Jump to content


ამ თემას აქვს 7 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორ ვუმკურნალოთ გრიპს  სახლის პირობებში?


 

 

ვირუსული დაავადება – გრიპი, რომელიც თავშეყრის ადგილებში, განსაკუთრებით წვეთოვანი გზით გადაიცემა, ნებისმიერი ქვეყნის უამრავ მოქალაქეს აწუხებს.

 

არსებობს გრიპისგან თავდაცვისა და მისგან განკურნების ხალხური მეთოდები, limniani-chai.jpg რომლის შესახებაც „ამბიონს“ ფარმაცევტი ნინო თომაშვილი ესაუბრა:

„იმისათვის, რომ წინასწარ დავიცვათ თავი გრიპოზული სიმპტომებისგან და გრიპისგან, აუცილებელია შევასრულოთ შემდეგი პირობები:

მოერიდეთ თავშეყრის ადგილს ან ხალხმრავალ ადგილებში იარეთ პირბადით.

ხალხური მედიცინის მკურნალობაში ფართოდაა ცნობილი გრიპის საწინააღმდეგო საშუალებები.

გრიპის პროფილაქტიკის მიზნით სასურველია ცხვირის ირგვლივ გაჭრილი ნივრის წასმა. ასევე, კარგია, თუ დილით უზმოზე პატარა ნივრის კბილს გადავყლაპავთ, შეგვიძლია შევჭამოთ კიდეც. სასარგებლოა, თუ მოვახერხებთ ყოველ დილით ცხვირის შიდა ნაწილის გამორეცხვას ნივრიანი წყლით, ან კალენდულას – გულყვითელას ნაყენით. ის დაგვიცავს გრიპისა და სხვა მრავალი ვირუსული დაავადებისგან.

 

გრიპოზული მდგომარეობისას უნდა ვიკვებოთ დღეში რამდენჯერმე რაც შეიძლება წვნიანი საკვებით, მაგალითად, ბოსტნეულის სუფებით… ვეცადოთ ყოველი კვების შემდეგ მივიღოთ ჩაი.

ლიმონი და მალინა გახლავთ მცენარეები, რომლისგან მომზადებული ჩაიც ძალზე სასარგებლოა. მიირთვით ლიმნიანი ჩაი დღეში რამდენჯერმე, ყლუპ–ყლუპად. ასევე, მოამზადეთ მალინის ჩაი, გამოიყენება მალინის ნაყოფი და ფოთოლიც. მალინა, ამავე დროს, არის როგორც ოფლმდენი, malina.jpg ასევე შარდმდენი საშუალება. მალინის ჩაი 1 წლის ასაკის შემდეგ შეიძლება ყველამ მიიღოს. ბავშვებისთვის შეიძლება იყოს მცირე რაოდენობით შემტკბარი, დიდებისთვის კი უმჯობესია, თუ დაუმტკბარი იქნება, ან დაატკბობთ თაფლით რადგან შედეგი უფრო მეტია. ასევე, მიიღეთ ცაცხვის ჩაი დღეში 2-3 ჯერ 200 გრამის მოცულობით, ნაყენის სახით. 200 გრ. წყალზე საჭიროა 1 სუფრის კოვზი მასა – ცაცხვი ან მალინა. სამივე სახის ჩაი უნდა იყოს ნელთბილ მდგომარეობაში და შეგვიძლია მონაცვლეობით მივირთვათ, მაგრამ მოვერიდოთ გვიან დალევას, რადგან ღამის პერიოდში დისკომფორტი არ შეგვიქმნას. მალინის და ცაცხვის ჩაი, ამავდროულად, ხსნის თავბრუსხვევას, რომელიც გრიპს ხშირად თან სდევს.

გრიპისა და გაციების შემთხვევაში, გარდა ჩამოთვლილი სახის ჩაიებისა, უნდა მივიღოთ ძალიან ბევრი წვენი – კომპოტისა თუ ხილის სახით.

გრიპოზულ მდგომარეობაში თავის ტკივილისას ძალიან კარგია ლიმონის ქერქის შიდა ნაწილი. მისი საშუალებით საფეთქლებსა და წარბებს შუა ადგილის დაზელვა მოხსნის თავის ტკივილს.

ყელის ტკივილის დროს სასარგებლოა ლიმნის ცოცხალი სახით მიღება. ის უნდა გაწუწნოთ დღეში რამდენჯერმე და დარჩენილი მასა კი უკან გადმოვიღოთ. ასევე, შეგიძლიათ გვირილისა და კალენდულას ერთობლივი ნაყენი გამოივლოთ ყელში ყოველი ჭამის შემდეგ. გამოვლებიდან ნახევარი საათის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ არც სითხე და არც საკვები. ყელის ტკივილისას ეფექტური საშუალებაა გვირილის ჩაის დალევაც. ის, ამავე დროს, ხსნის მუცლის შებერვას, ფაღარათისგან გამოწვეულ დისკომფორტს და ამშვიდებს კიდეც.

