Jump to content


ამ თემას აქვს 292 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები, აზრები და მოვლენები
2012, 7 აპრილი, 21:41

გენერალი ფოში:

"ცხვრის ფარა ლომის მეთაურობით უფრო ძლიერია, ვიდრე ლომის ფარა ცხვრის მეთაურობით."

ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-ჟაკ რუსო (1712-1778)

`ადამიანი თავისუფალ ქმნილებადაა დაბადებული, მაგრამ მას მთელი ცხოვრება ბორკილები ადევს~.


კირიონ II: "ეკლესიური მონობა ყველა მონობაზე უარესია."

 

legion.ge_82L5cd3c57be4723.jpg

 

ფრენსის ბეკონი (1561-1626) – ინგლისელი ფილოსოფოსი, მეცნიერი, ესეისტი და სახელმწიფო მოხელე – იმ მოსაზრებას უჭერდა მხარს, რომ მეცნიერება კაცობრიობის თვითშენარჩუნების გასაღებია: "ბუნებაზე რომ იბატონო, მას უნდა დაემორჩილო~.


`ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად~.


პარიზის გერმანელების მიერ დაკავების დღესვე ჰიტლერი იქ გაჩნდა, ეიფელის კოშკთან დადგა და თავის პირად ფოტოგრაფს ჰოფმანს უთხრა: "გადაიღე ჰოფმან დღეს ეიფელის კოშკთან, ხვალ ბრუკლინის ხიდზე, ზეგ კი ნიუ-იორკის ცათაბჯენებთან."


მას შემდეგ რაც ჩემბერლენი გადადგა, შეიქმნა კოალიციური მთავრობა, რომელსაც სათავეში უინსტონ ჩერჩილი ჩაუდგა. ჩემბერლენისგან განსხვავებით ჩერჩილის მთავრობა გერმანიასთან გარიგებისთვის კი არა ფაშიზმზე გამარჯვებისთვის იბრძოდა.

ჩერჩილმა პარლამენტის პირველსავე სხდომაზე განაცხადა: “უახლოეს წლებში მე თქვენ ვერაფერს ვერ შემოგთავაზებთ, სისხლის, შრომის, ოფლისა და ცრემლების გარდა. თქვენ მკითხავთ როგორია თქვენი მიზანი? მე შემიძლია ერთი სიტყვით გიპასუხოთ: "გამარჯვება, გამარჯვება რადაც არ უნდა დაგვიჯდეს გამარჯვება მიუხედავად ყოველივესი."”

ბლოკის აზრით: "მხოლოდ და მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება ერქვას ადამიანი."


ჯორჯ ბერნარდ შოუ ნახევრად იუმორით ამბობდა: "ვისაც ძალუძს აკეთებს ვისაც არა ასწავლის."


– რას ნიშნავს იყო მხატვარი?

– მხატვარი იმ ეტლს ჰგავს, რომელსაც ცხენები დაუფრთხა!

– ეგ მხატვარი კი არა უბედური შემთხვევაა!

– ხოდა მხატვარიც ეგ არის, უბედური შემთხვევა.


რობერტ კიოსაკი "ფულის ნაკადის კვადრატი":


"თუ ფიქრობ ისე, როგორც გუშინ, ხვალ გექნება ის, რაც გაქვს დღეს."


კონფუცი: "მოგზაურობა 100 კილომეტრზე პირველი ნაბიჯით იწყება."


კონფუცი: "ძნელია ბნელ ოთახში შავი კატის მოძებნა, მითუმეტეს მაშინ როცა იქ არ არის."


ბენჟამენ ფრანკლინი: "არ არსებობს კარგი ომი და ცუდი მშვიდობა."


წმინდა ამბროსი: "კაცს აქვს მორალური უფლება, მოვალეობა, გამოიყენოს ძალა, წინ აღუდგეს ბოროტებას."

წმინდა ამბროსი: "ნებისმიერი ომისათვის საჭიროა სამართლიანი მიზეზი"

ილია მართალი: "ტირილით ნაშობი სიცილით გაუშვით ამ წუთისოფლიდან."

ნეილ ამსტრონგი: "შეიძლება ეს უბრალოდ ერთი პატარა ნაბიჯია მთვარეზე, მაგრამ კაცობრიობისთვის დიდი ნახტომი."


პატრიარქი ამბროსი: (1861-1927) "ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!"

"ყველაფერი ღვთისგან მოდის გარდა ქალისა."

– ბატონო ნოდარ, თქვენი აზრით ვინ არის ყველაზე ზრდილობიანი კაცი?

