Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საქართველოს რეგიონები   დმანისი

დმანისი - ქალაქი საქართველოში, დმანისის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს დმანისის ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე, კაზრეთის რკინიგზის სადგურიდან 30 კმ მანძილზე. დმანისის ტერიტორიაზე VI-VIII საუკუნეებში მცირე დასახლება იყო, სადაც საეპისკოპოსო კათედრალი მდებარეობდა. როგორც ქალაქი, წყაროებში პირველად IX საუკუნეში იხსენიება, ამ დროს მას არაბები ფლობდნენ. XI ს-ის 80-იან წლებიდან სელჩუკთა ხელშია, 1123 წელს დავით IV აღმაშენებელმა გაათავისუფლა. დმანისი განსაკუთრებით დაწინაურდა XII-XIII სს-ში. XVI ს-დან ქალაქი დაცემის გზაზეა, მოიშალა ეკონომიური ცხოვრება, შემდეგ კი სულ გაპარტახდა და გაუკაცრიელდა. 1921-1947 წლებში მას ბაშკიჩეთი ეწოდებოდა. ოფიციალურად ქალაქად გამოცხადდა 1981 წელს. მოსახლეობა 3,4 ათასი (2002 წ.).

1.jpg

თანამედროვე დმანისის ახლოს არის ამავე სახელწოდების ქალაქი-სიმაგრის ნანგრევები (VI-XV სს.), სახლების, ქუჩების, ღვინის სარდაფების და სხვა ობიექტების ნაშთები. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. აქ აღმოჩენილია ევროპაში ყველაზე ძველი ადამიანის ნაკვალევი - თავის ქალა, რომლის ასაკი 1,6 მილიონი წლით განისაზღვრება. დმანისში არის ბოლნისისა და დმანისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია.

 

 

2.jpg

 

არქეოლოგიური გათხრები
გათხრები დმანისის ნანგრევებში დაიწყო 1936 წელს და 1960-იან წლებამდე გრძელდებოდა. შუასაუკუნეების სარდაფებს ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს ცხოველთა ძვლები, რომელთა შორის ქართველმა პალეონტოლოგმა პროფ. ა. ვეკუამ ამოიცნო აწ გადაშენებული რინოსი Dicerorhinus etruscus etruscus 1983 წელს.

 

Dicerorhinus-Stephanorhinus-etruscus-Fal

 

 

Dicerorhinus_etruscus.jpg

 

 

ეს სახეობა დამახასიათებელი იყო Villafranchian ფაუნასთვის, რაც ადრეული პლეისტოცენური ეპოქის დამადასტურებელია. 1984 წელს პირველი ქვის იარაღები იპოვეს. მას შემდეგ ქართველი მეცნიერები დმანისის პლეისტოცენური დეპოზიტების გათხრებს აწარმოებდნენ დმანისში, და 1991 წელს მათ შეუერთდნენ გერმანელი არქეოლოგები რომიშ-გერმანიშეს ცენტრალმუზეუმიდან. დმანისის სამუშაოები შემდეგ უფრო გაფართოვდა და საერთაშორისო კვლევის პროექტის ხასიათი მიიღო საქართველოს მეცნიერებათა აკედემიის ხელმძღვანელობით, გერმანიის, აშშ-ის, საფრანგეთისა და ესპანეთის კოლეგების მონაწილეობით.

 

               

6.jpg

 

1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

Dicerorhinus_etruscus.jpg ესეთიც იყო აქა კაცო??? აფსუს.....აი თუ გინდა "საფარიიი". რაღათ გინდოდა კაცს აფრიკა დ ამბები? ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

               

6.jpg

 

1999 და 2001 წელს დმანისის რეგიონში გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა ჰომინიდთა თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელსაც მოგვიანებით ჰომო გეორგიკუს შეარქვეს.

 

 

 

 

 

კიდევ კაო აქაც ოქრო არ იყო თორემ ამასასც დინამიტით აწევდნენ ჰაერში


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?