მაღალ ტემპერატურაზე ორსულობის შემთხვევაში ან მოხუცებისთვის, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, შეუძლიათ მონაცვლეობით ცივ და ცხელ წყალში (ტემპერატურა ფეხს რომ ესიამოვნოს) ჩადგან ფეხები და ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორონ. kombosto.jpg ბავშვებს კარგია, ძმრით (უმჯობესია ვაშლის ძმარი) დავუზილოთ ის ადგილები, სადაც გადის ვენური სისტემა, მაგალითად: სახსრების, იღლიის მიდამოებს, კისრის არეს, ფეხისა და ხელის გულებს… ეს კარგი პრაქტიკაა. ძმრის მსგავსად ორგანიზმიდან ტემპერატურის გამოსაყვანად გამოიყენება კომბოსტოს ფოთლები და ისიც იგივე მეთოდით.

ხველისას კომბოსტოს ფოთლებს უნდა წავუსვათ ნატურალური თაფლი და მივიკრათ გულმკერდზე, ყელის ჩაღრმავებიდან დაახლოებით 1 მტკაველის მანძილზე. კომბოსტო როგორც კი დაჭკნება, თაფლიც შეიწოვება ორგანიზმში. კარგია თუ ამ პროცედურას დაწოლამდე ჩავიტარებთ, მაგრამ თუ ძლიერი ხველაა, შეგვიძლია დღეში ორჯერაც გავიმეოროთ. ძველი ხალხური მეთოდით ხველისას საუკეთესო საშუალებაა კომშის გულის ნახარში და მისი კომპოტის მიღება.

გრიპისას თვალებიდან ცრემლდენისას შესაძლებელია თვალის კალენდულას ან futkris-rdze.jpg გვირილის ნაყენით გამორეცხვა.

ვირუსის გასვლის შემდეგ იმუნიტეტის გაუმჯობესების მიზნით უნდა მივიღოთ ფუტკრის რძე დღეში ერთხელ ენაზე დაწვეთებით – 1-2 წვეთი, ასაკის მიხედვით. ხოლო ფუტკრის მტვერს ვიღებთ 1 ჩაის კოვზს ერთ ჭიქა წყალზე. ასევე, კარგია, თუ გვექნება ვაზის ცრემლი, რომელიც გაზაფხულის პერიოდში, ვაზის გასხვლის დროს შეგვიძლია შევაგროვოთ. ის დღეში ორჯერ ენაზე დაწვეთებით უნდა მიიღოთ და აღადგენს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ამავდროულად აძლიერებს იმუნიტეტს. სითხე ინახება მაცივარში.

ყველანაირად უნდა ვეცადოთ, გრიპისას მდგომარეობა არ გაგვირთულდეს, მაგრამ თუ ვირუსს მცენარეული საშუალებებით ვეღარ ვერევით, პარალელურად ქიმიური პრეპარატებიც უნდა ჩავრთოთ.”

თეონა ნოზაძე


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ესეთი გამონათქვამი გამიგია გრიპზე....

 

თუ იმკურნალებ 1 კვირაში გაგივლის და

თუ არ იმკურნალებ-7 დღეში მორჩებიო...


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ზუსტად ეგრეა ბაბუ...

მაგას არაფერი არ შველის, ნუ ერთად ერთი ეს 7 დღე უნდა სვა, რომ გული გადააყოლო



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ერთი ხალხური მეთოდი ვიცი ;) ......ნამეტანი უნდა გაიჭაჭო და .....შველის....


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39356 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფრთხილად იყავით არ გაგიმეოროთ. ჩათლახური ვირუსებია მოდებული ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4334 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ბაბუ გაციების მკურნალობის თქვენებური მეთოდი დაწერეთ რაა



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    პრეფექტი


  • Find Topics
  • კანდიდატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • 1305 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

   ხალხური მეთოდი, პილპილი ჭაჭაში და ნიორი, ეგაა  ;( ცოტა გემწარება მაგრამ მალე გიშველის. :0024:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სვანი "ხავსიანი"

სვანი "ხავსიანი"

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2559 პოსტი
  • მისამართი:ქ.თბილისი, მოსკოვის გამზ. კვ.5, კორპ. 7, ბინა 6
  • წარმოშობა:სვანი

ძმრიანი წინდები უებარია  :ki:







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?