– ბაბუაჩემი.

– კი, მაგრამ რატომ ფიქრობთ ასე?

– 80 წლისაც რომ იყო, პატარა ბავშვი ეზოში რომ შემოვიდოდა, ფეხზე წამოუდგებოდა და ისე მიესალმებოდა, როგორც უფროსს ისე მიაგებდა პატივს.

/ ნოდარ დუმბაძე /

აბრაჰამ ლინკოლნი: "ყველა ადამიანი თანასწორუფლებიანია, ყველა პრეზიდენტი ხალხის ინტერესებითაა არჩეული და ყველა პრეზიდენტი ხალხის ინტერესებს უნდა ემსახუროს."

მაო ძედუნი: "ყველა პოლიტიკური ძალის მატარებელი იარაღია."

იოსებ სტალინი: "ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, ბევრი ადამიანისა კი სტატისტიკა."

ალბერტ აინშტაინი: "იმდენხანს რამდენხანსაც იარსებებს ადამიანი, დედამიწაზე იქნება ომი!"

შეერთებულ შტატებში ამბობენ: `იყო განსხვავებული _ ნიშნავს იყო უხამსი~.

ვ. ი. ლენინი: "რასაკვირველია, თუ რევოლუცია მასობრივი არ გახდება და თვით ჯარსაც არ მოედება იგი, ისე ლაპარაკიც კი შეუძლებელია სერიოზულ ბრძოლაზე."

"ნაცისტებმა დააპატიმრეს ებრაელები და არავინ ხმა არ ამოიღო, დააპატიმრეს კათოლიკები და არავინ ხმა არ ამოიღო, დაგვაპატიმრეს ჩვენ და არავინ იყო რომ ხმა ამოეღო"- ლუთერანი ბერი.
 

ალესანდრე მაკედონელი: "მე მირჩევნია ვიყო აქილევსი და მაქებდნენ ვიდრე ვიყო ჰომეროსი და ვაქებდე."

დემოსთენე ბერძენი ფილოსოფოსი: "დიპლომატებს არ ჰყავთ საბრძოლო გემები, ძლიერი ქვეითი ჯარი, არც ციხე-სიმაგრეები გააჩნიათ, მათი იარაღი არის სიტყვა."


ყველაზე მეტი მიღწევები ქირურგიაში აქვთ გერმანელებს _ მიზეზი კი ის გახლავთ რომ ჰიტლერის დროს გერმანელები ცოცხალ ადამიანებზე აკეთებდნენ ცდებს.

ძილის დროს ადამიანის მიერ ხელის ან ფეხის სწრაფ გამოძრავებას თავისი მიზეზი აქვს _ გულის რითმის შენელების გამო ტვინს ჰგონია, რომ ადამიანი კვდება და გზავნის ამგვარ სიგნალს რომ შეგვაღვიძოს.

ლას-ვეგასის არც ერთ კაზინოში არ კიდია საათი.

ლას-ვეგასში უფრო მეტს ლოცულობენ ვიდრე მექაში.

ქართული ანდაზა: "იმის გეშინოდეს, ვისაც შენი ეშინიაო."


ჩამსწორებელი Qartvela™, 09 May 2019 - 10:15 AM.

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ნაპოლეონ ბონაპარტეს გამონათქვამები
 

ნაპოლეონ ბონაპარტი (15 აგვისტო 1769 - 5 მაისი 1821) საფრანგეთის იმპერატორი.

10441333820866.jpg

დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია.


ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.


ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.


სარდალს, რომელიც ბრძოლის დაწყების წინ რეზერვებსა და მაშველ ძალაზე ფიქრობს, უკვე წაგებული აქვს ბრძოლა.


ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ყავს.


იცით რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ. ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება. საბოლოოდ გონება მუდამ სჯობნის ხმალს.


გვარდია კვდება, მაგრამ არ ნებდება(ისტორიული სიტყვები, თქმული ვატერლოოს ბრძოლისას)


ბრძოლის ველზე მალე ბერდებიან, მე კი იქიდან მოვდივარ.


არასდროს შეუშალოთ ხელი თქვენს მტერს შეცდომის დაშვებაში.


შეუძლებელია შეძრწუნების გარეშე გაიხსენო ეს ბუმბერაზი(რუსეთი), რომელსაც ვერ შეუტეთ ვერც ფლანგებიდან, ვერც ზურგიდან, თვითონ კი დაუსჯელად გესხმის თავს საიდანღაც, ან იხევს უკან, ყინულეთში, სიკთდილისა და კაეშნის წიაღში. ეს ხომ არაა ის მითიური ანტეოსი, რომელსაც ვერანაირად ვერ დაამარცხებ, თუ ხელს არ ჩაავლებ, არ ასწევ და ჰაერში არ გაგუდავ? მაგრამ ვინ იზამს ამას? სადღა ნახავ ჰერაკლეს?


რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს. ესაა ბაგრატიონი.


სიტყვა "შეუძლებელს" მხოლოდ სულელების ლექსიკონში იპოვით.


საომარი მოქმედებების ადგილი არის გენერალის ჭადრაკის დაფა, სწორედ მისი არჩევა ავლებს მხედართმთავრის ნიჭს ან უგუნურობას.


რა არის სიყვარული? -ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელს დედამიწას, ხოლო მეორეზე- მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.


ამაყ ადამიანებს სხვათა სიამაყე სძულთ.


ერთსა და იმავე მტერს არ უნდა ეომო ზედმეტად ხშირად- იგი ისწავლის ყოველ შენს საბრძოლო ფანდს.


ამ პირამიდებიდან ჩვენ 40 საუკუნე გადმოგვყურებს.


რელიგია - ეს არის ის, რაც აბრკოლებს ღარიბებს, დახოცონ მდიდრები.


გაჩერება შეიძლება მაღლა ასვლისას, მაგრამ არა ვარდნის დროს.


ვისაც მლიქვნელობა შეუძლია, მას არც ცილისწამება გაუჭირდება.


დამარცხებული მტერი ის მტერია, რომელზეც გადაბიჯება შეიძლება.

საზოგადოებრივი აზრი - ეს არის ქუჩის ქალი.


შემთხვევას ზედმეტ სახელად ჰქვია “განგება


ათას ხიშტზე მეტად სამი გაზეთის მეშინია.


მე რომ თავის დროზე ტალეiრანი და ფუშე ჩამომეხრჩო, ტახტზე დავრჩებოდი.


მე ხმალს ქარქაშში მხოლოდ მაშინ ჩავაგებ, როცა ყველაფერი დამთავრდება.


სიყვარული სისულელეა, რომელსაც ორი ადამიანი სჩადის.


მე ჩემი ხმალი გამიკვლებს გზას.


ტაქტიკის ან საინჟინრო და საარტილერიო საქმის შესწავლა თითქმის ისევე შეიძლება, როგორც გეომეტრიისა.


საზოგადოება რელიგიის გარეშე იგივეა, რაც ხომალდი კომპასის გარეშე.


ჯარისკაცებო, ისწავლეთ ღირსეულად სიკვდილი.


კავკასიიდან და საქართველოდან გატაცებული მონების ბრბოები ჩაგრავენ მსოფლიოში უმშვენიერეს მხარეს –ეგვიპტეს. მაგრამ ყოვლად ძლიერმა ღმერთმა, ქვეყნის მეუფემ, ინება მათი განადგურება, მოვედი, რათა მისი სურვილი აღვასრულო.


რატომ არ მაქვს მე ტირილის უფლება


იტალია უკვე დაკარგულია, ჩემი გამარჯვების ყველა ნაყოფი დაკარგულია! უნდა წავიდე, უნდა ვუშველო საფრანგეთს.


ჩემი უკანასკნელი სურვილია: დამმარხეთ მე სენის ნაპირას, ფრანგ ხალხთა შორის, რომელიც მე ესოდენ მიყვარდა.


სიყვარული რიგითი ადამიანისთვის ცხოვრებაა, ჯარისკაცისთვის — გართობა, მეფისათვის კი ანკესზე წამოსაგები საშუალება.


სულელები საუბრობენ წარსულზე, ჭკვიანები- აწმყოზე, ხოლო ბრიყვები- მომავალზე.


იყო პატიოსანი- ეს ყველაზე საიმედო საშუალება იმისათვის, რომ დარჩე ღარიბი.


მინისტრს გული მხოლოდ ტვინში უნდა ჰქონდეს.


მე გავაკეთე ყევლა შესაძლო გათვლა- დანარჩენზე ბედისწერა იზრუნებს.

კიბო–ეს ვატერლოოა, კუჭში დაბუდებული.


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
აბრაამ ლინკოლნის გამონათქვამები
 

აბრაამ ლინკოლნი ( 12 თებერვალი, 1809 - 15 აპრილი, 1865 ) იყო ა.შ.შ.-ის მეთექვსმეტე პრეზიდენტი და მართავდა ქვეყანას სამოქალაქო ომის პერიოდში.10441333820689.jpg

 

უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია.


ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვისაც ნაკლოვანებები არ გააჩნია, ძალიან ცოტა ღირსება აქვს.


შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.


მატყუარას კარგი მეხსიერება სჭირდება.


ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული.


როცა აღსასრულის დღე დგება, ცხოვრება წლებით კი არა, წლებში ცხოვრებით იზომება.


ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ბაბუაჩემი, გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი.


ბიოგრაფიები უმეტესად იმიტომ იწერება, რომ სიცრუე დააკანონონ და შთამომავლობას ჭეშმარიტება დაუმალონ.


მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამები
 

უინსტონ ჩერჩილი (1874-1965) (ინგლისის პრემიერ მინისტრი)

ბავშვობის წლები: დაიბადა 1874 წ. 30 ნოემბერს ლორდ რანდოლფ ჩერჩილის და ამერიკელი ჯენი ჯერომის ოჯახში ბლენჰეიმში, დიდი ბრიტანეთი.

ჰქონდა მეტყველების დეფექტი, რომლის დაძლევაშიც დაეხმარა გამუდმებული ვარჯიში მეტყველებაში.


განათლება: დაამთავრა ჰეროუს სკოლა და სანდჰასრტის სამხედრო კოლეჯი.


მოღვაწეობა: ჯარისკაცი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, მწერალი, მხატვარი.

1901 წ. 26 წლის ჩერჩილი პარლამენტარი გახდა. 1904 წ. მან დატოვა კონსერვატიული პარტია და შეუერთდა ლიბერალებს. 1910 წ. გახდა ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და 1911 წ. სამხედრო–საზღვაო მინისტრი. ის იყო დიდი ბრიტანეთის სამხედრო–საზღვაო ძალების უფროსი, როცა დაიწყო პირველი მსოფლიო ომი. 1924–1929 წწ. იყო ფინანსთა მინისტრი, ხოლო 1940 – 1945 წწ. და კვლავ 1951–1955 წწ. – პრემიერ მინისტრი. 1964 წლამდე იყო თემთა პალატის წევრი.


ის აღიარეს: მან დაწერა თავისი ბიოგრაფია და წიგნი „მეორე მსოფლიო ომის ისტორია“, რამაც მოუტანა ნობელის ლიტერატურის პრემია 1953 წ.

1963 წ. აშშ პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ მიანიჭა აშშ–ს საპატიო მოქალაქეობა, თუმცა ამ ცერემონიალს თეთრ სახლში მოხუცებული ჩერჩილი არ დასწრებია.

2002 წ. BBC ბი–ბი–სიმ დაასახელა 100 უდიდეს ბრიტანელთა რიცხვში. ჟურნალმა „თაიმმა“ კი აღიარა ისტორიის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან ლიდერად.

ჩერჩილის კოლეჯი, კემბრიჯი, დაარსდა მის საპატივსაცემოდ 1958 წ.

პირადი ცხოვრება: 1908 წ. დაქორწინდა კლემენტინა ჩერჩილზე; ჰყავდა 5 შვილი. მისი მეოთხე შვილი, 3 წლის მარიგოლდი, გარდაიცვალა სეფსისით 1921 წ.

გარდაცვალება: გარდაიცვალა 1965 წ. 24 იანვარს ლონდონში 90 წლის ასაკში.

10441333670375.jpg

ბერნარდ შოუმ ჩერჩილს გაუგზავნა მოსაწვევი დეპეშა თავის სპექტაკლზე, „პიგმალიონი“, დასასწრებად ასეთი წარწერით: „დავჯავშნე ორი ბილეთი შენთვის ჩემს სპექტაკლზე. მოდი და მოიყვანე მეგობარიც, თუკი გყავს.“ ჩერჩილს საპასუხოდ მიუწერია:“შეუძლებელია შენს პირველ სპექტაკლს დავესწრო. დავესწრები მეორეს, თუკი იქნება“.

ლედი ნენსი ასტორმა უთხრა: „შენი ცოლი რომ ვიყო, საწამლავს ჩაგიყრიდი ყავაში!“ ჩერჩილმა უპასუხა: „მე მას დავლევდი, შენი ქმარი რომ ვიყო!“

- დიპლომატი ადამიანია, რომელიც ორჯერ დაფიქრდება, სანამ არაფერს არ იტყვის.


- პესიმისტი ყოველ შესაძლებლობაში სიძნელეებს ხედავს, ოპტიმისტი კი ყოველ სიძნელეში - შესაძლებლობებს.


