Jump to content


ამ თემას აქვს 12 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლოსი

%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%98.jpg

ლოსი იგივე ცხენირემი ჩრდილოეთის ნადირია და წააგავს ირემს. იგი წყვილჩლიქოსანი ცხოველია და ირმისებრთა ოჯახს ეკუთვნის. მამრი ლოსის სხეული სიგრძით 3 მეტრს აღწევს, წონა კი- 570 კილოგრამს. მდედრი შედარებით პატარაა. ლოსს საკმაოდ გრძელი ფეხები აქვს, ვიწრო, წვეტიანი ჩლიქები, თავი მოგრძო ფორმის, ხორციანი ზედა ტუჩი, ყელის არეში კანოვანი გამონაზარდი ბეწვით არის დაფარული. მამრის რქები ნიჩბისებური ფორმისაა და გვერდებისაკენაა განშტოებული. მდედრს რქები არ აქვს. ცხენირემის ტანი უხეში ბანლითაა დაფარული. კისრის ზემოთა ნაწილში და მინდაოში ბეწვი გრძელია. ეს ბეწვი ფაფარს გავს. ზამთარში ლოსი მუქ შეფერილობას იღებს და ხდება მუქი მურა. ზაფხულში იგი თითქმის შავია, ფეხები კი თეთრი აქვს. ლოსების გავრცელების არეალია: ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკაა და აზიის ტყის ზონები. ცხოვრობს ტყე-ტუნდრაში, ტყე-ველებზე და ველებზე. საკვებად იყენებს მცენარეულლ საფარს: ხის ყლორტები, ქერქი, ბალახეული, ხავსი, სოკო და სხვა. ისინი დადიან ცალცალკე ან ქმნიან 5-8 სულიან ჯგუფებს. ზოჯერ შეიძლება ჯგუფში 20 სულიც შეგვხვდეს.

აღსანიშნავია, რომ ლოსს დაბადებისთანავე შეუძლია ცურვა. მას ეს უნარი თანდაყოლილი აქვს. ცხენირემს შეუძლია რამოდენიმე კილომეტრი გაცუროს წყალში, ასევე შეუძლია წყალში ექვსი მეტრის სიღრმეზეც ჩასვლა. წყალქვეშ იგი ყვინთავს წყალმცენარეების მოსაპოვებლად, რომელსაც ის საკვებად იყენებს.

ლოსი საკმაოდ ფრთხილი ცხოველია. მისი მხედველობა ძალიან განვითარებულია. მას შეუძლია თავის მობრუნების გარეშე, მხოლოდ თვალების მოძრაობით შეამჩნიოს, რა ხდება მის უკან. ლოსის ყნოსვაც ძალიან განვითარებულია. სპეციალისტთა მტკიცებით, რადგან ცხენირემის ნესტოები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს არის განლაგებული, მას ობიექტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა უზუსტესად შეუძლია. ცხოველს სმენაც არანაკლებად აქვს განვითარებული. ცხენირემს გარშემო ყველა მიმართულებიდან კარგად შეუძლია ბგერების აღქმა. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს 3 კილომეტრიანი დისტანციიდან ლოსების ხმის გაგონება.
მდედრი სეზონზე შობს 1-2 ნაშიერს. მისი მაკეობა რვა თვემდე გრძელდება. დედა ლოსი საკმაოდ მზრუნველია შვილებთან მიმართებაში. ისინი თავიანთ ხბოებს ყველა შესაძლო მტრისგან იცავენ. მათი მტერი კი შეიძლება იყოს: მგლები, დათვები და ადამიანებიც კი. როცა პატარა ერთი წლის ხდება და ამ დროს დედა სხვა ნაშიერს ელოდება, დედა ლოსი წინას უხეშად იშორებს. ამით იწყება პატარა ლოსის დამოუკიდებელი ცხოვრება.

ლოსებს საკმაოდ დიდი და სუსხიანი ზმთრის გადატანა უწევთ. ჩნდება კითხვა: როგორ ძლებენ ისინი ასეთ მძიმე პირობებში, მაშინ როცა მათი კვების რაციონი მცენარეულია? მათი გამძლეობა, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ისინი ზამთრის დადგომამდე საკვების დიდ მარაგს იღებენ. ცხოველი ყოველდღიურად, საშუალო მაჩვენებლით, 23 კილოგრამ მცენარეულ საფარს ჭამს. იგის დაუზარელი ცხოველია. საკვების მოსაპოვებლალად მას შეუძლია სამი მეტრის სიმაღლიდანაც ჩამოკრიფოს ფოთლები და თუ საჭირო გახდა წყალშიც არ დაიზარებს ჩასვლას. მეტ წილ საკვების მარაგს იგი ოთხგანყოფილებიან კუჭში ამარაგებს და ამით ორგანიზმში ხდება აუცილებელი, მასაზრდოებელი ნივთიერებების, ცხიმების შეთვისება. საკვები მარაგის დაგროვებითა, საკუთარი ტყავის “ქურქად” გამოყენების შესაძლებლობით ზამთრის გადატანისა და შიმშილის დაძლევის პრობლემა მოგვარებულია, თუმცა მას სხვა პრობლემებიც ემუქრება.

