Jump to content

სანდრო ტურაშვილი

სანდრო ტურაშვილი

წევრი 09 Mar 2015
გასული ბოლო აქტიურობა Aug 14 2018 03:07 PM

გამოუცდელი ტურაშვილი გამოცდილი ტურების წინააღმდეგ!!!

07 November 2016 - 10:37 PM

მოგესალმებით ,მეგობრებო.

ეს რეპორტი ჩემთვის პირველია და იმედია ძალიან მკაცრები არ იქნებით.   შენიშვნებს   და სურვილებსაც რა თქმა უნდა გავითვალისწინებ .  

   მაშ ასე.   რაც შეეხება უშუალოდ გუშინდელ ნადირობას. ე .ი.,, ლეგიონთან ერთად ნადირობა პირველი იყო და მინდა ავღნიშნო რომ, ძალიან მაგარი და დასამახსოვრებელიც,  ჩემთვის.     გარკვეული გარემოებების გამოო, ვერ ვახერხებ ხშირად, ძალიან მაგარ მონადირეებთან და ძალიან მაგარ ხალხთან ერთად ნადირობას, მაგრამ ვფიქრობრომ, ძალიან მალე, გამოსწორდება ეს ყველაფერი და ხშირქდ ვივლი სანადიროთ თქვენთან ერთად..
      ახლა უშუალოდ გადავალ ლეგიონის გასვლაზე მტაცებელზე სანადიროდ. შევიკრიბეთ ბაბუს სახლთან რამდენიმე ლეგიონერი და მე ფორუმის წევრი. მივესალმეთ ერთმანეთს , როგორც წესი და რიგია . ჩავსხედით მანქანაში (ძიას ტრანსპორტს მანქანა პირობითად ქვია თორემ ლულა წინიდან და ტანკია)და ერთად წავედით მთავარი შეკრების ადგილას.

.

00ac5b2ee45f.jpg.

1cce02f5ea24.jpg.
.

400de1ebe09d.jpg.

.   შეკრების ადგილას მოხდა ნადირობის დაგეგმვა, და გავემართეთ ლისის ტბიდან დიდგორის მიმართულებით. გვარიან სიმაღლეზე მოგვიწია ასვლა და ზევიდან ქვევით განლაგდა 16თუ 17 ნომერი. ადგილი  დამაიმედებელი იყო, სადაც უნდა გაგვეკეთებინა სარეკი. ხო და მეც დიდი იმედი მქონდა რომ პირველივე ცდაზე გამიმართლებდა და მგელს თუ არა , ტურას მაინც ავიღებდი. თან ამას დიდი ნერვიულობაც ახლდა ჩემის მხრიდან , რადგან პირველად ვიყავი სარეკში და , სიმართლე გითხრათ ახლოს არც ტურა მყავს ნანახი და არც მგელი. ხო და ვღელავდი,მეშინოდა არ შემშლოდა რამე და ეს შესანიშნავი დღე არ გამეფუჭებინაა. პირველი სარეკი შედგა, გამოიხშირა 3 ტურა . ჩემ ნომერში სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა, მაგრამ რომც გამოსულიყო ვერ ვესროდი, რადგან ქვემოდან, ტყიდან ლაპარაკის ხმა გავიგეთ მე და რამოდენიმე კაცმა. სავარაუდოთ მწყემსები, იყვნენ.
პირველი სარეკი დამთავრდა და გადაწყდა რომ, გაკეთებულიყო მეორე სარეკიც. მე ისეთი მონდომებული ვიყავი , ,მესამეზეც არ ვიტყოდი უარს.
მეორე სარეკშიც არ გამიმართლა ., იყო რამდენიმე გასროლა მეორე ნომრიდან, მაგრამ მგელი არც ამ ჯერზე მოიკლა. ჩვენთვის , მგელზე ნადირობა უშედეგოდ დასრულდა , მაგრამ ნადირობის ორგანიზატორებმა გვამცნეს რომ ვინაიდან ლიცენზია გაცემულია , მაშასადამე ნადირობებიც გაგრძელდება სანამ მგელი არ გამოიხშირება.

ასე და ამგვარად გასრულდა ჩემთვის ეს დღე. დღე როდესაც პირველად მომიწია ლეგიონერებთან ერთად მტაცებელზე გასვლა. ვინაიდან სამსახურებრივი სიტუაცია არ მიწყობდა ხელს ამიტომ ტრადიციულმეორე განყოფილებაზე სამწუხაროდ ვერ დავრჩი. როგორც გავიგე - ფანტასტიური დროუტარებიათ ბიჭებს.იმედია უახლოეს მომავალში, მეცშემოგიერთდებით. დიდიმადლობა ყველასდა იმედია მალე , ცნობილი ფრანგი მეზღაპრის შარლპეროს,"წითელქუდას" სიუჟეტს სცენარის მიხედვით მივყვებით. იქ კი ცალსახადწერია რომმონადირეებმა მგელი მოინადირეს და ზღაპარიც ბედნიერად დამთავრდა. აქ ერთადერთი სხვაობაა რომ მგელი ქართული ჯიშისაა და შესაბამისად უფრო გოთვერანი . მაგრამ ეს მხოლოდ დროის ამბავია , მაგ უბედურს განაჩენი უკვე გამოუტანეს .
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და იმედი მაქვს მალე კიდევ გავალთ სანადიროთ.


კავკასიური {როჭო}

21 July 2015 - 09:54 PM

 pre_1437501167__rocho3.jpg                                                                                                               როჭო (Lyrurus), ფრინველთა გვარი ქათმისნაირთა რიგისა. აერთიანებს 2 სახეობას: ჩვეულებრივი როჭო (Lyrurus tetrix), რომელიც გავრცელებულია ევროპასა და აზიის ტყისა და ტყე-ველის ზონებში და კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), რომელიც ბინადრობს დიდი და მცირე კავკასიონის მთიანეთში. გავრცელებულია მთავარი კავკასიონის ქედსა და მცირე

 კავკასიონის ალპურ ველებზე ზღვის დონიდან 1500-3000 მ-მდე. ზამთარში ტყეს აფარებს თავს.

