Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

goga_para

goga_para

წევრი 03 Jun 2014
გასული ბოლო აქტიურობა 18 წუთის წინ
-----

მელაკუდას დღიურებიდან.... კახეთო, ჩემო კახეთო

06 September 2018 - 09:21 AM

                               მელაკუდას დღიურებიდან....  კახეთო, ჩემო კახეთო

მოგესალმებით მეგობრებო :23_9_10:
 , მოგეხსენებათ დაანონსდა გასვლა კახეთისაკენ 4 რიცხვისთვის, ხოდა ქურდს რა უნდა - ბნელი ღამეო,   მე თქვენი მონა-მორჩილი, ზვიო და ბაბულიკო შევიკრიბეთ, ჩავლაგდით, ჩავსხედით და წავედით...
pre_1536210472__1.jpg

pre_1536210529__41065272_703071183402103


pre_1536210533__40952050_641034592964164
გავემართეთ საბრძოლო ყიჟინით , ბაბუს ინდიელებზე მაინც ვერ მოვაყოლე ანეგდოტი,  განსაკუთრებული ღამე იყო, ვარსკვლავები კარგ ნადირობას გვაუწყებდნენ... უკვე მინდვრებისკენ რომ გადავუხვიეთ , ვნახეთ ძალიან ცუდი ფაქტი, სიტყვებს ვერ ვპოულობ ისეთი , :( 
pre_1536210626__40889511_312892102806833
მოკლედ იმ ღამეს კახეთში გავლით ყოფილა ემოების დაჯგუფება ასე 5-7 კაცი :0055: 

 ხოდა მოუკლავთ საწყალი მელაკუდა, თურმე უკვე იქ  გატყავებას უპირებდნენ საწყალს, შემდეგ რაღაც ტრადიციულ მსხვერპლ შეწირვას ;(( და ფარების შუქზე დაიშალნენ ,ჩვენ ძალიან ბევრი ვეცადეთ გადაგვერჩინა მელაკუდა მაგრამ უშედეგოდ :(( როგორც ჩანს ემოების დანახვაზე მიოკარდიუმის ინფარქტი მოსვლია, რაღა უნდა გვექნა დავკრძალეთ , :((  და გავნაგრძეთ გზა მინდვრისკენ :(  მოკლედ ისე შევესიეთ მინდვრებს როგორც ფაროსანა სამეგრელოში თხილის პლანტაციებს 
pre_1536210758__40882585_708167949550744

pre_1536210767__41129155_458752724618345
თამაზიჩი ფორმაში იყო მწყერს არ მაზავდა
pre_1536210833__41141724_449786398844668
  :D გახურდა ნადირობა 10 კილომეტრამდე ვიარეთ, კარგად ვისროლეთ და ვისიამოვნეთ, ჯინა მუშაობდა არაჩვეულებრივად 3 საათზე მეტი ირბინა და აფსოლიტურად ყველა მწყერი იქნა მყარი ნაბულიდან ამოყვანილი , არცერთი იქნა აცდენილი (ჩოჩრებს არ ვესროდით) , არცერთი დაგვიკარგავს ,  მერე ცოტა შევისვენეთ მანქანასთან ცოტა ვიპოზიორეთ :0068:

pre_1536210889__41067152_340643530005427

pre_1536210935__40867926_682527062122441

ტელეფონი დამიჯდა მაგ დროს ჯინა ისევ მინდვრისკენ გარბოდა , არჩერდებოდა, მოკლედ მაგარი აზარტიანი ძაღლია, დიდი მადლობა ბაბუს... ცოტა კიდევ მივამატეთ მწყრები , ავუყევით- ჩავუყევით მოკლედ მაგრად ვისიამოვნეთ, ნადირობა შედგა , რაც მთავარია მშვიდობით დავბრუნდით სახლებში 
pre_1536211192__41117011_402871890244249
:0023: 

 


