Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45827 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჯუჯა მანგუსტი

ჯუჯა მანგუსტი (Helogale parvula) მანგუსტების ოჯახის წარმომადგენელია. ის მცირე ზომის მტაცებელია. ეს სახეობა გავრცელებულია ცენტრალური აფრიკის სამხრეთით: ეთიოპიიდან - სამხრეთ აფრიკამდე. ჯუჯა მანგუსტი მშრალ სავანებში, მეჩხერ ტყეებში და ბუჩქნარებში ბინადრობს. მისი მოძებნა ადვილია ტერმიტების ბუდეებთან. ასევე ხშირად ბინადრობს ნასახლარებთან და ადამინის სიახლოვესაც კარგად ეგუება. გავრცელების ზედა საზღვარი ზღვის დონიდან 2000 მეტრ სიმაღლეს აღწევს. მას იოლად ვიპოვით ტერმიტების ბუდეებთან.

dwarf_mongoose.jpg?w=610&h=457
გარეგნულად ის ტიპიური მანგუსტია: აქვს დიდი თავი, პატარა ყურები, გრძელი კუდი, მოკლე კიდურები და გრძელი კლანჭები. ის მანგუსტების სხვა სახეობებისგან ზომით განსხვავდება. მისი სხეულის სიგრძე 18-28 სმ, წონა კი 210-350 გრ-ია. აფრიკის მტაცებლებს შორის ის ყველაზე პატარაა. მანგუსტის რბილი ბეწვის შეფერილობა ძალიან ცვალებადია და მოყვითალო მოწითალოდან, მუქ ყავისფრამდე მერყეობს.
ჯუჯა მანგუსტი დღის სოციალური ცხოველია. ქმნის ორიდან ოცდაათამდე ცხოველისგან შემდგარ ოჯახურ ჯგუფებს. ჯგუფში იერარქია მკვეთრად გამოხატულია, მას დომინანტური წყვილი უძღვება. როგორც წესი, ჯგუფის ლიდერი დომინანტი მდედრია. ჯგუფის წევრები ნაშიერებს ერთად ზრდიან და ჯგუფს მტაცებლებისგან ერთად იცავენ.
ჯუჯა მანგუსტი ტერიტორიალური ცხოველია, ყოველი ჯგუფი დაახლოებით 30-60 ჰექტარს იკავებს (ფართობი დამოკიდებულია ჰაბიტატის ტიპზე). ღამეს მანგუსტები ტერმიტების მიტოვებულ ბუდეებში ატარებენ. ხანდახან სძინავთ ქვების გროვაში, მორების ფუღუროებსა და სხვა ადგილებში. ოჯახების ტერიტორია მცირედ გადაიფარება, რმაც შეიძლება სხვადასხვა ჯგუფებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს.
გამრავლების პერიოდში ოჯახში, როგორც წესი, ერთი მდედრი მრავლდება. ჯგუფის მიერ გაზრდილი ნაშიერების 80% მისი შთამომავლობაა. კარგ პირობებში მრავლდებიან დამორჩილებული მდედრებიც. მაგრამ მათი ნაშიერების სიკვილიანობა ძალიან მაღალია. მაკეობა 53 დღეს გრძელდება. იბადება საშუალოდ 4-6 ნაშიერი. პირველი 2-3 კვირის განმავლობაში პატარები ბუდეში რჩებიან. როცა ჯგუფი მიდის საკვების მოსაპოვებლად, ჯგუფის ერთი ან ორი წევრი პატარებთან რჩება. 4 კვირის ასაკში ნაშიერები ჯგუფის სხვა წევრებს უერთდებიან.
ჯუჯა მანგუსტებსა და რქაცხვირა ფრინველს შორის ჩამოყალიბდა ურთიერთსასარგებლო კავშირი. ისინი ერთ ადგილას იკვებებიან და ერთმანეთს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ატყობინებენ.
ჯუჯა მანგუსტი იკვებება მწერებით (ხოჭოების ლარვებით, ტერმიტებით, კალიებით), ობობებით, მორიელებით, მცირე ზომის ხვლიკებით, გველებით, პატარა ფრინველებით, მღრღნელებით. დამატებით ხშირად კენკრას მიირთმევს.
ბუნებაში მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 8 წელია. ტყვეობაში მანგუსტები 20 წლამდე ცოცხლობენ.
IUCN–ის მონაცემებით ამ სახეობას გადაშენების საფრთხე არ ამუქრება.

წყარო: zoo.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 45827 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რქაცხვირა ფრინველი....abisiniuri-yvavi.jpg?w=500&h=375

ამასთან ძმაკაცობენ მანგუსტები


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?