Jump to content


ამ თემას აქვს 36 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აპორტირება წარმოადგენს ერთ-ერთ ურთულეს ვარჯიშს მიუხედავად გარეგანი სიმარტივისა და ილეთის სირთულის არარსებობისა.

 

სირთულეები: აღგზნებადობისა და შეჩერების მონაცვლეობა შედარებით მცირე დროში. რამდენიმე წუთის მანძილზე ძაღლი განიცდის საწინააღმდეგო მდგომარეობების მკვეთრ და არაერთჯერად ცვლილებას. არასაკმარისად გაწონასწორებული პროცესების მქონე ძაღლისათვის ეს ძალიან სერიოზული გამოცდა ხდება.

 

ლეკვისთვის ადრეულ ასაკში ამ ილეთის სათამაშო მეთოდის სახით გამოყენებით, ჩვენ ვაძლიერებთ აღგზნებადობის პროცესებს, შემდეგ გვიხდება მათი შეკავება, საყოველთაოდ კი ცნობილია, რომ გადაჩვევა ყოველთვის უფრო რთულია სწავლაზე და შედეგი ასეთ შემთხვევაში, უარესი იქნება. ჩვენ ვაბრაზებთ ძაღლს საგნით, “ვაცოცხლებთ” მას. ვამარაგებთ მიმზიდველი სურნელებით, ანუ საგანი გარდაიქმნება “ნადავლად”. სწორედ ამის გამო ირთვება დევნისა და დაჭერის უპირობო პროცესი, მაგრამ მას აქვს ასეთივე უპირობო გაგრძელება – ნადავლის მოკვლა და შეჭმა, სწორედ ამის გამო ხდება ძაღლის თამაში საგანთან, მასთან გაქცევის, დაწოლის, ღრღნის და ა.შ. მისწრაფება. ცხადია, მონადირე ძაღლებს ეს სტადიები მკვეთრად აქვთ გამოკვეთილი. მწევარი ნადავლს იჭერს და კლავს, მაგრამ არ აზიანებს; სეტერი ძებნის და მოაქვს, მაგრამ კლავს მონადირე; ლაიკა ზვერავს ან იწყებს ბრძოლას, მაგრამ არ მოაქვს ან მოაქვს მონადირის მიერ მოკლული ნადირი; მეძებარი მიყვება ნაკვალევს, მაგრამ არ ეხება მოკლულ ცხოველს და ა.შ. ამით ხდება ნადირის დაგლეჯვის და შეჭმის თავიდან აცილება.

 

გონივრულად მიგვაჩნია სპორტული ძაღლის მომზადებისას გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდი, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიციელი ძაღლების წვრთნა გერმანიაში XIX-XX საუკუნეებში, რომელიც რობერტ გერსბახის მიერაა აღწერილი.

 

ლეკვის თამაში ჯოხით, სათამაშოებით, ბურთით და ა.შ აუცილებელია მისი განვითარებისათვის და მათი აკრძალვა სისულელეა, მაგრამ თამაშისას არ შეიძლება სხვა ნებისმიერი სიტყვების გამოყენება, ნორმატიული ბრძანებების გარდა! მაგ. შეიძლება გამოვიყენოთ: “მოიტანე”, “მომაწოდე”, “დაანებე” და ა.შ. მაგრამ არა “აპორტი” და “მომეცი” (ანუ ის ბრძანებები რასაც ვრთნისას ვიყენებთ), რადგანაც ძაღლი ძალზე მჭიდროდ უკავშირებს საკუთარ ქმედებებს ნივთებს; შემთხვევით არ უნდა მოხდეს ძაღლის შეცდომაში შეყვანა არასწორად წარმოთქმული ბრძანებით.

 

ეს წვრთნა რამდენიმე სტადიისაგან შედგება რომელიც თავის მხრივ დაყოფილია ეტაპებად, ანუ დავალებები ძაღლისთვის თანდათან რთულდება.