პატარა ექსპერიმენტი

27 July 2018 - 10:38 PM

 საღამომშვიდობის მეგობრებო, საღამოს თბილისის შემოგარენში გავიარე და გავსინჯე ვაზნები, მისროლა ხდებოდა 12 კალიბრიანი თურქული წარმოების alpharms 07 ou დან 5 ჭრილიანი -  ცილინდრიდან, გამოვიყენეთ ვაზნები:

1) Baschieri&pellagri ;30g; N-10                    ფასი - 0.84

2) Trust casa bior ; 30g; N-10                         ფასი-0.88

3) Baschieri&pellagri ; 24g; N-9,5                  ფასი-0.76

4) Sibershot Momento ; 28g; N-10                 ფასი-0.72

5) Trust casa ; 30g; N-10                                ფასი-0.76

6) Trust casa dispersante; 32g; N-10            ფასი- 0.98-1.04

ექსპერიმენტი გახლავთ სამოყვარულო, ფორმატის ზომაა 61x82, შეძლებისდაგვარად რადიუსი 75სმ, მისროლა ხდებოდა დააახლოებით 30-35 მეტრიდან დაყრდნობის გარეშე.........
 
ესეც შედეგები 


1) Baschieri&pellagri ;30g; N-10 ........30-35მ, სულ351 მარცვალი, წრეში 309
pre_1532716162__37838758_502450490195768

2) Trust casa bior ; 30g; N-10     .......30-35მ, სულ 411მარცვალი, წრეში 368
pre_1532716049__37880776_502450523529098

3)  Baschieri&pellagri ; 24g; N-9,5 .........30-35მ, სულ283მარცვალი, წრეში 238
pre_1532716188__37888330_502450363529114

4)  Sibershot Momento ; 28g; N-10  ..........30-35მ, სულ 452მარცვალი, წრეში 389
pre_1532716273__37904257_502450410195776

5) Trust casa ; 30g; N-10     ......... 30-35მ, სულ 413მარცვალი, წრეში 368
pre_1532716331__37907126_502447783529372

6) Trust casa dispersante; 32g; N-10 ........ 30-35მ, სულ 341მარცვალი, წრეში 279
pre_1532716448__37915549_502450330195784

ვფიქრობ sibershot momento 28g N010 -მა ჩემს შემთხვევაში გაამართლა და 72 თეთრიანმა ტყვიამ ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე სხვებმა ,თანაც ცოტა მარჯვნივ მაქვს მოხვედრილი  ;) 

მადლობა ყურადღებისთვის, ბედნიერ სეზონს გისურვებთ  :*  :* 
 


გასვლა კახეთში 25.08.2017

26 August 2017 - 12:12 AM

მეგობრებო მინდა გაგაცნოთ 25 აგვისტოს დღის სპორტული მიმოხილვა :03:
დაგვპატიჟეს ზვიადის მეგობრებმა, კახეთში სანადიროდ, თორღვას წინა დღეს  ველაპარაკე და ნადირობა მინდაო, ხოდა ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო ..  ;) 
გავემგზავრეთ კახეთისკენ   :0066:  :12_7_22: გზად სმარტში შევიარეთ, სანოვაგე ავიღეთ  :0057:  და სულ მალე გეზი აღმოსავლეთით ავიღეთ 
გზად მამალი შეგვხვდა კარგ დღეს მოასწავლებსო თურმე ...  :0030: 
მიმაგრებული ფაილები  pre_1472574743__img_20160828_054728.jpg   22.74კილობაიტი   4 გადმოწერები

მერე გზაში მოზვერივით კურდღელი გადმოგვიხტა ,ეგეც კარგ დღეს მოასწავლებს  ;) 

pre_1503690602__44bbdf9a6c48104c4dfc6806

ხოდა მივადექით წინასწარ შერჩეულ ადგილებს  :23_9_10: 

მიმაგრებული ფაილები  pre_1472575627__3e7a76605a24.jpg   35.89კილობაიტი   4 გადმოწერები

