხი და ა.შ.
ფაქტი : 1992 წლის 25 ივნისს შავი ზღვის აუზის თერთმეტმა ქვეყანამ შავი ზღვის
ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია შექმნეს,რომლის შენაკადში
ჭოროხიც შედის.