Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
დიდყურა ზღარბი - hemiechinus


didyura_zgarbi_hemiechinus_monadirecom.j


დიდყურა ზღარბი ეტანება მხოლოდ ველებსა და ნახევრად უდაბნოებს. ცხოვრობს როგორც ქვიშიან, ისე თიხიან ნიადაგებში - გაურბის შავმიწა ნიადაგს. ზოგჯერ გვხვდება ადამიანებით დასახლებულ ადგილებში. ქვიშიან ნიადაგში შედარებით ღრმა სოროებს იკეთებს, სადაც დღისით ისვენებს. ზოგჯერ კლდეების ნაპრალებსაც არ ერიდება, თუ ველებში მოხვდა. ხშირად მსხვერპლი ხდება მინდვრის არწივებისა, რომლებიც ამ ზღარბს დღისით იჭერენ.

იკვებება მეტწილად ხოჭოებით, აგრეთვე ბაყაყებით, ხვლიკებით და გველებითაც. მეტად გაუმაძღარი რამ არის. მაგალითად, ს. ი. ოგნევის გადმოცემით ერთ დიდყურა ზღარბს 2 საათის განმავლობაში შეუჭამია 145 აპრილის ღრაჭა. ზამთარში სძინავს.

შვილებს შობს 4 - 7 მდე. ახალშობილი შვილები უსუსურები არიან და პირველ ხანებში არ შეუძლიათ მოკუნტვა, თვალები შემდეგ ეხილებათ. დედა ზღარბი ღორივით მიწვება მიწაზე და ისე აწოვებს ძუძუს შვილებს. შვილები გაზაფხულზე იბადებიან და ძილქუშის მიცემამდე ასაკოვანი ხდებიან.

დიდყურა ზღარბის გავრცელების არეალი მოიცავს ხეთს და ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეს. ნაპოვნია არარატის მთის ძირას ერევნის სამხრეთით. საქართველოში თითქოს აღმოჩენილია აბასთუმანში, რაც მოსალოდნელია.
ი.ჩხაიძე

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?