Jump to content

სურათი

გაზაფხულის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე

თევზაობა სპონინგი მურწა ჭანარი ნაპირი ბადე სატყუარა ბუღლუჯი სეზონი მტკვარი ჭია ჭიაყელა

1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაზაფხულის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე

 

 


 

გაზაფხულის თევზაობის სეზონი მდინარე მტკვარზე-გაზაფხულზე როგორც მტკვარი ასევე საქართველოს ყველა სხვა მდინარე ადიდებული და ამღვრეული მოედინება. წლის ამ დროს თევზი იღვიძებს დამშეული და ამოდის წყლის ზედაპირზე, საკვების საძებნელად. ეს სეზონი საუკეთესო დროს წარმოადგენს სათევზაოდ, მთავარია ადგილის და სატყუარის სწორად შერჩევა. როგორც უკვე მიხვდით გაზაფხულის სეზონზე მთავარია ჭიის სწორი შერჩევა, ასევე ადგილისაც, არის კიდევ სხვა ფაქტორებიც მაგრამ როგორც იტყვიან სრულყოფილი არაფერია და რომც ჩამოვწერო ვერც შევძლებთ სრული სიზუსტით მათ დაცვას. რაც შეეხება ადგილის შერჩევას, ბევრ ფაქტორზე დაკვირვებით არჩევენ, მაგ: რამდენად შემოდის დინება, რამდენად ღრმა და ზატონიანია ადგილი და ა.შ. გახსოვდეთ ყოველთვის ეცადეთ ისეთ ადგილზე დაჯდეთ სათევზაოთ სადაც წყალი წლების განმავლობაში მიედინება და არა ადიდების შედეგად ახალ-ახალი კალაპოტების გაჩენის ადგილებზე. ამას ლოგიკური ახსნაც აქვს, სადაც წყალი წლობით მიედინება თევზიც იქ ეჩვევა და იქ იბუდებს, ხოლო სადაც წყალი ახალი დამდგარია იქ თევზი არ ჩერდება. ამ სეზონზე ძირითადად მოდის, გორნი-მურწა, ასევე ცოცხალიც ეტანება ხოლო მეტნაკლებად სხვა დანარჩენი.
ჭიის არჩევის სპეციფიკა გაზაფხულის სეზონზე: ეს მეთოდი განკუთვნილია მდინარე მტკვარზე სათევზაოდ, მაგრამ ასევე შესაძლებელია სხვა მთის მდინარეზეც თევზაობა. გაზაფხულზე მთებზე დამდნარი თოვლი წყლის სახით ჩაედინება მდინარეში, პლიუს ამას ემატება წვიმის წყალი, რაც იწვევს წყალდიდობებს, ამ დროს კი თავისთავად მდინარე გაგიჟებული მოდის და რაც გზაში შეხვდება, ყველაფერი მოაქ. პრაქტიკულად წყალში ხილვადობა ნულის ტოლია ამიტომაც შეშინებული თევზი ნაპირისკენ მიიწევს, საკვებს კი ეტანება სუნზე, ამიტომ ამ დროს სატყუარად გამოიყენება ეგრეთწოდებული ვანიუჩკა (მყრალა) ჭია, რომელსაც თავისი სახელიდან გამომდინარე აქვს ძალიან მძაფრი სუნი და ამიტომაც საუკეთესო სატყუარას წარმოადგენს თევზისთვის. ასევე ამ ჭიას აქვს სხვადასხვა სპეციფიკური ნიშა, რითაც უფრო პრაქტიკულია სხვა სატყუარებთან შედარებით მაგ: აქვს მაგარი კანი და რამდენიმე გადაგდებაში არ ძვრება ნემსკავიდან, შესაბამისად ეკონომიურია, ვერც წვრილი ლიფსიტები აფუჭებენ. რაც შეეხება მყრალა ჭიის შეფერილობას აქვს ბევრნაირი: შავი, მწვანე, ჭრელი, მოკლედ ქამელეონივითაა, მათგან ყველა ფერს არ ეტანება თევზი მაგ: მომწვანო ფერისას უფრო ეტანება ვიდრე შავს და ა.შ. ეს რაღათქმაუნდა თვითონ თევზის ჯიშზეა დამოკიდებული. ეს ჭია ძირითადად გვხვდება ბალოტიან( ჭაობიან-შლამიან) ადგილზე და რაღათქმაუნდა ბალახის ფესვებში. ასევე შესაძლებელია წითელი ჭიაც გამოვიყენოთ, მაგრამ უპირატესობა მაინც მყრალა ჭიას ენიჭება ხილვადობის გამო. წითელი ჭიაც რამდენიმე სახისაა: არის მიწის, ასევე პატივის. მიწის წითელი ჭია არის ღია წითელი ან მოთეთრო-მოვარდისფრო და არ აქვს სუნი, ხოლო პატივის ჭია არის მუქი ფერის უბრალო მიწის ჭიასთან შედარებით და აქვს ზოლები ასევე მძაფრი სუნი, სწორედ ეს მეორე პატივის წითელი ჭიაც გამოდგება გაზაფხულზე.

fb341018b6aa.jpg
მთის გორნი (წვერა)

ad910050940a.jpg
ზემოთა სურათზე მტკვრის მურწა ხოლო ქვემოთ გორნი(მთის წვერა) კარგად დააკვირდით მურწას გორნისგან განსხვავებით აქვს უფრო პრიალა კანი და არის უფრო წვრილი.

 

წყარო:monadire.info


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გასტრონომიული თვისებებით მთის ჯობია. ასე გამიგია :ki:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?