Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

ღვინკა

ღვინკა

წევრი 28 Dec 2015
გასული ბოლო აქტიურობა Jul 19 2018 05:30 AM
-----

აკიტა-ინუ

28 July 2017 - 01:41 PM

იაპონურ ძაღლებს შორის უმსხვილესი აკიტა ოდესღაც ძაღლების ბრძოლისთვის იქნა გამოყვანილი. როდესაც სპორტის ამ სახეობამ პოპულარობა დაკარგა, მისი გამოყენება ნადირობისას დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ 1930-იან წლებში აკიტების რაოდენობა შემცირდა და ჯიში პრაქტიკულად ამოწყდა, იაპონური ჯიშების გადარჩენის საზოგადოების ჩამოყალიბების შემდეგ, ამ ჯიშის გადარჩენა უზრუნველყოფილია. იაპონური ჯიშების კლასიფიკაცია ზომის მიხედვით ხდება — დიდი (აკიტა), საშუალო (შიკა) და პატარა (შიბა). მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშუალო ზომის მრავალი ჯიში, დიდი მხოლოდ ერთია — აკიტა. ეს ლამაზი მედიდური მანერების მქონე ძაღლი წარმოშობით კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ პროვინცია აკიტადანაა. უმეტესობას გაწონასწორებული ხასიათი აქვს, თუმცა ზოგიერთის მორჯულება ძალიან ძნელია.

აკიტას არ სჩვევია საკუთარი ემოციების ღიად გამოხატვა, ახასიათებს თავშეკავებულობა, ამიტომ მათი გაწვრთნა დამღლელია. სხვა ჯიშებთან შედარებით აკიტას უყვარს ძაღლების ჩხუბის გამოწვევა. კარგად გაწვრთნილი აკიტა შესანიშნავი კომპანიონი და მოდარაჯეა. აკიტა ძნელად ეგუება სხვა ძაღლებს და ბავშვებს, კარგად იტანს სიცივეს, ბეწვი უხეში აქვს და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ბალნის შეფერილობა მრავალნაირია. ყურები მცირე ზომისაა, მკვრივი, სამკუთხა. საკმაოდ პატარა თვალები მუქი-ყავისფერია, მაგარი, ძლიერი კუდი ზურგისკენაა გადახრილი.

ლეგიონის ტურნირი 7D თამაშებში!!!!!!! აბა წავიდა ომობანაა :)

10 December 2016 - 05:34 PM

ლეგიონო! როდესაც ბავშვები წავიყვანეთ ისთფოინთში 2 საათიანი სეანსი იყო და ამასობაში ჩვენც ვნახეთ გასართობი :) ძალიან რეალური და ექსტრემალური :) მომივიდა ერთი აზრი და დიდი მაგისტრიც დამეთანხმა ;) მოვაწყოთ ტურნირი თამაშებში. ძალიან მაგრად გავერთობით :) გამარჯვებული დასაჩუქრდება ხოლო დამარცხებულებს დამამშვიდებელ ვახშამზე ვანუგეშებთ ;)... ეს ყველაფერი ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე!!! აბა წავიდაააა!!!!

 

 

 

1. ღვინკა

2. გუგი

3. 

4

5

6

7

8

9


14/05/2016. მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისადმი მიძღვნილი დღე.

16 May 2016 - 03:34 PM

მოგესალმებით მეგობრებო, მოგეხსენებათ რომ ამა წლის 14 მაისს მონადირეთა ლეგიონმა ერთი ლამაზი დღე აჩუქა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს. იმდენად დიდი ემოციები იყო რომ სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელი იქნება. პირველ რიგში მიდა თითოეულ თქვენთაგანს მოგიხადოდთ დიდი მადლობა ვინც პატარა წვლილი შეიტანეთ ამ დღის მოსაწყობად. დიდი მადლობა ჯინოს ადმინისტრაციას, ტელევიზია იბერიას და ანსამბლ ქართულ ხმებს! რაც შეეხება დღის მსვლელობას ავტვირთავ მასალებს და თავად იხილავთ ;)


მეტი პოზიტივი! მეტი აქტიურობა ;)

28 April 2016 - 11:39 PM

იაქტიურეთ საძმო ;) იდეები, ახალი აზრები, ბევრი კარგი საქმე და რაც მთავარია ერთმანეთის ჩახუტება და პატივისცემა ;).ეს თემა ამისთვის გაიხსნა. ისედაც რაც ჩვენი ოჯახის ყოველდღიურობა და ლეგიონის ტრადიციებია. რაც ქართულია  და ჩვენია. თქვენი იმედი მაქვს!

 შემოგევლეთ !


გაცვლა

06 April 2016 - 04:44 PM

TT გაცვლა მინდა. მოსინი თუ იქნება მთლად კაი