Jump to content

ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

შოკი

109ac909ff1c.jpg
შოკი

გულ-სისხლძარღვთა სისტემა უზრუნველყოფს სისხლის გადატანას სხეულში, რაც აუცილებელია ქსოვილებში ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების შეუფერხებელი მიწოდებისათვის. როცა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირება ირღვევა, შეიძლება განვითარდეს შოკი. ე.ი. შოკი – ეს არის ორგანიზმში მწვავედ განვითარებული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რასაც თან ახლევს ორგანოებისა და ქსოვილების შემდგომი ჰიპოქსია.
თუ ამ დროს დროულად და სწორად არ იქნება აღმოჩენილი პირველი დახმარება, შესაძლებელია განვითარდეს სიკვდილი. ეს მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს შიშისა და ტკივილის გამო. ამიტომ, როცა შოკის განვითარების საშიშროებაა, დაზარალებულის გამხნევება და მყუდრო მდებარეობის შექმნა შესაძლებელია საკმარისი იყოს მისი ზოგადი მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისათვის (არ უნდა აგერიოთ ჭეშმარიტი შოკი ე.წ. ფსიქოგენურ შოკში. ამ ტიპის შოკთან საქმე გვაქვს იმ დროს როდესაც ადამიანი განიცდის ემოციურ სტრესს).

შოკის მიზეზები საკმაოდ ბევრია. დღეს გამოყოფენ ძირითადად შოკის 4 სახეს:
ჰიპოვოლემიურს - ვითარდება სისხლის დიდი რაოდენობის სწრაფი კარგვის ან მოცირკულირე სითხის მოცულობის მკვეთრი დაქვეითების გამო (მაგ. სისხლდენის, ფაღარათის, პირღებინებისა და დამწვრობის დროს); სისხლის დაკარგვისას მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სისხლის საერთო მოცულობის შემცირებას, არამედ სისხლდენის ინტენსივობას. 50% სისხლის მწვავე დაკარგვა ახალგაზრდა ჯანმრთელ ორგანიზმში იწვევს სისხლის მწვავე ნაკლებობას და ღრმა კომის განვითარებას. შოკის განვითარების დროს ადამიანის ორგანიზმში საპასუხოდ ხდება სისხლის გადანაწილება: სისხლი მიედინება ნაკლებ მნიშვნელოვანი ორგანოებიდან (კანი, ნაწლავები) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისაკენ. თუკი გამომწვევი მიზეზი არ იხსნება და დროულად არ იქნება გაწეული პირველი დახმარება, ვითარდება შოკი.
ანაფილაქსიურს - ვითარდება ალერგიული რეაქციის განვითარების გამო;
ინფექციურ-ტოქსიურს - ვითარდება მძიმე ბაქტერიული ინფექციების დროს სეპტიური პროცესების გართულების შედეგად;
კარდიოგენულს - რომელიც წარმოადგენს გულის, როგორც ტუმბოს, ფუნქციის უკიდურესად მძიმე დაზიანების შედეგს და ხასიათდება გადმოსროლილი სისხლის მოცულობის მკვეთრი დაქვეითებით.
შოკის ისეთი სახეები, როგორიცაა ტრავმული, დამწვრობითი და ზოგიერთი სხვა, წარმოადგენენ შოკის შერწყმულ ფორმებს, ვინაიდან მათ პათოგენეზში ერთდროულად დევს რამოდენიმე მიზეზი, რომლებიც იწვევენ ორგანოებსა და ქსოვილებში სისხლის მიწოდების შეფერხებასა და ჰიპოქსიას.

შოკის ზოგადი ნიშნები და სიმპტომები:

·შფოთვა, აგზნება, რომელიც გადადის გონების დაბინდვასა და კომაში;
·ფერმკრთალი, მარმარილოსებრი, ციანოზური (მორუხო-მოლურჯო) ფერის კანი;
·ჰიპოთერმია (გარდა სეპტიური შოკისა);
·ტაქიკარდია, სუსტი ძაფისებრი პულსი;
·არტერიული წნევის დაქვეითება;
·ქოშინი, სუნთქვის რითმის დარღვევა;
·ოლიგურია ან ანურია.

