Jump to content


ამ თემას აქვს 615 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

 ბრეტონული ეპანიოლი                                                                                    post-5-0-94634800-1384975139_thumb.jpg  

 

 

  post-5-0-94634800-1384975139.jpg            

 

 

 

ბრეტონული ეპანიოლი არის უნივერსალური სანადირო ძაღლი. იგი აკეთებს შესანიშნავ ნაბულს , ასევე იდეალურად მუშაობს წყალში, მოაქვს ნანადირევი, აქვს დახვეწილი ყნოსვა და ფართო ძებნის უნარი. ბრეტონულ სპანიელებს შეუძლიათ ინადირონ მთელი დღე და მზად არიან აკეთოს ეს საქმე ისევ და ისევ. ამ ჯიშის ძაღლები არიან ძალიან ამტანი, მორჩილი, ძალიან მშვიდი, და ძალიან ადვილი სამართავი. ეს არის იდეალური ძაღლი ოჯახისთვის,რადგან ძალიან მოსიყვარულე და ერთგულია. ბრეტონული ეპანიოლი არ იკავებს დიდ ადგილს არც ტრანპორტში და არც სახლში, მაგრამ მიუხედავად მისი კომპაქტური ზომისა, ამ ძაღლში არის სიცოცხლისუნარიანობა და არნახული ენერგია





ჯიშის სტანდარტი FCI № 95:

ჯიშის მახასიათებლები: აზარტული, დაუღალავი ძაღლი, რომ შეუძლია ინადიროს ნებისმიერ პირობებში.დასაჩუქრებულია შესანიშნავიყნოსვით , ის სწრაფად პოულობს ფრინველის და ზუსტად მიუთითებს ადგილს ნაბულით. ფლობს ძალიან კარგ აპორტირების უნარს როგორც ხმელეთზე ასევე წყალშიც. არის გაწონასწორებული, კეთილი, ჭკვიანი და მოსიყვარულე ძაღლი.
მოვლა: ძალიან ადვილი მოსავლელია,ტავისუფლად შეიძლება ოთახის პირობებში მისი შენახვა, მაგრამ საჭიროებს ხანგრძლივ გასეირნებას.აუცილებელია მისი გამოვარცხნა 1 - 2 ჯერ კვირაში

დანიშნულება: სანადირო ძაღლი, ძაღლი კომპანიონი



თავი: ფართო, სეხე წაგრძელებული, ქალა მომრგვალებული, გადასვლა შუბლიდან დინგისკენ არის არაკუთხოვანი, დინგი-სწორი, ტუჩები-თხელი.

თვალები: მუქი ან ღია ყავისფერი ფერის, ჰარმონიზებულია შეფერილობასთან

ყურები : უდნავ წამოწეული, შედარებით მოკლე, ოდნავ მომრგვალებული, დაფარული ტალღოვანი ბეწვით

ტანი: კვადრატული, კისერი- საშუალო სიგრძის. მკერდი- ღრმა, ნეკნები საკმაოდ კარგად მომრგვალებული, წელი-ძლიერი, გავა- მოკლე და ფართო. მენჯი ოდნავ დაქანებული, მუცლი-აწეული

კიდურები: სწორი, კუნთოვანი. მჭიდროდ შეკრული თითები.

კუდი: პირდაპირი ან დაშვებული, (გარდა უკუდო(კუპირებილი ან თანდაყოლილი)ეგზემპლიარებისა). ყოველთვის მოკლე, არა უმეტეს 10 სმ-ის,კუდის ბოლოს აღინიშნება გრძელი ბეწვი



ბეწვი: საშუალო სიგრძის, სწორი ან ოდნავ ტალღოვანი.


შეფერილობა: თეთრი წითურით, ყავისფერითაან შავით, სამფეროვანი (თეთრი, შავი და წითური).

 