 

მამალი კავკასიური როჭო შავია, კიდურა საჭის ბუმბული ქვემოთ აქვს მოხრილი. დედალი ჭრელია. ბუდეს მიწაზე იკეთებს. დებს 2-10 კვერცხს. იკვებება თესლით, კენკრით, ხილით, ნორჩი ყლორტებითა და ფოთლებით, ჭიებით, ლოკოკინებით. კავკასიური როჭო ჩვენი ფაუნის ძვირფასი წარმომადგენელია და მას ყველგან იცავენ. შეტანილია საქართველოს "წითელ წიგნში".   ეს ფრინველი როგორც  ცალკე სახეობა მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 1875 წელს. მანამდე კი მეცნიერები მას ევროპულ შავ როჭოდ მიიჩნევდნენ. მას შემდეგ, რაც პოლონელი გადამდგარი ოფიცერი მლოკოსევიჩი ჩამოსახლებული იქნა საქართველოში მეფის რუსეთის დროს და მუშაობა დაიწყო ლაგოდეხის ნაკრძალში მეტყევედ, მისმა დაკვირვებამ და ვარშავის უნივერსიტეტში გაგზავნილმა წერილმა გადაწყვიტა ამ ფრინველის სახელდების ბედი. პოლონელმა ზოოლოგმა, პროფესორმა ტაჩანოვსკიმ ახალ სახეობას მლოკოსევიჩის როჭო უწოდა.

კავკასიური როჭო (Caucasian Black Crouse- tetao mlokosiewiczi) – საშუალო ზომის ტყის ფრინველია,   სხეულის სიგრძე 50 სმ-მდეა. წონა - 600 – 1100 გრამი. მამალი დედალზე დიდია და შეფერილობითაც განსხვავდება. ორწლიანი და მეტი წლის მამალი სრულიად შავია, მხოლოდ იღლიის ბუმბულები აქვს თეთრი, თვალებს ზემოთ კანი (წარბი) კი წითელია. დედალი როჭო კი ჩალისფერია, მუქი მოყავისფრო განივი წინწკლებით.                                                                                                           pre_1437501044__rocho1.jpg                                                                                                                              როჭოებისათვის დამახასიათებელია აგრეთვე ასაკობრივი დიმორფიზმი. ერთწლიანი მამალი შეფერილობით დედალს ჰგავს, მაგრამ მასთან შედარებით ყავისფერი წინწკლები უფრო წვრილი და ხშირი აქვს. ახალგაზრდა მამალი საბოლოოდ მხოლოდ ზრდასრულობის მიღწევისას, მესამე წელს იფარება შავი ბუმბულით.მამალს გრძელი და ლამაზი კუდი აქვს, რომელიც ბოლოში ორად არის გაყოფილი და ქვემოთაა დახრილი. საქართველოში ბინადრობს როგორც დიდ, ისე მცირე კავკასიონზე. გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე უმთაფრესად დეკით დაფარულ ფერდობებზე. ასევე მეჩხერ არყნარი ტყისა და სუბალპური ზონის საზღვარზე. დებს 10 კვერცხს და ჩეკს 6–7 წიწილას.

გავრცელება: საქართველოში როჭო როგორც დიდ ისე მცირე კავკასიონზე გვხვდება. დიდ კავკასიონზე როჭო შეიძლება ვნახოთ აფხაზეთის მთებში, სვანეთში,რაჭა-ლეჩხუმში,სამაჩაბლოს მთიანეთში, ხევში, მთიულეთში, ხევსურეთში, თუშეთში და კახეთის კავკასიონზე. მცირე კავკასიონზე კი თრიალეთის, მესხეთის, ერუშეთის, შავშეთის და არსიანის ქედებზე.საქართველოს გარეთ როჭო ჩრდილო კავკასიაში დიდი კავკასიონის ქედის გაყოლებით ბინადრობს, აზერბაიჯანის დიდ და მცირე კავკასიონის ქედებზე, სომხეთში ზანგიზურის, მეღრის ქედებზე, თურქეთში შავი ზღვის ქედზე და მიმდებარე მთებში და ირანის უკიდურეს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში.

შეტანილია IUCN წითელ ნუსხაში. ამ ფრინველისთვის ძირითად პრობლემებს მისი ადგილსამყოფელის შემცირება, დეგრადირება და ფრაგმენტაცია წარმოადგენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრაკონიერობა და ადამიანის მხრიდან შევიწროვების ფაქტორი.

 

ტყის ქათამი, ვალდშნეპი...

23 March 2015 - 02:49 PM

pre_1427107180__eurasianwoodcock_1.jpghunters.ge                                                                                            ტყის ქათამი, ვალდშნეპი - ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე34-38 სმ, მასა - 270-350 აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას, მცირე რაოდენობით ბუდობს, აგრეთვე ზამთრობს. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, შუა და სამხრეთ აზიაში, ამიერკავკასიაში. ბუდობს ნიადაგზე. პოლიგამია ანუ, ბუდეს დედალი აწყობს, მამლის მონაწილეობის გარეშე. ბუდე, როგორც წესი, მოთავსებული ხშირი ტბის მიყრუებულ უბნებში და ამოფენილია ხმელი ბარალით. 4 კვერცხს დებს აპრილის პირველ ნახევარში, კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 22-24 დღემდე გრძელდება. ტყის ქათმის მთავარი საკვებია ჭიაყელა. ჭამს აგრეთვე ზრდასრულ მწერებსაც, პატარა პეპლებს, ხოჭოებს და სხვა, იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებით და კენკრითაც.


საშემოდგომო მიგრაციას ეს ფრინველი სექტემბრიდან იწყებს. გადაფრენის დასაწყისი ჩრდილოეთში ყინვების დადგომასთანაა დაკავშჲრებული. ამ დროს ფრინველები გროვდებიან და გამოსაზამთრებელი ადგილებისაკენ იღებენ გეზს.

გაზაფხულზე ტყის ქათამი ჩვენში მასობრივად მარტის შუა რიცხვებში მოფრინავს. ინტენსიური გადაფრენა გარკვეული პაუზბით დაახლოებით ერთ თვეს გრძელდება. აპრილის მეორე ნახევარში მისი რაოდენობა მკვეთრად კლებულობს და თვის ბოლოსათვის ერთეულების ნახვა შეიძლება.



