Jump to content


ამ თემას აქვს 28 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

სკანდინავიური დანები



ნორვეგიული დანები



Helle



კომპანიის ემბლემა

e370f269de01.gif

f5ac441ec8ca.jpg


https://helle.com/

ეს დანები ნორვეგიული ფიორდის პირას ერთ პატარა სოფელში მზადდება(Holmedal, ნორვეგია). 1932 წელს ზიგმუნდ და შტაინერ ჰელებმა ჩამოაყალიბეს. ძირითადად ეს დანები ოსლოში იყიდებოდა. ხარისხი ამ დანების უმთავრესი მახასიათებელია. ერთი დანის შესაქმნელად, ხელით სამოცამდე ოპერაცია უნდა შესრულდეს, შემოწმდეს, გაილესოს. ისეთი დანებია რომლებიც სიამაყით გადაეცემა თაობიდან თაობას. ეს დანები არ მიკუთვნება ე.წ. საწარმოო მასშტაბის დანებს. ჰელის დანები ლამინირებული ფოლადისაა(მაღალ ნახშირბადიანი ფოლადი ჩაფლულია დაბალ ნახშირბადიან ფოლადის ფენაში), იყენებენ უჟანგავ ფოლადსაც. ტარი, ''დაძველებული'', არქტიკული არყისაა. ქარქაში სპეციალურად დამუშავებული ტყავისაა, გალაქული, სინესტისგან დასაცავად.


40-მდე სხვადასხვა მოდელის დანას უშვებენ. აქ მხოლოდ რამდენიმე მოდელს შევეხებით



Fjellkniven


10 სმ სიგრძის პირით, საერთო სიგრძე 21.5 სმ., უჟანგავი ფოლადის. ფასი 73$.


716d5e6c6260.jpg

Helle Special Jubileumskniven Side Knife

11.5 სმ სიგრზის, სამჯერადად ლამინირებული უჟანგავი ფოლადი, კაკლის ტარით(მონიკელებული ვერცხლის ელემენტით), შეიქმნა 1965 წელს, კომპანიის საიუბილეო დანაა. ფასი 85$.


1ccc22737b70.jpg

Helle Harding Norwegian Hunting Knife

10 სმ-იანი სამჯერადი ლამინირების უჯანგავი ფოლადის პირი, ტარი არყის და ასკილისაა. ფასი 92$


464d0bc5dd4a.jpg


Helle Giant Lappland Norwegian Hunting Knife

21 სმ სიგრძის Sandvik 12C27 უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული პირით. ნორვეგიული დანის ტრადიცული ფორმით და გასაოცარი სიბასრით. ფასი 118$.

a82abf0d6632.jpg

Brusletto

2fc179ba38a0.jpg

ელეგანტური, ფუნქციონალური, მარტივად სახმარი დანებია. ტრადიციული სტილით. მზადდება მარალნახშირბადიანი უჯანგავი ფოლადისგან (Sandvik 12C27), როკველის მაჩვენებელია 58. ქარქაშის გული პლასტიკური მასალისაა.

https://www.bruslett...ID=424&ledd1=38


Storbukken


15 სმ სიგრძის პირით და 11 სმ სიგრზის ტარით(საერთოდ სკანდინავიური დანის ტარები საშუალებას გაძლევს მეორე ხელიც მიახმარო საჭირო დროს) რომელიც არყისა და ალუმინისგანაა დამზადებული, წონა 180გ. ნადირის ხორცის დამუსავების გარდა ამ დანით ბანაკის მოწყობასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულებაც შეიძლება.
ფასი 99$


2bb8f6cbd48a.jpg


Tiur


კარგია დიდი ზომის ნადირის დასამუშავებლად. დანის პირი სედარებით თხელია, თითქმის 12 სმ-მდე სიგრძით.
წონა 150 გ. ფასი 88$




1f5e5cbbab87.jpg


Falken

თანამედროვე დიზაინის დანაა, 9 სმ სიგრძის პირით, საუკეთესოა ნადირის გასატყავებლად, ფასი 85$.


