Jump to content

სურათი

ქართული ვაზის ძველი ჯიშები (გ. ბარისაშვილი)

ვაზი ყურძენი ვენახი ზვარი ღვინო ქვევრი თამადა საწნახელი ყანწი

ამ თემას აქვს 14 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40863 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქართული ვაზის ძველი ჯიშები (გ. ბარისაშვილი)

გთავაზობთ ასევე  ძველქართული ვაზის ჯიშების ფოტოებს (ავტ. გ. ბარისაშვილი)

 

 

 

 

 

ბაზალეთური ცოლიკოური

 

bazaleturi111111.jpg

ავშილური

- ავშილური ანუ აბშილური მეგრული წითელყურძნიანი საღვინე ჯიშია. ავშილურის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. მისი ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითი სქესისაა. ყურძენი შეთვალებას იწყებს 1 სექტემბრიდან და მასობრივ სიმწიფეში შედის 1 ნოემბრისთვის. ვაზი საშუალო ან საშუალოზე მეტი ზრდისაა. მოსავლის პირველ ნიშანს ავშილური იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდან. ავშილური უხვმოსავლიანი ჯიშია. ვაზს ახასიათებს ყვავილცვენა და მცირედი წვრილმარცვლიანობა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ავშილურის გამძლეობა სუსტია; განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქისგან. დაკრეფილი ყურძენი დიდხანს არ ინახება. როგორც მაღალმოსავლიანი, წვენის უხვგამოსავლიანი და ამავე დროს საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში ავშილური დიდი ყურადღების ღირსია და მისი გავრცელება მიზანშეწონილია სამეგრელოს მთისპირა სოფლებში ფილოქსერაგამძლე საძირეებზე ნამყენების სახით. ავშილურის პროდუქცია წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას ყურძნის წვენის დასამზადებლად.

ჩეში

- ჩეში სამეგრელოში გავრცელებული თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშია. ადგილობრივ მოხუცთა გადმოცემით ირკვევა, რომ ჩეში წარსულში ფართოდ ყოფილა გავრცელებული სამეგრელოს როგორც მთიან, ისე ვაკე ადგილებში. მის პროდუქციას მოსახლეობა ღვინის დასაყენებლად იყენებდა და ღვინო ჩეშისა, როგორც მაღალხარისხიანი პროდუქტი ცნობილი ყოფილა სამეგრელოს გარეთაც. ჩეშის მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია, საშუალო სიმკვრივის. გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი ღია მწვანეა, მზის მხარეზე მოქარვისფრო ელფერით. საკმაოდ სქელკანიანი და წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი საკმაოდაა დაფარული ცვილისებრი ნადებით. ყურძნის შეთვლაება იწყება აგვისტოს მეორე ნახევარში და მასობრივ სიმწიფეში შედის ოქტომბრის 15-დან. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ჩეში საკმაოდ მეტად გამძლეობას იჩენს. განსაკუთრებით ძლიერ ავადდება ნაცრით. სამეურნეო დანიშნულებით ჩეში საკმაოდ ხარისხოვან საღვინე ვაზის ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. ჩეშის გასაშენებლად აუცილებელია შეირჩეს მზით უხვად განათებული ფერდობი ადგილები და კალციუმის კარბონატებით საკმაოდ მდიდარი ნიადაგები. მეგრულ თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ჩეში ყურადღების ღირსია, როგორც საღვინე ჯიში. იგი საუკუნეთა მანძილზე აკლიმატიზებულია სამეგრელოს ეკოლოგიურ პირობებში და როგორც ზემოთ აღინიშნა საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიშია.

აფხაზურა

აფხაზურა თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშია. აკად. ივ. ჯავახიშვილი თავის შრომაში ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე აფხაზურას სამშობლოს აფხაზეთს თვლის, რაც გამართლებულად უნდა ჩაითვალოს. წარსულში აფხაზურა სამეგრელოს მთიან სოფლებში, მაღლარების სახით მოიპოვებოდა. აფხაზურას ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. მტევანი ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმისაა და მეტად მკვრივია. გვხვდება საშუალო სიმკვრივის მტევნებიც. მარცვალი ღია მწვანეა, მზის მხრიდან კი მოყვითალო-ქარვისფერი. საშუალო სიდიდისაა, ფორმით მომრგვალო. თითქმის თხელკანიანია, ნაკლებ ხორციანი და უფრო წვნიანი, ოდნავ მომჟავო, მაგრამ სასიამოვნო გემოთი. ყურძენი შეთვალებას 25 აგვისტოდან იწყებს და სრულ სიმწიფეში შედის 1 ნოემბრიდან. ვაზის ზრდა-განვითარება საშუალოა. ხასიათდება საშუალოზე დიდი მოსავლიანობით. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ იგი საკმაო გამძლეობას იჩენს. ყურძენი შენახვის უნარს მოკლებულია. აფხაზურას, როგორც კარგი ღირსების პროდუქციის მომცემი და ამასთან მოსავლიანი და გამძლე ჯიშის, გავრცელება მიზანშეწონილია ზემო სამეგრელოს სოფლებში, შესაბამის ფილოქსერაგამძლე საძირეებზე. ლეჩხუმის მევენახეობის რაიონებში მცირეოდენი ნარგავების სახით გავრცელებული ვაზის ჯიში აფხაზურას სახელწოდებით, წითელყურძნიანია და მეგრულ აფხაზურასთან მას კავშირი არა აქვს.

მცვივანი

მცვივანი ანუ საფერავი ზემო გურიაში მაღლარების სახით გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. წარმოებულმა დაკვირვებებმა დაადასტურა, რომ `საფერავის~ სახელწოდებას აღნიშნული ჯიში ვერ ამართლებს, ვინაიდან შემფერავი ნივთიერებები მარცვლის რბილობსა და წვენში უმნიშნველოდაა მოცემული. ვაზი საშუალო ზრდისაა. მცვივანის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყურძენი შეთვალებას იწყებს სექტემბრიდან. მასობრივ სიმწიფეში შედის 25 ოქტომბრიდან. მტევანი თხელია და ფორმით ცილინდრული. მარცვალი შავია და საშუალოზე მცირე. ფორმით თითქმის მრგვალია. მცვივანი სოკოვან დაავადებათა მიმართ სხვა ჯიშებთან შედარებით გამძლეობით გამოირჩევა.

ხუშია

ხუშია გურიაში გავრცელებული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ხუშია მეტად მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიში ყოფილა და მისი გავრცელების არეალი მხოლოდ სოფ. ნოღა-ვაზისუბნის მიკროზონით განისაზღვრებოდა. ხუშის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია. საკმაოდ მკვრივია. იშვიათად თხელი მტევნებიც გვხვდება. მარცვალი შავია. თითქმის საშუალო სიდიდისა და მომრგვალო. ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლოდან და მასობრივ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ხეშია სუსტ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით. გურიის ბევრი სხვა ვაზის ჯიშებისგან განსხვავებით ხუშია არ იძლევა მაღალხარისხოვან მასალას სუფრის ღვინოების დასამზადებლად.

წირქვალის თეთრი

cirqvalis1111.jpg

წითლანი

წითლანი გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. ამჟამად ეს ჯიში თითქმის მთლიანად გადაშენებულია. იგი გავრცელებული ყოფილა ზედა გურიის მთისპირა სოფლებში მაღლარების სახით. გადმოცემით ამ ჯიშის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა იყენებდა ორდინარული ტიპის საოჯახო ღვინოების დასამზადებლად. მას იყენებდნენ ასევე როგორც საკუპაჟე მასალას სხვა ჯიშებთან შერევით. წითლანის ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის პირველი რიცხვებიდან, ხოლო მასობრივი სიმწიფე ოქტომბრის ბოლოდან. მტევანი თხელია და ცილინდრულ-კონუსური. მარცვალი მუქი წითელი-ვარდისფერია, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სქელკანიანი და საკმაოდ ხორციანი და წვნიანი. ვაზი საშუალო ზრდისაა. სოკოვანი დაავადებებისაგან ძლიერ ზიანდება, მეტადრე აზიანებს ნაცარი. წითლანის გავრცელება მიზანშეწონილია ზემო გურიის მთისპირა რაიონებში.

ოფოურა

ოფოურა გურიის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. ზემო გურიის სოფლებში მას `მაგარას~-აც ეძახიან, რომელი სახელწოდებაც მან მარცვლების სიმკვრივისა და ყურძნის ხანგრძლივად შენახვის უნარის გამო მიიღო. ოფოურას ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყვავილი ფუნქციონალურად მდედრობითია. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის პირველ ნახევარში და მასობრივ სიმწიფეში შედის ნოემბრის შუა რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ზრდისაა და ხელსაყრელი ამინდების შემთხვევაში კარგი მოსავალიც იცის. სოკოვან დაავადებათა მიმართ ოფოურა სუსტ გამძლეობას იჩენს. ოფოურა კარგად ვითარდება სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ მზით უხვად განათებულ ფერდობებზე და ნეშომპალა კარბონატული ტიპის ნიადაგებზე. ამასთან ერთად სასურველია მისი ფორმირება ოლიხნარებად. ოფოურა საკმაოდ ხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიშია.

ღვანურა

gvanura-saunje.jpg

ორონა

ორონა გურიის წითელყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერას შემოჭრამდე იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული როგორც ზემო, ისე შუა გურიაში მაღლარების სახით. გადმოცემით ადგილობრივი მოსახლეობა მისგან ამზადებდა საკმაოდ ხარისხოვან მუქ ვარდისფერ ღვინოებს. ორონას მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსისებრია. მეტად მკვრივია. მარცვლები თითქმის შავი ფერისაა და საშუალო სიდიდის. იგი სქელკანიანი და ხრაშუნაა, სასიამოვნო ტკბილი გემოთი. მარცვლის კანი ცვილით უხვად არის დაფარული. ყურძენი შეთვალებას იწყებს აგვისტოს ბოლოდან და მასიურ სიმწიფეში შედის ნოემბრის პირველი რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ზზრდისაა. სოკოვან დაავადებათა მიმართ ორონა საკმაო გამძლეობას იჩენს. ჯიშს ყვავილცვენა არ ახასიათებს. ორონა ადვილად ეგუება საშუალო სხვლას. ორონა, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად მაღალ პროდუქციას იძლევა სამხრეთისაკენ მიმართულ არა მძიმე და კალციუმის კარბონატების შემცველ ნიადაგებზე. ჭაჭაზე დადუღებული ორონას ღვინო მუქი მოვარდისფრო და ექსტრაქტულია, ამავე დროს საკმაოდ სხეულის მქონე და ხალისიანი სასმელია. ორონა მიეკუთვნება საკმაოდ ხარისხოვან პროდუქციის მომცემ ღვინის ჯიშთა ჯგუფს.

ბადაგი

ბადაგი გურიის ვარდისფერყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. ძველად იგი მაღლარების სახით ფართოდ ყოფილა გავრცელებული შუა და ზემო გურიის მთისპირა სოფლებში და გავრცელების არეალით იგი ჩხავეროს ნარგაობებს არ ჩამორჩებოდა. გადმოცემით ბადაგისაგან ამზადებდნენ ადგილობრივი მნიშვნელობის, ოდნავ მოტკბო, ნაზ და სასიამოვნო სასმელ სუფრის ტიპის ღვინოებს. ზოგიერთ პირთა მიხედვით, აღნიშნული სახელწოდება ჯიშს მიღებული უნდა ჰქონდეს ყურძენში შაქრის უხვად დაგროვების გამო და რომ იგი განკუთვნილი ყოფილა საბადაგო ჯიშად. ბადაგის ფოთლის ქვედა მხარე ნაცრისფრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. ყურძენი შეთვალებას აგვისტოს ბოლოს იწყებს, ხოლო მასიურ სიმწიფეს ოქტომბრის ბოლოდან. დაკვირვებებით ნათელი ხდება, რომ ბადაგის ფორმირება უმჯობესია ამაღლებულ შტამბზე, ოლიხნარებად. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ბადაგის გამძლეობა მცირეა, მაგრამ ჩხავერთან შედარებით იგი უფრო მეტ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ჭრაქის მიმართ. ვაზის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, აგრეთვე ჯანსაღი და ხარისხოვანი პროდუქციის მიღებისთვის მის გასაშენებლად უნდა შეირჩეს სამხრეთისკენ ან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიმართული წყალგამტარი, კალციურმის კარბონატების საკმაოდ შემცველი ფერდობები. დაბლობ, ნესტიან ადგილებში გაშენებული ვაზი ძალზე დაბალი ხარისხის მოსავლით გამოირჩევა. ბადაგის ღვინო შემდეგი ნიშნებით ხასიათდება: იგი ვარდისფერია, _ კომშისებრი ელფერით. ჰარმონიული, თავისებური სპეციფიური არომატით. როგორც სპეციფიკური ნიშან-თვისებების მქონე (ფერი, გემო), ბადაგი განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ადგილეობრივი მნიშვნელობის სუფრის ტიპის ღვინოების თვალსაზრისით. ბადაგის ღვინო საკმაოდ ალკოჰოლიანია (12,7%), გააჩნია ნორმალური მჟავიანობა და ექსტრაქტი. ნორმალური მოვლის პირობებში ბადაგი დიდი მოსავლიანობით ხასიათდება. ჯიშს ახასიათებს მცირედი წვრილმარცვლიანობა და არათანაბარი სიმწიფე. მოკრეფილი ყურძენი დიდხანს და კარგად ინახება.

საკმიელა

საკმიელა გურიის თეთრყურძნიან აბორიგენულ ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. სოკოვანი ავადმყოფობებისა და ფილოქსერას შემოჭრამდე იგი მასობრივად იყო გავრცელებული მაღლარების სახით გურიის მთისპირა სოფლებში. აკად. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით `საკმეველას~ სახელწოდებით ყოფილა გავრცელებული ვაზის ჯიში აგრეთვე ქართლში, იმერეთსა და რაჭაში. დასახლებულ რაიონებში ამჟამად აღნიშნული ჯიში არ მოიპოვება და ამრიგან ძნელი დასადგენია ამ ჯიშების იდენტურობა გურულ საკმიელასთან. საკმიელას ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ შებუსულია. ყვავილი ორსქესიანია. მარცვალი ღიამწვანეა, მზის მხრიდან მოწითალო-ქარვისფერი. იგი საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირეა. ფორმით მომრგვალო და სიმეტრიული. საკმაოდ სქელკანიანია, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი. ჯიში მასობრივ სიმწიფეში 1 ოქტომბრიდან შედის. ვაზი ძლიერ ზრდისაა. დაკვირვებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ჯიში გრძელი სხვლის მომთხოვნია. საკმიელას სოკოვან დაავადებებიდან განსაკუთრებით ნაცარი აზიანებს. მოკრეფილი ყურძენი ზამთრისთვის ცუდად ინახება. ყურძნის გემოვნებითი თვისებების, ქიმიური შემადგენლობისა და თვით მარცვლის კონსისტენციის მიხედვით, საკმიელა მიეკუთვნება ხარისხოვანი ღვინის ჯიშთა ჯგუფს.

ჩხიროულა

chxiroula.jpg

თეთრი მაური

თეთრი მაური გურიის თეთრყურძნიანი აბორიგენული ჯიშია. სოკოვანი ავადმყოფობებისა და ფილოქსერას მოქმედების შედეგად თეთრი მაურის მაღლარები თითქმის გადაშენდა. ჯიშს ახასიათებს ფუნქციონალურად მდედრობითი სქესის ყვავილები. მტევანი თხელია და იშვიათად საშუალო სიმკვრივის. მარცვალი ღია მწვანეა, საშუალო სიდიდის. მცირედ ხორციანია და უფრო წვნიანი, უბრალო ტკბილი გემოთი. თხელკანიანია და ახასიათებს მცირე ცვილისებური ნადები. ვაზი საშუალო ან საშუალოზე სუსტი ზრდისაა. ხასიათდება მცირე მოსავლიანობით. როგორც ფუნქციონალურად მდედრობითი სქესის მქონეს, მაურს ახასიათებს ყვავილცვენა, რაც 35%-ს აღწევს. სოკოვან დაავადებათა მიმართ აღნიშნული ჯიში სუსტ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ძლიერ ავადდება ჭრაქისაგან. ვაზზე დატოვებული მტევნები არ ინახება, ასევე მოკრეფილი ყურძენიც ლპება ძალიან მალევე. მისგან დაყენებული ღვინო მცირე ალკოჰოლიანობის გამო შენახვის უნარს მოკლებულია და ტრანსპორტირებასაც ვერ იტანს.

სამარხი

სამარხი თეთრყურძნიანი ჯიშია. ლიტერატურული წყაროების მიხედვით იგი გურიის უძველეს ჯიშად არის ცნობილი. წარმოებული დაკვირვებებით ირკვევა, რომ სამარხი წარმოადგენს ხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშს, როგორც მტევნის გარეგნული სილამაზით, ისე მარცვლის კონსისტენციით და გემოვნებითი თვისებებით. სოკოვან ავადმყოფობათა და ფილოქსერას შემოჭრამდე სამარხი ფართოდ ყოფილა გავრცელებული გურიაში და მის პროდუქციას ადგილობრივი მოსახლეობა ყურძნად იყენებდა. ფოთლის ქვედა მხარე საკმაოდ შებუსულია. ყურძნის მასობრივი სიმწიფე იწყება ნოემბრის პირველ რიცხვებში. მარცვალი ღია მწვანეა, მზის მხრიდან ღებულობს მუქ ქარვისფერს. საკმაოდ სქელკანიანია, მკვრივი რბილობით. მარცვლის კანი დაფარულია მცირედი ცვილისებური ნადებით.

თქვლაფა

თქვლაფა გურიის თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიშია. წარსულში თქვლაფას გავრცელების არეალი მხოლოდ შუა და ზემო გურიის რაიონებით განისაზღვდებოდა. იგი გავრცელებული იყო მაღლარების სახით და ყოველგვარი მოვლის გარეშე ხასიათდებოდა საკმაოდ მძლავრი ზრდა-განვითარებით და უხვი მოსავლიანობით. თქვლაფას ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. ყვავილი ორსქესიანია. ყურძნის შეთვალება იწყება სექტემბრის პირველი ნახევრიდან, ხოლო მასიური სიმწიფე ოქტომბრის ბოლოდან. თქვლაფა უხვ მოსავლიანი და მეტად წვნიანი ჯიშია, მაგრამ იძლევა შედარებით დაბალხარისხიან პროდუქციას. მისგან დაყენებული ღვინო დიდხანს არ ინახება და ტრანსპორტირებასაც ვერ იტანს. როგორც ვაზზე დატოვილი, ისე მოკრეფილი მტევნები შენახვის უნარით არ ხასიათდებიან.

ჭუმუტა

ჭუმუტა გურიის წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. წარსულში იგი ფართოდ ყოფილა გავრცელებული განსაკუთრებით მთისპირა სოფლებში მაღლარებად. ჭუმუტას ფოთოლი ქვედა მხრიდან მცირედ შებუსულია. მტევნის მარცვალი თითქმის შავი ფერისაა, საშუალო სიდიდის ან საშუალოზე მცირე. ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლო რიცხვებიდან, მასობრივ სიმწიფეში ოქტომბრის მიწურულში შედის. ვაზის ზრდა-განვითარება საშუალოა. ვაზი სრულ მოსავალს დარგვიდან მეოთხე-მეხუთე წელს იძლევა. ჭუმუტა სოკოვან დაავადებათა მიმართ მცირე გამძლეობას იჩენს. ჯიში კარგად ვითარდება და უკეთესი ღირსების პროდუქციას იძლევა მზით განათებულ, ფერდობ ადგილებზე, რომელი ნიადაგებიც კირით საკმაოდ მდიდარია. კარგად ვითარდება ოლიხნარებზე. ჭაჭაზე დაყენებული ჭუმუტას ღვინო ხასიათდება მუქი მოწითალო შეფერვით, სხეულით, ტანინების საკმაო შემცველობით და ჰარმონიულობით. ახასიათებს ოდნავ მომწკლარტო გემო. ამრიგად ჭუმუტა ითვლება ხარისხოვანი ღვინის მომცემ ჯიშად. იგი აგრეთვე საყურადღებოა, როგორც სუფრის ყურძნის ჯიში. ყურძენს ახასიათებს როგორც ხანგრძლივი შენახვის უნარი, ისე ტრანსპორტაბელურობა.

შავკაპიტო

შავკაპიტო ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით მისი პროდუქცია განკუთვნილია ხარისხოვანი ღია წითელი ფერის სუფრის ღვინოების დასაყენებლად. შავკაპიტო საშუალო ზრდის ვაზის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. ღრმა, ღონიერ ნიადაგებზე და აგროტექნიკის მაღალ ფონზე კი იგი ძლიერი ზრდით ხასიათდება. მოსავლის პირველ ნიშანს შავკაპიტო იძლევა დარგვიდან მეორე წელს, ხოლო სრულ მოსავალს – მეთოხე წლიდან. სათანადო მოვლის პირობებში შავკაპიტო უხვმოსავლიანია და ჰექტარზე 120-130 ცენტნერს იძლევა. ყვავილცვენას და დაწვრილმარცვლიანებას ჯიში უმნიშვნელოდ განიცდის. ფილოქსერას მიმართ იგი ვერ იჩენს გამძლეობას. სოკოვან დაავადებათა მიმართ იგი საშუალო გამძლეობით ხასიათდება. ეკოლოგიური პირობებისადმი შავკაპიტო არ იჩენს დიდ მგრძნობელობას. იგი წარმატებით ვითარდება როგორც დავაკებულ, ღრმა ღონიერ ნიადაგებზე, ისე ფერდობებზე ქვაღორღის შემცველ ნაკვეთებზე. მაგრამ იგი მნიშვნელოვან განვითარებას აღწევს სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიქცეულ თიხნარ-ქვიშნარ და კალციუმის კარბონატებით მდიდარ ნიადაგებზე. ამგვარ პირობებში უხვ მოსავალთან ერთად მიიღება მაღალხარისხოვანი ყურძნის პროდუქცია ღია წითელი ფერის სუფრის ღვინოების დასაყენებლად. ბუნებრივი ფაქტორებიდან შავკაპიტოს განვითარებაზე და პროდუქციის ღირსებაზე მეტად ცუდ გავლენას ახდენს ძლიერი ქარები. ქარების მოქმედების შედეგად ხდება ნიადაგის სწრაფი გამოშრობა, რაც იწვევს ვაზის ვეგეტატიური ნაწილების ზრდის შენელებას, რის გამოც უხეში და დაბალხარისხიანი პროდუქცია მიიღება. ზამთრის ყინვებით შავკაპიტო დიდად არ ზიანდება, თუ არ ჩავთვლით ძლიერ და ხანგრძლივ ყინვებს. შავკაპიტოს ღვინო ხანგრძლივად არ ინახება. შავკაპიტოს ყურძენი დიდხანს არ ინხება და ნაკლებ ტრანსპორტაბელურია.

