Jump to content

Qartvela™

Qartvela™

წევრი 07 May 2014
გასული ბოლო აქტიურობა Feb 14 2024 02:49 PM

ოძეკი რჩება ოძეკად!

25 May 2019 - 01:09 PM

ოძეკი რჩება ოძეკად! ტოჩინოშინმა იოკოძუნა კაკურიუ ბრწყინვალე სტილში დაამარცხა
 
legion.ge_82L5ce9068334636.jpg

ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშოზე მე-10 გამარჯვება იოკოძუნა კაკურიუსთან მოიპოვა და ოძეკის ტიტული დაიბრუნა.

https://www.live.ge/...martskha-video/
 

 
ჯიგარი კაცია!!!

სასრაფოდ, შესაბამისი ფასით, იყიდება დისკები R17 და R22

11 April 2019 - 11:17 AM

350 ლარი!

იყიდება, ორიგინალი იაპონური დისკები, RAYS-ს ფირმის.
 
17", 7J, ET-42, 5x114.3

Honda, Nissan, Mitsubishi, Mazda, Toyota

არ არის განასწორები, არც გატეხილი და არც დანადუღები
 
5caee911dceb1_53754276_2292997674064895_
 
5caee934af26d_54518121_2292997657398230_
 
 

********************************************************************************************************************************************
800 ლარი! საბურავებითაც და მის გარეშეც. 100% ორიგინალი, იდეალურ მდგომარეობაში.
Work LS207 R22 10J, 5x150, et26
 
საბურავი: 295/40 FP Goodrich

Lexus LX ყველა მოდელზე.
Toyota Land Cruiser, Prado, Tundra, Sequioa.

 
5caee9b583f53_56659887_2338145816216747_
 
5caee9d7c5780_56721618_2338146182883377_

 
 
ეს ფასები მოქმედია თუ კვირამდე გაიყიდება. ორშაბათიდან 17'' -> 550 ლარი. 22'' -> 555$


საავტომობილო სპორტულ–საგანმანათლებლო კომპლექსი "ლილო–არენა"

14 March 2019 - 11:52 AM

გვინდა რომ თბილისში გვქონდეს ადგილი სადაც ავტომობილებით ვივარჯიშებთ, გავერთობით და შევეჯიბრებით ერთმანეთს ისე, რომ დაჯარიმების არ შეგვეშინდება. სულ რაღაც 2500 ხმა გვჭირდება და ჩვენი საოცნებო სივრცე გვექნება. ელექტრონული პორტალი: "შენი იდეა ქალაქის მერს" ჩვენი შანსია!
გადავდივართ ლინკზე და ვაძლევთ ხმას. სულ ეს არის რაც გვჭირდება!
წარმატებები ყველა ჩვენთაგანს!

 

მიმაგრებული ფაილები  121212.jpg   315.08კილობაიტი   13 გადმოწერები

 

პროექტის იდეა მომდინარეობს საქართველოს გზებზე შექმნილი ვითარებიდან - ქუჩის უკანონო რბოლები (ვინაიდან არ არსებობს არც ერთი მეგობრული სივრცე მოყვარული თუ პროფესიონალი ავტომობილისტებისთვის), სატრანსპორტო საშუალებების მართვის კულტურის დაბალი დონე, გახშირებული ავარიები (რომლებიც ხშირად ფატალურად სრულდება), მომატებული საცობები, დაუცველი მძღოლები და ქვეითები და სხვა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია შეიქმნას მულტიფუნქციური საწვრთნელ–გასართობი და სპორტული კომპლექსი სხვადასხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება გაერთოს, ივარჯიშოს, იმეცადინოს ან ამეცადინოს ვინმე. კომპლექსის ბაზაზე მოხდება ავტომობილის მართვის პედაგოგ–ინსტრუქტორთა მომზადება–გადამზადებაც, რომელსაც გვავალდებულებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება.

განხორციელდება მნიშვნელოვანი რეგიონალური პროგრამები, რაც თავის მხრივ შესაბამისი ევრო დირექტივების დანერგვის წინაპირობაა. კომპლექსში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების მძღოლების (მათ შორის საერთაშორისო მისიების) მომზადება–გადამზადება შესაბამისი ინდივიდუალური პაკეტების მიხედვით.