41c885e264b9.jpg

Brusletto-Kniven

თანამედროვე სკანდინავიური სამომხმარებლო სტილისაა, 8 სმ სიგრძის პირით. საუკეთესოდ კონტროლირდება ხელში. ფასი 49$


8da84f2a02f6.jpg

Hunter (მნია, მნია, მნია )


შედარებით ფართო მაგრამ მსუბუქი დანა ალუმინის ჭდით. 12.5 სმ სიგრძის პირით, ერთერთი ყველაზე პოპულარული დანა ნორვეგიაში(მაქვს გემო რა, ეს არც მქონდა წაკითხული თვალი რომ გამექცა ამ დანაზე ), განსაკუთრებით საველე პირობებში ნადირის დსამუშავებლად. ფასი 80$

გამოყენებულია მასალა ფორუმიდან monadire.ge

f0279fb052f2.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
:bravo: პირველი მომეწონა განსაკუთრებილად მაგრამ ვეღარ გამიგია რა. დანის ტარების უფლება რო არ გვაქვს ვიცი მაგრამ სანადიროთაც, ტყეში სიარულის დროსაც არ შეგვიძლია??? ცეცხლასროლს გვანდობენ, თოფია ბოლო ბოლო...

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ქალაქშიდაც გაქვს თუ სანადიროთ გადიხარ....უბრალოდ რომელიმემ შეიძლება ქოთანს ყური სხვა მხრიდან მოაბას(როგორც ჭალიმგელას შემთხვევაში).   ას რომ ტყეში და ქალაქგარეთ არავითარი პრობლემა არაა....

ეხლა ამ თემას კიდევ მივამატებ ფინკებს


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შვედური დანები

 

 

Mora



eb2c6d94d59c.jpg



https://www.swedishknives.com/

ქალაქი მორა, საუკუნეებია უკვე შვედური დანისმკეთებელთა ცენტრია. შვედური ფოლადი, საუკეთესო პირების დამზადების საშუალებას იძლევა, განსაკუთრებით ადვილია ამ პირების გალესვა. ამ ბოლო დრომდე მორაში ძირითადად ორი კომპანია ფუნქციონირებდა: KJ Eriksson და Frosts of Mora. დღეს ეს კმპანიები სეერთებულია და დანებს "Mora of Sweden"-ის სახელით უშვებენ. მორას დანებში ფუნქციონალურობას მეტი ყურადღება ექცევა ვიდრე სტილს. შეუძლებელია სხვაგან ნახო ხარისხი-ფასის ასეთი მწვერვალი. ნახშირბადოვანი ფოლადის დანების სიმტკიცე 59-60 როკველია, უჟანგავის 57-58. ფროსტის შესაბამისად 59 და 57. მორას დამახასიათებელი, მისი ლამინირებუი ფოლადია. ფაქტიურად ფოლადის სამი ფენაა დანაში, ნახშირბადის მაღალი შემცველობის ფოლადი გვერდებზე დაფარულია ნახშირბადის დაბალი შემცველობის ფოლადით. გული ლამინირებული ფოლადისაა 61-62 როკველით. ერიქსონი იყენებს Sandvik 12C27mod უჯანგავს, ხოლო ფროსტი 12C27-ს. ასეთი პირი გამძლეა თუნდაც მარილიანი წყლის გარემოში. ჭდე არც ამ დანებს არ გააჩნიათ. ძალიან ბასრი დანებია და კომპანია მომხმარებლებს ყოველთვის სიფრთხილისკენ მოუწოდებს ამ დანებით მუშაობისას. ქარქაში თერმოპლასტიკური მასალისაა და გაცხელებისას ფორმას იცვლის(მაგალითად ქარქაშის მარყუჟის ზომის მოდიფიცირება თუ გინდათ).


ეს ორი დანა მორას კლასიკური დანებია, ერთის პირი შედარებით ფართეა. პირის სიგრძე 11 სმ-მდე, ქარქაში ტყავისაა, ერთერთი საუკეთესო სანადირო და თავის გადასარჩენი დანაა, რომელსაც მსოფლიოს ცნობილი მეიარაღენი უწევენ რეკომენდაციას. ფასი 70$-ის გარშემო


091c725023f7.jpg



მორას უჯანგავი ფოლადის დანები, ამ დანების ფასი 40$-ია მიახლოებით და ფაქტიურად მას კონკურენციას ვერცერთი კომპანიის ამ ფასიანი დანა ვერ გაუწევს




6b67cb496111.jpg






ეს სანადირო დანა შედარებით ახალი მოდელია და თავის გადასარჩენთა კატეგორიაშიც გადის. 11 სმ სიგრძის პირი აქვს, ტარიც იგივე ზომის. ტარი და ქარქაში სამხედრო მწვანე ფერისაა. 150გ იწონის. ფასი 30$.