თავდაპირველად აღინიშნება: აჩქარებული პულსი, მკრთალი ან მორუხო-მოლურჯო ფერის კანი, განსაკუთრებით ტუჩებზე, კაპილარული ავსების გახანგრძლივება, ნამიანი ცივი კანი.
შოკის განვითარებასთან ერთად აღინიშნება: საერთო სისუსტე და ძილიანობა, გულისრევა და შესაძლებელია ღებინება, წყურვილის შეგრძნება, გახშირებული ზედაპირული სუნთქვა, სუსტი, “ძაფისებრი” პულსი. (თუ მაჯაზე პულსი არ ისინჯება, ეს ნიშნავს, რომ სისხლის საერთო მოცულობის ნახევარია დაკარგული.)
მას შემდეგ რაც მცირდება ტვინის მომარაგება ჟანგბადით: დაზარალებული შეიძლება გახდეს აგზნებული, აგრესიული, შეიძლება გამოიხატოს მთქნარება და პირით ჰაერის ყლაპვა (“ჰაერით შიმშილი”), დაზარალებული გადადის უგონო მდგომარეობაში, საბოლოოდ, ხდება გულის გაჩერება.

შოკის დროს პირველი დახმარების მიზანია:
·შოკის დროული გამოცნობა;
·მისი გამომწვევი მიზეზის თავიდან აცილება;
·ტვინში, გულში და ფილტვებში სისხლის მიწოდების გაუმჯობესება;
·გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის დროული გამოძახება.

პირველი დახმარება შოკის დროს:
1.ეცადეთ მოხსნათ შოკის გამომწვევი მიზეზი (მაგალითად, დროულად გააჩერეთ გარეგანი სისხლდენა). ეცადეთ მოათავსოთ თავი სხეულზე უფრო ქვემოთ, ამით თქვენ შეამცირებთ უგონო მდგომარეობის განვითარების რისკს;
2.დააწვინეთ დაზარალებული ზურგზე საბანზე ან რაიმე საფენზე, გაამხნევეთ დაზარალებული;
3.აუწიეთ მას ფეხები რაც შეიძლება ზემოთ. ამ დროს მცირდება სისხლის დინება ქვედა კიდურებისკენ და უმჯობესდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლით მომარაგება. მოათავსეთ რაიმე რბილი საფენი ფეხების ქვეშ. ფრთხილად იყავით, თუ ეჭვი გაქვთ კიდურის მოტეხილობაზე;
4.შეხსენით მჭიდრო ტანსაცმელი კისერზე, გულმკერდზე და წელზე (მაგალითად, საყელო ან ქამარი);
5.დაათბუნეთ დაზარალებული, გადააფარეთ მას საბანი ან ტანსაცმელი. დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური;
6.ყოველ 10 წთ-ში ერთხელ გადაამოწმეთ სუნთქვა, პულსი და ცნობიერების დონე. საჭიროების შემთხვევაში მზად იყავით სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარებისათვის.

გახსოვდეთ!
შოკის დროს გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის დროს აუცილებელია შოკის გამომწვევის მიზეზისა და მისი ხასიათის გათვალისწინება და შესაბამისად სპეციფიკური დახმარების გაწევა. (მაგ. ჰიპოვოლემიური შოკის დროს სითხის მიწოდება მარილოვანი ხსნარების სახით, ხოლო ჰემორაგიის დროს პირველ რიგში სისხლდენის შეჩერება და გადაუდებელი დახმარების გამოძახება).
პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ავადმყოფის ცნობიერების დონეს, კანის საფარველის ფერსა და ნამიანობას, სუნთქვის რიტმს.
შოკის დროს არ დაათბუნოთ დაზარალებული სათბურით, ასევე არ მოათავსოთ სითბოს პირდაპირი წყაროები დაზარალებულთან ახლოს.
არ მისცეთ დაზარალებულს მოწევის, ჭამის ან სითხეების დალევის საშუალება. არ მისცეთ მოძრაობის უფლება. თუ დაზარალებულს აღენიშნება წყურვილის შეგრძნება, დაუსველეთ ტუჩები.
არ დატოვოთ დაზარალებული მეთვალყურეობის გარეშე.
დროულად გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურ
ი;

