Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კოლხური თხუნელა - tapla orientalis
 


kolxuri_txunela_tapla-orientalis_monadir



ყველაზე პატარა თხუნელაა. ქალას კონდილობაზალური სიგრძე 29,8- 32,6 მმ-ია. სხეულის სიგრძე 100 - 108 მმ-ია. ზედა რკალის კბილების სიგრძე 11,9 -12,7 მმ. კუდისა 27,0 - 30,2 მმ. ზედა საჭრელი კბილების შუათანა წყვილი გაცილებით მსხვილია გვერდების საჭრელზე. საჯდომი ძვლები აცეტაბულურ არეში არ არის შეერთებული გავასთან ძვლოვანი ყელით, მათი დისტალური ბოლოები გვერდებისაკენ ფართოდ მიიმართება.

კოლხური თხუნელა გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე ზღვიდან 7-8 კმ-ის დაშორებით, მე-8 კმ დაახლოებით ემთხვევა T. orientalis და T. caucasica-s გავრცელება ერთმანეთს, სადაც ყოველ ას ცალ T. caucasica-s გვხვდება 3-4 T. orientalis. (კოლხური თხუნელა პროფ. სტროგანოვის მიხედვით გავრცელებულია თითქოს გურჯაანსა, სევანის ტბის მიდამოებში და ტალიშში). ისინი არ ეჯვარებიან, რადგან T. orientalis უფრო გვიან მრავლდება. გარდა ამისა სასქესო ორგანოების აგებულებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. T. orientalis დამზადებისათვის არ ვარგა, რადგან ზომით პატარაა და ტყავიც მდარე ხარისხისა აქვს.

საქართველოში გვხვდება ერთი ქვესახეობა Talpa orientalis Ogn

ი.ჩხაიძე

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

კოლხური ხოხობის მერე ტხუნელაც გვყოლია>>>> :bravo:


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?