ვერტყვიჭალური თეთრი

vertyvijaluri-saunje.jpg

ალექსანდროული

ალექსანდროული რაჭის მთავარი საწარმოო ვაზის ჯიშია. დოლა-ხვანჭკარის მიკრორაიონში იგი იძლევა ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს, რომელიც ფართოდაა ცნობილი `ხვანჭკარას~ სახელწოდებით, ხოლო დანარჩენ ადგილებში სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. მორფოლოგიური და ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით ალექსანდროული მიეკუთვნება შავი ზღვის აუზის ვაზის ჯიშების ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს. ალექსანდროულის ვაზი საშუალო ზრდით ხასიათდება. ღრმა, ღონიერ ნიადაგებზე მისი ზრდა საშუალოზე უფრო ძლიერია და მოსავლიანობაც მეტია. ბევრი ქართული ჯიშის მსგავსად ალექსანდროულიც ადრე იწყებს პირველსა და სრულ მსხმოიარობას. ამ ჯიშის საჰექტარო მოსავალი 40-დან 60 ცენტნერამდე მერყეობს. ვაზის დაავადებებიდან ალექსანდროული ყველაზე მეტად ჭრაქისადმია მგრძნობიარე. უფრო მაღალი გამძლეობა აქვს ალექსანდროულს ნაცრის მიმართ. იგი ასევე ფილოქსერასადმი საკმაოდ კარგი გამძლეობით ხასიათდება. ჩვენში გავრცელებული საძირე ვაზის ჯიშებიდან უკეთეს შედეგს ალექსანდროული რუპესტრის დულოსთან, შემდეგ რიპარია X რუპესტრის 3309 და კირნარ ნიადაგებზე 5 ბბ ბერლანდიერი რიაპრიასთან იძლევა. ალექსანდროული შედარებით კარგად უძლებს ზამთრის ყინვებს (-16°-18°). ნიადაგის მიმართ ალექსანდროული განსაკუთრებულ მოთხოვნას არ აყენებს, იგი კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე. მაგრამ მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა კირნარ, ქვეთიხნარ და ხირხალ ნიადაგებზე. ალექსანდროულის ყურძენი რაჭის პირობებში მაღალი შაქრიანობით ხასიათდება და აღწევს 27%-მდე. იგი გავრცელებულია ძირითადად რაჭა-ლეჩხუმში და შეტანილია საქართველოს უძვირფასეს ვაზის ჯიშების სტანდარტულ ასორტიმენტში. თავის სამშობლოსი ალექსანდროული რაიონის მარჯვენა მხარეზე ტოლა-ხვანჭკარას მიკრორაიონში იძლევა ორიგინალურ ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოს `ხვანჭკარას~, ხოლო დანარჩენ რაიონებში სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება: პროდუქციის მაღალი ხარისხი, შედარებით კარგი გამძლეობა როგორც ფილოქსერას, ისე ნაცრისა და გვალვების მიმართ. ხოოლო უარყოფით თვისებებს მიეკუთვნება ჯიშის დაბალმოსავლიანობა და მისი სუსტი გამძლეობა ჭრაქის მიმართ.

ავასირხვა

ავასირხვა აფხაზური მცირე და გავრცელებული ვაზის ჯიშია, იძლევა მაღალი ხარისხის თეთრ სუფრის ღვინოს ადგილობრივი მნიშნველობის სასუფრე ყურძენს. ავასირხვა თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშნების მიხედვით უფრო ახლოს დგას აღმოსავლეთ საქართველოს ვაზის ჯიშებთან, ვიდრე დასავლეთ საქართველოს ქეჩისებურად შებუსულ ფოთლიან და მრგვალ მარცვლიან ჯიშებთან. გარეგანი ნიშნებით ავასირხვა უფრო მეტად კახეთის ვაზის ჯიშ რქაწითელს უახლოვდება. ავასირხვა საშუალო მოსავლიანობით ხასიათდება. მისი მოსავლიანობა ვაზის გასხვლისა და მოვლის ჩვეულებრივ პირობებში ჰექტარზე 50-დან 100 ცენტნერამდე მერყეობს. ხოლო საშუალოდ 60-70 ცენტნერს უდრის. მისი მტევნის წონა საშუალოდ 100-120 გრამს, ხოლო კარგად განვითარებული მტევნისა 170-180 გრამს. ტრადიციულად ავასირხვა მაღალ ვენახებად ფორმირდებოდა, რის დროსაც ეს ჯიში საკმაოდ მაღალ მოსავალს იძლეოდა. სოკოვან დაავადებათა (ჭრაქი, ნაცარი) მიმართ გამძლეობა ავასირხვას კარგი აქვს. აფხაზეთის პირობებში ავასირხვა გამოცდილია ძირითადად ორ საძირეზე: რიპარია X რუპესტრის 3309 და სოლონის X რიპარია 1616. ამათგან მოსავლიანობით და ვაზების ზრდის სიძლიერის მიხედვით საძირე 3309 უმჯობესია 1616-ზე. ავასირხვა კარგად ხარობს სხვადასხვა ტიპის ნიადაგებზე, ხოლო საუკეთესო ღვინოებს იგი იძლევა ნეშომპალა-კარბონატული ტიპის ნიადაგენზე, მთის წინა ზოლში. ავასირხვას ღვინო შემდეგნაირად ხასიათდება: კარგი გამჭვირვალობა და ბრწყინვალება; მოოქროსფრო ყვითელი ფერი; შინაარსიანობა და ძლიერი ჯიშური არომატი. ავასირხვას ღვინის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს მისი განწყობა ნაადრევად დაძველებისადმი. ავასირხვასგან მზადდება ასევე საკმაოდ კარგი ღირსების ყურძნის წვენი, რომელიც სხვა ჯიშებისაგან განსხვავებით საკმაო მჟავიანობასთან ერთად დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. იგი გამოიყენება ასევე სასუფრე ყურძნადაც, რასაც განაპირობებს მისი მტევნის მაღალი შაქრიანობა (20-დან 22%-მდე), მტევნის ლამაზი გარეგნული შესახედაობა და ხალისიანი გემო. ჯიშის დადებითი თვისებებია: პროდუქციის მაღალი ხარისხი. მისი გამძლეობა სოკოვან დაავადებათა მიმართ და მისი ვარგისიანობა ხარისხოვანი სასუფრე, აგრეთვე ნახევრადტკბილი ღვინოებისა და ყურძნის წვენის მისაღებად და სასუფრე ყურძნად.

ალადასტური

გურიაში გავრცელებულ წითელყურძნიან ჯიშთა შორის ალადასტურს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეკავა, როგორც უხმოსავლიან საღვინე და ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიშს. ალადასტური, როგორც ბოტანიკური ნიშნებით, ისე აგრობიოლოგიური თვისებებით კოლხეთის ვაზის ჯერის ტიპიური წარმომადგენელია. როგორც ისტორიულად, ისე ამჟამადაც ალადასტური გავრცელებულია ძირითადად ზემო გურიისა და ქვემო იმერეთის ტერიტორიაზე. ალადასტური პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ზოგჯერ მეორე წელსაც. სრულ მოსავალს იძლევა მეხუთე წლიდან. ალადასტურმა უხვი მოსავალი იცის და ჰექტარზე საშუალოდ 90-105 ცენტნერით განისაზღვრება. დაკვირვებებიდან გამომდინარე ცხადი გახდა, რომ ალადასტური ფილოქსერას უკეთ უძლებს, ვიდრე სხვა ადგილობრივი ჯიშები (ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, სხილთუბანი და სხვ.). სოკოვან დაავადებებიდან ალადასტური საკმაოდ კარგად უძლებს ჭრაქს, ხოლო ადვილად ზიანდება ნაცრისაგან. ამიტომ მისი ყვავილობისა და მარცვლის გამოხორბვლის პერიოდში ნაცრის წინააღმდეგ წამლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კირის საკმაო რაოდენობით შემცველ თიხნარ-ქვიშნარ ნიადაგებზე ალადასტური გაცილებით მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლევა, ვიდრე უკირო ეწერ-ტიპის ნიადაგებზე. ალადასტურს ჩვეულებრივ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში კრეფენ. მისი შაქრიანობა 21,5%-ს არ აღემატება. უფრო ხშირად კი 19-20%-ია. ღვინო ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით: ჰარმონიული, სპეციფიკური ჯიშური გემო, ოდნავ მომეტებული მჟავიანობა. ღვინო ახლო მანძილზე ტრანსპორტირებას ადვილად იტანს და თავის ტიპიურობას და გემურ თვისებებს 3-5 წლის მანძილზე უცვლელად ინარჩუნებს. ალადასტური თავისი სამეურნეო დანიშნულებით მიეკუთვნება ადგილობრივი მნიშვნელობის საღვინე და სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს, რომელსაც პროდუქციის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებთან ერთად ახასიათებს ღონიერი ზრდა-განვითარება, ეკოლოგიური პირობების მიმართ ადვილად შეგუების უნარი და უხვი მოსავლიანობა.

კუპრაშვილისეული

kupras2.jpg

ამლხუ

ამლხუ წითელყურძნიანი, მცირედ გავრცელებული აფხაზური ვაზის ჯიშია, რომლის ყურძნიდან მიიღება მაღალხარისხოვანი მოოქროსფერო-ვარდისფერი, ცქრიალა სუფრის ღვინო. ამლხუ ადგილობრივი ძველი ჯიშია და წარმოქმნილია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოშობის კოლხეთის კერიდან. იგი აფხაზური ვაზის ჯიშების ტიპიური წარმომადგენელია. ჩვეულებრივ ამლხუს მტევანი მწიფდება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში. რთველის ძველად მიღებული წესის მიხედვით ამლხუს კრეფდნენ ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც ფოთოლცვენა მთლიანად ჩათავდებოდა და პირველი თოვლიც მოვიდოდა. მაღლარად ფორმირებულ ამლხუს ძლიერი ზრდა ახასიათებს. ამლხუს მოსავლიანობა ჰავისა და ნიადაგის პირობების გარდა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, სუფთა ნარგავია ვენახი თუ ნარევი ე.ი. ცალკეა გაშენებული ამლხუ თუ ორსექსიან ჯიშებთან ერთად. და დაბლარად გაშენებული თუ მაღლარად. ამლხუს მტევნებს ლამაზი გარეგნული შეხედულება აქვს, მაგრამ მტევნის სიმკვრივე, მარცვლების საშუალო და არათანაბარი ზომა, აგრეთვე წვენის ქიმიური და მტევნის მექანიკური შედგენილობა მიგვითითებს მის საღვინედ გამოყენების უპირატესობაზე. ამლხუს ღვინო თავისებური ტიპისაა; იგი არომატული, ენერგიული და სრულია, ხასიათდება სიტკბოთი და ბუნებრივი ცქრიალით. ჯიშის დადებითი თვისებებია: შედარებით კარგი მოსავლიანობა, ღვინის მაღალი ხარისხი და მისი ვარგისობა სხვადასხვა ტიპის ღვინის დასამზადებლად და ნაწილობრივ სასუფრე ყურძნად.