 

d543293fd930.jpg

 

 

 

 

Karesuando

ეს დანები შვედეთში, არქტიკული წრის ჩრდილოეთით, ქალაქ კარესუანდოში მზადდება. არქტიკული კლიმატისადმი ადაპტირებული დანებია. ამ დანების დასამზადებლად რეგიონის ბუნებრივი ნედლეული გამოიყენება : ტყავი, რქა და ძვალი, ასევე არყის მერქანი. მუშაობისას ამ დანის ტარი ზალიან მოხერხებულია და არ აჩენს ბუშტუკებს. დანის პირები კარგად გამოჭედილი და ალესილია. ''ხალხური'' დანებია. პირებისთვის გამოიყენება უჟანგავი ფოლადი 12C27 ან ნაცშირბადიანი ფოლადი Uddeholm steel #1770 (0.7% C, 0.3% Si, 0.5% Mn). ორივეს სიმტკიცე 57-ია როკველის შკალით.


2b2554e8f155.gif




"Rävan Special" (Fox)- მელა (ეს კომპანია თავის დანებს ხშირად ცხოველთა სახელებს არქმევს)

10 სმ სიგრძის პირი აქვს. ტარი არქტიკული არყისაა, ისიც 10 სმ. სიგრძით. ფასი 59$



0c36ca7692c6.jpg


Vargen - მგელი

10 სმ სიგრძის, Sandvik-ის უჟანგავი ფოლადის, შედარებით ფართეა. ტარი 11 სმ-იანია, ფასი 65$.


0b2cfde62f60.jpg


Galten- ტახი

10 სმ სიგრძის Sandvik-ის ფოლადის პირი, ფასი 63$.


fdd293856aa8.jpg

"Hunter 10"- მონადირე

10 სმ. სიგრძის პირი, ფასი 95$.


0169849d75ea.jpg


Järven- რუსულად არის როსომახა, ქართულად როგორ იქნება?

სამი-ს ტრადიციული სტილის დანაა, 11სმ-იანი ტარი ირმის რქისგან და არყისგანაა დამზადებული. სანდვიკის უჟანგავი ფოლადის 10 სმ-იანი პირი. ხელით ნაკეთი დანაა. ფასი 99$.


9237d1013404.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შვედური დანები


EKA




f0450ff18832.gif



კომპანია ოფიციალურად დაარსებულია 1882 წელს შვედეთის ქალაქ Eskilstuna-ში. ყოველდღიურად სახმარ დანათა რიცხვს არ განეკუთვნება(სამაგიეროდ მაღალი ხარისხის დასაკეცი დანა აქვს ყოველდღიური მოხმარების). EKA-ს მიერ დანების კეთება 1874-დან ფიქსირდება. დანის პირისთვის იყენებენ Sandvik 12C27 უჟანგავ ფოლადს(57-59 რკ).

H8

პირის სიგრძე 8 სმ. საერთო სიგრძე 17სმ. ტარის ფორმა საშუალებას იძლევა დიდი ძალა მოვიდეს პირზე. ფასი 99$

a7ae437d9771.jpg

A-10

მრავალფუნქციონალური დანაა, 10 სმ სიგრძის და 2.7სმ სიგანის დანის პირით. ფასი 85$


1ca07b94dd03.jpg

JoF-7

“Jaktmarker och Fiskevatten”-ის, შვედური სანადირო ჟურნალის და ეკას დიზაინერთა ერთობლივი პროდუქტი. საუკეთესოა ნადირის გასატყავებლად. დანის პირი 7სმ, 8 სმ-მდე მჭრელი სიგრძით. კარგია ნადირის დასამუშავებლადაც. ფასი 89$.


