Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41404 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
დურაჯი - Francolinus francolinus


duraji.jpg

დურაჯი გავრცელებულია კვიპროსზე, მცირე აზიაში, აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, თურქმენეთში, სირიიდან ინდოეთის ჩათვლით.
საქართველოში დურაჯი მეტად მცირე რაოდენობით გვხდება საგარეჯოს, წითელწყაროსა და გარდაბნის რაიონებში. მობინადრეა.

დურაჯი ბინადრობს ველებზე, მინდვრებში, ზოგჯერ ყანებსა და ნაყანარ ადგილებში, ბუჩქნარებში, მაყვლის ბარდებში, რიგ შემთხვევაში ადამიანის სამოსახლოს მიდამოში. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 10-14 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 20 დღემდე.

დურაჯი იკვებება მცენარეთა ნორჩი ყლორტებით, კვირტებით, თესლით, კენკრით, ხილით. ჭაამს აგრეთვე მწერებს, ლოკოკინებს, ობობებს, ზოგჯერ მცირე ზომის ხვლიკებსაც.

მწერების მასობრივად განადგურებით დურაჯს სარგებლობა მოაქვს.

დურაჯი ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია. იგი სპორტული ნადირობის ობიექტია. საერთო რაოდენობის სიმცირის გამო დურაჯზე ნადირობა ყველგან აკრძალულია.

ცნობილია დურაჯის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება ევროპული დურაჯი - Francolinus francolinus


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41404 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან იშვიათი ფრინველია, არ ესროლოთ ძმებო....


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?