ბროლა

ბროლა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია შუა და ზემო აჭარაში. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი ჯიში, რომლისგანაც მზადდება თეთრი სუფრის ღვინო. შუა აჭარის ზოგიერთ სოფელში იგი ცნობილი იყო ასევე `ბროლას ვაზის, `ბროლის ღვინოს~ და `ბროლის ყურძნის~ სახელწოდებით. ბროლა კოლხეთის ვაზის კერის წარმომადგენელია, რომელიც წარმოშობილია და ჩამოყალიბებულია ამ მხარის ეკოლოგიურ პირობებში და საუკუნეთა განმავლობაში საბოლოოდ დიფერენცირებულა აჭარის ადგილობრივ ვაზის ჯიშთა ჯგუფში. ვინაიდან ბროლას ყვავილები ფუნქციონალურად მასობრივად მდედრობითია, ვაზმა იცის ყვავილცვენა, რაც 15% და ზოგჯერ მეტსაც აღწევს. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით ბროლას გაშენება აუცილებელია ორსქესიან ყვავილების მქონე ვაზის ჯიშთა შორის. სოკოვან დაავადებათა მიმართ ბროლას სუსტი გამძლეობა ახასიათებს. იგი განსაკუთრებით ჭრაქით ავადდება. ასევე ვერ უძლებს იგი ფილოქსერასაც. აჭარის თეთრყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის ბროლა უდავოდ განსაკუთრებული ღირსების ჯიშია. მის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ყვავილების დეფექტურობა და ჭრაქისა და ფილოქსერასადმი სუსტი გამძლეობა. ჯიში პერსპექტიულია ასევე დასავლეთ საქართველოს დანარჩენი რაიონებისთვისაც.

ბუდეშური

აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ვაზის ადგილებრივ ჯიშებს შორის ბუდეშური ყურადღებას იპყრობს, როგორც სუფრის ყურძნისა და ორდინარული პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში. ქართლისა და იმერეთის ზოგ რაიონში იგი ცნობილია აგრეთვე `თეთრი ბუდეშურის~ სახელწოდებით, განსხვავებით `შავი ანუ წითელი ბუდეშურისაგან~, რომლის გავრცელების არეალი ძირითადად კახეთით განისაზღვრება. სულხან-საბა ორბელიანს თავის ლექსიკონში მოხსენებული აქვს: ბუდეშური ყურძენი, მოგრძე მარცუალი არისო, რაც მიგვითითებს XVI-XVII საუკუნეებში ამ ჯიშის ფართო გავრცელებაზე. მრავალი წლის განმავლობაში ამ ჯიშის ირგვლის წარმოებული დაკვირვებანი ცხადყოფენ, რომ ჯიშის ბოტანიკურ-ბიოლოგიური ნიშან-თვისებებით ბუდეშური ალაზნის კერის ტიპიური წარმომადგენელია, რომელიც ქართლში ფართოდ გავრცელებულ ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. სოკოვან დაავადებათა და ფილოქსერას გავრცელებამდე ბუდეშური ფართოდ ყოფილა გავრცელებული ქართლში, მესხეთში, კახეთსა და გარე კახეთში და ასევე იმერეთშიც. მოსავლის პირველ ნიშანს ბუდეშური დარგვიდან მეორე წელს იძლევა, ხოლო სრულ მოსავალს მეოთხე-მეხუთე წლიდან. ბუდეშური უხვმოსავლიანობით ხასიათდება და ხელშემწყობ და სათანადო მოვლის შემთხვევაში ჰექტარზე 150-მდე ცენტნერს იძლევა. ბუდეშური სოკოვან დაავადებებს ძალზე ცუდად უძლებს, განსაკუთრებით კი ზიანდება ნაცარისაგან. ასევე ადვილად ზიანდება იგი ფილოქსერასაგანაც. სამაგიეროდ იგი წარმატებით ვითარდება ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა მლაშე და ჭაობიანისა, აგრეთვე ყველა ექსპოზიციაზე, მაგრამ ხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად ბუდეშური გაშენებული უნდა იქნას სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ნაკვეთებზე კალციუმის კარბონატების საკმაო რაოდენობით. ბუდეშური ზამთრის ყინვებს შედარებით კარგად უძლებს. ასევე კარგად ეგუება გვალვებსაც, რაც ამ ჯიშის ერთ-ერთ დადებით თვისებად უნდა ჩაითვალოს. ბუდეშურის ღვინო ნაკლებსხეულიანია და შენახვისა და დაძველების მცირე უნარით ხასიათდება.

მგალობლიშვილი

mgaloblishvili-saunje.jpg

ბუდეშური წითელი

წითელი ბუდეშური ადგილობრივი, მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია. იძლევა კარგი ღირსების სასუფრე ყურძენს. მოსახლეობაში წითელი ბუდეშური ცნობილია აგრეთვე შავი ბუდეშურის სახელწოდებითაც, თუმცა მისი მარცვლების შეფერვა არც წითელია და არც შავი, არამედ სიმწიფის დასაწყისში ღია ვარდისფერი, ხოლო დასასრულს – მუქი ვარდისფერია. ამჟამად წითელი ბუდეშური მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად კახეთში მოიპოვება, ხოლო ძველად მისი გავრცელების არეალს წარმოადგენდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი. წითელი ბუდეშური, მსგავსად ბევრი სხვა ქართული ჯიშისა, ადრე იწყებს პირველსა და სრულ მსხმოიარობას. მისი ნამყენები მოსავლის პირველ ნიშნანს მესამე წელს, ხოლო სრულ მსხმოიარობას – მეოთხე-მეხუთე წლიდან იწყებს. მისი მტევნის წინა 120-დან 250 გრამამდეა. წითელი ბუდეშურის გამძლეობა სოკოვან დაავადებათა მიმართ დამაკმაყოფილებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ჯიში ჭრაქისაგან უფრო ადვილად ზიანდება, ვიდრე ნაცრისაგან. წითელი ბუდეშური შედარებით გამძლეობას იჩენს ასევე ყურძნის ჭიის მიმართაც. ასევე საშუალო გამძლეობით გამოირჩევა იგი ზამთრის ყინვებისა და გვალვების მიმართაც. წითელი ბუდეშურის შაქრიანობა 16-დან 20%-მდე, ხოლო მჟავიანობა 4-დან 6,8%-მდეა, რაც სავსებით დამაკმაყოფილებელია სასუფრე ღვინისათვის. წითელი ბუდეშური შესაძლოა გამოყენებულ იქნას სუფრის ორდინარული ღვინოების დასამზადებლად, თუმცა მისი ღვინო მაღალი ღირსებისა არ დგება. სუსტად უვითარდება არომატი, ნაკლებ შინაარსიანია და მცირესხეულიანი. მასში ალკოჰოლისა და მჟავების სიმცირის გამო იგი დასაძველებლად და ხანგძლივად შესანახად არ გამოდგება. წითელი ბუდეშურის დედებითი თვისებებია: ყურძნის ადრეული სიმწიფე; შედარებით კარგი გამძლეობა სოკოვანი დაავადებებისადმი; საშუალოზე უხვმოსავლიანობა; მარცვლებისა და მტევნების კარგი გარეგნული შეხედულება და ნაზი და სასიამოვნო გემო. ამასთან ყურძენი კარგად ინახება, ხოლო მისი უარყოფითი მხარეებიდან გამოყოფენ: ყურძნის არასაკმარის ტრანსპორტაბელურობას და მარცვლების არათანაბარ ზომას და სიმწიფეს.

დონდღლაბი

დონდღლაბი ადგილობრივი ვაზის ჯიშია. გავრცელებულია შუა და ზემო იმერეთში, იძლევა საშუალო ღირსების სუფრის თეთრ ღვინოს. ლიტერატურაში დონდღლაბი მოიხსენიება ასევე "მჭკნარას" და "მჭკნარა" დონდღლაბის სახელწოდებითაც. იმერეთის პირობებში დონდღლაბი საშუალოზე ძლიერი ზრდით ხასიათდება. თუმცა ნიადაგის ფიზიკური თვისებების მიხედვით ვაზის ზრდის სიძლიერე ცვალებადია. დონდღლაბი იმერეთის მთავარი საწარმოო ჯიშების მსგავსად ადრე იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს, მისი ნამყენები დარგვიდან მესამე წელს იძლევიან პირველ მოსავალს, ხოლო მეოთხე-მეხუთე წელს _ სრულ მოსავალს. დონდღლაბი უხვმოსავლიანი ვაზის ჯიშია. მისი საშუალო საჰექტარო მოსავალი 78-100 ცენტნერია, ხოლო მოსავალი ცალკეულ ვენახებში 150-200 ცენტნერამდეც კი ადის. ცხადია ჯიშის მოსავლიანობა დიდად არის დამოკიდებული დატვირთვის სიძლიერეზე და მოვლა-დამუშავების ხარისხზე, მაგრამ ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს თვით ჯიშის თვისებებს, რადგან თანაბარი მოვლისა და დატვირთვის პირობებში დონდღლაბი ყოველთვის გამოირჩევა სხვა ჯიშებისგან უხვი მოსავლიანობით. ჯიში მარცვლების კარგი გამონასკვით ხასიათდება, მას წვრილმარცვლიანობა და ყვავილცვენა არ ახასიათებს, იგი ჩვეულებრივ საშუალო სიმკვრივის ან საკმაოდ მკვრივ მტევანს ივითარებს და გადამწიფებისას მისი მარცვლები ადვილად ჭკნება და ჩამიჩდება. იმერეთის პირობებში დონდღლაბი საშუალო გამძლეობას ამჟღავნებს ჭრაქის მიმართ, ხოლო ნაცრის მიმართ იგი შედარებით უფრო კარგი გამძლეობით ხასიათდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია დონდღლაბის გამძლეობა ფილოქსერას მიმართ. დონდღლაბი კარგად ემყნობა დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ საძირე ვაზის სტანდარტულ ჯიშებს, მაგრამ უკეთეს შედეგს იძლევა რიპარია X რუპესტრის 3306 და 3309 საძირეებზე. ნიადაგის მიმართ დონდღლაბი დიდ მოთხოვნილებას არ აყენებს, კარგად ვითარდება იმერეთში გავრცელებულ თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, მაგრამ ხარისხოვან პროდუქციას იგი ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე იძლევა, ხოლო ალუვიურ ნიადაგებზე იგი ნაკლები ხარისხის ღვინოს იძლევა. დონდღლაბის ღვინო ყვითელი ფერისაა, გამჭვირვალეა, ხასიათდება კარგად გამოკვეთილი ჯიშური არომატით და საკმაო სხეულით. საერთოდ, ღვინის ხარისხი დამოკიდებულია ვენახის ექსპოზიციასა და ნიადაგის ტიპზე. ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება მისი შედარებით მაღალი მოსავლიანობა, ადრე მწიფობა, ნაცრისა და ფილოქსერას მიმართ შედარებით კარგი გამძლეობა და მისი ვარგისობა სუფრის ღვინისა და უალკოჰოლო ყურძნის წვენის დასამზადებლად, ხოლოდ ჯიშის უარყოფით თვისებებს მიაკუთვნებენ მისი ღვინის არა მაღალ ხარისხს და მის ადრე დაბერებას ღვინის ხანგრძლივად შენახვის დროს.

