Jump to content


ამ თემას აქვს 31 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მეგობრებო! გადავაწყდი დიდი ქართველის სტატიას და იმედია თქვენთვისაც საინტერესო იქნება ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებების გაგება ისეთ კულტურაზე როგირიცაა ვაზი და მასთან დაკავშირებული დარგი

 

 

 

 

ივანე ჯავახიშვილი

რთველი - ყურძნის დაკრეფა და დაწურვა

 

 

42-16481215.jpg

 

 

 

რთველს ძველად სთველი ერქვა. ხილეული ნაყოფის მოკრეფის პროცესს მაშინ ორი განსხვავებული სიტყვით აღნიშნავდნენ – მოსთვლა და მოწილვა. პირველმა სახე იცვალა და შემორჩა, ხოლო მეორე თითქმის უკვალოდ გაქრა.დღესაც რომ ჭურის თავზე შემოუსხდებიან და დედას პურს გასტეხენ, ალბათ შარშანდენ სთვლობას გაიხსენებენ და წლევანდელი მოსავლის დაკრეფა-დაწურვაზე ჩამოაგდებენ სიტყვას.ჯერ კიდევ მოსაკრეფ ვენახს ძველად სასთულებელს ეძახდნენ. ამ სიტყვის არქაული კეთილხმოვანება, ჩემი აზრით, ღვინისადმი, როგორც რეალური სითხისადმი მოწიწებას ამჟღავნებს.ყურძნის კრეფის დრო ჯიშზე და ამინდზეა დამოკიდებული. ისე კი, ჩვეულებრივ, ადრინდელ საქართველოში, ყურძენს ოქტომბერში კრეფდნენ და წურავდნენ. ამაზევე მეტყველებს ამ თვის ორი სახელწოდება – სთუელის თვე და ღვინობისთვე.ვენახის და ღვინის თვისებებს მემარნე სინჯავდა. ვახტანგ VI-ის დასტურლამალში ნათქვამია, რომელიც `მემარნემ მოიწონოს და ირჩიოს და მოინდომოს`, ის უნდა დაწურონ კიდეცო.ყურძნის კრეფას თავის დათქმული დრო ჰქონდა და დიდხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. ერთი და ორი კაცი ამ შრომატევად საქმეს ვერ აუვიდოდა. მეზვრესა და მესთველეს გარდა ამ საქმეში საკმარისი რაოდენობის ხალხი იყო ჩაბმული. მტევანს ან ხელით წყვეტდნენ ან დანით ჭრიდნენ და ფაქიზად აწყობდნენ მოცულობით დიდსა თუ მცირე ჩასაწყობში. ყურძენს ჯერ კალათაში აწყობდნენ, კალათა რომ გაივსებოდა, გოდორს მოიკითხავდნენ. სულხან-საბა განგვიმარტავს, კალათა მცირე გოდორიაო. იმერეთში გოდრის მაგივრობას გიდელი სწევდა. გიდელს გურიაში და სამეგრელოშიც იყენებდნენ. ხეზე ასული კაცი გიდელს რომ გაავსებდა, ნახვრეტებში თოკს გაუყრიდა, ქვემოთ ჩამოუშვებდა და ჩასძახებდა: `ა გიდელიო`. ვის არ მოუსმენია გურული ფოლკლორის მშვენება, შესანიშნავი სიმღერა `ა გიდელი`.ამ სიმღერაში რიტუალურ მოთმინებასთან ერთად გლეხკაცის უტეხობა და სიჯიუტეც გამოსჭვივის. ეს თავისებური შრომის ჰიმნია, რომელსაც სიხარული და ახლისქმნის ენთუზიაზმი ახლავს.და აი დადგა ჟამი წნეხვისა!სიტყვა `წნეხვა` მაშინ გაჩნდა, როცა ერთად დაგროვილი ყურძნის ჭყლეტას და დაწურვას მიჰყვეს ხელი. საწნეხელი ანუ საწნახელი, ქართლ-კახეთში მოგრძო ოთხკუთხა ქვიტკირისგან გაკეთებული აუზია. მისი ფსკერი ერთ მხარესაა დაქანებული და ბოლოში დაწურული ყურძნის წვენის გამოსასვლელად ღარი აქვს გაკეთებული. საწნეხელში ჩამდგარი მამკაცები ხელიხელგადახვეული ერთად წურავენ ღვინოს.

