Jump to content


ამ თემას აქვს 315 გამოხმაურება

#61 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Geniosa

Geniosa

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPip
  • 245 პოსტი
  • მისამართი:რუსთავი
  • წარმოშობა:სამეგრელო კალოჩე

ესეც ჩემი დილის პერელიტის მოლოდინის,მსხვერპლი...დანარჩენს დევი გააკეთებს მცირე რეპორტს და დადეებს ალბად :)

მიმაგრებული გალერეა

  • 10726569_776986865680813_604816962_n.jpg
  • 10723150_776986709014162_442805723_n.jpg
  • 10719092_776986799014153_926030306_n.jpg


#62 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39649 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ბარაქააა ავთოოო.

(ლოგო დაადეთ ძმებო , )


legion.ge-82-1553250819.jpg


#63 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
შოთკა

შოთკა

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 13 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

იხვი: ყველა ფრინველზე მეტად ამ ფრინველზე მიყვარს ნადირობა ვინაიდან ძლიერი და ბუნების ყველა პირობასთან შეგუებული ფრინველია.აგრეთვე არც ისე იოლად მოიპოვება ნორმალური ნადირონბის პირობებში.(და არა ისე როგორც ტყეში ფარებით და ჯოხებით რო ხოცავენ მეხორცეები!)  ყველაზე მეტად იხვზე მთვარის შუქზე ნადირობაა სასწაული განსაკუთრებით მაშინ როცა მთვარე შევსების პროცესშია და ცაზე ცხვრის ფარასავით შეფენილი თეთრი ღრუბელი უქმნის ფანტასტიურ ფონს,( ამ დროს იხვის დანახვა იმხელაზეა შესაძლებელი,რომ 9 კეკლიანი კართეჩი რომ ესროლო და მოხვდეს მაქსიმუმ შეეღუტუნება) ჩაცუცქული ზიხარ და პირის მანოკით ხან იხვთან ლაპარაკიც კი გიწევს!(რათქმაუნდა თუ გესმის იხვის ენა)



#64 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39649 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

უუჰ ისე მაგრად  დაწერე :bravo: გამახსენდა და მომინდა..... :0072: :0047:


legion.ge-82-1553250819.jpg


#65 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
უუჰ დამბურძგლა და ჩემი ერთერთი ნადირობა გამახსენდა სამეგრელოში მთვარის შუქზე... მართლაც მაგარი შეგრძნება იყო, საღოლ შოთა კარგად აღწერე თვალწინ დამიდგა ყველაფერი...

#66 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
შოთკა

შოთკა

    ველიტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • Pip
  • 13 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:გურია

იხვზე სანადიროდ დასავლეთს არაფერი სჯობს. იხვზე ნადირობა საღამოს და დილის გადმოფრენაზე (პერელიოტზე) ხანმოკლეა და მონადირე ყოველთვის რჩება ''ნადირობის პროცესის ხანგრძლივობით დაუკმაყოფილებელი''. მე ასე ვარ და ალბათ სხვებიც?! დასავლეთში  არის ადგილები სადაც დილის გადაფრენის დამთავრების შემდეგ იწყებ ძაღლით ნაბულის იხვზე ნადირობას და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სიამოვნებაა 3-5-7-10მეტრის სიახლოვიდან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები,რომ გაჭიმავენ თავიანთი ჯიშის შესაფერის ნაბულს ჭილოფიან ჭაობში, ამ დროს ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავთ და სინანდვილეში კაი მამალ ხარაზულს მარტო ცხვირის ნესტო აქვს ამოყოფილი წყლიდან და ცდილობს რაც შეიძლება შეუმჩნეველი იყოს ,  თუმცა ამ შემთხვევაში იხვს ერთადერთი შანსი რჩება, თუ მონადირე პატიოსნად ააცილებს,რადგან წყალი ამოაქვს ისე ფრინდება ეგ დალოცვილი და თუ გამაზავ, გული ნამდვილად არ დაგწყდება და ლოგინში რო დაწვები დაღლილ დაქანცული, შეიძლება გაიფიქრო კიდეც,  რა კარგია რომ ვერ მოვკალიო! :)

ეს ჩემი ემოციური შეხედულებაა ზოგადად და მართლაც სახლში რომ მოვსულვარ და გამხსენებია დაჭრილი ფრინველის სასიკვდილოდ განწირული თვალები, ალალად მინანია!!!

თუმცა ცხოვრება ნადირობის გარეშე არ შემიძლია  ვერ წარმომიდგენია და ვერც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენ ალბათ.



#67 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39649 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ვაახ , რა გემრიელად წერ შოთკა.... მოანდომებ კაცს დასავლეთისკენ სანადიროდ წასვლას , მაგრამ შენ როგორ მოახერხებ ძამიკო , შენი სამსახურის გადამკიდე?