შემოდგმით ვალდშნეპი ჩვენთან  ოქტომბრის მეორე ნახევარში ჩნდება. არის წლები როდესაც ჯერ ერთეულებს ვხვდებით, ხან მცირე ჯგუფების სახით, ხანაც თავიდანვე საკმაოდ მასობრივად. ეს ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და არა იმდენა ჩვენძე, რამდენადაც იმ ადგილებში ამინდის მდგომარეობაზე, საიდანაც ეს ფრინველი მოფრინავს. საქართველოს ფარლებში ტყის ქათამი საკმაო რაოდენობით ზამტრობს კიდეც, ძირითადად დასავლეთ საქართველოში. შედარებით თბილ ზამთარში აღმოსავლეთ საქართველოშიც შეინიშნება მოზამთრე ფრინველები - უფრო მდინარისპირა ჭალებში და ტყიანი ბორცვებისა და დაბალი მთების სამხრეთ კალთებზე.                                                                                                                                                                                                                                           pre_1427107453__tyis_qatami_monadirecom.                                                                                                                                  როგორც ვიცით ვალდშნეპი ტყის ფრინველია და ამიტომაც ის დამალული ცხოვრების სტილს ეწევა და მისი მონახვა საკმაო სირთულეს წარმოადგენს, სწორედ ამ მიზეზით მასზე ნადირობა ძალიან აზარტულია და ითვლება ერთ–ერთ ყველაზე რთულ ნადირობად ფრინველებში, ის ირჩევს გაუვალ ადგილებს და ბუჩქნარს (ე.წ. ჯაგებს) დაბურულ ტყის მასივებს, სადაც მთელი დღის მანძილზე იმალება, საღამო პერიოდისთვის აქტიურდება და იწყებს საკვების ძებნას, მოკლე გადარბენებით და გადაფრენებით ის ეძებს საკვებ ადგილებს, საღამოს ხშირად ტყიდან მინდვრისაკენ მოიწევს და დილით პირიქით ისევ ტყეში მიემართება.


ვალდშნეპზე სანადიროდ გამოცდილი ძაღლები დაჰყავთ, რადგან ფრინველი რთული მოსანახია და ასევე მოსაპოვებლადაც მონადირისგან განსაკუთრებულისროლის უნარს მოითხოვს.
როგორც წესი მასზე ნადირობა იწყება ძალიან ადრე, სისხამ დილით, კარგი იქნება თუ სანსადირო ადგილზე გათენებამდე მიხვალთ და საგულდაგულოდ მოემზადებით.

ყველაზე იოლია საღამოს და დილის გადაფრენის დროს ჩასაფრებით(უძაღლოდ) ნადირობა და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს, აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ადგილის შერჩევას ენიჭება. როგორც წესი საღამოს გადმოფრენაზე დგებიან მინდორში, ტყიდან მაქსიმუმ 50 მეტრის მოშორებით, ასევე ტყის ზოლებში, იგულისხმება ადგილები ორ ტყის ზოლს შორის, შუაში პატარა მინდორით.


დილის გადმოფრენა ხდება პირიქით, ფრინველი მინდვრიდან მიიწევს ტყისკენ, ჩვენც შესაბამისად პოზიციას ვიკავებთ ტყის პირზე ან თუ გაშლილი ტყეა ოდნავ შეიძლება შიგნითაც შევიწიოთ.                                                                                                                                                                                                         pre_1427107665__getimage.jpg       უძაღლო მონადირეები გაფაციცებით ელოდებიან გაზაფხულს, რადგანტიხტიხის პერიოდში მაინც შეძლონ მეტ-ნაკლებად შედეგიანი ნადირობა. 

რაც შეეხება ტიხტიხს(დამახასიათებელი სტვენაა) მამალი ფრინველი დილით ადრესრულ და გვიან საღამოს-მზის ჩასვლის შემდეგ დედალთან შესახვედრად ტყის თავზე დაფრინავს დაბალ (20-25 მეტრი) სიმაღლეზე და თავისებური სტვენით ეხმიანება მას. სატიხტიხო ადგილები, როგორც ჩანს, რაღაცით გამორჩეულია, რადგან ფრინველები თითქმის ყოველთვის ერთი იიგივე მარშრუტით სარგებლობენ. მათი საყვარელი ადგილებია: ბალახით ან დაბალი ბუჩქნარით დაფარული ტყეში გაკაფული მცირე ფართობები, უმნიშვნელოდ, ხევებით დაღარული მონაკვეთები, არყის ხის ვიწრო კორომები...
სწორედ ასეთი ადგილები წინასწარ აქვთ ხოლმე შერჩეული მონადირეებს და განაკაფი (გზების) განაპირას ხესთან ან ბუჩქთან დგებიან. მართალია, ამ დროს საგულდაგულო შენიღბვა საჭირო არ არის, მაგრამ მაინ სასურველია, რომ მონადირე ბევრს არ მოძრაობდეს და არ დარბოდეს ერთი ადგილიდან მეორეზე.მშვიდად ცდა სჯობს.


გლუვლულიანი კალაშნიკოვი – Caйга 12

19 March 2015 - 07:58 PM

გლუვლულიანი საიგების ისტორია იწყება 90-ნი წლებიდან, როდესაც კონვერსიის პირობებში იჟევსკში დაიწყეს .410 კალიბრის თოფების გამოშვება. 1993 წელს, როდესაც დაიწყო მათი გაყიდვები პრაქტიკულად ეს იყო პირველი ე.წ. „აკმოიდი“, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა ყოფილი სსრკ-ს მოქალაქეებისათვის და რა გასაკვირია .410 კალიბრის საიგა დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამას ასევე ხელს უწყობდა იარაღის დაბალი ფასი. ის დაახლოებით 150 დოლარიდან იწყებოდა. .410-ს მოყვა 20 და 12 კალიბრის თოფებიც. ჩემი აზრით წონის და კალიბრის მხრივ ყველაზე დაბალანსებული არის ალბათ 20 კალიბრის საიგა – საუკეთესო შუალედური ვარიანტი მძლავრს 12 კალიბრისა და ანემიურ .410-ს შორის. მიუხედავად ამისა ყველაზე პოპულარული არის სწორედაც, რომ 12 კალიბრის მოდელები. .410 კალიბრის თოფები ცნობილია თავისი არასაიმედოობის გამო და იმით, რომ პრაქტიკულად არასდროს ეს თოფები პირდაპირ ყუთიდან არ მუშაობენ ხოლო მათი მოყვანა სამუშაო მდგომარეობამდე არის მთელი ხელოვნება. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ამ იარაღის შექმნაზე, უფრო სწორედ კი AK-ს ადაპტირებაზე .410 კალიბრზე მუშაობდა დაახლოებით ათამდე კონსტრუქტორი, მათ შორის გენადი ნიკონოვი “აბაკანის” შემქმნელი. როგორც რუსულ ანდაზაში იტყვიან: შვიდ ძიძას ცალთვალიანი ბავშვი ყავთ…..                                                                         pre_1426778252__gas-regulator-saiga.jpg                                                                                                დენთის აირების რეგულატორი. პირველი პოზიცია (ციფრი 2) სტანდარტული ვაზნებისთვის, მეორე მდგომარეობა (ციფრი 1) “მაგნუმის” კლასის ვაზნების გამოყენებისთვის არის გათვალისწინებული.