 

1 სტადია:

 

ა) ძაღლი საწყის მდგომარეობაშია: ზის ფეხთან. “აპორტის” ბრძანების მიცემისას, ძაღლს უხსნიან ხახას, რისთვისაც მარცხენა ხელით უჭერენ ზედა ტუჩს ეშვებთან, მარჯვენა ხელით კი უდებენ ნივთს, მარცხენა ხელით უჭირავთ ძაღლის ქვედა ყბა, რითაც არ აძლევენ ნივთის გადმოგდების საშუალებას. 2-3 წამის შეკავების შემდეგ აძლევენ ბრძანებას “მომეცი”, ძაღლი ხსნის კბილებს და ართმევენ ნივთს. გერსბახი გვირჩევს პირველი ნივთის სახით ძაღლს შევთავაზოთ მწვრთნელის ხელი ტყავის ხელთათამანში. ტყავი ძაღლში არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, ხოლო მწვრთნელი გრძნობს, თუ რამდენად მჭიდროდ უჭირავს ძაღლს იგი. ცხადია, სხვა ვარიანტებიც არის შესაძლებელი, მაგრამ პირველი ნივთი უნდა იყოს ძაღლისათვის სასიამოვნო და არ იწვევდეს მასში ღეჭვის და ყლაპვის სურვილს.

აუცილებლად შეინარჩუნეთ პაუზა საგანთან შეხებასა და “მომეცი” ბრძანებას შორის.

 

ბ) ძაღლი ბრძანებაზე აღებს ხახას და იღებს სხვადასხვა ნივთს, უჭირავს ისინი და იძლევა მათ ბრძანებაზე. საჭიროა აღკვეთოთ (ქვედა ყბაზე მსუბუქი მორტყმით) ნივთის დაღეჭვის ან თვითნებურად დაგდების მცდელობა.

 

გ) ხახაში ნივთის გაჩერება მიიყვანება 5 წუთამდე.

 

დ) ძაღლი ხახაში საგანთან ერთად ასრულებს ბრძანებას “გვერდით”, ადგილზე და მოძრაობისას მობრუნებას.

 

ე) ხდება ძაღლის დაძახება შეჩერების პოზიციიდან, იგი ასრულებს ბრძანებას “ჩემთან” ხახაში ნივთთან ერთად.

 

მე-2 სტადია:

 

ა) საგნის მიტანა ძაღლის დრუნჩთან ხდება ისე, რომ “აპორტი” ბრძანების შესრულებისათვის მას მოუწიოს კისრის გამოწევა და ნივთის აღება. ბრძანებას თან სდევს შეჩერება!

 

ბ) ნივთს დებენ ძაღლის წინ.

 

გ) ნივთს აგდებენ ძაღლის წინ.

 

დ) თანდათანობით იზრდება მანძილი და შეჩერება. ამასთან მუდმივად მეორდება გ), დ), ე) ვარჯიშები პირველი სტადიიდან. იცვლება ნივთები, მათი ფორმა, წონა, ფაქტურა.

 

მე-3 სტადია:

 

ა) ნივთს დებენ ისეთ ადგილას, სადაც ძაღლმა იგი სუნის მიხედვით უნდა მოძებნოს (ბალახი, თოვლი და ა.შ.).

 

ბ) ნივთის ძებნა საჭირო სუნით. თავიდან მწვრთნელის ნივთს წინასწარ დებენ (ძაღლმა არ უნდა ნახოს სად) და მცირე ხნის შემდეგ ძაღლი მიჰყავთ და უშვებენ ნივთის ადგილმდებარეობიდან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით.

 

შემდეგ მწვრთნელის ნივთს ასევე წინასწარ ათავსებენ ანალოგიურ ნივთებში. ამასთან შეიძლება საგნების ძებნა და თანმიმდევრული დაყნოსვა სხვადასხვა ნივთებში. როდესაც თანმიმდევრული დაყნოსვა დამუშავებულია ავტომატიზმამდე, შეიყვანება უცხო სუნი; სუნის დიფერენციაცია ხდება ერთადერთი გართულება ძაღლისათვის, და ძაღლს შეუძლია მასზე კონცენტრირება



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კარგი სტატიაა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
tazo iqneb miutito es midgoma aportis swavlebastan dakavshirebit vis ekutvnis.

