Jump to content

mtiuli_1

mtiuli_1

წევრი 01 Mar 2017
გასული ბოლო აქტიურობა გუშინ, 21:14
-----

ელიზების ახალმოსახლეობა

21 September 2017 - 08:12 PM

   იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ლამაზი ოჯახი რომელიც ერთ ლამაზ ადგილას ცხოვრობდა მშვიდად, აუღელვებლად და სიყვარულით.

ერთ მშვენიერ დღეს ოჯახის დიასახლისმა ოთახის გამოცოცხლება გახალისება სცადა რაც შემდგომში სრულმაშტაბიან სარემონტო სამუშაოებში გადაიზარდა და ასე თუ ისე გაიწელა ხო და ისე გაიწელა რომ ოჯახის უფროსმა ჩაიფიქრა როცა დამთავრდებოდა ეს არეულობა, მტვერი, ხელოსნები უნდა გაეშალა უზარმაზარი სუფრა გაეწყვიტა ორფეხა და ოთხფეხა ყველაფერი რაზეც ხელი მოუწვდებოდა და დაეპატიჟა მეგობრები, ახლობლები და უბრალოდ კეთილის მსურველი ადამიანები ნიშნად ამ დისკომფორტის დასასრულისა და ერთი გვარიანად აღენიშნად ეს მოვლენა

   და აი დადგა ის ნანატრი დღე როცა მთელი ოჯახი და მათი მეგობრები სულმოუთქმელად ელოდნენ. დამთავრდა რემონტი და სულ რამოდენიმე ხანში როგორც ოჯახის უფროსს ქონდა ჩაფიქრებული აასრულა კიდეც მიიპატიჟა მთელი მონადირეთა ლეგიონი მეგობრები ახლობლები და გადაფინა სუფრა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე

   გაჩაღდა ქეიფი თან რა ქეიფი. თამადა კარგი მამულიშვილი კარგი ქართველი და კარგი ოჯახიშვილი „ბაბუ“ დაინიშნა, რომელმაც არც აცია და არც აცხელა პირველი სადღეგრძელო გვითავაზა რომელიც ყველამ ერთხმად შესვა. პირველს მეორე მოყვა მერე მესამე, მეოთხე. ემატებოდა და ემატებოდა სუფრას ქართული უგემრიელესი კერძები დადგა თეფშების ცათამბრჯენები თუმცა მჭამელი აღარავინ ყავდა ამ ყველაფერს ამ დროს რამოდენიმე სურპრიზი გვქონდა მომზადებული თვითონ ოჯახისთვის და იქ მყოფი ორი არაჩვეულებრივი ადამიანისთვის ერთ ერთი მათგანი „პაპა“ რომელსაც ცოტა ადრე იუბილე ქონდა და რაღაც მიზეზების გამო საჩუქარი ვერ გადავეცით და ასევე „გოგოლი“ მას იმ დღეს ქონდა იუბილე.

    ბაბუმ პერსონალურად შესვა პაპას სადღეგდძელო. რა თქმა უნდა ყველამ აიტაცა ეს სადღეგრძელო შევსვით თუ არა საჩუქარიც აბრიალდა, ხელნაკეთი დანა თავისი ორი ქარქაშით, პატრონტაჟით და სამწყერით  ასევე დავლოცეთ და ვადღეგრძელეთ გოგოლი და ასევე გადავეცით საჩუქარი

   შემდეგ მოვიდა ჯერი ოჯახის სადაც ვიმყოფებოდით რა თქმა უნდა ხელცარიელი არ მივსულვართ თუმცა თავიდან ესე ჩანდა რომ არც კი გვახსოვდა რომ რამე უნდა მიგვეტანა, ფაქტიურდ ახალმოსახლეობაზე ოჯახში ხელცარიელები შევედი მაგრამ ლეგიონი რისი ლეგიონია თუ თავისი ძმა არ გაახარა და შემოიტანეს მანამდე მანქანაში გულმოდგინედ დამალული საჩუქარი კერძოდ  LG - ის smart ტელევიზორი და საზეიმო ვითარებში გადაეცა ლევან ელიზბარაშვისლს ოჯახის უფროსს  

   შემდეგ იყო ბევრი ქართული დალოცვა და სადღეგრძელო, მოფერება, სიმღერა და დიდი სიყვარული რომელსაც ერთმანეთს უზიარებდნენ და აგრძნობინებდნენ ერთმანეთს იქ მყოფნი

  ქეიფი დიდი ხანი გაგრძელდა ღვინომ კარგად იჩინა თავი ყველანი ძალზედ შევზარხოშდით და როგორც ყველაფერს აქვ დასაწყისი და დასასრული ამ ულამაზეს დღესაც უნდა ქონოდა დასასრული ისევ დაილია ოჯახის დღეგრძელობის, დაშლა არ მოშლის და ესე ტკბილად დავიშალეთ ყველანი ჩენ ჩვენ სახლებში

   ჭირი იქა ლხინი აქა ქატო იქა ფქვილი აქა 

 

 

 

P.

 

ტელეფონი მომიკვდა და ფოტო ვიდეო მასალა იქნებ თქვენ დაამატოთ ვისაც რა გაქვთ


IPB skins by Skinbox