ZAVODI1.jpg

 

ეს მწიფე ნაყოფთა მოსთვლის თავისებური აპოთეოზია. მშვენიერი ფერხულია, თანახმიერებით და თანადგომით გამორჩეული.საწნახელს სხვადასხვა მხარეში სხვადასხვა სახელი ჰქონდა: ქართლ-კახეთში მას ნავსაც უწოდებდნენ, იმერეთში, საწნახელი და ონჯარო, რაჭაში – ხორგო და ჩაჭრილა, გურია-სამეგრელოში – ოჭინახი, ჯირაქვა და ჯერუკი.ყურძნის დაწურვას თავისებური წესები და ტექნოლოგია აქვს. მწურავი ცდილობს ჭაჭა და კლერტი საწნახელში დარჩეს, წვენი კი ღარში ჩაედინოს. XIX საუკუნის ორმოცდაათიან წლებში კახეთში ამ მიზნით `საწნეხლის ლატანს` (საბა) იყენებდნენ. ამ ლატანს თუ ლასტს ერქვა ტოპკირი. ტოპკირი საცერის მსგავსი მოწყობილობა იყო.რაღა თქმა უნდა, საქართველოს ყველა კუთხეში ყურძნის წურვის თავისებური გამოცდილება არსებობდა. ვთქვათ რაჭაში იყენებდნენ საწნეხს, რომელსაც ჭახრაკი ერქვა. ჭახრაკი საკმაოდ რთული მოწყობილობა გახლდათ. სირთულის თვალსაზრისით მას არც სხვა რაჭული საწნეხი – წბერი ჩამოუვარდებოდა.საერთოდ, საწნეხ მოწყობილობებს საქართველოში თავისი ისტორია აქვს. ყოველ კუთხეში განსხვავებული სტრუქტურის მქონე მოწყობილობები არსებობდა. შესაბამისად მათ თავიანთი სახელწოდება ჰქონდათ. უძველესი საწნეხი იყო საქაჩავი, იგივე საქაჯავი, ან საქაჯველი, რომელთაც აღმოსავლეთ საქართველოსა და იმერეთში ხმარობდნენ. ჭახრაკს (უკვე ვახსენეთ) რაჭის გარდა გურიაშიც იყენებდნენ; წბერის შესახებ უკვე ვისაუბრეთ; არსებობდა კიდევ ხარხინი, იგივე ხარხიმი. ესენი იმერეთსა და რაჭაში გამოიყენებოდა.ბუნებრივია, ყურძნის წვენს აწყვაც სჭირდებოდა, ე.ი. გარკვეული ტევადობის საწყაო. ამიტომ ძველად საქართველოში საწნახელი არა მხოლოდ დასაწნეხ მოწყობილობად მოიაზრებოდა, არამედ საზომის ერთეულადაც იყო ნავარაუდევი. ყურძნის წვენის ოდენობა ყოველთვის მკაცრად იყო განსაზღვრული. გარკვეული დროის განმავლობაში ღვინის ესა თუ ის მარაგი უნდა ჰყოფნოდა ოჯახს. სხვა საწყაოთა შორის ყველაზე მეტად გავრცელებული იყო კოკა და ჩაფი. დასტურლამალის მიხედვით, შულავრის მოურავს ყოველწლიურად საწნახლიდან ერთი კოკა ტკბილი ერგებოდა, ნაცვალს – ორი ჩაფი უნდა ხვდომოდა წილად. ღვინის საზომი ერთეულები იყო აგრეთვე კოკა, ბათმანი, თუნგი.ქვევრის ტევადობა კოკათა რაოდენობით განისაზღვრებოდა. ვთქვათ, გურიაში ძალზე დიდ ჭურებს ამზადებდნენ, თითოეული მათგანი 200-300 კოკიანი ყოფილა. გურიაშიც და სამეგრელოშიც ჭურ-ქვევრების თავი ისეთი ვიწრო იყო, რომ მრეცხავი შიგ ვერ ჩადიოდა და სარეცხს ხმარობდა.აბა ის ქვევრი რა ქვევრი იყო, რომელსაც თავისი სახურავი არ ჰქონდა. ქვევრის სახურავს სარქველი ჰქვია. სარქველს ჩვეულებრივ ქვისას აკეთებდნენ. იმერეთში ხისგან გაკეთებული სახურავიიყო გავრცელებული, გურიაში სარქველს როგო ერქვა.ორშიმო! ვის არ სმენია ეს კეთილხმოვანი, სასიამოვნო ასოციაციების აღმძვრელი სიტყვა!ორშიმოს ქვევრში ჩაჰყოფდნენ და ფრთხილად იღებდნენ ღვთაებრივ სითხეს!ყურძნის დაკრეფა და დაწურვა არა მხოლოდ შრომა იყო, არამედ სრულიად განსაკუთრებული რიტუალი. კრეფას განუმეორებელი სიმღერები ახლდა, წურვა კი თვითონ იყო საკვირველი `ქორეოგრაფია`. საწნახელში ჩამდგარი ხელიხელგადახვეულ ჭაბუკთა მოძრაობის რიტმი სიცოცხლის მარადიულობას განასახიერებდა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დიტომ - თავისი დახმარება შემოგვთავაზა.......რთველი ჩავარდება ძამიკოებო. გამგეობას თუ დროულად აირჩევთ , მაშინ მოესწრება რთველის დაგეგმვა


