Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.ობობა პორტია

.

.u2bYv.jpg

.

.ობობა პორტია

პორტია არის მხტუნავი ობობა რომელიც იკვებება ობობებით. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მტაცებელი მწერია მაგრამ მას გააჩნია ისეთი რამ რომ ადამიანს აკვირვებს.

მას შეუძლია კონკრეტული პრობლემის ანალიზი და ამ პრობლემის გადაჭრა. ანუ ის სიტუაციას აანალიზებს და ხვდება როგორ უნდა მოიქცეს მარტივად რომ ვთქვათ ის ფიქრობს….

 

 

Portia.fimbriata.female.-.tanikawa.jpg

მისი ნადირობის სტილი: ის ნადირობს მხტუნავ ობობებზე, ქსელებში მცხოვრებ ობობებზე , აგრეთვე ქსელის მსროლელ ობობებზე და პატარ პატარა მწერებზე.თავისი აღნაგობის 10 % დან 200%-მდე მქონე მწერებზე. მას აქვს შესანიშნავი ხედვა რომელსაც შეუძლია პოტენციური მსხვერპლი ადვილად ამოიცნოს შორ მანძილზე. მისი ყველაზე ძლიერი იარაღი არის მისი გონება… როდესაც ის ხედავს ქსელში მცხოვრებ ობობას ის მიდის და ქსელს ისე ამოძრავებს თითქოს და რაიმე მწერია გაბმული მახეში. ამ ყველაფრის შემდეგ ჩამოდის ქსელის ობობა სანახავად და პორტია მას კლავს და ჭამს. ყოფილა შემთხვევა რომ პორტიას სამი დღე უგზავნია ყალბი ვიბრაციები ქსელში. თუ რაიმე მიზეზის გამო ამ ტაქტიკამ არ გაამართლა პორტია ისე იმალება რომ მსხვერპლმა დაკარგოს ვიზუალური კონტაკტი მასზე ამისათვის ის დიდი წრეს ურტყავს მის პოტენციურ მსხვერპლს და უკნიდან ესხმის თავს. მას აგრეთვე შეუძლია ხიდან მოწყვეტილი ფოთოლის იმიტაცია გააკეთოს და თავზე დაახტეს მსხვერპლს. მისი შესანიშნავი თვალების მეშვეობით ამჩნევს მსხვერპლის კონკრეტულ მდგომარეობას ანუ ის დაჭრილია ძლიერია და აშ. მაგალითად თუ მან შეამჩნია რომ ობობას კვერცხები გადააქ პირდაპირ ესხმის თავს. ანუ მას ნადირობის ერთი სტანდარტი არ აქვს ის ყოველ მსხვერპლს ინდივიდუალურად განიხილავს.

 

1201197627_f.jpg

პორტიაც როგორც ბევრი სხვა ობობა კანიბალია ანუ მდედრი განაყოფიერების შემდეგ კლავს მამრს. ცოტა განსხვავება მაინც შეინიშნება მდედრი მას განაყოფიერების პროცესში კლავს თუ მამრმა ვერ მოასწრო განაყოფიერება და ისე მოკვდა მაშინ მდედრი მის სპერმას იშორებს და ჭამს თუ მოასწრო მამრმა განაყოფიერება მაშინ სპერმას იტოვებს და მაინც კლავს და ჭამს.


წყარო: ucnauri.com


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47690 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რა ლამაზი თვალები აქვს.....მაყვალივით... ;)


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?