Jump to content

monadire95

monadire95

წევრი 26 Oct 2016
გასული ბოლო აქტიურობა Aug 24 2023 10:27 PM

ინგლისური პოინტერი 'გაბი'

06 July 2018 - 12:24 PM

მოგესალმებით მეგობრებო

 

რამდენიმე თვის წინ ავიყვანე პოინტერის ლეკვი,ძუ, ეხლა უკვე დიდი გოგოა

მთელი ზამთარი ოთახში მოუწია გატარება თანაც ბნელში და გაზაფხულზე ერთ დღესაც ერთი ყური განზე გაეწია და აეცქვიტა))),დე ვიტამინის ნაკლებობამ ტავისი ქნა,მაშინვე მივეცი ვიტამინები,კაფორტანი არის ძალიან კარგი ვიტამინების კომპლექსი ყველას გირჩევთ,შემდეგ ამას დაემატა დათბობა და სიცხეები და მალევე ერთ კვირაში ყურიც ჩვეულებრივად დაეწია,ეხლა კარგათ არის ყველაფერი.თითქმის ყველა აცრა დამთავრებული აქვს.

თებერვალში 4თვის რომ გახდა უკვე ძალიან მოუსვენრობდა,და რამდენჯერმე გავატარე ჭალის ბუნებაში,ერთხელაც ჭაობს მივადექით და წყალი მთლიანად მწვანე ბალახით იყო დაფარული ეს ვერ მიხვდა რათქმაუნდა და ზედ გადაწყვიტა გავლა,გაიქცა და მოადინა ტყაპანი გაყინულ წყალში)))),პირველად მაშინ მოუწია წყალთან შეხება რო ამოვიდა სუ მწვანე იყო,არაფერი შიშის არ ეტყობოდა მერეც ჩვეულებრივად გააგრძელა სირბილი,და მალევე გაშრა,ბეკასები და გარშნეპები იყო იმ ადგილებში,1 გარშნეპი მოვუკალი და არხის იქით გადავუგდე,მოტანა უკვე ნასწავლი ქონდა,გადაცურა ეს არხი და გადმომიტანა ფრინველი,ამას არ ველოდი ნამდვილად...თუმცა სულ 2-3 ჯერ გავიყვანე ეგეთ სიცივეში მერე მაისამდე არასად არ გამიყვანია...

 

ვარჯიშებს რაც შეეხება მაისიდან აქტიურად დამყავდა სადამდეც შესაძლებელი იყო

მწყერი ნანახი ყავს,მაგრამ ბოლომდე ჯერ მაინც ვერ გაერკვა,თუმცა მთელი სეზონი წინაა

 

რაც შეეხება აქ დღიურის გახსნას:საგვარეულოში ერთ-ერთ წინაპრად ბაბუს ძაღლია მითითებული,ამიტომ ვიფიქრე საინტერესო იქნებოდა გამეცნო თქვენთვის

 

[attachment=6378:20171209_133310.jpg]

[attachment=6379:msg-723-0-87824600-1530803525.jpg]

 

სურათები ცუდი რაკურსითაა გადაღებული ვერაფრით ვერ გავაჩერე,მერე მინდორში უკეთესს გადავუღებ

[attachment=6380:20180706_105221.jpg]

[attachment=6381:20180706_105234.jpg]

[attachment=6382:20180706_105509.jpg]

[attachment=6383:20180706_105819.jpg]

 


ვიდეოები სანადირო და საბრძოლო იარაღებზე

11 July 2017 - 12:29 PM

ამ თემის გახსნის მიზანია ფორუმზე იყოს ინფორმაცია ამა თუ იმ სანადირო(სამოქალაქო) ან/და საბრძოლო იარაღზე ვიდეორგოლების სახით.

რაც შეეხება სათაურს,კერძოდ კი სიტყვა 'საბრძოლოს' , ვინაიდან 1)დღეს დღეობით აშკარად შეინიშნება ტენდენცია საბრძოლო და სანადირო(სამოქალაქო) იარაღებს შორის ზღვრის წაშლისა და მათი ერთმანეთთან დაახლოებისა, 2) უამრავ საბრძოლო იარაღს გააჩნია სამოქალაქო ვარიანტი, 3)ბევრგან და მა შორის საქართველოში სანადიროდ გამოიყენება საბრძოლო იარაღის სამოქალაქო(რიგ შემთხვევებში არა-სანადირო) ვერსიები,და ასევე ძველი საბჭოთა 'პრეისტორიული' საბრძოლო მოდელები(სკს,მოსინი,სვტ დ ა.შ),  4)უმეტესად საბრძოლო და მათი სამოქალაქო ვერსიების სახელები ერთმანეთის მსგავსია და ზოგ შემთხვევაში ემთხვევა კიდეც ერთმანეთს

 

ამ გარემოებებიდან გამომდინარე ვფიქრობ სწორია 'საბრძოლოს' ჩამატებაც,არც გაუგებრობას ექნება ადგილი და თან ორივე ტიპის იარაღის ვიდეოები ერთ თემაში იქნება გაერთიანებული და მოძებნაც გაიოლდება...

 


ნადირობის ვიდეოები

31 March 2017 - 04:25 PM

მგონი კარგი იქნება ეს თემაც რომ იყოს