- დემოკრატიის წინააღმდეგ საუკეთესო არგუმენტია ხუთწუთიანი საუბარი საშუალო ამომრჩეველთან.


- დემოკრატია ყველაზე საშინელი ფორმაა მმართველობის, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.


- მშვიდობისმოქმედი ისაა, ვინც აჭმევს ნიანგს იმედით, რომ ნიანგი მას ბოლოს შეჭამს.


- ამბობენ, რომ პოლიტიკა მეორე უძველესი პროფესიაა, მაგრამ რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ მას გაცილებით მეტი საერთო აქვს პირველ უძველეს პროფესიასთან ( იგულისხმება პროსტიტუცია ).


- როცა კაცს კლავ, სულაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, იყო თავაზიანი.


- ოჯახს უნდა ჰყავდეს სულ მცირე 4 შვილი : 1 დედისთვის, 1 მამისთვის, 1 სამშობლოსთვის და 1 უბედური შემთხვევისთვის.


- კომუნისტი ნიანგს ჰგავს: როცა იგი პირს აღებს, ვერ გაარკვევ, გაღიმებას ცდილობს თუ შენს გადასასნლად ემზადება.


- არ მაღელვებს არანაირი მოქმედება, მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა ...


- წარმატება - ესაა შესაძლებლობა, მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ შეინარჩუნო ენთუზიაზმი.


- ორატორმა უნდა ამოწუროს თემა და არა მსმენელთა მოთმინება ...


- სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ.


- ქვეყნის რეპუტაცია მის მიერ აღებული სესხის სიდიდით განისაზღვრება.


- ფულის დაზოგვა კარგი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუკი შენს მაგივრად ამას შენი მშობლები აკეთებენ.


- პოლიტიკა თითქმის ისეთივე ამაღელვებელი და სახიფათოა, როგორც ომი. მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ომში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოგკლან, ხოლო პოლიტიკაში - მრავალგზის.


- ცხოვრებამ მასწავლა, რომ ხანდახან სულელებიც კი შეიძლება მართლები იყვნენ.


- ომმა კაცობრიობის პოტენციური გამნადგურებლის სახე მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისში გვაჩვენა.


- იმისათვის, რომ გახდე უკეთესი, უნდა შეიცვალო. სრულყოფილებისთვის კი ხშირად ცვლაა საჭირო.


- თუკი კაცი 30 წლამდე ლიბერალი არაა, გული არ ჰქონია, ხოლო ის ვინც 30 წელს გადააბიჯა და ჯერ კიდევ არ გამხდარა კონსერვატორი მაშინ ის უბრალოდ უტვინო ყოფილა.


- თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ აირჩიეთ სირცხვილი და ამიტომ მიიღებთ ომს.


- როცა არწივნი სდუმან, თუთიყუშები იწყებენ ყბედობას.


- ომი თამაშია, სადაც მთავარი იარაღი ღიმილია.


- ჩემი ყველაზე წარმატებული გარიგება ჩემს მეუღლესთან შედგა, როცა ის ცოლობაზე დავითანხმე.


- არაფერია იმაზე სახალისო, როცა უმიზეზოდ გესვრიან.


- მე შეიძლება გალეწილი მთვრალი ვარ, მისს, მაგრამ ხვალ დილით მე ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი - ისევ ისეთივე ამაზრზენი.


- რაც არ უნდა მომხიბლავი იყოს შენი სტრატეგია, დროგამოშვებით მაინც უნდა ადევნო თვალყური მის შედეგებს.


- შარლ დე გოლი გავს დედალ ლამას, რომელიც საკუთარ სააბაზანოში შეაშინეს.


- ძაღლები დაბლიდან ამოგვყურებენ, კატები კი - მაღლიდან დაგვცქერიან, მხოლოდ ღორები გვექცევიან ისე, როგორც თანასწორს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

197821365069757.jpg


1. სტალინი



“ცხოვრება გახდა უკეთესი, და გახდა უფრო მხიარული."




197821365070000.jpg



2. თომას გობსი



“ადამიანი ადამინისათვის__ მგელია."




197821365070208.jpg



3. მარია ანტუანეტა



“თუ ხალხს პური არა აქვს__დაე ტორტი შეჭამოს ."





197821365070492.jpg



4. გებელსი




“რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი__უფრო სწრაფად შეიძლება მისი დაჯერება".





197821365070787.jpg


5. ლუდოვიკო XIV



“სახელმწიფო__ეს მე ვარ!."





197821365071134.jpg



6. მარკიზა პომპადური



“ ჩვენს შემდეგ, თუნდაც წარღვნა ყოფილა."