cc1daca06303.jpg


W11

11სმ-იანი დანის პირით. ფორმით განსხვავებულია სხვა სკანდინავიური დანებისგან. ძალიან საიმედო და ძლიერი დანაა


4352e7b873cf.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შვედური დანები

Fallkniven






ფალკნივენის ოჯახი


3cece717f466.jpg


პატარა კომპანიაა(Norrbotten, შვეცია), რომელმაც უსწრაფესად გაითქვა სახელი და შვედეთის მეფეც კი ამ კომპანიის დანას იყენებს ნადირობისას. 1987 წლიდან შვედეთის არმიამ ამ კომპანიას შეუკვეთა სამხედრო საჰაერო ძალების მფრინავების თავის გადასარჩენი დანები და კომპანიამ წლების მუსაობის მერე შექმნა დანა, რომელიც 1995 წელს შვედეთის არმიამ მიიღო შეიარაღებაში(აქ მხოლოდ სანადირო დანებს შევეხებით). კომპანია იყენებს ნახშირბადის მაღალი შემცველობის და უჟანგავ ფოლადებს, როგორიცაა: 3G, SGPS, და განსაკუთრებით ლეგენდარული VG-10(როკველის მაჩვენებელი 60-მდე). კომპანიამ პირველი ნაბიჯები 1984 წელს გადადგა და 1987 წელს ოფიციალურად დარეგისტრირდა. ოჯახის დიდი წინაპრები მონადირე-მეთევზენი იყვნენ.

Mod. F1 - შვედი მფრინავების თავის გადასარჩენი დანა, რომელიც ასევე ძალიან პოპულარულია მონადირეებში



საერთო სიგრძე: 210 mm (8.3")
პირის სიგრძე: 97 mm (3.8")
პირის სისქე: 4.5 mm (0.18"),
ფართო ენა, რომელიც ტარს სცდება და ჩაქუჩის ფუნქციასაც ასრულებს
წონა: 150 g (6oz)
ფოლადი: ლამინირებული VG10
დანის პირის სიმტკიცე: 59 HRC
ტარი: Thermorun


7771e13b2efe.jpg


F1 ivory micarta

ხელით დამზადებული დანაა


საერთო სიგრძე: 210 mm (8.3")
პირის სიგრძე: 100 mm (3.9")
პირის სისქე: 4,5 mm (0.18")ენა: სრული(ანუ ტარის ბოლომდე გრძელდება)
წონა200g
ფოლადი: Lam.VG10
პირის სიმტკიცე: 59 HRC
ტარი: Micarta


cd573e4534de.jpg

Hunters Knife Mod. H1

ძალიან მოსახერხებელია დიდი ნადირის დასამუშავებლად, ფოლადი- Lam.VG10 , პირის სიგრძე 10 ან 12.5 სმ., პირის სისქე 5მმ. წონა 180გ.


c3f821c2aba1.jpg

Professional Hunters Knife(PHK) - პროფესიონალ მონადირეთა დანა


ორიგინალური დიზაინით და უმტკიცესი 3G უჟანგავი ლამინირებული ფოლადის ფხვნილით(VG2-SGPS-VG2) დამზადებული დანა ერთერთი უპირველესია მსოფლიო სამონადირეო დანებს შორის.

სრული სიგრძე: 9.4" (239 mm)
პირის სიგრძე: 5" (126 mm)
პირის სისქე: 0.2" (5 mm)
ენა:სრული, ტარს გადაცდენილი
წონა6.7 oz (190 g)
ფოლადი: 3G
სიმტკიცე: 62 HRC(როკველის შკალით)
ტარი: Thermorun

9079025a04bd.jpg


Northern Light mod. Idun -NL5

Idun, ჩრდილოეთის მითოსში ნაყოფიერების ქალღმერთია.
ამ მოდელში ლამინირებული ფოლადი VG10, გვერდებიდან დაფარულია უჯანგავი 420J2-ით.ეს კომბინაცია 20%-ით ზრდის ფოლადის სიმტკიცეს. პირის სიგრძე 10სმ, სისქე 5მმ, წონა 180 გ. ჭდე უჯანგავი ფოლადია, ტარის ბოლო ალუმინი


