Jump to content


ამ თემას აქვს 27 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

pb0t3.jpg

 

 

ევროპული შველი (ლათ. Capreolus capreolus) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ირმისებრთა ოჯახისა. შვლის ქვესახეობა. სხეულის სიგრძე 108-126 სმ აღწევს. სიმაღლე მინდაოში 66-81 სმ. დიდი ზომის ევროპული შვლის ხილვა შესაძლებელია შვედეთის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე დნეპრიდან აღმოსავლეთით და ჩრდილოეთ კავკასიისმთებში. თავი მოკლე აქვს, შედარებით ფართოვდება და მაღლდება თვალების არეში. დამახასიათებელია ოვალური ფორმის დიდი ყურები (სიგრძე 12-14 სმ), ამობურცული თვალები და ფაფარს მოკლებული გრძელი კისერი. აქვს გრძელი და ვიწრო ფეხები და რუდიმენტარული კუდი (2-3 სმ). გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე მეტად განვითარებულია ყნოსვა და სმენა. უპირატესობას ანიჭებს მეჩხერ ტყესა და ბუჩქნარებს; ჭაობების, სტეპებისა და ალპური მდელოების ღია ადგილებს. ბინადრობს ევროპაში, მათ შორის საქართველოში (ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი).

 

დამახასიათებელი ნიშნები: 

სიმაღლე ნიდაოში — 65-75 სმ-მდე

წონა: 15-30 კგ
ვაცები უფრო მოზრდილები არიან და მოკლე, წვეტიანი რქები აქვთ, რომელთაც ყოველწლიურად იცვლიან

 

 

ჰაბიტატი:

შეუძლია შეეგუოს მრავალფეროვან საარსებო გარემოს, თუმცა უპირატესობას ანიჭებს ტყეებს, კარგად განვითარებული ქვეტყით, რომელთაც გარს აკრავს ღია ადგილები, სადაც საბალახოდ გამოდის

 

 

გამრავლება:

მაკეობა გრძელდება 270 დღე. მაის-ივნისში, როგორც წესი, შობს ორ ნაშიერს, რომლებიც თეთრი ხალებით არიან დაფარულნი.



#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ზაზა დამახასიათებელი ნიშნები კარგად წაიკითხე ;) ლუდს კი დალევდა კაცი :p



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ზაზა დამახასიათებელი ნიშნები კარგად წაიკითხე ;) ლუდს კი დალევდა კაცი :p

გოგაჯან, მე ჩვენთან არსებულ შველზე მაქვს საუბარი იცვლის რქებს ოღონდ ყოველწელს არა?

ასე რომ ჯერჯერობით არ ვსვავ და რომ დავიწყებ დალევას იკისრებ. :p



#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ეს ვიკიპედიაც შენნაირმა კომპეტენტურობას მოკლებულმა დაწერა. :p 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

გოგაჯან, მე ჩვენთან არსებულ შველზე მაქვს საუბარი იცვლის რქებს ოღონდ ყოველწელს არა?

ასე რომ ჯერჯერობით არ ვსვავ და რომ დავიწყებ დალევას იკისრებ. :p

და ჩვენთან რომელი შველი არსებობს თქვენო აღმატებულებავ მაშინ მაგ საკითხშიც გაგვანათლეთ :) 



#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

goga 

ეს ის ფაქტია რომელსაც მე ვერ დაგიმტკიცებ და შენ ვიკიპედიის წყალობით მართალი გამოდიხარ, ჩათვალე რომ მომიგე სანაძლეო მაგრამ მე მართალი ვარ!



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მარტო ვიკიპედიით არა ზაზა, ფოტოებსაც გაჩვენებ რომ ზრდასრული, დიდი მამალი შველი ურქებოდ იყო ;) მემგონი კიდეც გაქვს ეგ ფოტოები ნანახი ;)



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

:think:  :think:  :think:  :think:



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
პანჩო

პანჩო

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 807 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.saburtalos.34
  • წარმოშობა:xidari

კავკასიური  შველით  ხო  დაგვახჩვეთ  ახლაევროპულზე  იდავეთ  დილამდე   ;)



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მარტო ვიკიპედიით არა ზაზა, ფოტოებსაც გაჩვენებ რომ ზრდასრული, დიდი მამალი შველი ურქებოდ იყო ;) მემგონი კიდეც გაქვს ეგ ფოტოები ნანახი ;)

გოგა მე ვამბობ ყოველწლიურად არ იცვლიანთქო, თორე რომ იცვლიან ეგ ფაქტია, მაგრამ ყოველწლიურად არ იცვლიან.



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
საქართველოში ორი სახეობის შველია. კავკასიურცი და ევროპულიც. ანუ ეგ ორი სახეობაა ჩვენთან :)

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ზაზა მაგაზე დაენიძლავე? :D და რითი უნდა დაუმტკიცო რომ ყოველწლიურად არ იცვლის და რაღა პერიოდში ერთხელ იცვლის? გოგამ აგერ არგუმენტი წამოჭიმა :D მარა შენც გინდა რამე სტატია ახლა

#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

რითი შემიძლია და ფაქტით, რომელ სეზონზე იცვლის წელიწადის? რქებს ვანახებ  ვისაც აინტერესებს და დარწმუნდება რომ შეუძლებელია 1 წელიწადში თუნდაც,  ასე გაეზარდოს რქები.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ევროპულ შველს ზამთარში რქებზე ბალანი აქვს, კავკასიურს არ აქვს, მე ასე მახსოვს.

დააკვირდით გოგას დადებულ ფოტოს, შესაძლებელია 1 წელიწადში ამხელა რქები გაეზარდოს? ხომ უნდა იყოს პერიოდი როცა იცვლის შველი რქებს?(წელიწადის დროებზე ვამბობ), ცოტა ლოგიკურადაც ვიმსჯელოთ.......  ჩემი პირადი აზრით კიარ გამომაქვს ეს დასკვნა? მონადირეებისგან ვიცი რომ არაა სწორი რასაც გოგა ამბობს.



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_Qsovreli_*

სტუმარი_Qsovreli_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მე როგორც ვიცი (შეიძლება ვცდები) მაგ კეთილშობილს რბილი რქა უნდა ქონდეს.მე მყავს ნანახი ზოპარკში როგორც მახსოვს გაზაფხული იყო ერთი რქა ქონდა დარჩენილი ,ღობესთან იყო ახლოს მოსული,ბალახი მოვგლიჯე იქვე და მივაწოდე და ხელიდან დაიწყო ჭამა,რომ შევეხე რბილი იყო.         არა მგონია კავკასიურს, რომელსაც ძვლოვანი რქა აქვს ან ეგრე ურბილდებოდეს, ან ყოველ წელს იცვლიდეს!







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?