მძიმე ზამთრისა და დიდთოვლობის დროს ცხენირემი უმოძრაო ცხოვრებაზე გადადის. ლოსი სუსხიან ზამთარში თავის ტყავის, ქურქის, იმედზეა დამოკიდებული. ცხენირემს თოვლიან ამინდში უჭირს სირბილი, რაც იწვევს მტაცებლისგან (მაგალითად მგელი) მის განადგურებას. ყველაზე დიდ საფრთხეს ამ ცხოველისათვის მაინც ადამიანი წარმოადგენს, რადგან მასზე ნადირობა მხოლოდ მტაცებლის მხრიდან არ ხორციელდება. ბუებრივია ლოსებზე ნადირობს ადამიანებიც, მაგრამ ისინი მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან. ადამიანის მხრიდან ამ ცხოველს საფრთხე სხვა მხრივაც ემუქრება, რადგან საკმაოდ ხშირია მძღოლების მხრიდან გზაზე გადმოსული ლოსებზე ავტომობილით შეჯახება.

ლოსები ხშირად გამოდიან გზაზე, რადგან მათ უყვართ გზებზე უსაფრთხო მოძრაობისათვის დაყრილი მარილის ლოკვა. მათი გზაზე გამოჩენა საფრთხეს უქმნის მძღოლებსაც და თავად ცხოველებსაც, რადგან მუქი ფერისა და ბინდის გამო ჭირს გაზე მოძრავი ლოსების დანახვა. ეს კი უბედური შემთხვევის მაღალ პროცენტულ რისკს კიდევ უფრო ზრდის. მასიურ ცხოველთან ავტომობილის შეჯახებამ შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი გამოიწვიოს ადამიანისა და ცხოველის მიმართ.

ლოსი ძვირფასი სარეწაო ცხოველი არის. გამოიყენება მისი ტყავი და ხორცი, სწორედ ეს ძვირფასი ტყავი და ხორცი იწვევს მასზე აქტიურად ნადირობას.

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ამას მარტო ტელევიზორში თუ ვნახავ და კომპიუტერულ თამაშებში მოვინადირებ :0030:



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე ბიჭებო . ბელორუსიაში  ცხენირემზე ნადირობის საშუალებაა. ვინმეს ხომ არ გაქვთ ინტერესუი?


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

:think:



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ხო შაკოა წასული  და მელაპარაკა ...არ არის ძვირიო. თან ტვილდიკას პარტნიორსაც აქვს სამონადირეო და იმანაც იგივე გვითხრა. მითუმეტეს თუ მოვიწვევთ და გაცვლითი პროგრამების სახეს მივცემთ ....ვაფშე უფასო გამოვა ;) .

 მარტო ბილეთი.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
gorda

gorda

    მაგისტრი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2608 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

ბაბუ ჯერ აქეთ მოვიწვიოთ, ტვილდიკას ჩავაბაროთ ერთი3 დღე და მერე ვნახოთ. :0025:



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

ჰაჰაჰა , გორდაააა მაგარი იყო.  :bravo:



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2845 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მე სიამოვნებით ჩავერთვებოდი ბელორუსიაში სანადირო დისკუსიებში. 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბაბუ ჯერ აქეთ მოვიწვიოთ, ტვილდიკას ჩავაბაროთ ერთი3 დღე და მერე ვნახოთ. :0025:

 

ბაბუ ტვილდიკას თუ ჩავაბარეთ , თან 3 დღით.....მერე კაკ რაზ ვეღარ ვნახავთ მაგ საცოდავებს. მინსკში გვეყოლებიან გადასასვენებლები.... :0034:
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ოო შაკო ჩამოვიდა და ახალ ამბებსაც ჩამოგვიტანს...


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბაკურ ძიმცეიშვილი

ბაკურ ძიმცეიშვილი

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 373 პოსტი
  • მისამართი:..............
  • წარმოშობა:.................

თუ წახვალთ ამაზე ნაკლები არ ვნახო მონადირებული  ;)  :good:  :0024:

bbdd162bc8f5.jpg



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ე ბიჯო რამხელაა ეს შობელძაღლი?????


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?