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
სამო სადაც ვნახე ეს ინფორმაცია არსად ეწერა და შენ თუ იცი მითხარი და მივაწერ ;) მე არ ვიცი ასე დეტალურად

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
ar vici arc me... damaniteresda da magitom gkitxe

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

თუ ძაღლს მოაქვს საგანი და არ გაძლევს ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივად როგორ უნდა გამოვართვათ? ლულუ თითქმის 

სულ ასე იქცევა და იქნებ მასწავლოთ რამე....

 მე ვფიქრობ პატარა ასაფეთქებელი გადავუგდოთქო და თუ არ მომიტანს თავის დროზე პირში აუფეთქდეს  :DDD  :DDD  :DDD



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
გამორთმევის დროს თავს ატრიალებს ხო? :D ბუბუც ეგრე შვრება. კილომეტრიდან მოაქვს, ერთ წრეს შემომარტყავს გვერდით დამიდგება და პირთან ხელი რო მიმაქვს თავს აბრუნებს მარა "ფუ" ს რო ვეუბნები ეგრევე მაძლევს

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგ დროს ფუ კი არა დაი ან მომე უტხარი


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ხელს რომ გაუწოდებ სასუსნავი უნდა მისცე გამორტმევისტანავე და ნახე ტუ სჰეაბრუნოს ტავი მერე



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
დევი დულ ეგრე ვაკეთებდი და ვაბშედა ყველაფერი სასუსნავით მაქვს ნასწავლები და არა დაშინებით. ეხლაც საგამოფენოდ რო ვზადებოდი, კბიკებზე ხელს არ მაკიდებინებდა, იქ ხო კბიკებს უმოწმებენ. თავს ვერ გაუჩერებდი შანსი არ იყო, ერთხელ მოვდე, ძალით გავაჩერებინე და რამდენიმე წამით რო გაჩერდა ყველის ნაჭერი ვაჭამე. მაგრად უყვარს. მერე კიდევ ვცადე ოღონდ დიდი ხნით არა, წამიერად, რო გაჩერდა კიდე და ასე ვაჯეთებდი კაი ხანი. ცხვედიანმა რო შეუმოწმა ხმა არ ამოუღია, იჯდა მშვიდად :)) უმეტესად მაძლევა მაგრამ ისეთი ნივთი თუა რომელიც ძაან მოსწონს რამდენიმე წამი უჭირს დათმობა მაგრამ მაძლევს მაინც. ყოველთვის იმას არ აკეთებს უბრალოდ რო მოვიდეს და ეგრევე წინ მედგეს და მომცეს. ცოტას ცანცარებს ხოლმე. ის კი რო დავსვავ, გადავუგდებ და სანამ არ ვეტყვი არ მოაქვს უკვე ხასიათში აქვს გამჯდარი. საჭმელზეც ეგრე ვაკეთებ და აპორტზეც. დავსვავ, გადავუგდებ და სანამ არ ვეტყვი არ მიდის მოსატანად შანსი არ არის

#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

აგი დაგიცმორებია ძაღლი და ესაა.:)

კარგია აბა უნდა დაახვეწინო მუშაობა ბუბუს

 



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სასუსნავის პრინციპი პირდაპირკავშირშია რეფლექსურ ჩცვევასთან. ამდენად პავლოვის აღმოჩენის შემდგომ მიიჩნევა  ერთერთ მაღალეფექტიან და რაც მთავარია ჰუმანურ მეთოდათ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სასუსნავის პრინციპი პირდაპირკავშირშია რეფლექსურ ჩცვევასთან. ამდენად პავლოვის აღმოჩენის შემდგომ მიიჩნევა  ერთერთ მაღალეფექტიან და რაც მთავარია ჰუმანურ მეთოდათ.


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
hukeri

hukeri

  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • 6 პოსტი
  • მისამართი:rustavi
  • წარმოშობა:zestaponi

გამარჯობათ , რა ასაკიდან არის შესაძლებელი აპორტის სწავლება? პოინტერი მყავს 6 თვის .

 



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უკვე უკვე. თან უმარტივესია . ჰუკერ თემა ნახე . გვიდევს "აპორტის "თემა და ვიდეოც არის . აბა ნახე და შეგვეხმიანე .ჩვენ გვიანობამდე ვართ აქა ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?