ბოგდანოვკა
მოგესალმებით მეგობრებო! შევეცდები ჩვენი ნადირობის მოკლე რეპორტი გავაკეთო.თქვენ შეაფასეთ!ეს ჩემი პირველი რეპორტია და ამიტომ გთხოვთ ძალიან მკაცრებიც ნუ იქნებით.
23 ის გამთენიისას ლეგიონის 4 წევრი გუგა , გორდა,ბუკა. და ბაბუ, გორდას ტოიოტა 4რანერით ბოგდანოვკისკენ გავედით .მინდა ვთქვა რომ ამინდიც რომ გავარკვიეთ იმედის მომცემი იყო ,რაშიდაც დავრწმუნდით კიდეც.გზა კარგი,მშვენივრად დაგეშილი 4 ფეხა მეგობრები,მხიარული და შეხუმრებული ჯგუფის წევრები,მეტი რა გვინდოდა და 3;30 ზე გავედით თბილისიდან. რაც შეეხება ჩვენ 4 ფეხა მეგობრებს გერმანელი კურცხაარი ფროელინა "გერტრუდა" (გერდა),გორდას რეტრივერი მის "ემი" და ჩვენი ძმაკაცის ყურშას 4 წლის პრუსიელი კურცხაარი ფონ "რექსი".
გზაში დაახლოებით 2 საათზე ცოტა მეტი ვიყავით და ადგილზე ცოტაოდენი სტრატეგიული თატბირის შემდეგ ტაქტიკურად სწორი მანევრირება განვახორციელეთ .გავინაწილეთ ჩვენ ჩვენი სამოქმედო არეალის ფართობი და დაიწყოო!