Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ჩვეულებრივი ელანდი
 
common-eland-taurotragus-oryx.jpg

ჩვეულებრივი ელანდი

ჩვეულებრივი ელანდი (Taurotragus oryx) ცნობილია ასევე ანტილოპა ელანდის სახელით. ის რიგი წყვილჩლიქოსნებისა და ღრურქიანების ოჯახის წარმომადგენელია. ელანდი გავრცელებულია დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში. ბინადრობს სავანებსა და ვაკე ადგილებში. ის აფრიკის კონტინენტის ყველაზე დიდი ანტილოპაა.

კოლონისტებმა ამ აფრიკულ ანტილოპას ჰოლანდიაში გავრცელებული ყველაზე დიდი ჩლიქოსანის სახელი დაარქვეს (ჰოლანდიურად ელანდი ცხენირემს ნიშნავს).

სპირალური რქები ორივე სქესის წარმომადგენელს აქვს, მაგრამ მამრების რქები უფრო მოკლე და სქელია. მდედრის სხეულის წონა 300-600 კგ-ს, სხეულის სიგრძე კი 200-280 სმ-ს აღწევს. სიმაღლე მხრებში 125-153 სმ-ია. რაც შეეხება მამრს, ის 1000 კგ. -მდე იწონის და სხეულის სიგრძე 345სმ-ს აღწევს, სიმაღლე მხრებში კი 183სმ-ს. ელანდისთვის დამახასიათებელია პატარა კუზი და კისრის ქვედა მხარეზე კანის ნაკეცი. მიიჩნევა, რომ ელანდი ყველაზე ნელი აფრიკული ანტილოპაა, მაგრამ მისი ნახტომის სიმაღლე 2,5 მეტრს აღწევს. მამრების ზომა და ძალა იმდენად დიდია, რომ ხშირად მტაცებლებს აშინებს. მაგრამ მდედრებზე და ხბოებზე თავდასხმა ხშირია. სიარულისას ელანდის უკანა კიდურების მყესები მკვეთრ ხმას გამოსცემსცემენ, რომლის დანიშნულებაც მეცნიერებისთვის ჯერ უცნობია. ამ ხმის მიხედვით შესაძლებელია ჯოგის მიახლოების შემჩნევა. წყლის ძებნაში ელანდი ძალიან დიდ მანძილს გადის. სხვა ანტილოპების მსგავსად, მასაც წყლის ეკონომიის მიზნით ცხელ დღეებში სხეულის ტემპერატურის თითქმის 7 გრადუსით აწევა შეუძლია.

ელანდი ბალახისმჭამელი ცხოველია. ის ბალახით, ფოთლებითა და ტოტებით იკვებება. ცხოველები დიდ ჯოგებში ცხოვრობენ, ჩვეულებრივ ჯოგში 25-70 ინდივიდია, ხანდახან კი მათი რაოდენობა 400 აღწევს. ელანდი 3 განსხვავებულ სოციალურ ჯგუფს ქმნის:

მამრების ჯგუფს – რომელიც ყველაზე პატარა ჯგუფია da უფრო ხშირად ბუჩქნარში ბინადრობს.

მდედრების ჯგუფს - რომელიც გაცილებით უფრო დიდია da ბალახის ძებნაში დაბლობში გადაადგილდება. ჯგუფში გამოხატულია იერარქია.

მესამე ჯგუფში ნაშიერებიანი მდედრებია. ხბოს დაბადებიდან 24 საათში დედა და ახალშობილი ამ ჯგუფს უერთდებიან. ხბოები ამ ჯგუფში იმის შემდეგაც რჩებიან, რაც დედა მდედრების ჯგუფში ბრუნდება. 2 წლის ასაკისთვის კი ან მამრების ან მდედრების ჯგუფს უერთდებიან (სქესის მიხედვით).

მდედრი სქესობრივ სიმწიფეს 15-36 თვის ასაკში აღწევს. მამრი 4-5 წლისთვის. დაწყვილება ნებისმიერ დროს ხდება, მაგრამ უფრო ხშირია წვიმის სეზონში. საარშიყო ქცევისას მდედრი ხშირად გარბის, მამრები კი მას მისდევენ. ხანდახან მამრები ჩხუბობენ. მაკეობა 9 თვეს გრძელდება და მხოლოდ ერთი ხბო იბადება.

ხორცის მოპოვების მიზნით ადამიანი ელანდზე ოდითგანვე ნადირობდა. ამჯერად ძროხის მაგივრად ფერმერები ხშირად ელანდს ამრავლებენ, ვინაიდან ის უფრო მდგრადია აფიკაში გავრცელებული დაავადებების მიმართ. UCIN-ის მონაცემების მიხედვით ელანდს დღეისთვის გადაშენების საფრთხე არ ემუქრება.

წყარო: zoo.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აი ამ ელანდზე უნდა ანადირო როლანდი... ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?