იდეა ავტომატის ერგონომიკის მქონე თოფის შექმნისა ახალი არ არის და საიგა 12-ის კონკურენტები/ანალოგებიც ყავს, მათ შორის: 1) პრაქტიკულად იდენტური რუსული „Вепрь 12“, განსაკუთრებით საინტერესოა სპეციალურად პრაქტიკული სროლისთვის შექმნილი მოდიფიკაცია; 2) იტალიური Franchi SPAS 15 ძალიან კარგი თოფი და ამდენადვე მძიმე, გაბარიტული და რთული კონსტრუქციით; 3) თურქულიAkdal 1919, მაქსიმალურად მიახლოებული AR15-თან, ნელ ნელა იკიდებს ფეხს აშშ-ის ბაზარზე, თუმცა იმისთვის, რომ იარაღი დაყვანილ იქნას ადეკვატურ დონემდე საკმაოდ ბევრი ინვესტიცია არის საჭირო; 4) კორეულიDaewoo USAS12, რომელიც პრაქტიკულად არ გვხვდება სამოქალაქო ბაზარზე.  ყველა ამ იარაღს (გარდა კორეული თოფისა) აერთიანებს მათი მზგავსება კონკრეტულ ავტომატებთან. რას ემზგავსება საიგა 12 და ვეპრ 12 ალბათ არ  საჭიროებს დაკონკრეტებას, მაგრამ მაგალითად SPAS 15 იქმნებოდა, როგორც ქვეითის დამხმარე იარაღი და ამიტომაც მისი ფორმა მაქსიმალურად მიახლოებულია იმ დროს იტალიის არმიის შეიარაღებაში მყოფი Beretta AR70 ტიპის ავტომატებთან. იდეა იყო მარტივი, ის ვინც მომზადებულია და მიჩვეულია გამოიყენოს თავისი ავტომატი ასევე ადვილად აითვისებს იგივე ერგონომიკის მქონე გლუვლულიან თოფს. ეს იტალიური თოფი დიიდხანია აღარ არის წარმოებაში და პრაქტიკულად საკოლექციო იარაღს წარმოადგენს. თურქული თოფი აშკარად წმიდა მარკეტინგული მოსაზრებებიდან გამომდინარე დაემზგავსა AR-15/M16-ს.  გარდა SPAS 15-ისა ყველა ზემოაღნიშნული თოფი იქმნებოდა სამოქალაქო ბაზრისთვის. ასევე არსებობს ნაკრებები, რომელბიც გადაყავთ თოფები ლულის ქვეშა ცილინდრული მჭიდებით – სექტორულ მჭიდებზე. არის თოფები კლასიკური კონსტრუქციის მაგრამ სექტორული მჭიდებით, მაგალითადValtro PM5 და რუსული ИЖ81КМ. თურქეთში კიდე გამოდის უცნაური თოფი Derya Aanakon, რომელსაც აქვს “ყალბი” მჭიდი, დაყენებული წმიდა კოსმეტიკური მიზნებით.  არც ვიცი საერთოდ, რომელ ინჟინერს ასეთი იდეა შეუძლია თავში მოუვიდეს ….

pre_1426778326__saigas.jpg                                                                                        გლუვლულიანი საიგა უამრავ ვარიანტში გამოდის, უცნაური „სვდ“-ს სტილი შესრულებული მოდელები და ბევრად უფრო ადეკვატური და ეფექტური „ტაქტიკური“ მოდელები.

ჩვენ მოგვეცა საშუალება ახლოს გავეცნოთ საიგა 12-ს და შევაფასოთ ის. 

ჩვენი თოფი არის პრაქტიკულად ახალი საიგა 12 მოდელი ს, აღჭურვილი დასაკეცი АК-74М-ის პლასტმასის კონდახით. თოფს აქვს 58სმ სიგრძის ლულა და გათვლილი “მაგნუმის” ტიპის 12 კალიბრის ტყვიაწამალზე. ახალ საიგას კომპლექტში მოყვებოდა ორი მჭიდი – 8 და 5 ვაზნაზე გათვლილი, ცარიელი ზეთის პატარა ბოთლი, რკინის შომპოლი და სამი ლულაზე დასამაგრებელი შევიწროება (ჩოკი, ნახევარ-ჩოკი, და ცილინდრი, ანუ პრაქტიკულად ხუფი, რომელიც იცავს ლულის დაბოლოებას). ასევე ყუთში იდო გასაღები, რომელიც შევიწროების დასაყენებლად გამოიყენება, ინსტრუქცია და თოფის პასპორტი. დათვალიერებისას ეგრევე შეამჩნევთ, რომ იარაღი არის ძალიან უხეშად დამზადებული, რაც ბუნებრივია პრაქტიკულად ნებისმიერი იარაღისთვის, რომელიც რუსეთში გამოდის. ლულის სიგრძე 58 სმ საკმაოდ დიდია და ამ მხრივ საიგა 12 კ 43 სმ-ნი ლულით უფრო მოსახერხებელია თავდაცვის იარაღის როლისთვის, მაგრამ რუსული იარაღის იმპორტი დიდიხანია უკვე პრობლემატური გახდა და ამიტომაც რაც გვაქვს ის უნდა ვიმყოფინოთ.                                                                                                                                               pre_1426778410__p1010537.jpg                                                                        ჩვენი საიგა 12 მოდელი ს, ქვევით Mossberg 590

