მოგესალმებით, კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე, დღეს დავრეგიტრირდი მაგრამ დიდიხანია ვადევნებ თვალ ყურს ამ ფორუმს, განსაკუთრებით ეპანიოლის თემებს.
7 თვის წინ ავიყვანე ეპანიოლი, მამა ჭიჭინაძის ენდია დედა კი ბატონი რამაზის ეპანიოლების შვილი.( ბატონ რამაზს ვიცნობ მხოლოდ ამ ფორუმზე, მოვიკითხავ აქვე, 2 წლის წინ ვინადირე მის ხვადთანვერთად) დიდიხანია ამ ჯიშით ვარ დაინტერესებული და ეხლა უკვე მყავს, მაგრამ ეხლა მის სწორ გეშვასთან დაკავშირებით მინდა მეტი გავიგო, ეს თემა და სხვებიც რომელიც ეპანიოლს ეხებოდა სრულად მაქვს წაკითხული ასევე სხვა ინფორმაციებიც, მაგრამ მაინც მეტი გამოცდილებაა საჭირო ვფიქრობ. პირველუ ფრინველის ძაღლი არაა მაგრამ არც დიდი გამოცდილება მაქვს, მითუმეტეს ესეთ აზარტულ მეძებართან.
ცოტ ცოტა კითხვებით შეგაწუხებთ, ქუთაისში ვცხოვრობ და აქ მე არ ვიცნობ ისეთ ხალხს ვისაც ძაღლის სწორად გეშვაში რეკომენდაციები შეუძლია მომცეს, მე ვისაც ვიცნობ ესეთი ძაღლები არ მოწონთ და მიძახიან შორს რატომ გადის რატო არ ტუქსავ და ა.შ. რაც მიმაჩნია არ უნდა იყოს გამართლებული ამ ჯიშთან და კონკრეტულად ჩემს ძაღლთან.
აქ მგონია რო მივიღებ სწორ რჩევებს და ეპანიოლს საბჭოთა მოშენების დრათჰაარივით არ გავზრდი ( შეურაცყოფას არ ვაყენებ სტილს ვგულისხმობ).
იქნებ ზოგადი რეკომენდაციები გქონდეთ ამ საწყის ეტაპზე.
ჩამსწორებელი გიორგი 123, 05 March 2018 - 11:35 PM.