თავკვერი

თავკვერი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. თავკვერისაგან მიიღება ღია წითელი ორდინარული ღვინო. ქართლსა და კახეთში არსებობს თავკვერის რამოდენიმე ფორმა, როგორებიცაა: შავი თავკვერი, თეთრი თავკვერი, საფერავისებრი თავკვერი, დიდმარცვალა თავკვერი, პატელანთეული თავკვერი და სხვ. დაწვრილებით ცნობებს თავკვერის შესახებ ჩვენ ვხვდებით ს. ჩოლოყაშვილის ნაშრომში (მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II. ამპელოგრაფია. თბილისი, 1938), რომელიც თავკვერს ათავსებს ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფში და სამეურნეო მიმართულებით აკუთვნებს საღვინე ჯიშებს, მხოლოდ მასობრივი მოხმარების ღია წითელი ფერის ღვინოების დასამზადებლად. როგორც უხვმოსავლიანი და წვენის დიდგამოსავლიანი ჯიში, თავკვერი საქართველოდან ფართოდ გავრცელდა მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც ეს ჯიში პირველად შეუტანიათ XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ხელშემწყობ პირობებში თავკვერი ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდება. იგი პირველ მოსავალს დარგვიდან მეორე და უფრო ხშირად მესამე წელს იძლევა, ხოლო სრულ მსხმოიარობას იწყებს მეხუთე წლიდან. ხასიათდება უხვი მოსავლიანობით და სარწყავ და უხვად გაპატივებულ ნიადაგებზე მისი საჰექტარო მოსავალი 250-300 ცენტნერსაც კი აღწევს. ვინაიდან თავკვერს დეფექტური მტვრიანები ახასიათებს, საჭიროა მისი ორსქესიანი ყვავილების მქონე ვაზის ჯიშთა შორის გაშენება. სოკოვან დაავადებათა მიმართ თავკვერი მცირე გამძლეობას იჩენს. განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქით. როგორც უკვე ითქვა, თავკვერი ძლიერი ზრდითა და მსხმოიარობით ხასიათდება, რაც განსაკუთრებით ვლინდება ღრმა, ღონიერ, თიხნარ და ქვიშნარ ნიადაგებზე. თავკვერი გვალვების მიმართ დიდ მგრძნობიარობას არ იჩენს. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ თავკვერის მიმართ ხანგრძლივი დაკვირვება ყინვაგამძლეობის მიმართ არ ჩატარებულა, შეიძლება ითქვას, რომ თავკვერი ყინვაგამძლე ჯიშია. თავკვერის ღვინო ხასიათდება შენახვის ნაკლები უნარით და ნაკლები ტრანსპორტაბელობით. ატენის ხეობა და განსაკუთრებით ხიდისთავის მევენახეობის ზონა ისტორიულად ცნობილია თავკვერის ღვინის წარმოებით, სადაც ტრადიციულად თავკვერის ჩინურ ან გორულ მწვანესთან დაკუპაჟებით იღებენ ფართოდ ცნობილ ღვინოს `ხიდისთაურ წითელს~. ჩინურისა და გორული მწვანეს ტკბილს დაადუღებდნენ თავკვერის ჭაჭაზე და წვენზე ამ უკანასკნელის 10-15%-ის შერევით. დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინოს გადაიღებდნენ ახალ ჭურჭელში და ამრიგან იღებდნენ ღია წითელი (ლალისფერი) ფერის, სხეულიან და შინაარსიან ჰარმონიულ ღვინოს.

ქველოური

qvelouri-saunje.jpg

თითა ქართლური

თითა – ვაზის ჯიშის ფართოდ ხმარებული სახელია. წერილობითი წყაროები ადასტურებს ვაზის ამ ჯიშის გავრცელებას: კახეთში, საინგილოში, ქართლში, მესხეთში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში. ასე მაგალითად, კახეთში გავრცელებულია კახეური თითა ყურძენი; მესხეთში – ცხენისძუძუ, იგივე თითა; რაჭაში, გურიასა და აჭარაში – თითა ყურძენი, ხოლო სამეგრელოში – დედოფლის კითი (თითი). როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, თითას შერქმევა აიხსნება ყურძნის მარცვლის თითის მოყვანილობასთან მიმსგავსებით. ამ ჯიშის ყველა წარმომადგენლის მარცვალი ფორმით მართლაც თითს ემსგავსება, რის გამოც ჩვენს წინაპრებს სამართლიანად შეურქმევიათ ეს სახელი. ქართლის თითა თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია; სამეურნეო დანიშნულებით სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება. როგორც ადგილობრივი მოხმარების სუფრის ყურძნის ჯიში, ქართლის თითა ძალზე საინტერესო ჯიშია, განსაკუთრებით მესხეთში, სადაც იგი ძლიერ ზრდასთან ერთად, საკმაოდ უხვი მოსავლიანობით და ყურძნის გარეგნული სილამაზით და მაღალ ხარისხოვანი გემური თვისებებით ხასიათდება. თითა შედარებით ადრე მწიფდება (სექტემბრის შუა რიცხვები). ქართლის თითას საერთო ზრდა-განვითარება ძლიერია. მოსავლის პირველ ნიშნებს თითა იძლევა დარგვიდან მესამე წელს, ხოლო სრულ მოსავალს მეხუთე წლიდან. ჯიში ყვავილცვენას და დაწვერილმარცვლიანებას არ განიცდის. ქართლის ზოგიერთ რაიონში დაკვირვებებით ქართლის თითა ავადმყოფობათა მიმართ არ იჩენს დიდ გამძლეობას. განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით. ფილოქსერასადმი ჯიშის გამძლეობის საკითხი ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა დაკვირვებამ ცხადჰყო, რომ ქართლის თითა ამ მავნებლის მიმართ მცირედ მგრძნობიარეა. ეს ჯიში წარმატებით ვითარდება, როგორც ვაკე და ღრმა ღონიერ ნიადაგებზე, ისე ფერდობ და ქვა ღორღიან ნაკვეთებზე, მაგრამ მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად მისი გაშენება უნდა მოხდეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით დახრილ ფერდობებზე. ზამთრის ყინვების მიმართ ქართლის თითა საკმაო გამძლეობას იჩენს, მით უმეტეს, თუ ვეგეტატიური ნაწილები კარგად არის მომწიფებული. ქართლის თითას ყურძენი ხანგრძლივი შენახვის უნარს მოკლებულია. ადგილობრივი გამოყენების მიზნით ქართლის თითა პერსპექტიული სუფრის ყურძნის ჯიშს წარმოადგენს, განსაკუთრებით შიდა ქართლის რაიონებისათვის. იგი ხასიათდება ყველა იმ ძირითადი დადებითი ნიშნით, რაც საერთოდ ახასიათებს ადგილობრივ მოხმარების ხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშებს. ასეთია: ვაზის ზრდის სიძლიერე და უხვმოსავლიანობა, მტევნისა და მარცვლის გარეგნული სილამაზე, აგრეთვე ყურძნის საუკეთესო გემური თვისებები.

კამური თეთრი

თეთრი კამური გურიის თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის ჯიშია. სამეურნეო დანიშნულებით მაღალხარისხოვან სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება, ამავე დროს მისი პროდუქცია წარმატებით გამოიყენება ადგილობრივი მნიშვნელობის ხარისხოვანი თეთრი სუფრის ღვინოების დასამზადებლად. თეთრი კამური კოლხეთის ვაზის კერის წარმომადგენლად ითვლება. გურიაში სითბოსა და ნალექების სიუხვე ხელშემწყობ პირობებს ქმნის სოკოვან ავადმყოფობათა ძლიერად განვითარებისათვის. თეთრი კამურის მწვანე მასა ამის შედეგად საგრძნობლად ზიანდება, რასაც თან სდევს რქების დასუსტება და მოსავლის რაოდენობის მკვეთრი კლება. თეთრი კამური ასევე სუსტად უძლებს ფილოქსერასაც. თეთრი კამური ეკოლოგიური პირობების მიმართ არ იჩენს დიდ მგრძნობიარობას, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტ გამძლეობას, იგი დაუბრკოლებლივ ვითარდება, როგორც დაბლობ, ისე მთისპირა ადგილებში და ამავე დროს სხვადასხვა ექსპოზიციის ნაკვეთებზეც. ვითარდება როგორც სუსტ ეწერ, ისე თიხებზე და ალუვიურ ნიადაგებზე. მაგრამ საუკეთესო შედეგს პროდუქციის მხრივ იძლევა სამხრეთით ან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაქანებულ და მზით უხვად განათებულ სუსტ ეწეროვან ნიადაგებზე. პროდუქციის მაღალი გემური თვისებებით, ყურძნის შენახვის უნარიანობით, ტრანსპორტაბელობითა და მტევნებისა და მარცვლების გარეგნული სილამაზით თეთრი კამური მიეკუთვნება ხარისხოვანი სუფრის ყურძნის ჯიშთა ჯგუფს. მოსავლის რაოდენობის გასაზრდელად მიზანშეწონილად ითვლება მისი ფორმირება ოლიხნარებზე.

ბზვანურა

bzvanura-saunje.jpg

კაბისტონი შავი

შავი კაბისტონი ადგილობრივი რაჭული ვაზის ჯიშია. მისგან ამზადებენ ბუნებრივად ნახევრადტკბილ და სუფრის წითელ ღვინოს. შავი კაბისტონი ადრე იწყებს მოსავლიანობას. მისი ნამყენი დარგვიდან მეორე წელს იძლევა მოსავლის პირველ ნიშანს, ხოლო მესამე-მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს იძლევა. შავი კაბისტონი რაჭაში საშუალოზე მეტი მოსავლიანობით ხასიათდება. დაკვირვებათა მიხედვით შავი კაბისტონის შედარებითი გამძლეობა, როგორც ჭრაქის, ისე ნაცრის მიმართ შეფასებულია საშუალოდ. ზამთრის ყინვებისადმი ჯიში შედარებით კარგი გამძლეობით ხასიათდება. შავი კაბისტონის ღვინო საშუალო ღირსებისაა, ზოგიერთ წლებში იგი ხარისხოვან, კარგად შეფერილ ზომიერ სხეულიან, ენერგიულ და ჰარმონიულ ღვინოს იძლევა. ჯიშის დადებით თვისებებს მიეკუთვნება შედარებით მაღალი მოსავლიანობა და ადრე მწიფობა, პროდუქციის კარგი ხარისხი და ვარგისობა სხვადასხვა ტიპის ღვინის დასამზადებლად. ასევე მისი გამოყენება შეიძლება ყურძნის წვენისა და საკონიაკე სპირტის წარმოებისათვის. უარყოფით თვისებებს წარმოადგენს ჭრაქის მიმართ შედარებით სუსტი გამძლეობა, მარცვლების არათანაბარი მომწიფება და ღვინის არაინტენსიური შეფერვა.

