
კაკაბი მოიპოვება სამხრეთ ევროპაში, კავკასიაში, მცირე, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაიში.
საქართველოში კაკაბი გვხდება მთავარი კავკასიონის კედის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარისა და თრიალეთის ქედებზე. მობინადრე. ვერტიკალურად ვრცელდება 3500 მ-მდე.
კაკაბი ბინადრობს მთათა კალთებზე, ხრამებსა და ხეობებში, მთა-გორაკიან ადგილებში, ზეგნებზე, ბუჩქნარით დაფარულ ადგილებში, ველებზე, ზოგჯერ ნათესებში. ბუდეს იკეთებს მიწაზე, ხშირად ბუჩქის ძირას. აპრილში დებს 10-15 კვერცხს. კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 25 დღემდე.
კაკბის ძირითად საკვებს შეადგენს თესლები, კენკრა, ნორჩი ყლორტები და კვირტები. დიდი რაოდენობით იყენებს საკვებათ მწერებსა და მათ მატლებს, ლოკოკინებს, ობობებს.
კაკაბი ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია. იგი სპორტული ნადირობის ობიექტია. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერების განადგურებით.
ცნობილია კაკბის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება კავკასიური კაკაბი -Alectoris graeca caucasica




ზევით ასვლა