211486d98fb9.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

სატყავებელი დანებია

 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფინური დანები

Ahti



869a23560691.gif






ორი განსხვავებული ხაზი შეინიშნება ამ დანებში: ტრადიციული და თანამედროვე. ტრადიციული მზადდება ქალაქ Kauhava-ში (ფინეთი). ეს ქალაქი ფინეთში დანისმკეთებელთა დიდი ტრადიციებით გამოირჩევა. დანებს ამზადებს
Reino Kamppila. პროდუქცია ლიმიტირებულია, რაც ხარისხის გარანტიას იძლევა. ტრადიციული დანები ნახშირბადის 0.8 % შემცველობით მზადდება(59 როკველის შკალით). ტარი არყისაა, საშუალოდ გახეხილი, რომ ხელის მოჭიდების პრობლემა არ იყოს თუნდაც სველ დანაზე.



Tikka- კოდალა

6.2 სმ პირის სიგრძით და 11.5 სმ ტარით. ფასი 37$


51ec64e97e10.jpg


Vaara-ჩრდილოური გორაკები.

ზოგადი მოხმარების დანაა, 9.2 სმ-იანი პირით და 11 სმ-იანი ტარით. კარგად ჯდება ხელისგულში. ფასი 59$


91f7106445cb.jpg


Forest-ტყე

9.3 სმ სიგრძის პირი, ტარი 11 სმ-ი, ტარი შედარებით ფართეა და ხელთათმანითაც ადვილად დასაჭერი. ძალიან ტრადიციული დანაა ფინეთში. შესაფერისია ფართე ხელისთვის. ნებისმიერი სამუსაოს შესასრულებლად გამოდგება. ფასი 49$

2ae3c27a8fae.jpg



Hunter- მონადირე

შედარებით სპეციალიზირებული დანაა, 10 სმ-მდე პირით. კარგია გასატყავებლად და ყოველდღიური რუტინული სამუშაოს შესასრულებლად. უკეთესად მოიხმარება ფართე ხელში. წონა 190გ. ფასი 89$.





"Leuku 180" (უკვე ავღნიშნეთ რომ ''ლეუკო'' უკიდურესი ჩრდილოეთის ხალხებში პოპულარული დანაა)

პირი:18.2მმ, სიფართე 2.8 სმ-მდე, 12 სმ-იანი ტარი, ენა ხილვადია ტარის გარეთ. სერიოზული სამუშაოების შესასრულებელი დანაა, ფასი 92$



35169f9e2f53.jpg


Finman- ფინელი

აჰტი-ს თანამედროვე დანაა, 9.5 სმ-იანი პირით, უჟანგავი ფოლადისაა. წონა 160გ. ფასი 11$. ამ დანას ხშირად ატარარებენ სკაუტები


d021e302b6a6.jpg 


legion.ge-82-1553250819.jpg


#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli

მაგარი დანებია ბაბუ,ეხლა მე ჩემ ყიზლარულ დანას დავდებ.სერიული მაგრამ დზალიან მაგარი

 



#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

კაი რამეებია!



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
levani182

levani182

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 749 პოსტი
  • მისამართი:tbilisi.isani
  • წარმოშობა:qartli

ესეც ჩემი ყიზლარული დანა

მიმაგრებული გალერეა

  • 20160217_165249.jpg
  • 20160217_165125.jpg
  • 20160217_165205.jpg


#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

:good:  :good:



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ლევან ეგ აქ კი არ უნდა დაგედო, სკანდინავიურში, არამედ რუსულში. არადა კაი რამეა ხო იცი შენ?


legion.ge-82-1553250819.jpg


#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    კონსული


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 5160 პოსტი

If11672.jpg



#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ეგნატე

ეგნატე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 160 პოსტი
  • მისამართი:ლეხ კაჩინსკის 1
  • წარმოშობა:გურჯაანი,სოფ. ახაშენი

ჰეიმო როსელი-ფინეთი

40 წლის ისტორიის დანებია,ძირითადათ გამოიყენება ულტრა მაღალნახშირბადოვანი ფოლადი 66 როკველის(როგორც თვითონ ამბობენ)სიმკვრივის დანები wootz UHC

n9866f5.png

 

7ef96bb.jpg


ჩამსწორებელი ეგნატე, 25 January 2022 - 10:01 AM.






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?