წყარო: medportal.ge

თაზო

legion.ge-82-1553250819.jpg

#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შოკის ზოგადი ნიშნები და სიმპტომები:

·შფოთვა, აგზნება, რომელიც გადადის გონების დაბინდვასა და კომაში;
·ფერმკრთალი, მარმარილოსებრი, ციანოზური (მორუხო-მოლურჯო) ფერის კანი;
·ჰიპოთერმია (გარდა სეპტიური შოკისა);

ამ მდგომარეობაში ვარდებიან ჩვენი გოგოები ხოლმე როცა ერთმანეტს რა ღაც მძაფრ შეგრძნებებზე ესაუბრებიან?

გოგო შოკში ვარ?- ანუ კომაში? :0024:

legion.ge-82-1553250819.jpg

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გუშინ საღამოს მაღაზიაში ვიყავი. პატარასთვის სათამაშოს ვყიდულობდი . შემოვიდა ახალგაზრდა ქალბატონი . ხო და გვერდით დამიდგა და რაღაც სათამაშოს არჩევდა ისიც. უნებლიეთ შევხედე და სახეზე ძალიან გათეთრებული მეჩვენა და მზერაც რაღაცნაირად შებინდულ , გაფანტული ქონდა. ვერ მოვასწარი კითხვა ხომ კარგად გრძნობთ თავს მეთქი და ნელნელა ჩაიკეცა. მოვასწარი და დავიჭირე....

მოკლედ ის მინდა ვთქვა რომ უცებ გამახსენდა აქ წაკითხული და როგორც სტატიაში წერია მივაქციე ყურადღება სახის ფერს , იმას რომ სახე დანამული ქონდა და ტუჩები გალურჯებულივით. ასევე თბილათ იყო ჩაცმული და სასწრაფოს მოსვლამდე მოკლედ ისე "ყოჩაღად" მოვიქეცი რომ ცოტა კარგად როცა გახდა და მომჯობინდა ხელი მომიჭირა ხელზე და მიტხრა "უღრმესი მადლობა ექიმოო". იმ წუთას ძალიან ამაყი ვიყავი და წარმოვიდგინე ექიმები ალბათ როგორ სიამაყის შეგრზნებას განიცდიან როცა მადლიერი პაციენტი ამას გამოხატავს. 

დოკი , ნარკოზ შემოგევლეთ ბიჭებო. 

ასე რომ გადაიკიტხეთ მეგობრებო სამედიცნო თემატიკა. ყველას ჯვარი ეწეროს , ნადირობისას არ დამჭირდა მაგრამ მაღაზიაში გამომადგა და ახალგაზრდა გოგონას გმოადგა ჩემი ცოდნა რაც მთავარია.  ;)  :ki:

legion.ge-82-1553250819.jpg

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    კანდიდატუსი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1003 პოსტი
ეს არის ძალიან საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია რაც უნდა იცოდეს ყველა მონადირემ და არა მარტო მონადირემ, ყველა ადამიანმა.
გახლავართ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მოგახსენებთ რამოდენიმე რეკომენდაციას რაც აუცილებლად უნდა დავიცვათ მსგავს შემთხვევაში.
როდესაც ვხედავთ ჩვენს გვერდზე მყოფ ადამიანს, რომელსაც აშკარად ეტყობა შოკის ნიშნები, ესენია: შფოთვა, სიფერმკრთალე, აკრო-ციანოზი (ტუჩებისა და ცხვირის წვერის გალურჯება). ოფლი, გონების დაბინდვა, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ: აუცილებლად მივიდეთ და დავაწვინოთ სადმე, თუ დასაწოლი არაფერია, თუნდაც პირდაპირ მიწაზე. რადგან აუცილებლად დაკარგავს გონებას და მოწყვეტით დაცემისას შეიძლება სხეულის რომელიმე ნაწილი ისე დაარტყას ტრავმა მიიღოს
1 ვაწვენთ ჰორიზონტალურად.
2. ფეხებს ვუწევთ ზემოთ!!! რადგან თავის ტვინი ამ დროს განიცდის სისხლის ნაკლებობას და ამ შემთხვევაში ჩვენ მექანიკურად ვცდილობთ კიდურებიდან სისხლი უკუდინებით ტვინს მივაწოდოთ.
3. თავს ვუწევთ გვერდზე და ვაფიქსირებთ ხელით. გვერდზე გადაწეულ მდგომარეობაში. რადგან გამოვრიცხოთ ასპირაცია(ნერწყვის ან საკვები მასის მოხვედრა ბრონქში, გონების კარგვას შეიძლება ახლდეს გულისრევა, ღებინება).
4. მეტი არ ვაკეთებთ არაფერს !!! და ვრეკავთ 112.
5. არამც და არამც პირში არ ვურჭობთ, თითებს, ჯოხებს, კოვზის ტარს, ან რაც ხელში მოგვხვდება. რადგან ადამიანი ენას ვერასოდეს გადაყლაპავს. მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს.
6. არავითარ შემთხვევაში ჰორიზონტალურად მწოლიარე ადამიანს პირში არ ვასხავთ წყალს, არ უტენით ვალიდოლს, არ ვაწვეთებთ ვალერიანს !!! (რადგან: ამ დროს ყლაპვის რეფლექსი ან თითქმის გამქრალია, ან ძალიან სუსტია, ამ დროს ჩვენ ვზრდით ასპირაციის რისკს და შეიძლება უბრალოდ დავახრჩოთ ადამიანი, რადგან ჩვენს მიერ პირში ჩასხმული წყალი ვერ გადაყლაპოს და პირდაპირ წავიდეს ბრონქში, რაც ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს).
"გულის წასვლას" - ეწოდება სინკოპე და კოლაფსი, იგი შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლამ, რომელიც გრძელდება ძალიან ცოტა ხანი, 30წმ-დან 1,5 წთ/მდე.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
_alex_

_alex_

    მაგისტრი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2833 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

   აი რას ნიშნავს გამოცდილი  დოქტორის კარგი რჩევა :good: , მთავარია ადამიანი არ დაიბნეს კრიტიკულ სიტვაციაში

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    კანდიდატუსი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1003 პოსტი
არაა აქ არაფერი ძნელი, 3 რამ არის გასაკეთებელი, დაწვენა, ფეხები ზევით, თავის გადაწევა გვერდზე.
თუ ინსულტის ან ინფარქტის გამო არ დაკარგა გონება (რასაც ჩვენ ვერ ვუშველით !!! მხოლოდ სტაციონარში). რამოდენიმე ხანში შეფხიზლდება და გამოვა რომ ის გადავარჩინეთ.

#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
დოკი

დოკი

    მაგისტრი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 2765 პოსტი
  • მისამართი:რო იფიქრებ აქ რა ჯანდაბა მინდაო, ე მანდ მარჯვნივ ;)
  • წარმოშობა:რაჭა

არაა აქ არაფერი ძნელი, 3 რამ არის გასაკეთებელი, დაწვენა, ფეხები ზევით, თავის გადაწევა გვერდზე.
 
ხო და სად გავჩერდიიი?

:D :D :D :D :D :D :D 

#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თავის გადაწევაგვერდით ენის არ გადაყლაპვის ამბავია? ხო?

legion.ge-82-1553250819.jpg

#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Doc-lasha

Doc-lasha

    კანდიდატუსი

  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 1003 პოსტი

babu, არა, ენა არ იყლაპება!!! ეგეთი რამე არ არსებობს !!!  კუჭში ჩავარდნილი ენა მანახოს ვინმემ )))))

თავის გვერდზე გადაწევის  მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ, არ მოხდეს ნერწყვის ასპირაცია !!! ანუ ნერწყვის გადასვლა ბრონქში !!! (სასულეს ეძახიან ერში). 

0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?