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვინაიდან წინა წლის რთველი ჩაიშალა , ამიტომ ახლავე გთავაზობთ, დიტოს შემოთავაზე , შეიქმნას მსურველთა სია, ვინც რთველში ჩაებმება და ასევე მონაწილეობას მიიღებს შემდგომ ღვინის დაწურვა დაყენებაში.

  რაც შეეხება შენახვას (გადაღება  და ა.შ.), დიტოს ქარხნის მარნის გარდა , ასევე ჯიგრული შემოთავაზება გაგვიკეთა ჩვენმა კვაპამ და თავისი მარანი (თბილისში ) შემოგვთავაზა.

  ყოველივე აქედან გამომდინარე დარჩენილია მხოლოდ იმ ხალხის შემადგენლობის დადგენა , ვინც ამ საქმეში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს.

 ასე რომ მოგიწოდებთ ქართული ტრადიციების , რთველის , ქვევრის, საწნახელის , ზაოდობის და ნადიმ-ქეიფის ტრადიციები დავნერგოთ ლეგიონში. ასე რომ ამ წლის ბოლოს უკვე საკუთარ ღვინოს დავაჭაშნიკებთ და ჩვენ ძმობას ჩვენივე ღვინით დავლოცავთ.

 მაშ ასე , ვის გინდათ მონაწილეობის მიღება?

 

1. ბაბუ;

2. დიდი მაგისტრი;

3. გორდა;

4. ბუკა;

5. მეტეორა;

6. ვეკუა;

7. დიტო;

8. კვაპა;

9. კახაბერა;

10.............


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 521 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

ხალხო გააქტიურდით ცოტა საშვილიშვილო საქმეაა :)))

ერთ ერთი ყველაზე მადლიანი და ყველაზე ქართული :* :)))



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვინაიდან წინა წლის რთველი ჩაიშალა , ამიტომ ახლავე გთავაზობთ, დიტოს შემოთავაზე , შეიქმნას მსურველთა სია, ვინც რთველში ჩაებმება და ასევე მონაწილეობას მიიღებს შემდგომ ღვინის დაწურვა დაყენებაში.

  რაც შეეხება შენახვას (გადაღება  და ა.შ.), დიტოს ქარხნის მარნის გარდა , ასევე ჯიგრული შემოთავაზება გაგვიკეთა ჩვენმა კვაპამ და თავისი მარანი (თბილისში ) შემოგვთავაზა.

  ყოველივე აქედან გამომდინარე დარჩენილია მხოლოდ იმ ხალხის შემადგენლობის დადგენა , ვინც ამ საქმეში მონაწილეობის მიღების სურვილს გამოთქვამს.

 ასე რომ მოგიწოდებთ ქართული ტრადიციების , რთველის , ქვევრის, საწნახელის , ზაოდობის და ნადიმ-ქეიფის ტრადიციები დავნერგოთ ლეგიონში. ასე რომ ამ წლის ბოლოს უკვე საკუთარ ღვინოს დავაჭაშნიკებთ და ჩვენ ძმობას ჩვენივე ღვინით დავლოცავთ.

 მაშ ასე , ვის გინდათ მონაწილეობის მიღება?

 

1. ბაბუ;

2. დიდი მაგისტრი;

3. გორდა;

4. ბუკა;

5. მეტეორა;

6. ვეკუა;

7. დიტო;

8. კვაპა;

9. კახაბერა;

10.ძია

11. ჯაბა

12.გიორგი123

ძია მელაპარაკა შაბათს და ისიც დაინტერესებულია. ასევე ჯაბასაც უნდა რთველში მონაწილეობის მიღება...

სავარაუდოთ ჩვენი კახელი ძმები როლიკო და ფხოველაც შემოგვიერთდებიან და ბერძენაც....