ჩენში მონადირეებმა კარგად იციან ბრიტანული და გერმანული მეძებრების შესახებ. მაგრამ ცოტა მათგანმა თუ იცის ფრანგული წარმოშობის მეძებრებზე ბარკოსა და ეპანიოლის შესახებ. ერთ ერთი მათგანია ეპანიოლ ბრეტონი რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში.
საფრანგეთში არსებობს ბრეტონების 4 ტიპია: ბრეტონული, ფრანგული, პიკარტული, პონტომერული. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ბრეტონული.
ფრანგი კინოლოგები დღეს დღეობითაც კი კამათობენ ეპანიოლის წრმოშობის შსახებ. ზოგიერთები თვლიან რომ სახელი პირადაპირ მივითითებს მის ესპანურ წარმოშობაზე და იგი წამოსულია ესპანური გრძელ ბეწვიანი მეძებრიდან. სხვები კი თვლიან რო სახელი წამოსულია ფრანგული ზმნიდან მეძებრის ძებნის მანერაზე “s’espaignir” რაც ნიშნავს ჩაწოლილ-გაჭიმულს. 
ეპანიოლის ტიპის ძაღლები ჯერ კიდევ XV საუკუნეში იყვნენ პოპულარულები საფრანგეთში. მათი იმდროინდელი არსებობას ადასტურებ XVII საუკუნეში შესრულებული ნახატები და გობელინები. კონსტიტუციურად ძაღლებს რომლებსაც ნამუშევრებზე ვხვდებით არიან შედარებით მაღალი ხმელი და გაჭიმული ფორმატის. თვალსაჩინო მაგალითია ორდის ნახატი სადაც თეთრი ძაღლი დგას ნაბულზე (გნოლზე).
XVII საუკუნის მიწურულს და XIX საუკუნის დასაწყისში გამოიყვანეს სრულიად ახალი ტიპი მეძებრისა რომელთა გამოყენებაც მასიურად დაიწყეს ნადირობაში. სწორი წარმოებული სელექციის შედეგად ი მიიღეს ის რომ ეს ძაღლები შედარებიტ მომცრო ტანისები იყვნენ, იყვნენ უფრო სწრაფები, უკეთესი ყნოსვით, შედარებით ფართო ძებნის და მყარი ნაბულით.
ლუდოვიკო XV წლებში ეპანიოლით ნადირობის მოყვარულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. რის შედეგადაც ეპანიოლები გავრცელდნენ ცენტრალურ ევროპასა და ინგლისში. ამას დაემატა ისიც რო შეიქმნა ახალი თოფი რომელიც იყო შედარებით მსუბუქი და პრაქტიკული ფრინველზე ნადირობისას. ამ ფაქტმა კი გამოიწვია ის რომ გაიზარდა მოთხოვნა თოფით სანადირო ძაღლებზე რის გამოთაც საფრანგეთიან გერმანიაში, პოლონეთში, იტალიაში და რუსეთშიც კი დიდი რაოდენობით გაყვაილი იქნა ეპანიოლები ბრაკოები და მდევრები.
საფრანგეთის რევოლუციისა და ომის შედეგად დაიკარგა ბევრი სუფთა სისხლის ეპანიოლი რომლებიც პატროებთან ერთად გაქრნენ. ფრანგმა არისტოკრატებმა რომლებიც არეულობის დროს ინგლისში გაიქცნენ და თან წაიყვანეს თავიანთი ძაღლები ნაწილობრივ უკან დააბრუნეს საფრანგეთში. ინგლისში ეპანიოლის სისხლებში შერეული იქნა ინგლისური გრძელ ბეწვიანი მეძებრის სისხლები, რთაც ინგლისელმა მწარმოებლებმა მიიღეს ის რომ ძაღლები იყვნენ დიდი გაშლილი ძებნის, უკეთესი დახვეწილი სტილით და შეეძლოთ მყარ ნაბულზე ხანგრძლივად გაჩერება. მათში ასეთ განვითარებას ხელი შეუწყო იმ ფაქტმა რომ ინგლისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა საველე შეჯიბრებები.
საბოლოოდ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რომ დღეს დღეობით საფრანგეთში არ მოპოვება ეპანიოლი რომელსაც მცირო ნაწილით მაინც არ ურევია ინგლისური სისხლი.
დავით სამუშია

 

 

სიმაღლე მინდაოში: ხვადები: 48 -50 სმ , ძუები: 47 -49 სმ


წონა: ხვადები: 15 - 18 კგ. ძუები: 14 - 15 კგ

 

zuqbh.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
aleko22

aleko22

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 139 პოსტი
  • მისამართი:lagodekhi
  • წარმოშობა:kakheti

ჩემი ოცნების ძაღლია, როდისღაცა აუცილებლად მეყოლება ეს ჯიში..



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

dm5mw.jpgამ სურათზე 2თვის და 2 კვირისაა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_zaza13_*

სტუმარი_zaza13_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ბაბუ გუშინ გყავდა? მაგარი ტიპია .



#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მყავდა და ყველა დაგვშოკა


legion.ge-82-1553250819.jpg


#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_goga_*

სტუმარი_goga_*

  • Find Topics
  • სტუმარი



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

მაგარი ჯიში ყოფილ და როგორც ვამჩნევ ეხლა დაიწყეს შემოყვანა


legion.ge-82-1553250819.jpg


#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ხო მაგრამ მადმუაზელ მიმი სულ სხვაა

 



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო
ძალიან მიხარია დაინტერესება რომ არის საქართველოში ამ ჯიშისადმი. მაგრამ საუბედუროდ ისე ხდება რო ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება... და მხოლოდ საშვალო დონის 1 2 ძაღლი თუ არის საქართველოში.

#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ჟორჟიკა

ჟორჟიკა

    ტრიბუნი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPip
  • 432 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:qarTveli

მაგარი ტიპია  :good:



#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
goga_para

goga_para

    მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 2285 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

მაიმარკეტზე იყიდება ეპანიოლის ხვადი 4 ლეკვი , საგვარეულოთი , უკრაინა რუსეთის ხაზზე როგორც მახსოვს 180 ლარად



#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

რაღაც ძალიან იაფია...

არ მგონია რომ საბუთებიანი იყოს.



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

გამომიგზავნა სკაიპით და ქონდა სხათაშორის......


legion.ge-82-1553250819.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
samo

samo

    პოინტერისტი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 893 პოსტი
  • მისამართი:ჰაჰაჰა
  • წარმოშობა:მთიანი საქართველო







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?