Jump to content


ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41379 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ყელის ტბა

lakeofkeli1.jpg

ყელის ტბა

 

ტბა მდებარეობს ახალგორის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე.

სარკის ფართობი 1,28 კმ², უდიდესი სიღრმე 63 მ, საშუალო სიღრმე 24,7 მ,

წყლის მოცულობა 31,6 მლნ მ³. წყალშემკრები აუზის ფართობი 7,8 კმ².

 

 

მდებარეობა : ახალგორის მუნიციპალიტეტი

სიმაღლე ზღვის დონიდან : 2914 მ

ფართობი : 1,28 კმ²

მოცულობა : 31,6 მლნ მ³

უდიდესი სიღრმე :  63 მ

აუზის ფართობი : 7,8 კმ²

 

post-69-1184318621.jpg

 

მერიდიანულად გადაჭიმული ტბის ქვაბული შექმნილია დიდი მყინვარული ცირკის

ლავური ნაკადის შეგუბებით, რომელიც შემდეგში მყინვარმა გადაამუშავა.

ტბა საზრდოობს თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მაქსიმალური დონე ივნისშია,

მინიმალური — თებერვალში. ტბიდან გამოედინება მდინარე ქსანი.

ტბა 7-8 თვე ყინულითაა დაფარული. წყალი მტკნარია. თევზი არ არის.

ტბა და მისი მიდამოები პერსპექტიულია ტურიზმისათვის.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ვა ეხლა გავიგე ამ თბის შესახებ

არავინ არ არის ნამყოფი?

 



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41379 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე არა....


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2017 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მე ვარ ნამყოფი, ულამაზესია ყელის ტბა!



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mirza

mirza

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1174 პოსტი
  • მისამართი:ქუთაისი
  • წარმოშობა:იმერეთი

რა საქმეზე ბრძანდებოდი ნეტავ თავადო მანდ?



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2017 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ექსკურსიაზე ვიყავი მიწვეული. :D



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41379 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ერთხელ მახსოვს , (ჩემ ახალგაზრდობაში) რაჭაში მივდიოდით, სამაჩაბლოს გავლით. ადრე ტყიბულით არავინ დადიოდა. ესე უფრო მოკლე იყო.

   ხოდა ერწოს პერევალზე ვიყავით გაჩერებული, წყაროსთან. გადასარევი პეიზაჟებია. ამ დროს მოდის 7 ადამიანისაგან შემდგარი რუსი ტურისტების ჯგუფი. საინტერესო ის იყო რომ სუყველა გოგოები იყვნენ.5c8e2c392e282723f9bc9a2e3c40a2b8.gif კუნტრუშ-კუნტრუშით მოდიოდნენ , ეს შობელძაღლები.

     ჩვენ 5 ბიჭი ვიყავით ...შაბუსთან მივდიოდით 3 დღით სოფელ შარდომეთში და მერე ჩემთან უნდა გადავსულიყავით , სოფელში.

 გაჩერდნენ ეს გოგოები წყაროსთან და გრილდებიან. თან მოკლე შორტები აცვიათ , ფეხებზე წყალს ისხავენ, მოკლედ რა.....

ამის დანახვაზე ხომ ჭიხვინი დაიწყეს , სულ  გადამერიენ ბიჭები,. რა ვქნათო? b7f61d559041c9fde568181e83c75ee6.gifმანქანაში ადგილი არ გვაქვ ვერ შეეტევიანო , მაგრამ აუცილებლად უნდა  წავიყვანოთო.

       სად წავიყვანოთ ?  07 ში ამდენი როგორ შევატიოთთქო? ან ვაბშე მოდიან თქო?ამათ აღარ ეკითხებითთქო????..

    არადა კარგად , (რუსულად) მე ვლაპარაკობდი. მოკლედ ბიჭები დაიძაბენ ...ესენი რო არ წავიყვანოთ აღარც დაგველაპარაკოო. 

 რა უნდა მექნა? გამოველაპარაკე. გაირკვა რომ მოსანახულებელი ადგილების სიაში ყელის ტბაც ქონდათ შეტანილი.

  ხო და დავიხვიე ხელზე ეს მიზეზი. მე წაგიყვანთ მეთქი, იქვე ახლოს სოფელი მაქვს თქო. (ჩემ სოფელს მუხლი ქვია), თავიდან ცოტა გაძალიანდნენ, ერთი უარობდა უფრო სწორად. რა უნდა მექნა ? ვეუბნები მანქანით წაგიყვანთ მეთქი. კი, მაგრამ ადგილები არ გაქვსო მანქანაშიო, თანაც ეს ყელის ტბა რას ნიშნავსო?

    ხო და ვეუბნები იმ ადგილებში ხალხი ღირშესანიშნავ ადგილებს და სოფლებს ადამიანის სხეულის ნაწილებს არქმევენთქო. თუ ჩემი არ გჯერად ეგერ რომ ბიჭები სხედან მიდით და კითხეთ ან ყელი რა არის ან მუხლი მეთქი?

 ის ერთი მივიდა და ეკითხება. ესენი კიდევ ზოგს მუხლზე უკავია ხელი და ზოგს ყელზე.

   მოკლედ ამოიარა ავტობუსმა . ონამდე ჩემები იმ ავტობუსით წამოვიდნენ, მე გოგოები წამოვიყვანე თავისი რუკზაკებით. ვერც შარდომეთში ავიყვანდი შვიდ ქალს ...აგრაფინა ბებიასთან. და ვერც ჩემან (გასაღები არ მქონდა და მამაჩემი 3 დღეში უნდა ჩამოსულიყო.   ხოდა სადმელში ჩემ გარე დეიდაშვილთან გავაქანეე. ონში ტაქსში გადავაჯინე ბიჭები და 2 მანქანით მივგრიალდით .

    მოკლედ არც შარდომეთში და არც მუხლში რა თქმა უნდა ჩვენ ვერ წავედით . ერთი კვირა სადმელში ვიყავით და კაი დროც გავატარეეთ.

  მოკლედ დიდი მადლობა ჩვენ წინაპრებს რომლებმაც ესეთი საინტერესო საზელების დარქმევა იცოდნენ. განსაკუთრებული მადლობა ყელის ტბას


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?