კაპისტონი თეთრი

თეთრი კაპისტონი ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშია. გავრცელებულია ზემო იმერეთეში, იძლევა ხარისხოვან ღვინო მასალას შამპანურისა და სუფრის ღვინისათვის. კაპისტონი გამოსულია კულტურული ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის კოლხეთის კერიდან. აკად. ივ. ჯავახიშვილი რიგ მოსაზრებებზე დაყრდნობით, თეთრ კაპისტონს თვლის საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ჯიშად. თეთრი კაპისტონი მსგავსად საქართველოს უმრავლესი ჯიშებისა, ადრე იწყებს პირველი და სრული მოსავლის მოცემას. მოსავლის პირველ ნიშანს იგი იძლევა დარგვიდან მეორე წელს, ხოლო მესამე-მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს იძლევა. თეთრი კაპისტონი მოსავლიანობა საშუალოა, რაც ჰექტარზე გადაანგარიშებით შეადგენს 60-80 ცენტნერს. ჯიში შედარებით უფრო მაღალმოსავლიანია ნეშომპალა-კარბონატული ტიპის ნიადაგებზე. სოკოვან დაავადებათა მიმართ გამძლეობა თეთრ კაპისტონს კარგი აქვს, თუმცა ის უფრო ადვილად ჭრაქით ავადდება, ვიდრე ნაცრით. ფილოქსერას მიმართ მისი გამძლეობა საშუალოა. ნიადაგს თეთრი კაპისტონი განსაკუთრებულ მოთხოვნას არ უყენებს. იგი კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა დაჭაობებული და ძლიერ მძიმე ეწერი ნიადაგებისა. თუმცა მაღალი ღირსების ღვინოს ჯიში ფერდობ ადგილებში ნეშომპალა-კარბონატული ტიპის ნიადაგებზე იძლევა. თეთრი კაპისტონი კარგად ემყნობა და ხარობს: რიპარია X რუპესტრის 3306, 3309 და რუპესტრის ღიულოზე, ხოლო კირნარ ნიადაგებზე რიპარია X ბერლანდიერი 420ა და 5 ბბ-ზე. თეთრი კაპისტონის ღვინოს ახასიათებს ბუნებრივი ცქრიალისადმი ძლიერი მიდრეკილება. ადგილობრივი (იმერული) წესით დაყენებისას იგი იძლევა ნაზ, ჰარმონიულ, სასიამოვნო გემოს სუფრის ღვინოს, კარგად გამოახული დავარგების ბუკეტით.

კაჭიჭი

კაჭიჭი წითელყურძნიანი საწარმოო ვაზის ჯიშია. იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. ძირითადად გავრცელებულია აფხაზეთსა და სამეგრელო-გურიაში. კაჭიჭი აფხაზურ ჯიშად ითვლება, თუმცა მისი წარმოშობისა და სადაურობის საკითხზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს. ვაზის საერთო შეხედულება, მისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების ადგილობრივ ჯიშებთან საკმაო მსგავსება, ჯიშის გავრცელება ძველი კოლხეთის რაიონებში (აფხაზეთი, სამეგრელო) და მისი გარემო პირობებისადმი კარგი შეგუება უდავოდ ამტკიცებს კაჭიჭის ადგილობრივი (კოლხეთი) ფორმათა წარმოქმნის კერაში წარმოშობის საკითხს. ვაზის ზრდის სიძლიერე საგრძნობლად ცვალებადობს ნიადაგის თვისებების შესაბამისად, თუმცა კაჭიჭი თავისუფლად შეიძლება მიეკუთვნოს ვაზის ჯიშთა იმ ჯგუფს, რომელსაც ძლიერი ზრდა ახასიათებს. კაჭიჭი დარგვიდან მეორე წელს იძლევა მოსავლის პირველ ნიშანს, ხოლო მეოთხე-მეხუთე წლიდან უკვე სრულ მოსავალს გვაძლევს. მისი საშუალო საჰექტარო მოსავალი შეადგენს 60-80 ცენტნერს და აქედან გამომდინარე იგი ითვლება საშუალომოსავლიან ჯიშად. კაჭიჭი უფრო მგრძნობიარეა ჭრაქის მიმართ, ვიდრე ნაცრის მიმართ. საერთოდ კაჭიჭის გამძლეობა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით კარგია. კაჭიჭი ძველთაგანვე შერჩეული და გამოვლინებულია მაღლარად ფორმირებისათვის, რის დროსაც კაჭიჭი მოსავალსაც უხვს იძლეოდა და ღვინოც კარგი დგებოდა, თუმცა სოკოვანი დაავადებების გავრცელების შემდეგ კაჭიჭს იგივე თვისებები აღარ ახასიათებს. კაჭიჭის ფორმირება საკმაოდ პერსპექტიულია ძველ ქართულ `ოლიხნარებზე~. კაჭიჭს საკმაოდ კარგი მონათესაობა ახასიათებს ფილოქსერაგამძლე საძირეებთან. კაჭიჭმა უკეთესი შეხორცებისა და ზრდა-განვითარების უნარი გამოავლინა საძირე რიპარია X რუპესტრის 3309-თან. მთის ფერდობების შედარებით მშრალ კირნარ ნიადაგებისთვის რიპარია X ბერლანდიერი 5 ბბ ან 420ა, ხოლო სხვა ნიადაგებისათვის, სადაც კირის რაოდენობა 20-25%-ს არ აღემატება, რიპარია X რუპესტრის 3309 და 3306. ძლიერ კირიან ნიადაგებზე, სადაც კალციურმის კარბონატები 60%-მდე აღწევენ, უმჯობესია შასლა ბერლანდიერის 41ბ. კაჭიჭის გამოყენება ყველაზე უფრო მიზანშეწონილია სუფრის წითელი ღვინოების დასამზადებლად. მის ღვინოს კარგი ფერი აქვს, იგი სინაზით, გემოს სისრულით და კარგად განვითარებული ჯიშური არომატით ხასიათდება. მისი ძირითადი ნაკლი – შედარებით მცირემოსავლიანობაა. ეს ნაკლი კი ადვილად შეიძლება გამოსწორდეს ვენახების კარგი მოვლა-დამუშავებით და მათი შესაფერისი გასხვლა ფორმირების გამოყენებით.

კლარჯული

კლარჯული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. ყურძენი საუცხოო გემური თვისებების, ტრანსპორტაბელობის, შენახვის დიდი უნარის (ინახება თითქმის გაზაფხულამდე), მტევნისა და მარცვლების გარეგნული სილამაზისა და აგრეთვე საკმაოდ უხვი მოსავლიანობის გამო კლარჯული საქართველოს სუფრის ყურძნის ჯიშთა ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლად ითვლება. როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, `კლარჯული~ თითქოს კლარჯეთიდან უნდა იყოს გადმოტანილი გურია-აჭარის რაიონებში, სადაც მას განვითარებისთვის მეტად ხელშემწყობი ეკოლოგიური პირობები დახვდა. ფილოქსერასა და სოკოვან დაავადებათა გავრცელებამდე კლარჯული მასობრივად იყო გავრცელებული მაღლარებად გურიასა და ქვემო აჭარაში. მოსახლეობა მას ძირითადად ყურძნად იყენებდა. კლარჯულის ყურძენს ხშირ შემთხვევაში ზამთრამდე ტოვებდნენ დაუკრეგავად მაღლარებზე. კლარჯულის ზრდა-განვითარება ძლიერია, რაც გამოწვეულია როგორც ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებით, ისე ეკოლოგიური ფაქტორებით. მოსავლის პირველ ნიშნებს კლარჯული იძლევა დარგვიდან მესამე წელს, იშვიათად – მეორე წელს. სრულ მოსავალს კი მეხუთე წლიდან იძლევა. ყვავილცვენა და დაწვრილმარცვლიანება კლარჯულს მცირედ ახასიათებს და ისიც არასასურველი ამინდების ზემოქმედებით. კლარჯული მეტად სუსტია ფილოქსერას მიმართ. მეტად სუსტი გამძლეობით ხასიათდება კლარჯული ასევე სოკოვანი დაავადებებისა და განსაკუთრებით ჭრაქის მიმართ. მოჭარბებული ტენიანობის მიუხედავად კლარჯულის მარცვალი არ სკდება და, მაშასადამე, პროდუქციის ღირსება ამით არ მცირდება, მაგრამ სამაგიეროდ მასში გროვდება წყლის დიდი რაოდენობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ყურძნის გემოვნურ თვისებებზე. ამიტომ მიზანშეწონილია რთველის დაგვიანებით ჩატარება, რაც ხელს შეუწყობს მარცვალში ზედმეტი წყლის აორთქლებას და შაქრის კონცენტრაციას. როგორც უკვე ითქვა, კლარჯული მაღალი ღირსების მომცემი სასუფრე ჯიშია და მისი გამოყენება მხოლოდ ამ მხრივაა მიზანშეწონილი გურიასა და აჭარაში.

კრახუნა

კრახუნა ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია. მისგან მზადდება იმერული ტიპის მაღალალკოჰოლიანი სასუფრე თეთრი ღვინო. ჯიში პერსპექტიულია ასევე მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად. კრახუნა გავრცელებულია ძირითადად იმერეთში. სიმწიფის დასაწყისის და სრული სიმწიფის დადგომის ვადის მიხედვით იგი იმერეთის ძირითად საწარმოო ვაზის ჯიშებზე (ციცქა, ცოლიკოური) ერთი პერიოდით უფრო ადრე მწიფდება. კრახუნა შედარებით ადრე იწყებს პირველ და სრული მოსავლის მოცემას. მისი ნამყენები დარგვიდან მეორე წელს იძლევა პირველ ნიშანს, ხოლო მესამე-მეოთხე წლიდან – სრულ მოსავალს. კრახუნა საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება. მისი საჰექტარო საშუალო მოსავალია 80-100 ცენტნერი. დაკვირვებების მიხედვით კრახუნა ჭრაქს ნაკლებად უძლებს, განსაკუთრებით ეს შესამჩნევია დაბლობზე გაშენებულ ვენახებში, ხოლო ნაცრის მიმართ იგი საშუალო გამძლეა. ადგილობრივ იმერულ ვაზის ჯიშებს შორის კრახუნა ფილოქსერას სუსტად უძლებს. კრახუნა კარგად გვარობს თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა დაჭაობებულ და მლაშე ნიადაგებისა, მაგრამ მაღალხარისხოვან ღვინოს იგი ნეშომპალა კარბონატულ, ტყის კარბონატულ და სუსტად გაეწერებულ ნიადაგებზე იძლევა. ზამთრის ყინვებს კრახუნა შედარებით კარგად უძლებს. ახალი ვენახების გაშენებისას გაეწერებულ მძიმე ნიადაგებზე უნდა შეირჩეს საძირე რიპარია X რუპესტრის 3306, ნეშომპალა კარბონატულ ნიადაგებზე ბერლანდიერი რიპარიას ჰიბრიდები, ძირითადად 5ბბ, ხოლო მშრალ ქვიან მწირ ნიადაგებზე საძირე რუპესტრის დულო. კრახუნა მაღალხარისხოვან სუფრის ღვინოს იძლევა. იმერული წესით დაყენებული ღვინო მუქი შეფერილობისაა, იგი მოქარვისფრო ყვითელია, ხასიათდება თავისებური ჯიშური არომატით, ენერგიით, დიდი სხეულით და ოდნავი უხეშობით ახალგაზრდობაში. დავარგებისას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება, იგი ლამაზ მოქარვისფრო ყვითელ ფერს იღებს, ივითარებს ძლიერ ჯიშურ ბუკეტს და ხდება უფრო ნაზი და ჰარმონიული.