​ჩავდექით მწკრივში , მალე გახურდა ნადირობა, ძაღლები კარგად მუშაობდნენ , იყო ჯინას მყარი ნაბულები. კარგი მიტანება და ასე შემდეგ (როგორც ახალი ნალეკვარი კარგად იმუშავა)

legion.ge-90-1503691974.png

მოკლედ ბევრი ვიარეთ თუ ცოტა, ღალღასაც გადავეყარეთ.. :0074: :0072:   :0079: 

ასე ნადირობა-ნადირობაში გავედით დღის ფინალში,


pre_1503691340__21034644_468778156853922

იყო კარგი გასვლა, ძმობა, მეგობრობა, ნადიმობა და ერთობა, მადლობა დღევანდელი დღის მონაწილეებს, თორღვას, ელიზბარს, ალექსანდრეს, ზვიადის  თავის მეგობრებიანად..... 

მადლობა თქვენც კეთილი სურვილებისთვის

 


თრისა (შამაია) (Chalcalburnus chalcoides)

15 July 2017 - 12:26 AM

                                                                                    თრისა (შამაია) (Chalcalburnus chalcoides)
 

pre_1500063791__1352176156_shemaya.jpg

ვიკიპედია:

შამაიათრისა (ლათ. Chalcalburnus chalcoides) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. სახელწოდება მომდინარეობს სპარსულიდან: „შაჰ-მაჰი“ — სამეფო თევზი (ცხიმიანი და გემრიელი ხორცის გამო). აქვს წაგრძელებული სხეული, რომლის სიგრძე 40 სმ, მასა 800 გ-მდე აღწევს. გავრცელებულია შავიაზოვისკასპიისა და არალის ზღვების აუზებში. საქართველოში გვხვდება მტკვარშიხრამშიალაზანში, აგრეთვე თბილისის ზღვაში. შამაია სარეწაო თევზია, ხელოვნურადაც ამრავლებენ. იყენებენ ნედლს, შემჭკნარს და შებოლილს. გავრცელების არეალია: ირანიავსტრიაბოსნია და ჰერცეგოვინაბულგარეთიხორვატიაგერმანიაუნგრეთიიტალიარუმინეთისერბეთისლოვენია[1]თურქმენეთი და უზბეკეთი.

5e1b16fe59f9.jpg

 

აღწერა:

თრისა,შამაია(ელავი)-chalcalburnus chalcoides

ა ღ წ ე რ ა .ზურგის ფარფლში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი 7-9, ანალურში დაუტოტავი სხივი 3, დატოტვილი13-17. გვერდის ხაზში 57-74 ქერცლი. ლაყუჩის კბილაკები ხშირი, გრძელი 22-23, მალები 43-45. მუცელი მუცლის ფარფლების უკან შეტყლეჟილია გვერდებიდან წიბოს წარმოქმნით, წიბო ანალურ ხვრელთან ქერცლით დაუფარავია.სხეულის უდიდესი სიმაღლე აღწევს სიგრძის 21-28%-მდე. ზურგი მუქი-მომწვანო, ქერცლი მოვერცხლისფერო. სიგრძე 39სმ-მდე, წონა 600 გ-მდე. ჩვეულებრივ გვხდება უფრო პატარები.
მ ო ნ ა თ ე ს ა ვ ე ფ ო რ მ ა. ბათუმის თრისა, შამაია-chalcalburnus chalcoides derjugini ბინადრობს დასავლეთ საქართველოში.
გ ა ვ რ ც ე ლ ე ბ ა.საქართველოში ბინადრობს მტკვრის აუზში, სადაც ჰესების აშენებამდე (მინგეჩაურის, ზაჰესის და სხვ.) ადიოდა თბილისის ზევით არაგვში და აღწევდა ანანურამდე, შედიოდა ხრამში, მის შენაკად მაშავერაში. მდ. ალაზანში ადიოდა ნაფარეულამდე, შედიოდა მდინარე იორში. ამჟამად მინგეჩაურის წყალსაცავიდან ამოდის უფრო მასობრივად: მტკვარში ალაზანში,იორში, Gვხდება თბილისის წყალსაცავში და ჯანდარის ტბაში. ძირითადად ბინადრობს კასპიის ზღვაში, გვხდება აზერბაიჯანის და სომხეთის მტკნარ წყლებში, მდინარე ვოლგაში, თერგში და სხვაგან.
ბ ი ო ლ ო გ ი ა.არსებობს ადგილობრივი და გამსვლელი ფორმა. საქართველოს წყლებში გვხდება ადგილობრივი ბინადარიც; მხოლოდ ზოგ წყლებში გამსვლელი ფორმა ახდენს დიდ მანძილზე მიგრაციას. მინგეჩაურის წყალსაცავიდან გასამრავლებლად ამოდის მტკვარში, მის შენაკად ხრამში, ალაზანში,იორში და სხვ.იკვებება ძირითადად პლანქტონური ორგანიზმებით. ეტანება წყალში ჩაცვენილ მწერებს, ჭამს თევზებს. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-4 წლის ასაკში.ტოფობა გრძელდება მაისიდან სექტემბრის ბოლომდე, ნაყოფიერება აღწევს 10-54,7 ათას ქვირითამდე, რომლის დიამეტრი 1,33-1,94 მმ-მდეა/
ს ა მ ე უ რ ნ ე ო მ ნ ი შ ვ ნ ე ლ ო ბ ა. საქართველოს წყლებში შემოდის დიდ რაოდენობით მინგეჩაურის წყალსაცავის შექმნის შემდეგ, სადაც მიიღო სარეწაო მნიშვნელობა. 1956-1960 წლებში თბილისის თევზის სარეწაომ მდ.ხრამში მოიპოვა 55,3 ცენტნერი, მდ მტკვარში 1959-60 წლებში 24,9 ცენტნერი, ალაზანში 16,9 ცენტნერი. იჭერენ მოსასმელი ბადით, ვენტერით და სხვა იარაღებით. ძვირფასი გემრიელი თევზია. იყენებენ ნედლს, დამარილებულს, შებოლილს.ყურადღებას იპყრობს სატბორო მეურნეობის თვალსაზრისით.
საქართველოს მტკნარი წყლის თევზები. 1970წ.



შამაია Chalcalburnus chalcoides

შამაია, კობრისებრთა ოჯახის უთუოდ ყველაზე ფასეული თევზია, მას სპარსეთში შახ-მაგე ანუ სამეფო თევზიც კი ჰქვია ხოლო საბჭოთა ეპოქაში მას სერიოზული სარეწაო მნიშვნელობა ჰქონდა.

მისი უახლოვესი ნათესავი ყველგან გავრცელებული თეთრულაა, მაგრამ მასთან შედარებით შამაია უფრო დიდია, იზრდება 25-40 სანტიმეტრი და 800 გრამი.

შამაის გრძელი თითისებური სხეული დაფარული საკმაოდ წვრილი ქერცლით. ქვედა ყბა წინაა გამიწეული ზედასთან შედარებით, თავი და ზურგი მუქი, გვერდები და მუცელი კი ვერცხლისფერი აქვს. ყველა ფარფლი მონაცრისფრო-გამჭვირვალე.

საქართველოში შამაია ბინადრობს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების ქვემო დინებაში, ტბებსა და წყალსაცავებში

ზრდილი შამაია (20-25 სმ) საკმაოდ აქტიური მტაცებელი ხდება და თავს ესხმის ნებისმიერ მოძრავ სატყუარას, რომლის გადაყლაპვაც შეუძლია

 

 


საფერავი ტური / Saperavi Tour

08 May 2017 - 09:01 PM

17309706_171433063365853_219802733195691

მოგესალმებით, მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი კარგი ტურისტული კომპანია "საფერავი ტური" , სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია დაიგეგმოს ტური ჩვენი სურვილით მისაღებ ფასად... 

https://www.facebook.com/saperaviTour/

ტელ: 2 306 620, .