კომპლექსში შემქნილი ინფრასტრუქტურა და მაღალი უსაფრთხოების დონე, საშუალებას მოგვცემს ავტომობილის ფიზიკა და გზებზე უსაფრთხოდ მოძრაობა შევასწავლოთ საშუალო სკოლის მოსწავლეებსაც სხვადასხვა ასაკიდან. სწორ ღირებულებებზე გაზრდილი მოსწავლისგან პერსპექტივაში მივიღებთ მაღალი კულტურის მქონე მძღოლს. კომპლექსის ბაზაზე მოეწყობა სპეციალური სარბოლო მონაკვეთები, ავტო–მოტო ღონისძიებების გამართვის მიზნით, რაც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან ერთად, მოგვცემს სისწრაფის მოყვარული მძღოლების უსაფრთხო და სპეციალურად მათთვის მომზადებულ ტერიტორიაზე გადაყვანის საშუალებას.

აღნიშნული კომპლექსის ბაზაზე გადამზადებული მძღოლები, ვისთვისაც ავტომობილის მართვა პროფესიაა, მიიღებენ ევროპული დონის პროფესიულ ცოდნას, რაც საშუალებას მისცემს მათ დასაქმდნენ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში. ასევე კომპანიებს მიეცემათ შესაძლებლობა ჩაუტარონ ტესტიტრება და გადამზადება საკუთარ მძღოლებს. გარდა ამისა, შეიქმნება სპეციალური პროგრამა შშმ პირებისთვის, რაც გულისხმობს ავტომობილის მართვის მათზე მორგებულ საწვრთნელი პროგრამის შემუშავებას. კომპლექსის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება აღნიშნული ტერიტორიის ნაწილის „საბავშვო ავტოქალაქის“ ფუნქციით დატვირთვა, რაც სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის საწყისი ცოდნის და უნარ–ჩვევების შეძენას შეუწყობს ხელს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საჭიროა დაახლოებით 6 ჰექტარი ტერიტორია, რათა მოხდეს სხვადასხვა ტიპის საწვრთნელი მოედნის ოპტიმალურად გადანაწილება, სადაც შესაძლებელი გახდება, ერთდროულად, რამდენიმე ტიპის აქტივობის მოწყობა.

ჩვენ შევისწავლეთ თბილისში არსებული სხვადასხვა ტერიტორია, რომელიც პოტენციურად მიესადაგებოდა აკადემიის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული მიწის მონაკვეთი ნომერი - 01.19.13.004.030 ნაწილი დააკმაყოფილებს ყველა პარამეტრს და გთხოვთ, განიხილოთ მოცემულ მიწის ნაკვეთზე ჩვენი იდეის განხორციელების საშუალება.

 

ბმული ხმის მისაცემად: https://idea.tbilisi...i4rSl2bnksrJ4PM

პოსტის ბმული: https://www.facebook...9052192793297:0

ავტორი: მევლუდი მელაძე


მხოლოდ ვირი გადარჩა

06 March 2019 - 06:57 PM

კახეთში 86 წლის მამაკაცი სექსის დროს გარდაიცვალა.

legion.ge-82-1551884132.jpg

წინა კვირას მან გულის ოპერაცია გაიკეთა.

რაიონში ამბობენ, რომ 86 წლის კაცს, საყვარელი ჰყავდა და პერმანენტულად სტუმრობდა თავის სატრფოს. ცოლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

მორიგი ვიზიტის დროს, როგორც ჩანს, ასაკოვანი მამაკაცის გულმა ამხელა დატვირთვას ვეღარ გაუძლო და სექსის დროს გარდაიცვალა.

სწორედ იმ დღეს საავადმყოფოში აღესრულა მისი მეუღლეც, ოპერაციის შემდგომი გართულების დიაგნოზით ისე, რომ ვერც ქმრის ღალატის ამბავი გაიგო და ვერც მისი გარდაცვალება.


თუ მობილური მოწყობილობით შემოდიხართ და ვერ პოსტავთ

23 February 2019 - 10:21 AM

თუ მობილური მოწყობილობით შემოდიხართ ფორუმზე და ვერ პოსტავთ, საჭიროა თქვენს მოწყობილობაში ჩართოთ ფუნქცია: Desktop Site

 

 

1) შემოდიხართ ფორუმზე

2) თქვენს მობილურში გახსნილი ბრაუზერის ზედა მარჯვენა კუთხეში არის მენიუს ნიშანი, სამი წერტილის სახით

3) ამ ნიშანზე დაწკაპუნებით ჩამოიშლება მენიუ, სადაც ერთერთი ფუნქცია არის Desktop Site

4) მონიშნეთ ეს ფუნქცია

 

გვერდი ავტომატურად განახლდება და უკვე შეგიძლიათ დაპოსტოთ.

 

ეს აიფონებისთვის: