Jump to content

სურათი

ერთმა ქართველმა მეფემ შაჰ-აბასის გვერდით დასაფლავება მოისურვა

საქართველოს ისტორია

ამ თემას აქვს 8 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39338 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.ერთმა ქართველმა მეფემ შაჰ-აბასის გვერდით დასაფლავება მოისურვა

.

1717050cf6ee1a7bff20df5b21365a9b.gif
 

 

 

ერთმა ქართველმა მეფემ შაჰ-აბასის გვერდით დასაფლავება მოისურვა

- სამშობლოს ისტორიის კარგი და ცუდი მხარეებიც ყველამ უნდა ვიცოდეთ. ამიტომაც ძალიან დამაინტერესა, როცა ამას წინათ ახსენეს, ერთმა ქართველმა მეფემ შაჰ-აბასის გვერდით დასაფლავება მოისურვა და დაასაფლავეს კიდეცო. ვინ არის ეს მეფე?
რამაზ თვალაბეიშვილი

სერგო ვარდოსანიძე, ისტორიკოსი, პროფესორი: - ეს გახლდათ როსტომ-ხანი (1633-1658), პირველი გამაჰმადიანებული ქართველი მეფე. მან ყველაფერი გააკეთა ირანის ინტერესების შესაბამისად. ის გამაჰმადიანებული დაუთ-ხანისა და წავკისელი გლეხის ქალის უკანონო შვილი იყო. სპარსეთში დაიბადა და სპარსულადვე აღიზარდა, თუმცა ქართული ენა კარგად იცოდა. მან აღზარდა შაჰ-აბას II და ტახტზე ასვლაშიც დაეხმარა. აღზრდილმა დაუფასა ამაგი, ჯერ ირანის ტარუღად დანიშნა, მერე, 67 წლის როსტომად სახელდებულ ხოსრო-მირზას ქართლის მეფობა უბოძა...

პოლიტიკური კავშირის განსამტკიცებლად როსტომმა ცოლად სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანის და, გურიის მთავრის ნაცოლარი მარიამი შეირთო.

ქართველთა თვალის ასახვევად როსტომმა ხელი არ შეუშალა დედოფალ მარიამს ქართული საქმეების აღსრულებაში. როსტომ-ხანმა აღადგინა დანგრეული ეკლესიები, დაიწყო სამონასტრო ყმების გათარხნება, შესაწირავის გაღება, განაახლა ციხეები, კეთილმოაწყო გზები, ააშენა ხიდები, ქარვასლები, ახალი ქალაქები, მაგრამ პარალელურად შენდებოდა მეჩეთები და ძლიერდებოდა მაჰმადიანობა. სასახლის კარი სპარსულ ყაიდაზე გარდაიქმნა, სახელმწიფო მოხელეთა ქართული სახელწოდებები სპარსულით შეიცვალა, მკვიდრდებოდა ცხოვრების ყიზილბაშური წესი. როსტომმა დაახრჩობინა ევდემოს კათოლიკოსი, რადგან იგი მის ანტიქართულ პოლიტიკას ამხელდა.
XVII საუკუნეში თბილისში სტუმრად მყოფი ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი წერდა, ეკლესია-მონასტრების უმრავლესობა სომხების ხელშია გადასულიო (სპარსელები დიდად მფარველობდნენ ვაჭრობაში დახელოვნებულ სომხებს, რადგან ირანს აღებმიცემობის განვითარება სჭირდებოდა). როდესაც როსტომი გარდაიცვალა, ანდერძისამებრ, წაასვენეს და დაკრძალეს ყუმში, თავისი სათაყვანებელი აღზრდილის, შაჰ-აბას II-ის გვერდით.


ეთერ ერაძე

წყარო: kvirispalitra.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მომაკვდავმა შაჰ–აბასმა სიკვდილის წინ თქვა:“ორი მტერი ვერ დავაჩოქე...სიკვდილი და ქართველი ერი...".



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39338 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძაღლიც მიაკვდეს საფლავში


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

მიაკვდეს 



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39338 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საქართველოს ეგეთო მტერი ბევრი ყავდა ....იმათაც


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39338 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ღვიძლი შვილი საკუთარი ხელებით დაახრჩო….

2:56 ; 20-04-2015 • 84 ნახვა

სასტიკ მბრძანებელ შაჰ-აბასს, ყველაზე უფრო, უყვარდა შვილიშვილი ფატიმა, საოცრად ლამაზი და მომხიბლავი გოგონა. ფატიმა უფლისწულ ხუდაბენდის შვილი იყო. მოგვიანებით, შაჰს არ მოეწონა ვაჟიშვილის ქცევა, ეჭვი შეიტანა მის ერთგულებაში და თვალები დასთხარა. უფლისწული, ისევე როგორც შაჰი, სასტიკი ადამიანი იყო. დიდხანს იფიქრა თუ როგორ გადაეხადა მამისთვის სამაგიერო და შაჰის გულის მოსაკლავად, ღვიძლი შვილი საკუთარი ხელებით დაახრჩო….

 

 

 

რა ოჯახია?????


legion.ge-82-1553250819.jpg


#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 815 პოსტი
  • მისამართი:გორი
  • წარმოშობა:ფშავი

ჩვენ ისტორიაში ბევრი რამე ისე არ იყო როგორც ისტორიკოსებიი წერდნენ, ბევრ შემთხვევაშიი აბუქებდნენ ან აბუქებენ ახლანდელი მწერლები, მაგალითად დიდგორის ბრძოლაში ჩვენი მტერი სულაც არიყო 400 000 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
shishmana123

shishmana123

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 811 პოსტი
  • მისამართი:telavi
  • წარმოშობა:telavi ikalto

აბა რამდენი იყვნენ სანდრიკ? 1121ცლის 12 აგვისტოს?



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 39338 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
სანდრიკ ბიძაჩემმა ვესტ პოინტში გაიარა როგორც ა5ი საუკე5ესო ბრძილის სტრატეგიული ქრესტომატიის სახელმძღვანელიში

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?