
ჭაობის ბოლობეჭედა გვხდება ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, მადაგასკარზე, ავსტრალიაში, ტასმანიაზე, ახალ ზელანდიასა და მახლობელ რიგ კუნძულებზე.
საქართველოს ფარგლებში ეს ფრინველი ვრცელდება თითქმის ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ - მდე.
ბინადრობს ღია ადგილებში. მეტწილად გვხდება ჭაობებში, მდინარეებისა და ტბების მიდამოებში, ლელიანთა და ჩალით დაფარულ ადგილებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. ბუდის მშენებლობაში მონაწილეობს ორივე მშობელი. აპრილში დედალი დებს 2 – 6 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 33 დღემდე. ძირითად საკვებს შეადგენენ ფრინველები, განსაკუთრებითკი ბუდესი კრუხად მჯდომი ინდივიდები, აგრეთვე ნორჩი მართვეები. დიდი რაოდენობით ანადგურებს სასარგებლო ფორმებს, რითაც სახალხო მეურნეობისათვის შესამჩნევი ზიაინი მოაქვს. ეს ფრინველი მცირე რაოდენობით ანადგურებს მავნე თაგვისებურ მღრნელებსაც.
ცნობილია ამ ფრინველის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში მოიპოვება სადასვლური ჭაობის ბოლობეჭედა - Circus aeruginiosus aeruginosus