ვინც ჩემ ბლოგს კითხულობს კარგად იცის რომ გლუვლულიანი თოფები – „პომპები“  მე ძალიან მომწონს და ვაფასსებ. პირველ რიგში მათი სიმარტივის, ეფექტურობის და საიმედოობის გამო ყველა ტიპის ვაზნასთან. მომწონს, რომ სწრაფად შესაძლებელია ვაზნის ტიპის გამოცვლა თუ სიტუაცია ამას მოითხოვს. ასევე მომწონს, რომ ძალიან ადვილია ასეთი თოფების მჭიდის შევსება უბრალოდ ვაზნების დამატებით, ყოველგვარი რთული მანიპულაციების გარეშე, ამავე დროს რაც არ უნდა მოხდეს თოფი მზადაა სროლისთვის, მაშინ როდესაც თოფი სექტორული მოსახსნელი მჭიდით გადატენვის პროცესში პრაქტიკულად ცარიელია და არასაბრძოლო მდგომარეობაში იმყოფება. გარკვეული ვარჯიშის შემდეგ სწრაფი სროლის განხორციელება კლასიკური სქემის თოფიდან შესაძლებელია, როდესაც მჭიდი ბოლომდე დაცლილია და შესაძლებელია ვაზნების ხელით, პირდაპირ სავაზნეში მიწოდება. ამ მხრივ საიგა 12 ძალიან ზღუდავს მსროლელს იმიტომ, რომ  სწრაფი გადატენვა (speed reload), ვაზნის ტიპის გამოცვლა, მჭიდის შევსება, ყველაფერი ის, რაც ასე ვთქვათ ქმნის კარგ ტაქტიკურ თოფს საიგა 12-ში გამორიცხულია. ამ მხრივ მაგალითად იტალიური ბენელის ნახევრად ავტომატური ტაქტიკური თოფები, რომლებიც „ხვდებიან“ როდის მსროლელი ხსნის საკეტს ხელით და როდის საკეტი იხსნება გასროლის შემდეგ ამ მხრივ არიან გაცილებით უფრო წინწაწეული ტაქტიკური თოფები ვიდრე ნებისმიერი საიგა ან ვეპრი. იგივე, როგორც უკვე ავღნიშნე შეიძლება ითქვას ნებისმიერ „პომპაზეც“ საიგასთან შედარებით.  თქვენ იტყვით ალბათ: რა პრობლემაა, შესაძლებელია მჭიდის სწრაფად გამოცვლა, მაგრამ ყველაფერი ასე ადვილად არ არის. საქმე იმაშია, რომ სავსე მჭიდის იარაღზე დამაგრება ძალიან ძნელია და მოუხერხებელია. ზედა ვაზნა ძალიან შორს არის გამოწეული წინ, რის გამოც მჭიდის მოთავსება იარაღში მოითხოვს საკმაოდ რთული უნარჩვევის გამომუშავებას. რაიმე სწრაფ მჭიდის გამოცვლაზე ლაპარაკი ზედმეტია. ყველა ვისაც მე ვთხოვე საიგა 12–ზე მჭიდის გამოცვლა დაყველას მათგან ქონდა გამოცდილება საიგის ხრახნილულიან მოდელებთან, უბრალოდ ვერ შეძლეს მჭიდის გაოცვლა. ზოგს დაჭირდა დეტალური ახსნა, როგორ უნდა მოხდეს გამოცვლა, იმიტომ რომ ამას თვითონ ვერ მიხვდნენ. საერთოდ საიგას კვების სქემა არის ყველაზე სუსტი წერტილი ამ იარაღში. ამ მხრივ კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვავ: საიგა 12, როგორც თავდაცვითი და ტაქტიკური თოფი ბევრად ჩამორჩება „პომპებს“ და ნახევრად-ავტომატეს კლასიკური სქემით. შეიძლება წუწუნი გავაგრძელო და დავამატო, რომ საიგას 8 ვაზნიანი მჭიდები ძალიან დიდებია, 5 ვაზნიანი მჭიდები ასევე გაბარიტულია მაგრამ მათ ტარება გაცილებით უფრო ადვილია. ჩემი აზრით 8 ვაზნიანი მჭიდის მაგივრად ბევრად უფრო მოსახერხებელია ორი 5 ვაზნიანი მჭიდი.                                                                                                                                                                                    pre_1426779304__saiga-12k-040-02-with_co მარჯვნიდან მარცხნივ: საიგა 12–ის 5 ვაზნიანი მჭიდი; 8 ვაზნიანი მჭიდი და Magpul-ის 30 ვაზნიანი AR15-ის მჭიდი. სხვაობა ზომებში და სისქეში კარგად ჩანს. გარდა ამისა ზედა ვაზნა, რომელსაც ქვევიდამ მჭიდის ზამბარა აწვება ხოლო ზევიდან საკეტი, ხშირად დეფორმირდება იარაღში ხანგრძლივი შენახვის დროს.                                  pre_1426779418__345.jpg                                                                                                                                                                    კონდახი ბევრ პრობლემას ქმნის სროლისას, ის არ არის კომფორტული, იმიტომ რომ არ აქრობს უკუცემას არის ვიწრო და მოკლე. რკინის ქუსლი უკვე სრული უაზრობაა.

ასევე დიდი მინუსია დასაკეცი კონდახის კონსტრუქცია. ის საიგა 12-ს ასევე ყოველგვარი ცვლილებების გარეშე ერგო, მის უკანა მხარეს არის ე.წ. “პენალის” ადგილიც, რომელშიც ინახებოდა AK74M-ის საწმენდი კომპლექტი, ჩვენ შემთხვევაში ეს ადგილი ცარიელი იყო. რატომ 90–ნი წლებიდან დღემდე იჟმაშზე არ დაიწყეს თოფებზე ნორმალური კონდახების დაყენება ჩემთვის გაურკვეველია. რუსულ ვეპრებზე, რომელსაც კომპანია “მოლოტი” უშვებს გაცილებით უფრო უკეთესო კონდახები ყენდება. საიგას კონდახი ძალიან მარტივია და საიმედოა, ჩამკეტი დეტალების ფართი ძალიან დიდი, რის გამოც კონდახი საიმედოთ ფიქსირდება და პრაქტიკულად არ გააჩნია „ლუფტები“.  მოკლე საიგაში, მოდელ კ-ში გათვლისწინებულია დამცველი, რომელიც გამორიცხავს სროლას დაკეცილი კონდახით. მაგრამ მიუხედავად მარტივი და საიმედო კონსტრუქციისა  ამავე დროს ის მოკლეა ხოლო მისი რკინის ფირფიტა უკანა მხარეს ხელს არ უწყობს კომფორტულ სროლას. დინამიური ვარჯიშებისას ადრენალინის გამო ტკივილი და დისკომფორტი არ იგრძნობა, მაგრამ მეორე დღეს მხარი არასასიამოვნოდ გახსენებთ საკუთარ თავზე, ხოლო შელურჯება საკმაოდ დიდია.  გამოსავალია რეზინის ამორტიზატორის დაყენება, მაგრამ მაშინ დაკეცილი კონდახის გაშლა პრობლემატრუ ხდება, იმიტომ რომ კონდახის გახსნის ღილაკი მის უკანა მხარეს, ამორტიზატორის ქვეშ ექცევა …..  სუსტი ტანის მსროლელისთვის ასეთი ამორტიზატორი არის აუცილებელი ის ინახავს მსროლელის მხარს და ამავე დროს აგრძელებს კონდახს, რაც გამორიცხავს რესივერის თავსახურის მოხვედრას სახეში, თუ მსროლელი ზედმეტად ახლოს მიიტანს თოფს სახესთან.