 



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40863 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ისე რა უცნაურია...ამხელაა კავკასია და მაინცა და მაინც ჩვენ ტერიტორიაზე ხდება ეს სასწაულები, ვაზიდან დაწყებული , თაფლით და ხორბლით დამთავრებული.....რკინაზე , სელზე  და ოქროზე (ყაჩაღიანი) რომ არაფერი ვთქვათ  ზეზვა და მისი მეგობარი ქალბატონიც სახელად მზიაც ხომ აქ იყვნენ რეესტრში გატარებული? :ki: :DDDეხლა ნიტო მზიას მამამთილი თუ ზეზვას სიმამრიც უპოვიათ....



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1648 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
მე პირადად ვეძებ უძველეს ჯიშებს და ვამრავლებ თავიდან. საქართველოში 500 მდე ქართული ჯიშია შემორჩენილი

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40863 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მერე გუგა და ფხოველა აქ არ არიან? ეხლახან ხიხვი და ქისი ჩაიყარა 3 ჰექტარზე. გუგა საერთოდ ამ საქმეს სათავეებში ედგა, მესხეთში რაც ტერასული ვენახებია სულ მაგის გაკეთებულია

 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1648 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი

მერე გუგა და ფხოველა აქ არ არიან? ეხლახან ხიხვი და ქისი ჩაიყარა 3 ჰექტარზე. გუგა საერთოდ ამ საქმეს სათავეებში ედგა, მესხეთში რაც ტერასული ვენახებია სულ მაგის გაკეთებულია

ხიხვი ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. რომელსაც ჯანანურას ეძახიან. ქარვისფერი ტანინიანი ღვინო აქ. განუმეორებელი არომატით. ძალიან მაგარია



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ისე ერთ პატარა ვენახს გააკეთებდა კაცი, 2-3 პლანი ხიხვი და 2-3 პლანი თავკვერი... :)



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4343 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

ბიჭებო სოფელში მაქ ადგილი სადაც პაპაჩემს ვენახი ჰქონდა შედეგ დაბერდა და გახმა ვაზი და ეხლა ცარეალ მიწაა იქ. ისე შეილება რამოდნეიმე პლანი ვაზი გავაშენოთ ლეგიონმა დიდი არაფერი ხარჯი იქნება და წყალიც უდეგება იმ ადგილს. გარშემო სუ ვენახებია, პატარ ქოხიც რო ჩავდგად მუდმივი საქეიფო ადგილი იქნეაბ ჩვენს ვენახში. რავიცი თქვენ რას იტყვით ეგერ მიწა და აგერ ჩემი კისერი. რაღაც სიმბოლური იქნება ლეგიონის ვენახი ჰაა რავარია აბა ჩვენ ქართულ სულს რო კიდე შევმატოთ რამე. ლეგიონი ხო მამაპაპური ადათის და ქართული ტრადიციების კლუბია და წესით პატარა ვეანხი დაგვამშვენებდა. პაპაჩემი მაგარი მოქეიფე კაცი იყო და სახლში 2 3 სახის ღივინო სუ ქონდა, თან ბევრი. რაც პაპაჩემი დაბერდა მასთან ერტად დაბერდა და გაფუჭდა ვენახი. თუ თქვენი სურვილი იქნეაბ მე მიწაზე არ მაქ პრობლემა მოვიხმაროთ ის მიწა ლეგიონისთვის. დიდი სურვილი მაქ ისევ იქ ვაზი გაშენდეს თან თუ საერთო იქნეაბ ლეგიონის ძალინა გამიხარდება


ჩამსწორებელი mantis, 25 August 2016 - 02:30 PM.


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ვახ მაინტის ძალიან კარგი აზრია...

შენთან ახლოსაა??? და რამხელაა???



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
mantis

mantis

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4343 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

კი ჩემი სოფლის მინდვრები ჩემგან ალბათ 1 კილომეტრია. კაროჩე იმდენი შეილება დაირგას რო თან კარგად შორი დაშორებით რო სუფტა ღვინო ერთი 500 ლიტრი რო გვოქნდეს რა რავიცი წესით ტონამდე უნდა დაიკრიფოს რა თუ კაი ყურძენს გაუშვებთ მარა სივრცე არის კიდე  რა გვერძე სუ საგვარეულო ნაკვეთებია მთელ შემოგარენში ახუაშვილების ნაკვეთებია, და ისენიც მიტოვებულია ვენახის დაბერების გამო კაი გასასუფთავებელიც არის მინდროი. კაროჩე იმდენი იქნეაბ რო ლეგიონს სიმბოლურად ქონდეს და ღვინოც გვქონდეს.

თან ჩვენკენ მაგარი რქაწითელი მოდის, კაროჩე არც დიდი ხარჯი დაჭირდება და არც ბევრი მოვლა მაგხელა ფართ და შეილება მაგ ტემაზე დალაპარაკება. მე მზად ვარ 


ჩამსწორებელი mantis, 25 August 2016 - 08:22 PM.


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რავიცი მე იდეა ძალიან მომწონს...

მსურველებიც გამოჩნდებან ალბათ...



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5525 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მაგაზე კარგა ვერაფერს ვიზამთ!

 

სამომავლოდ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება, მეც თანახმა ვარ და მზად ვარ უფრო დეტალურ განხილვებშიც ჩავერთო!   :ki:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ჰაა ეს თემა რატო მიყუჩდა...

ძალია  მაგარი იქნება საკუთრი ვენახი!



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ღვინკა

ღვინკა

    ლეგატი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1648 პოსტი
  • მისამართი:დიდი დიღომი
  • წარმოშობა:კახელი
კარგი იქნება მარა მოვლა უნდა ძმაო. მე პირადად ბევრი და დიდი ვემახები მაქვს და ვიცი რა ჯაფაც უნდა... მიყვარს ეგ საქმე რასაც ვაზის მოვლა ქვია :* დალოცვილი!! მადლიანიი :*

#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ლევან

ლევან

    მაგისტრი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 2474 პოსტი
  • მისამართი:მთაწმინდა. ყაზბეგის #40
  • წარმოშობა:კახეთი/ქიზიყი

მე გუგას ვეთანხმები. ვაზი ცოტა სხვა თემაა. ფოტოსეანსი არ კმარა მაგის მოსავლელად . 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 40863 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოში ვაზის გადაშენებას 1880-იან წლებში - ისტორია, რომელიც ბევრმა ქართველმა არ იცის
14:26 / 31-12-2018
vazi938598_2018-12-31_NQqEPTKgMqRFO.jpg

"1880-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას დიდ დი­ლე­მად ექცა ფი­ლო­ქ­სე­რა, რო­მე­ლიც მუსრს ავ­ლებ­და ვე­ნა­ხებს. რუს­მა სტა­რო­სელსკიმ და უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს ამ მწე­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დი - და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვა­ზის ამო­ძირ­კვა, ვაზ­ნამ­ყოფ მი­წა­ში კი შხამ­ქი­მი­კა­ტის ჩას­ხმა. ამ მე­თო­დის და­ნერგვა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რებ­და ვე­ნა­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნი­ა­და­გის ეკო­ლო­გი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და", - ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი - ვაჟა შუ­ბი­თი­ძე მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს გვაწ­ვდის, თუ რო­გორ ცდი­ლობ­და რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ზის გა­და­შე­ნე­ბას.

- რუ­სე­თის იმ­პე­რი­ამ კავ­კა­სი­ა­ში ფე­ხის შე­მოდ­გმის­თა­ნა­ვე გეზი აიღო ად­გი­ლობ­რი­ვი წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის, გე­ნო­ფონ­დი­სა და მე­ურ­ნე­ობ­რი­ვი ტრა­დი­ცი­ე­ბის მოს­პო­ბი­სა­კენ. ყო­ვე­ლი­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი და ტრა­დი­ცი­უ­ლი უნდა ამო­ძირ­კვუ­ლი­ყო და მის ნაც­ვლად ევ­რო­პუ­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად ჩა­ნერ­გი­ლი­ყო. ამ­გვა­რი, ხან­გრძლივ დრო­ზე გათ­ვლი­ლი კამ­პა­ნია და­ი­წყო ყო­ვე­ლი თეს­ლე­უ­ლი­სა და ნერ­გის უკონ­ტრო­ლო შე­მო­ტა­ნით კავ­კა­სი­ა­ში, რა­საც დი­დად უარ­ყო­ფი­თი, დამ­ღუპ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა თან - შე­მო­ვი­და და­სავ­ლეთ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რე­თა და­ა­ვა­დე­ბე­ბი. მალე ნა­ცარ­მა მოს­პო გუ­რია-სა­მეგ­რე­ლოს ვე­ნა­ხე­ბი. მე­ო­რე დიდი და­ნა­შა­უ­ლი იყო, რომ შე­მო­ი­ტა­ნეს და და­ამ­კვიდ­რეს ამე­რი­კუ­ლი ჰიბ­რი­დი - "იზა­ბე­ლა" ("ადე­სა"). "იზა­ბე­ლა" სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ში ჩა­დე­ბუ­ლი უწყვე­ტი მოქ­მე­დე­ბის ნაღ­მია, რო­მელ­მაც შემ­დგო­მი 150 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერ­თხელ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იფეთ­ქა (თ. ღლონ­ტი).

yurzeni09090_2018-12-31_xUaF9h5nYDB.jpg

 
 
 
 
 
-0:12
 
 
 
 

 

1879 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ვე­ნა­ხე­ბის სა­ერ­თო ფარ­თობ­ში სა­მეგ­რე­ლოს ხვედ­რი­თი წილი 17%-ს შე­ად­გენ­და, გუ­რი­ის კი 8%-ს, 1990 წელს კი სა­მეგ­რე­ლო­სი - 1.9% იყო, გუ­რი­ის კი -1.1%. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის მო­ხე­ლეს ივან ლენცსმთავ­რო­ბამ და­ა­ვა­ლა ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის გავ­რცე­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. მან კა­ხეთ­ში ყი­რი­მი­დან 28 ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შის გავ­რცე­ლე­ბა სცა­და.

ათი წლის უნა­ყო­ფო წვა­ლე­ბის მერე 1846 წელს ლენცს ეყო პრო­ფე­სი­უ­ლი პა­ტი­ოს­ნე­ბა ეღი­ა­რე­ბი­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აზრი არ ჰქონ­და ევ­რო­პუ­ლი ჯი­შე­ბის შე­მო­ტა­ნა­სა და და­ნერგვას, რად­გან ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბი - რქა­წი­თე­ლი, კა­ხუ­რი მწვა­ნე, სა­ფე­რა­ვი, ხიხ­ვი და მცვი­ვა­ნი ევ­რო­პულ­ზე უფრო მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვან პრო­დუქ­ცი­ას იძ­ლე­ვი­ან და უფრო შე­გუ­ე­ბულ­ნი არი­ან ად­გი­ლობ­რივ ნი­ა­და­გურ-კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს.