 

 

 სავარაუდოთ გაიზრდება მსურველების რაოდენობა თუ მხოლოდ ესა ვართ მსურველები?


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 521 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

სავარაუდოდ კი არა მგონი აუცილებლად გაიზრდება ეს ისეთი საქმეა ბაბუკო .. ყველას ძალიან რო გვიყვარს ხომ ?:)))) :*:*:*:*:*

 



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მე ვფიქრობ ალბათ კანდიდატებიც შემოგვიერთდებიან და როლიკო, ლევანიც, რაჭველიც , დევიც , თაზოც ,  ფხოველაც და ბერძენაც....შეიძლება მეტიც....


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ისევ ორი ხლით ვარ მომხრე !!!



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 637 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

ძალიან კაი იდეაა,დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებით.ლეგიონს ექნება თავისი ჭურ-მარანი 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გიო , მიაწერე რა შენი სახელი სიას რა. ასე სათითაოთ ხომ არ უნდა გითხრათ? ყველამ ჩაწერეთ თქვენი სახელი. ნი დაი ბოგ ვინმე გამომრჩეს , მერე შეიძლება გამინაწყენდეს და ამიტომ საკუთარი სახელები თვითონ შეიტანეთ რა ბიჭებო სიაში.

 

pre_1426007300__zavodi1.jpg

 პატივისცემით მე. :0058:

მოგიწოდებთ ქართული ტრადიციების , რთველის , ქვევრის, საწნახელის , ზაოდობის და ნადიმ-ქეიფის ტრადიციები დავნერგოთ ლეგიონში. ასე რომ ამ წლის ბოლოს უკვე საკუთარ ღვინოს დავაჭაშნიკებთ და ჩვენ ძმობას ჩვენივე ღვინით დავლოცავთ.

 მაშ ასე , ვის გინდათ მონაწილეობის მიღება?

 

1. ბაბუ;

2. დიდი მაგისტრი;

3. გორდა;

4. ბუკა;

5. მეტეორა;

6. ვეკუა;

7. დიტო;

8. კვაპა;

9. კახაბერა;

10.ძია;

11. ჯაბა;

12.გიორგი123;

13 .რაჭველი;

14. ტვილდიკა;

15. ...................

 

ძია მელაპარაკა შაბათს და ისიც დაინტერესებულია. ასევე ჯაბასაც უნდა რთველში მონაწილეობის მიღება...

სავარაუდოთ ჩვენი კახელი ძმები როლიკო და ფხოველაც შემოგვიერთდებიან და ბერძენაც....

 

 

 სავარაუდოთ გაიზრდება მსურველების რაოდენობა თუ მხოლოდ ესა ვართ მსურველები?


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რთველამდე არ აპირებთ ახალგაზფრდებო ამ თემით დაინტერესებას თუ რაია ? რასაა რო ხედამს ჩემი თვალები? ასეთი მოქეიფე ხალხი და ასეთი გაზარმაცება? რაფერ შეიძლება აგი? არასფრის დიდებით ....

  აბა ვინ შემოუერთდება კვაპას წამოწყებას???


legion.ge-82-1553250819.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
kvapa

kvapa

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 521 პოსტი
  • მისამართი:თბილისი რუსთავის გზატკეცილი კორპ.269 ბ.67
  • წარმოშობა:ქართველი

მოდით ცოტა წამოვწიოთ ეს საკითხი და ბოლო დღემდე ნუ მივიტანთ მართალია მთელისეზონი წინ არის მაგრმა მაინც ... რაც უფრო მეტი ვიქნებით ამ თემაში ჩაბმული მით უკეთესიი  !!

'



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 5678 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

ეხლა ვნახე! მეც თქვენთან მიგულეთ უცილობლად!  :ki:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

13 მსურველია მარტო?

რთველამდე არ აპირებთ ახალგაზფრდებო ამ თემით დაინტერესებას თუ რაია ? რასაა რო ხედამს ჩემი თვალები? ასეთი მოქეიფე ხალხი და ასეთი გაზარმაცება? რაფერ შეიძლება აგი? არასფრის დიდებით ....

  აბა ვინ შემოუერთდება კვაპას წამოწყებას???

ტვილდიკა შემოგვიერთდა .(ჩავწერე სიაში)

ჰე ახლა დანარჩენებიც, გააქტიურდით პაწა :ki:


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 41693 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

პანცჰო , არ გამომტოვოო, რო მითხარი , არ გამოგტოვო? ჩაგწერო?


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?