ვინც იცნობს კალაშნიკოვის ავტომატებს და მის სამოქალაქო ვერსიებს არ გაუჭირდება საიგა 12–ის დაშლა და გაწმენდა. გასათვალისწინებელია მხოლოდ რომ საკეტი შედგება ორი ნაწილისგან და აწყობისას მათი გასწორება ერთმანეთის მიმართ აუცილებელია, რომ ღარები ორივე დეტალზე, რომელშიც გადის ეჟექტორი ერთმანეთს გაუსწორდნენ. განსხვავდება ცოტათი დენთის აირების სისტემა, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით ეს სხვაობა შეუმჩნეველია.                                                                                                                                                                            pre_1426779544__p1010546.jpg                                                                                                      პისტოლეტის ტარი არის გიგანტური ნაბიჯი წინ, იმ სახელურებთან შედარებით, რომლებიც აყენია ხრახნილ-ლულიან საიგებზე. ის წააგავს ზომაში გადიდებულ H&K Mp5-ის ტარს და ძალიან მოსახერხებელია.

სამწუხაროდ ეს ტარი არის ერთადერთი გაუმჯობესება, რომელიც განასხვავებს საიგა 12-ს მისი პროტოტიპისგან. კალაშნიკოვის ავტომატის დარჩენილი ყველა მინუსი გადმოყვა საიგა 12-საც. ეს არის მოუხერხებელი მცველის კონსტრუქცია, მჭიდის ფიქსაციის სქემა ორ წერტილზე, მოუხერხებელი საკეტის სახელური, მოკლე კონდახი და ცუდი სასხლეტი.

საცდელი სროლების ხორციელდებოდა საველე პირობებში, იარაღი იქნა გაწმენდილი, დაზეთილი.  როგორც ყოველთვის აქცენტი კეთდებოდა „სლაგებით“ და კარტეჩით სროლაზე. ასევე სროლების დროს თოფს არ ეყენა რამე ლულის შევიწროება. თოფმა აჩვენა კარგი დამაკმაყოფილებელი რეზულტატები თავდაცვითი ამუნიციის გამოყენებისას. რაოდენს საოცარი არ უნდა იყოს თოფმა ასევე შეჭამა გადატენილი ვაზნები, რომლებიც უკვე ერთხელ გამოყენებულ მასრებს იყენებდნენ, როგორც მაღალი ასევე დაბალი ცოკოლით. მიუხედავად იმისა, რომ მასრების დიამეტრი აშკარად განსხვავდებოდა და ზოგს დეფორმაციები აღენიშნებოდა, ხოლო უკუცემა იყო სუსტი (28 გრამიანი „ფოსტერის“ ტიპის ტყვიის გამო), საიგამ არც ერთი დაბრკოლება არ განიცადა. აღნიშნულ გადატენილ ვაზნებს ჩვენ ვიყენებთ პრაქტიკისთვის, პომპებიდან სროლებისას და გარკვეულ პრობლემებს საიმედოობასთან ადგილი ქონდა. როგორც ჩანს საიგა 12-ს ასეთი „დიეტა“ მოწონს. მცირე უკუცემის გამო სწრაფი და ზუსტი სროლის წარმოება ძალიან ადვილი იყო. გადატენილი ვაზნების გამოყენება მაინც ვერ იქნება რეკომენდირებული, განსაკუთრებით ნახევრად–ავტომატურ თოფებში და თავდაცვითი მჭიდი ყოველთვის უნდა იყოს გავსებული პრემიუმ კლასის ვაზნებით.  ჩვენ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ საიგა12 საიმედოთ მუშაობს გადატენილ ვაზნებზე, მხოლოდ ნიშნავს იმას რომ პრაქტიკა ამ თოფით ისეთივე იაფი იქნება, როგორც პომპებით, ეს კიდე ძალიან კარგია.                                                                                                                                                                                      pre_1426779672__saiga-12-buck-10m.jpgpre_1426779751__saiga12-buck-25.jpg      pre_1426779814__saiga-12-slug-25m.jpg                                                                         სასიამოვნოა, როდესაც რუსული წარმოების იარაღი მისროლილია ქარხანაში. როგორც წესი ეს ასე არ არის ხოლმე.

ბოლოს როდესაც საიგამ შეჭამა ყველაფერი რაც მას “მივართვით” გახდა საინტერესო, როდის შეწყვიტავდა თოფი მუშაობას. მხოლოდ მას მერე რაც მჭიდში მოთავსდა 24 გრამიანია „სკიტისთვის” განკუთვნილი 7 ნომერი საფანტი და თოფი თავისუფლად დავიჭირეთ ხელში (მხარზე მიბჯენის გარეშე), საიგა 12-მა შეწყვიტა მუშაობა ანუ აღარ ხდებოდა მასრების ექსტრაქცია. იგივე უკვე 36 გრამიანი ვაზნებით სროლისას აღარ გამეორდა. მხარზე მიბჯენით, საიგა მუშაობდა ყველა ტიპის ვაზნით. ორი სესიის და დაახლოებით 80 ვაზნის გასროლის შემდეგ არ დაფიქსირდა არც ერთი დაბრკოლება სროლისას. 7,8,9 ნომერი საფანტი, „სლაგები“, გადატენილი ვაზნები, სხვა და სხვა ტიპის კარტეჩი, ყველა ამ ვაზნებით თოფი უპრობლემოდ მუშაობდა. უკუცემა იყო უმნიშვნელო მაგრამ მოუხერხებელი კონდახი გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა და სროლის კომფორტს ამცირებდა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ თოფი იყო საიმედო იარაღი. ამას ალბათ ასევე ხელს უწყობს ლულის დიდი სიგრძე. რა თქნა უნდა გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში იარაღის წარმოების ხარისხის კონტროლი ძალიან მტკივნეული თემაა, გასაგებია, რომ იქნება დიდი განსხვავებები საიგებს შორის. ეს თითქმის ყოველთვის გარდაუვალია, როდესაც საქმე გვაქვს „ბიუჯეტურ“ იარაღთან და იარაღთან, რომელიც რუსეთში იწყობა.  იქნება კარგი საიგებიც და იქნება ცუდი საიგებიც. ჩვენ/მე ამ შემთხვევაში გაგვიმართლა. მიუხედავად იმისა, რომ  ვაზნების რაოდენობა იყო შეზღუდული და ეს ტესტი ვერ იქნება აკადემიური, ის მაინც გვაძლევს ჩვენ საშუალებას გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები იარაღის პოტენციალზე. ის საიმედოა და იარაღი მისროლილია. ჩათვლაც მიღებულია.                                                                                                  pre_1426779989__stupid-russians.jpg                                                                                               ასეთი რამ არც თუ ისე იშვიათად ხდება: დენთის აირების ნახვრეტები ლულაზე გაბურღულია არასწორედ, რის გამოც მისი დაყენებისას იარაღზე ისინი ნაწილობრივ იკეტებიან, ეს კიდე იწვევს დაბრკოლებებს იარაღის მუშაობაში.