ქარ­თუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბის უპი­რა­ტე­სო­ბის აღი­ა­რე­ბა, უპირ­ვე­ლე­სად, ქარ­თვე­ლი მი­წათ­მოქ­მე­დის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ცოდ­ნი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის აღი­ა­რე­ბის ტოლ­ფა­სი გახ­ლდათ. ეს ფაქ­ტი ქარ­თუ­ლი ვა­ზის ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბაა და ეს კარ­გად უნდა გვახ­სოვ­დეს (თ.ლონ­ტი).

მაგ­რამ იმ­პე­რი­უ­ლი მან­ქა­ნა არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა. რად­გან ამ გზამ არ გა­ა­მარ­თლა, ახალ მზაკ­ვრულ რუ­სულ მე­თოდს მი­მარ­თეს. მე­ფის­ნაც­ვალ­მა მი­ხე­ილ ვო­რონ­ცოვ­მა 1845-50 წლებ­ში ყი­რი­მი­დან შე­მო­ი­ტა­ნა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში უფა­სოდ და­ა­რი­გა 680 ათა­სი ძირი ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ნერ­გი, თუმ­ცა არც ამან გა­ა­მარ­თლა - ქარ­თვე­ლი მე­ვე­ნა­ხე ფხიზ­ლობ­და და ამ რუ­სუ­ლი დი­ვერ­სი­ის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა შეძ­ლო და არ გა­ა­შე­ნა ეს ჯი­შე­ბი.

gvino999999_2018-12-31_jLDrol7CiPQY.jpg

 

- კი­დევ რა გზებს იყე­ნებ­და რუ­სე­თი ქარ­თუ­ლი ვა­ზის და­სა­ზი­ა­ნებ­ლად?

- 1880-იანი წლე­ბის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ვე­ნა­ხე­ო­ბას დიდ დი­ლე­მად ექცა ფი­ლო­ქ­სე­რა, რო­მე­ლიც მუსრს ავ­ლებ­და ვე­ნა­ხებს. რუს­მა სტა­რო­სელსკიმ და უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა წა­მო­ა­ყე­ნეს ამ მწე­რის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის რა­დი­კა­ლუ­რი მე­თო­დი - და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვა­ზის ამო­ძირ­კვა, ვაზ­ნამ­ყოფ მი­წა­ში კი შხამ­ქი­მი­კა­ტის ჩას­ხმა. ამ მე­თო­დის და­ნერგვა რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რებ­და ვე­ნა­ხებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ნი­ა­და­გის ეკო­ლო­გი­ურ და­ბინ­ძუ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევ­და. მაგ­რამ, ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მოჩ­ნდა კვა­ლი­თე­ლი ქარ­თვე­ლი აგ­რო­ნო­მი იო­სებ გუნ­ცა­ძე, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ ნაკ­ვეთ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ცდე­ბით და­უმ­ტკი­ცა სტა­რო­სელკ­სის და მის მიმ­დევ­რებს, რომ ვე­ნა­ხე­ბის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი მე­თო­დი ამე­რი­კულ სა­ძი­რე­ზე მყნო­ბა იყო. პრო­ფე­სო­რი მა­რი­ო­ნი ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ურ­ჩევ­და, ამე­რი­კუ­ლი ვაზი უვარ­გი­სია, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა­ზე ხელი აი­ღეთ და მის მა­გივ­რად გვი­რი­ლა გა­ა­შე­ნე­თო.

დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ი­მარ­ჯვა გუნ­ცა­ძემ და ამით ქარ­თუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა გა­და­ურ­ჩა დიდ გან­საც­დელს.

1975 წლის­თვის ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო ქარ­თუ­ლი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის­თვის ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და დამ­ღუპ­ვე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა: კა­ხეთ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად შეჰ­ქონ­დათ "იზა­ბე­ლას" ჯი­შის 1 მი­ლი­ო­ნი ცალი ნერ­გი, რაც ჩვე­ნი მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის­თვის ზურ­გში მახ­ვი­ლის ჩა­ცე­მის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, გან­ზრახ­ვა გა­ცხად­და და ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი მეც­ნი­ერ-მე­ვე­ნა­ხე­ე­ბი­სა და მეღ­ვი­ნე­ე­ბის პრინ­ცი­პულ­მა პო­ზი­ცი­ამ იხ­სნა სი­ტუ­ა­ცია. მაგ­რამ, რო­გორც შემ­დგომ გა­ირ­კვა, მზაკ­ვრუ­ლი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად უფრო მე­ტად შე­ფა­რუ­ლი ხერ­ხი გა­მო­ი­ყე­ნეს. შე­უმ­ჩნევ­ლად, თან­და­თა­ნო­ბით ალაზ­ნის ველ­ზე შე­ი­ტა­ნეს ვა­ზის პირ­და­პირ-მწარ­მო­ებ­ლუ­რი თეთ­რი და წი­თე­ლი ჯი­შე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­სობ­რი­ვად მო­ე­დო შემ­დგომ წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ზვრებს (ე.წ. "უწამ­ლო სა­ფე­რა­ვი" და სხვა სუ­რო­გა­ტე­ბი). სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მაგ­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის (ე.წ. "პორტვე­ი­ნი") წარ­მო­ე­ბა ბოლ­შე­ვი­კე­ბის დროს და­ი­წყეს. 1950-60-იანი წლე­ბი­სათ­ვის მათი ხვედ­რი­თი წილი 25-30%-ი იყო, ხოლო 1985 წლი­სათ­ვის მათ არ­ნა­ხულ ზღვარს 70-75%-ს მი­აღ­წი­ეს. ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნელ-ნელა მა­ღალ­ხა­რის­ხო­ვა­ნი სა­მარ­კო ღვი­ნო­ე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი რეს­პუბ­ლი­კი­დან აქ­ცი­ეს რუ­სე­თის ბაზ­რი­სათ­ვის სა­შუ­ა­ლო ღირ­სე­ბის მქო­ნე შე­მაგ­რე­ბუ­ლი ღვი­ნო­ე­ბის მა­სობ­რი­ვად მწარ­მო­ე­ბელ და მიმ­წო­დე­ბელ კო­ლო­ნი­ურ რე­გი­ო­ნად.

gvino988_2018-12-31_6haOz0BT47yF1ex.jpg

ამ მოვ­ლე­ნებ­მა საკ­მა­ოდ გა­ზარ­და ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის დონე და მას­შტა­ბი, მკვეთ­რად შე­ი­ლა­ხა და და­ე­ცა ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ხა­რის­ხი და რე­პუ­ტა­ცია ისე, რომ ინ­გლის­მა უარი თქვა სა­ფე­რა­ვის ღვი­ნის იმ­პორტზე სა­ქარ­თვე­ლო­დან, რაც შე­უ­ფერ­ხებ­ლად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და მა­ნამ­დე. ჯერ კი­დევ 1960-იანი წლე­ბის ბო­ლოს იყო მცდე­ლო­ბა ქვევრში კა­ხუ­რი ტი­პის ღვი­ნის დამ­ზა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ის წა­მო­წყე­ბი­სა, მაგ­რამ მეც­ნი­ერ-სპე­ცი­ა­ლის­ტთა პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცი­ის გამო ეს ვერ გან­ხორ­ცი­ელ­და, სა­მა­გი­ე­როდ მან კვლავ იჩი­ნა თავი 1980-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, ამ­ჯე­რად ეს მცდე­ლო­ბა უფრო მძი­მე შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდა. სა­უ­კე­თე­სო ქვევ­რე­ბი მი­წით ამო­ავ­სეს და და­მარ­ხეს (ვაჩ­ნა­ძი­ა­ნის ღვი­ნის ქარ­ხა­ნა­ში). ეს ვან­და­ლუ­რი აქტი ქარ­თვე­ლებ­მა ჩა­ი­დი­ნეს (არა­და დღეს ქვევ­რს და ქვევ­რის ღვი­ნოს იუ­ნეს­კოს მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რის ძეგლის სტა­ტუ­სი 2015 წლი­დან). ამა­ვე დროს კვლავ წარ­მო­იშ­ვა და აგორ­და ტენ­დე­ცია ევ­რო­პუ­ლი ჯი­შე­ბის შე­მო­ტა­ნა-გავ­რცე­ლე­ბი­სა იმ მო­ტი­ვით, რომ ჩვე­ნი ჯი­შე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია ევ­რო­პელ­თათ­ვის და მათი მო­სა­წო­ნი ღვი­ნო სწო­რედ ევ­რო­პუ­ლი ვა­ზის ჯი­შე­ბი­დან უნდა და­ვამ­ზა­დო­თო. დეგ­რა­დი­რე­ბა არ ას­ცდა ჩვენს სა­ა­მა­ყო ღვი­ნო­ებს "წი­ნან­დელს", "გურ­ჯა­ანს", "ნა­ფა­რე­ულს", სამ­წლი­ა­ნის ნაც­ვლად მი­ვი­ღეთ ემა­ლი­რე­ბულ რე­ზერ­ვუ­ა­რებ­ში და­ყე­ნე­ბუ­ლი ორ­წლი­ა­ნი ღვი­ნო­ე­ბი, რო­მელ­თაც არა­ვი­თა­რი სა­ერ­თო არ ჰქონ­დათ სა­ხე­ლო­ვან წი­ნა­მორ­ბე­დებ­თან. და­ირ­ღვა ტექ­ნო­ლო­გია, გა­უ­ა­რეს­და ხა­რის­ხი.

1990 წელს სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნის­ტურ­მა მთავ­რო­ბამ და­ამ­ტკი­ცა ყუ­რძნის შე­სას­ყი­დი ფა­სე­ბის ახა­ლი პრე­ის­კუ­რან­ტი, რო­მელ­შიც ყოვ­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლად და უსა­ფუძ­ვლოდ 1 კი­ლოგ­რა­მი "იზა­ბე­ლას" შე­სას­ყი­დი ფასი 1 მა­ნე­თით გა­ნი­სა­ზღვრა (ტყე­მა­ლი 2 მა­ნე­თი ღირ­და მა­შინ), ძვირ­ფა­სი ად­გი­ლობ­რი­ვი ჯი­შე­ბი­სა კი 50-60 კა­პი­კით. ეს იყო წი­ნას­წარ გა­მიზ­ნუ­ლი ქმე­დე­ბა გა­ეზ­რდათ მწარ­მო­ე­ბელ­თა ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა "იზა­ბე­ლას" ყუ­რძნით სა­ფე­რა­ვის, ალექ­სან­დრო­უ­ლის, ალა­დას­ტუ­რის, უსახ­ლე­ა­უ­რის, თავკვე­რი­სა და სხვა ძვირ­ფა­სი ჯი­შე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, მით უფრო, რომ "იზა­ბე­ლას" მოყ­ვა­ნას არც დიდი შრო­მა და არც დიდი კა­პი­ტა­ლი არ სჭირ­დე­ბა (თ. ღლონ­ტი).

manana_gabrichidze.jpg
 
 






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?