Jump to content

ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

წევრი 31 Jul 2016
გასული ბოლო აქტიურობა Jan 24 2024 11:15 PM

კუბდარი

19 January 2023 - 03:38 PM

თბილ წყალში გავხსნათ საფუარი და მოვზილოთ ცომი, მაგრამ უფრო მაგარი, ვიდრე ხაჭაპურის შემთხვევაში. ცომში ასევე შეიძლება კარაქის ან მარგარინის შეზელა (50 გ). დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად. ამასობაში ხორცი დავკეპოთ თანაბარი, საშუალო ზომის ნაჭრებად (თუ ხორცი ახალგაზრდა და რბილი არ არის, უმჯობესია ხის ჩაქუჩით დავბეგვოთ),დავუმატოთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და სუნელები. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო სუნელებით შეზავებისას: 4 სუნელიდან ყველაზე დიდი რაოდენობით აიღეთ ხმელი ქინძი, საშუალო რაოდენობით – უცხო სუნელი და შედარებით მცირე-მცირე რაოდენობით – კამა და გიცრული (გიცრული სვანეთში იზრდება და თითქმის იგივეა, რაც ძირა, ამიტომ შეგიძლიათ თამამად ჩაანაცვლოთ.) ჯამში სუნელებმა უნდა შეადგინოს დაახლ. 2 სუფრის კოვზი. ბოლოს ვამატებთ მარილს და წითელ წიწაკას გემოვნებით და ხელით ვურევთ კარგა ხანს, რომ ხორცს სუნელები გაუჯდეს და გაიჟღინთოს.

 

 

 

 


ნერგები

21 July 2021 - 09:06 PM

ეზოსთვის და სოფლისთვის დამჭირდა წიწვოვანი ნერგები რაღაც იმფორმაცია მოვიძიე და თქვენც გაგიზიარებთ. ეხლა კი წიწვოვან ნერგებზე ვსაუბრობ მაგრამ თემა ყველა ნერგს ეხება ატმისასაც და მუხისასაც

 

მე ცისფერ ნაძვის ნერგებს ვეძებ და კიდევ იმ მეორე მცენარეს რუსულად пихта ქვია.აი გირჩები რომ მაღლა ეზრდება ქართულად არვიცი რაქვია კედარი არქვია მგონი ქალაქში ბევრგანაა დარგული

 

http://wla.gov.ge/ka/

 

https://m.facebook.c...956993944385263


მაკაროვის პისტოლეტი-пистолет макарова-Makarov pistol

26 June 2021 - 08:51 PM


ბრძოლა წესებს გარეშე

12 June 2021 - 09:42 PM

 

 

 


ქართული ონლაინ იარაღის მაღაზიები.სანადირო ინვენტარის და იარაღის ონლაინ შეძენა საქართველოში

09 February 2021 - 11:59 PM

ეს თემა იმისთვის გავხსენი რომ  ონლაინ შესყიდვები საქართველოში ჯერ კიდევ ფანტასტიკის სფეროა.

ევროპაზე და ამერიკაზე რომ არაფერი ვთქვათ ეს სერვისი რუსეთში და უკრაინაშიც ძალიან დახვეწილი და სრულყოფილია.

 

რუსეთში საჭირო დოკუმენტაციის და ნებართვის ქონის შემთხვევაში იარაღსაც კი მოგყიდიან ონლაინ. ამისთვის რუსულ ფოსტას სპეციალური სპეც დაკავშირების სერვისი აქვს მაღაზიის კლიენტთან. რომელიც შედარებით ძვირია ვიდრე უბრალო გადაზიდვა. სავარაუდოდ დაზღვეულიცაა და პასუხის მგებლობასაც იღებენ იმ მოქმედების უსაფრთხო შესრულებაზე. საქართველოს ფოსტაში კი სამწუხაროდ მხოლოდ იმაზე ზრუნავენ რომ რამენაირად ხაზგასმით გაგრძნობინონ რომ არც შენ და არც შენი გზავნილი არ აინტერესებთ. და მათ კომფორტულ ცხოვრებაში ერთადერთი გაუთვალისწინებელი და ხელისშემშლელი ქეისი ხარ და რაცუფრო გაუგებარი და გაუგონარი სისულელით მოგიცილებენ თავიდან მით უკეთესი. სხვაც აღარ მოინდომებს მერე რაიმეს გარკვევას აზრი არააქვსო ჩათვლის. თან ისე გასაიდუმლოებული აქვთ რას აკეთებენ რა სერვისებს სთავაზობენ მომხმარებელს რომ "ფსბ" საც შეშურდება.

 

კიდევ მთავარი რამ რასაც მე ვხედავ ნათლად ესაა იარაღის მაღაზიების უინტერესობა. ნების და ხედვის არქონა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მომსახურების რაღაც საწყისი ფორმა მაინც ექნებოდათ და დახვეწას ეცდებოდნენ. და არა მომწერე ელექტრო ფოსტაზე და დამიმატე ფეისბუქზე გამოგიგზავნი ინვოისს და გადაიხადე მერე ერთი შელოცვაც წაიკითხე და მერე გადავწყვიტავთ მოგყიდოთ თუ არა და თუ მოგყიდეთ როდესმე მოგიტანენ თუ არა.ახლა რომ რაღაც სასწაული ფორმით ცდილობენ პროდუქციის გაყიდვას.

 

მოკლედ სრული გაუგებრობა და დომხალი სუფევს. არადა თუ დაინტერესება არის კლიენტების მხრიდან და ხალხი მზადაა გადაიხადოს მომსახურების საფასური პრობლემა რაშია ვერ ვხვდები. რააუცილებელია მაგალითად თბილისში მდებარე მაღაზიამ ზესტაფონში ან თეთრიწყაროში გახსნას ფილიალი თუ კლიენტი ონლაინ შეძლებს პროდუქციის შეძენას. და მიწოდების საფასურსაც თვითონ გადაიხდის.

 

და კიდევ სრულიად ონლაინ ვერსია მაღაზია რომ არაგვაქვს ძალიან მიკვირს. შეგიძლია გახსნა მაღაზია პირობითად სოფელ ლილოში ან წალკაში და გაყიდო მთელ საქართველოში. ვისაც რაღაც მიზეზის გამო მოსვლა დასჭირდება ეს მისი პრობლემა იქნება და გამოსავალსაც თვითონ გამონახავს.

 

კიდევ ძალიან მაინტერესებს თუ გიყიდიათ სანადირო ინვენტარი ონლიან. გაუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება და პრობლემებიც