197821365071483.jpg



7. ბუხენვალდის ადმინისტრაცია (საკონცენტრაციო ბანაკი)



“ ყველას__თავისი."






197821365071669.jpg



8. ვესპასიანი




“ფულს სუნი არა აქვს."






197821365071793.jpg



9. პეტრე სტოლიპინი



“ წინ წახვალ__წყნარად იქნები."







197821365071991.jpg



10. ლენინი



“ინტელიგენცია ნაციის ტვინი კი არა, ფეკალიებია."


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კონფუციუსის გამონათქვამები
 

1861332706784.jpg1)სანამ შურის საძიებლად წახვალ, ორი საფლავი გაითხარე.


2)ყველაფერს თავისი სილამაზე აქვს, მაგრამ ყველა ვერ ხედავს მათ.


3)დაივიწყე შეურაცხყოფა, მაგრამ არასდროს დაივიწყო სიკეთე.


4)მე მესმის და ვივიწყებ.მე ვხედავ და ვიმახსოვრებ.მე ვაკეთებ და ვგებულობ.


5)უცოდინარობა იგივე ღამეა გონებისთვის.ღამე მთვარისა და ვასრკვლავების გარეშე.


6)პატივი ეცი შენს თავს და სხვები გცემენ პატივს შენ.


7)თუ გსურს მომავლის განსაზღვრა, თავდაპირველად შეისწავლე წარსული.


8)როცა ბრაზდები იფიქრე შედეგზე.


9)სადაც არ უნდა წახვიდე, წადი მთელი შენი გულით.


10)ბუნებით ადამიანები ერთმანეთს გვანან, მაგრამ ქმედებებით ძალიან განსხვავებულნი არიან.


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
დალაი ლამას გამონათქვამები
 

1861332061601.jpgთუმცა ცხოვრება ბაფთით შეფუთული არ არის - ის მაინც საჩუქარია.
შური - დროის უაზო ხარჯვაა. შენ უკვე გაქვს ყველაფერი, რაც გესაჭიროება.

ჩვენ რომ ჩვენი პრობლემები დაგვეგროვებინა და შეგვედარებინა სხვების პრობლემების გროვასთან, მაშინათვე საკუთარს ავიღებდით ისევ.

დაბერება უკეთესი ალტერნეტივაა, ვიდრე მოკვდე ახალგაზრდა.

ისეირნე ყოველ დღე. სასწაულები ყველგან ხდება

ცხოვრებას არ უნდა შესწავლა. შენ გაჩნდი მასში და აკეთებ იმდენს, რამდენსაც მოასწრებ.

სერიოზულად ნუ აღიქვამ საკუთარ თავს. ამას მაინც არავინ აკეთებს.

არ აქვს მნიშვნელობა სიტუაცია კარგია თუ ცუდი - ის მაინც შეიცვლება.

დრო კურნავს თითქმის ყველაფერს. მიეცი დროს დრო.


ყოველთვის აირჩიე სიცოცხლე.

შენს გარდა, არავინაა პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე.

არასდროს არის გვიან იქონიო ბედნიერი ბავშვობა, თუმცა მეორე ბავშვობა მხოლოდ შენზეა დამოკიდებული.

ექსცენტრიულები იყავით ახლავე. ნუ დაელოდებით სიბერეს, რათა ღია წითელი ტანსაცმელი ჩაიცვათ.

მოემზადე გადაჭარბებულად და დაე, მოხდეს, ის, რაც მოსახდენია.

თავი დაანებე ყველაფერს, რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სამხიარულო.

დაწვი სანთლები, იხმარე ხარისხიანი ზეწრები და ატარე ლამაზი საცვლები. არაფერი დაიტოვო განსაკუთრებული შემთხვევისთვის. ეს განსაკუთრებული შემთხვევა - დღესაა.

ღრმად ჩაისუნთქე. ეს აზრებს აწყნარებს.

როცა დადგება დრო მიჰყვე იმას, რაც ამ ცხოვრებაში ნამდვილად გიყვარს, არ თქვა უარი.

ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში.

სამუშაო ვერ მოგივლის ავადმყოფობის დროს. ამას მხოლოდ მეგობრები და მშობლები აკეთებენ. გაუფრთხილდი ამ ურთიერთობებს

არ არის აუცილებელი გაიმარჯვო ყველა კამათში. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო მოსაუბრეს.

შეურიგდი შენს წარსულს, რათა მან არ გაგიფუჭოს აწმყო.

როცა საქმე შოკოლადამდე მიდის, წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა.

იტირე ვინმესთან ერთად. ეს უკეთ დაგეხმარება, ვიდრე მარტოობაში ტირილი

თუ ეჭვობ, გადადგი კიდევ ერთი პატარა ნაბიჯი წინ.

თუ პრობლემის მოგვარება შეიძლება, არ ღირს მასზე ღელვა. თუ პრობლემა მოუგვარებელია, მაშინ მასზე ღელვა უაზრობაა.


ძალიან საინტერესო და ცხოვრებისეული გამონათქვამებია.

legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ცხოვრებისეული რჩევები -დალაი ლამა
 

1861332058224.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. გაითავისე, რომ დიდი სიყვარულისა და დიდი მიღწევისათვის დიდი რისკის გაღებაა საჭირო.

2. როდესაც რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.

3. პატივი ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძენი რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს მოქმედებაზე.

4. გახსოვდეს, რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.

5. კარგად შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.

6. არ მისცე უმნიშვნელო ცყენას უპლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.

7. როდესაც ხვდები რომ შეცდომა დაუშვი, ბევრს ნუღარ იფიქრებ ამაზე. სასქრაფოდ გადადგი ნაბიჯი მის გამოსასცორებლად.

8. ყოველდღიურად გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.

9. გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.

10. ყოველთვის გახსოვდეს, დუმილი ზოგჯერ საუკეთესო პასუხია.

11. იცხოვრე პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით და როდესაც მოხუცდები, გადახედე შენს ცხოვრებას, დაფიქრდი მასზე და აღმოაჩინე, კიდევ ერთხელ გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ისიამოვნო მისით.

12. როდესაც უთანხმოება შეგექმნება მასთან ვინც გიყვარს, განსაჯე სიტუაცია მხოლოდ ამ უთანხმოების მაგალითზე და ნუ გაიხსენებ წარსულს.

13. სასიყვარულო ატმოსფერო, ოჯახური ბედნიერების საწინდარია.

14. გაუზიარე ცოდნა სხვებს. ეს ერთ-ერთი გზაა უკვდავებისკენ.

15. იყავი მადლიერი.

16. წელიწაში ერთხელ მაინც ესტუმრე იმ ადგილს, რომელიც არასოდეს გინახავს.

17. განსაჯე შენი წარმატება შემდეგი პრინციპით : ‘რა გაიღე იმისათვის, რომ ამისთ

18. გახსოვდეს, რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის “საჭიროება”.ვის მიგეღწია?’


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა უცნაურია...

დალაი ლამა რომ მე 5 ე პოზიციაზე ასე ფიქრობს?


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

961333818131.jpg

 

 

გოეთე.

 

“მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი”

“დედაბუნება უბადრუკ და უკეთურ არსებებად როდი გვქმნის?!”

“ქალისა და კაცის მეგობრობას, საფრთხეს უქმნის დაღამება”

“უბედურების მიზეზი საკუთარ თავში ეძიე.”

 

დაემორჩილე წყურვილის გრძნობას, წყალი დალიე მაგრამ “წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებ”


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ზიგმუნდ ფროიდი – ციტატები

freud.jpg?w=500

ზიგმუნდ ფროიდი - Zigmund Freud

“ჩვენი საუკეთესო სათნოებანი ამოზრდილია უბოროტეს მიდრეკილებათა ნიადაგზე.”
“ფსიქიკურიდან წინასწარგანზრახულობის გამორიცხვა არ შეიძლება.”
“ანატომია ბედია.”
”ღმერთის საფუძველი სხვა არაფერია თუ არა განდიდებული მამა.”
”ეგო არ არის მბრძანებელი საკუთარ სახლში.”
”სადაც არის იდი, უნდა მოვიდეს ეგო.”
”აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადაადგილებს პატარა ფიგურებს რუქაზე რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია.”
”რელიგია არის ილუზია და იგი დამყარებულია ადამიანის ინსტინქტურ წაქეზებებზე.”
”სექსის ეფექტი არის ჩახშობათა მათემატიკური ჯამის პროპორციული.”
”ზოგჯერ სიგარა უბრალოდ სიგარაა.”
”პარანოიდი ბოლომდე არასდროს ცდება.”
”ერთი რამ, რაც შეიძლება მოკლედ ითქვას მასტურბაციის შესახებ არის ის, რომ იყო დარცხვენილი.”
”სადიზმი მამაკაცურთან და მაზოხიზმი ქალურთანაა ინტიმურ კავშირში”.
”სადიზმსა და მაზოხიზმში ორი გამოკვეთილი მაგალითია ლტოლვის ორი სახის აღრევისა: ეროსისა – აგრესიასთან.”
”ჩვენ ვართ ჩვენი მისწრაფებები.”
”არასდროს ვართ ისეთი დაცული ტანჯვისგან, როგორც მაშინ, როდესაც ვართ სიყვარულში.”
”სიყვარული და შრომა ადამიანურობის ქვაკუთხედია.”
”შეცდომიდან შეცდომამდე შესაძლებელია დიდი ჭეშმარიტების აღმოჩენა.”
”ადამიანი რაც უფრო მეტად ზღუდავს გარეთ მიმართულ აგრესიას, მით უფრო მკაცრი, მაშასადამე აგრესიული რჩება თავის “მე–იდეალში”.
”ჩვენზე დაკისრებული ლტოლვათა შეზღუდვები ნიშნავს მძიმე ფსიქიკურ ტვირთს”.
“აზროვნება არის ექსპერიმენტი მცირე ენერგეტიკული დანახარჯებით, როგორც სარდალი გადაადგილებს პატარა ფიგურებს რუკაზე, რათა ჯარმა წინასწარ განსაზღვროს საკუთარი მისია”.
”ვინც საკუთარ თავს სკეპტიკოსად თვლის, კარგს იზამდა, თუ შემთხვევისდა მიხედვით სკეპსისშიც შეეჭვდებოდა”.
”ადამიანის გონითი მოღვაწეობის ერთი ნაწილი – რეალური გარესამყაროს დაუფლებაზეა მიმართული, მეორე – სურვილის ასრულებას, განდევნილი სურვილის შენაცვლებით დაკმაყოფილებას მიელტვის. ამ შემოქმედებას ეკუთვნის მითი, პოეტური შემოქმედება, ხელოვნება. მესამე, მეტად სერიოზული ნაწილი ადამიანის გონითი საქმიანობისა, რომელმაც შექმნა დიდი ინსტიტუტები რელიგიისა, სამართლისა, ეთიკისა და სახელმწიფოებრიობის ყველა ფორმები, არსებითად იმას უმიზნებს, რომ ერთეულმა შეძლოს თავისი ოიდიპოსის დაძლევა და მისი ლიბიდო ინფანტილურიდან საბოლოოდ სასურველ სოციალურში გადაიყვანო


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბრძენი სიბრძნეს ფლობს და დუმს. უმეცარი – უმეცრებას და ქადაგებს.

 

ჭეშმარიტი სიტყვა არ არის ლამაზი. ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი.

 

 

hqdefault.jpg

 

lao.jpg

ლაო-ძი


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

otia-ioseliani.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ცნობილი ადამიანების გამონათქვამები
29 ივნისი, 16:44

201406291627115364.gifჩერჩილი: "არ მაღელვებს არანაირი მოქმედება,
მაღელვებს მხოლოდ უმოქმედობა"
"დაუნდობლობა ბრძოლის დროს,
სულგრძელობა გამარჯვების შემდეგ"

სერვანტესი: "ბედნიერი იქნება ის დრო და ბედნიერი იქნება ის საუკუნე, როცა, და ბოლოს, საქვეყნოდ აშკარად დაინახავენ ჩემ მიერ ჩადენილ სახელოვან საქმეებს, რომელნიც ღირსნი არიან ბრინჯაოზე აღსაბეჭდად, მარმარილოზე გამოსაქანდაკებლად და ტილოზე დასახატავად მომავალ თაობათა სამახსოვროდ"


გაბრიელ გარსია მარკესი: "გვერდიდან არ მოიშორო ისინი, ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გჭირდება ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ, რომ უთხრა "ვწუხვარ;მაპატიე;გეთაყვა;გმადლობთ" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა რაც იცი...


გაიუს კალიგულა: "ან მოკრძალებულად უნდა იცხოვრო, ან - კეისარივით!"


რიშელიე: "ჩემი პირველი მიზანი მეფის სიდიადე იყო, მეორე კი - სახელმწიფოს ძლიერება"


ნაპოლეონი: "იცით, რა მაოცებს ყველაზე მეტად? ის, რომ, რაც უნდა ეცადო, ძალმომრეობით ვერაფერს შექმნი და ვერც ვერაფერს დაამტკიცებ.ქვეყნად ორად ორი ძალა მეგულება: ხმალი და გონება.
საბოლოოდ, გონება მუდამ სჯობნის ხმალს"

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39790 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

brZnuli-gamonaTqvami.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?