ისევ ჩვენსკენ , სახოხბეებში ჯობია გასაეირნება.....


legion.ge-82-1553250819.jpg


#68 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

გუშინ  მოვინადირე იხვი ,ლეგიონერებთან ერთად.დიდი მადლობა ბიჭებო კიდევ ასეთ ლამაზი დღისღვის . 



#69 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
მეტო

მეტო

    პატარა მაგისტრი


  • Find Topics
  • ადმინისტრატორი
  • 4357 პოსტი
  • მისამართი:ქ. თბილისი წერეთლის გამზ. #10
  • წარმოშობა:ქართლი

გილოცავ გიო , ისე თქვი პირველი იხვია ? :) 


პატივისცემით, მეტეორა
 

კლუბ მონადირეთა ლეგიონის გამგეობის წევრი


#70 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

გილოცავ გიო , ისე თქვი პირველი იხვია ? :)

გაიხარე ნიკუშ,კი პირველი იხვი იყო .



#71 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39649 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გაიხარე ნიკუშ,კი პირველი იხვი იყო .

 

ოო გილოცავ გიო!!!

ეს ერთი და სხვა მრავალი!!!! :bravo:
 


legion.ge-82-1553250819.jpg


#72 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
giorgi123

giorgi123

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 624 პოსტი
  • მისამართი:სანზონა
  • წარმოშობა:იმერეთი

ოო გილოცავ გიო!!!

ეს ერთი და სხვა მრავალი!!!! :bravo:
 

დიდი მადლობა ბაბუ!!!



#73 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
შოთია რა მაგრად წერ ძამიკო, გამახსენდა გურია და იქაური ყინვები იხვზე ნადირობისას, ძვლებში რო ატანს... ზოგჯერ ყინვისგან თოფის დამცველი ვერ გამიწევია წინ ისეთი გაყინული და ძალაგამოცლილი ვიყავი, უნდა იარო და იბოდიალო ჭაობში ამ ყინულიან ამინდებში მაგრამ მაინც ყველაზე აზარტული და მაგარი სანადირო ობიექტია... მაგრად მიყვარს რააა წყალმცურავებზე ნადირობა... თვალზე რაც დამერხა იმის მერე ეგრე ვეღარ ვხედავვ შოთკა შენ როგორც აღწერე მარა მარტო მაგათი ფრთების ხმის გაგონება რად ღირს, რაც არ უნდა მოდუნებული იყო ეგრევე სისხლს რო გიდუღებს! გაიხარეეთ. გიო გილოცავ ძამი პირველ იხვს :bravo:

#74 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39649 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

იხვზე სანადიროდ დასავლეთს არაფერი სჯობს. იხვზე ნადირობა საღამოს და დილის გადმოფრენაზე (პერელიოტზე) ხანმოკლეა და მონადირე ყოველთვის რჩება ''ნადირობის პროცესის ხანგრძლივობით დაუკმაყოფილებელი''. მე ასე ვარ და ალბათ სხვებიც?! დასავლეთში  არის ადგილები სადაც დილის გადაფრენის დამთავრების შემდეგ იწყებ ძაღლით ნაბულის იხვზე ნადირობას და ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი სიამოვნებაა 3-5-7-10მეტრის სიახლოვიდან ჩვენი ოთხფეხა მეგობრები,რომ გაჭიმავენ თავიანთი ჯიშის შესაფერის ნაბულს ჭილოფიან ჭაობში, ამ დროს ჩვენ ვერაფერს ვერ ვხედავთ და სინანდვილეში კაი მამალ ხარაზულს მარტო ცხვირის ნესტო აქვს ამოყოფილი წყლიდან და ცდილობს რაც შეიძლება შეუმჩნეველი იყოს ,  თუმცა ამ შემთხვევაში იხვს ერთადერთი შანსი რჩება, თუ მონადირე პატიოსნად ააცილებს,რადგან წყალი ამოაქვს ისე ფრინდება ეგ დალოცვილი და თუ გამაზავ, გული ნამდვილად არ დაგწყდება და ლოგინში რო დაწვები დაღლილ დაქანცული, შეიძლება გაიფიქრო კიდეც,  რა კარგია რომ ვერ მოვკალიო! :)

ეს ჩემი ემოციური შეხედულებაა ზოგადად და მართლაც სახლში რომ მოვსულვარ და გამხსენებია დაჭრილი ფრინველის სასიკვდილოდ განწირული თვალები, ალალად მინანია!!!

თუმცა ცხოვრება ნადირობის გარეშე არ შემიძლია  ვერ წარმომიდგენია და ვერც ვერასდროს ვერ წარმოვიდგენ ალბათ.

:bravo:522126.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#75 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
წელს ორჯერ ჩამოვაგდე მამალი იხვი და ვერ ვნახე ორივეჯერ.





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?