ამერიკულ და რუსულ ფორუმებზე საკმაოდ დიდი და ვრცელი თემებია, რომელიც ეძღვნება სხვა და სხვა პრობლემების მოგავრებას, რომელიც წარმოიშობა 12 კალიბრის საიგების ექსპლუატაციის დროს ან ახალ თოფებში არადამაკმაყოფილებელი ხარისხის კონტროლის გამო. ტრადიციულად ძალიან ბევრი საჩივარია აწყობის ხარისხის მიმართ. სამწუხაროდ და ამას ჩემი პირადი გამოცდილებაც ადასტურებს საბჭოთა და განსაკუთრებით რუსული იარაღის უნიკალური საიმედოობა არის მითი. ანუ იარაღი, როგორც წესი საიმედოა მაგრამ არა იმ დონემდე, როგორც ამას ზოგი თვლის. განსაკუთრებულად ეს ეხება თანამედროვე რუსულ იარაღს. ჩემი პრაქტიკა კი ადასტურებს იმას, რომ ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ რუსული წარმოების იარაღთან ჩნდება. ამ მხრივ დღეს ჩვენ/მე გაგვიმართლა, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული საიგა 12 იდეალურად მუშაობს.

რამოდენიმე დღიანმა მჭიდრო და ახლო ურთიერთობამ საიგა 12–თან არაერთგვაროვანი შთაბეჭდილებები დაგვიტოვა. საიგა12-ის უდაოდ ძლიერი მხარეებია  გამძლე დასაკეცი კონდახი, ოპტიკის სამაგრი,  საიმედოობა, ქრომირებული ლულა და სავაზნე. სისუსტებია: დიდი წონა (ის 3.7 კგ–ს აღწევს), არადამაკმაყოფილებელი ერგონომიკა და გარკვეული ოფციების არ არსებობა, რომლებიც აადვილებენ ასე ვთქვათ მსროლელის ცხოვრებას.  ასეთ კომპლექტაციაში სამწუხაროდ ჩემი აზრით ეს თოფი ბევრად ჩამოუვარდება კლასიკური სქემის თოფებს, რომლებიც უფრო მსუბუქია, მარტივია, უფრო მოსახერხებელია და მეტი ტაქტიკური შესაძლებლობები აქვთ. ასევე ისინი გაცილებით ადვილია მომსახურებაში, უფრო ადვილდ იშლებიან, იწმინდებიან, შესაძლებელია ლულების სწრაფი გამცოვლა. ამავე დროს გამომდინარე იქიდან, რომ თოფმა აჩვენა შესაშური საიმედოობა, მე გამიჭირდება უარყოფითი განაჩენის  გამოტანა. საიმედოობა  იყო, არის და ყოველთვის იქნება ნომერ პირველი პრიორიტეტი. თუ იარაღი საიმედოა და ამავე დროს ზუსტი ის შეიძლება რეკომნდირებულ იქნას როგორც იარაღი, რომელსაც შესაძლებელია ანდო საკუთარი სიცოცხლე ანუ, როოგრც უკვე ვთქვი საიგა 12-მა ნამდვილად გაიარა ტესტირება და მიიღო კიდევაც ჩათვლა. ყველაფერი დანარჩენი პრინციპში შესაძლებელია ნაწილობრივ მაინც გამოსწორდეს მარტივი „ტუნინგით“ და როგორც წესი ასეც ხდება.  ასევე საიგა 12 შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი ადამიანისთვის, რომელსაც აქვს გამოცდილება კალაშნიკოვის ავტომატებთან (მაგალითად დიდიხანი მსახურობდა, კარგად იცნობს AK-ს ტიპის იარაღს)  და სურს შეიძინოს გლუვლულიანი თოფი.  გადართვა ავტომატიდან თოფზე იქნება ძალიან ადვილი და სწრაფი. ასევე დიდია გართობის ფაქტორი, ტაქტიკური თავიდან ბოლომდე საიგა 12 საკმაოდ კარგი გასართობი იარაღია, მხოლოდ როგორც ყველა ნახევრად ავტომატის შემთხვევაში ვაზნების ხარჯი მნიშვნელოვნად გაზრდილია.                                                                                                                                            pre_1426780279__tss116.jpg                                                                                         ძნელია უწოდოთ ამას საიგა. ეს არის საიგის ბაზაზე ხელით აწყობილი სპორტული თოფი განკუთვნილი პრაქტიკული სროლისთვის. სპეციალიზირებული სპორტული იარაღი. სახელური გადმოტანილია მარცხენა მხარეს, შეცვლილია მცველის ფორმა, ასევე გადაკეთებულია მჭიდის ღილაკი. იარაღის ერგონომიკა პრაქტიკულად მთლიანად შეცვლილია.

რა უნდა გაუმჯობესდეს საიგაში? ყველა მოდელზე უნდა დაყენდეს საკეტის შემაკავებელი, რომელიც დაუშვებს  ვაზნის პირდაპირ სავაზნეში ხელით მოთავსებას, ისევე, როგორც გაადვილებს სავსე მჭიდის მიერთებას. უნდა დაგრძელდეს სამიზნე ხაზი. წინა სამიზნე მოწყობილობა უნდა დაყენდეს ლულის ბოლოსკენ. საიგა 12 საკმაოდ გრძელი იარაღია მაგრამ სამიზნე ხაზი ძალიან მოკლე, პრაქტიკულად პისტოლეტის კლასშია. უნდა დაყენდეს მჭიდის “ძაბრი” იმისთვის, რომ გაადვილდეს მჭიდის გამოცვლა. ასეთი მოწყობილობები უკვე ყენდება საიგებზე და იყიდება ცალკე, მაგრამ ყველა რაც მე ვნახე არის პლასტმასის. გამომდინარე იქიდან, რომ დავარდნისას მჭიდი დარტყმას იღებს და გადაცემს მას „ძაბრს“, ჩემი აზრით ეს დეტალი უნდა იყოს ფოლადის და მყარად უნდა იყოს დამაგრებული რესივერზე. უნდა შეიცვალოს საკეტის სახელური,  როგორც ისრაელის Galil-ზე ან საბჭოთა CKC-ზე. ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ერგონომიკას. ის სახელური რაც ეხლა აყენია საიგებზე უბრალოდ სახიფათოა თქვენი ხელის მტევნის ჯანმრთელობისათვის. აუცილებელია უფრო გრძელი, მასიური და ამორტიზატორით აღჭურვილი კონდახის დაყენება. კარგი იქნება თუ კომპლექტში ყველა საიგას ექნება ლულის მუხრუჭი-კომპენსატორი. ყოველლშემთხვევაში ასეთი, რამ სასურველი იქნება საიგა 12-ის თავდცავით და ტაქტიკურ მოდიფიკაციებში სადაც ლულის შევიწროებები აუცილებელი არ არის.                                                                      pre_1426780529__saiga-12.jpgTromix Lead Delivery Systems არის ალბათ ერთ ერთი ყველაზე წინ წასული კომპანია საიგების მოდიფიკაციის ბიზნესში. სურათზე სწორედ მათ მიერ აწყობილი საიგა 12–ია. თუ არ ჩავთვლით 450 დოლარის ღირებულების მჭიდს, ყველა მოდიფიკაცია არის პრაქტიკული და კარგად გააზრებული.

ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია საიგების ტუნინგი, რა დროსაც ამ თოფის ერგონომიკა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ასეთი სამუშაოების შედეგად საიგას ფასი აჭარბებს ათას დოლარს მაგრამ საბოლოო პროდუქტი არის საკმაოდ ეფექტური სისტემა. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი საიგები პერიოდულად ჩნდებიან შეჯიბრებებზე პრაქტიკულ სროლაში, როგორც ჩანს არის ხალხი, რომელსაც უღირს ამ თოფზე მუშაობა და მასში ფულის ინვესტირება. საკმაოდ კარგ რეკლამას უკეთებს ამ თოფებს ცნობილი კომპანია, რომელიც ასევე არის „რეალითი შოუს“ „Sons of Guns” მონაწილე Discovery Channel-ზე, ლაპარაკი მაქვს კომპანია Red Jacket-ზე. ძალიან ბევრ სერიაში სხვა და სხვა პროექტებისთვის ისინი სწორედ საიგებს ირჩევენ.  მე მაინც ვერ ვიტყვი, რომ საიგა 12 არის „ბესტსელერი“ აშშ-ში და ფორუმზე, რომ დასვათ კითხვა, რომელი თოფი იყიდოთ ალბათ არავინ მას არ გირჩევთ მაგრამ საიგა 12–მა იპოვა თავისი ნიშა მსოფლიოში ყველაზე დიდი და მნიშვნელოვან ბაზარზე და ეს ასევე მასზე  დადებითად მეტყველებს.

pre_1426780610__saiga12openclass2.jpg

კიდევ ერთი მოდიფიცირებული სპორტული საიგა 12 სპორტსმენის ხელებში. ყურადღებას იქცევს დაგრძელებული მჭიდი , ორი ლულის მუხრუჭი და მაღლა აწეული კონდახის ხაზი.

 


sks-ის კარაბინი

17 March 2015 - 10:53 PM

კიდევ ერთი ზალიან პოპულარული საქართველოში იარაღის მიმოხილვა.  იმედია ეს ინფორმაცია დაეხმარება იმას ვინც ფიქრობს “რა იყიდოს”.
(შენიშვნა: ინფორმაცია არ არის ჩემი ექსკლუზივი და არის დაფუძნებული ძირითადად ევროპულ და ამერიკულ სკს-ის მოყვარულტა ვებ გვერდებზე განთავსებულ ინფორმაციაზე, მე მხოლოდ ამოვკრიფე ყველაზე საინტერესო ინფორმაცია და ცოტაც ჩემგან დავამატე)pre_1426617062__sks11.jpgკარაბინი სკს-ი

 

კალიბრი – 7.62X39

წონა – 3.89kg

ლულის სიგრძე 520 მმ

სრული სიგრძე 1022 მმ

მჭიდის ტიპი და ტევადობა – შიდა, ფიქსირებული, 10 ვაზნა

უფრო მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ https://world.guns.r...fle/rfl01-r.htm                                                                                                  სრული სახელი: самозарядный карабин симонова образца 1945 года – СКС45 ან უბრალოდ СКС

სკს-ის პირველი ვარიანტები იცდებოდა 1943 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს. კარაბინის დახვეწა გაგრძელდა 1949 წლამდე როდესაც მისი მასიური წარმოება დაიწყო.

ზოგადად რუსული სკს–ები შეიძლება დაიყოს ორ თაობად.  პირველი თაობის კარაბინები გამოდიოდა ტულაში 1945 წლიდან 1951 წლამდე. განსხვავდება მეორე თაობის სკს-გან სწორი ცევიოთი, განსხვავებული ხიშტით, დაკუთხული “გაზოოტვოდით” და რაც მთავარია ნემსა აღჭურვლი იყო ზამბარით, რომელიც გამორიცხავდა შემთხვევით გასროლას ინერციის შედეგად. 1951 წლიდან სკს-ი გამოდის ქრომირებული ლულით ხოლო ამავე წლის ბოლოს იცვლება საკეტის დიზაინი. ასევე ზამბარიანი ნემსა 1951 წლიდან აღარ ყენდება სკს-ზე. 1952 წელს მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მოდიფიკაციები, კერძოდ შეიცვალა დამრტყმელ-სასხლეტი მექანიზმი, ხიშტის სამაგრი და “ცელიკი”. 1953 წლიდან 1956 წლამდე არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ განხორცილებეულა. აღდგენილი და რემონტ გავლილი სკს-ები შეიძლება შეიცავდნენ სხვა და სხვა ნაწილებს, რამაც შეიძლება დააბნიოს მყიდველი. რემონტის და აღდგენის მარკირებების ვარიანტები ნაჩვენებია სურათზე. დაგეხმარებათ დაადგინოთ არის თუ არა კარაბინი რემონტ გავლილი.

რომელი ქარხნები უშვებდნენ სკს საბჭოთა კავშირში?
მხოლოდ ორი ქარხანა იყო დაკავებული სკს-ის გამოშვებით, პირველ რიგში ტულა და მეორე რიგში (მხოლოდ ორი წელი იჟევსკი). საქართველოში ლეგალურად იყიდებოდა მხოლოდ საბჭოთა კავშირში გამოშვებული ანუ მხოლოდ ტულაში და იჯევსკში გამოშვებული კარაბინები.  არალეგალურზე მე პირადად არაფერი მსმენია.

არსებობს თუ არა უკრაინული სკს-ი?
არ არსებობს. უკრაინიდან შემოტანლი სკს-ის კარაბინები საბჭოთა კავშირში, ტულას და იჯევსკის გამოშვებულია. ასე რომ არ დაუჯეროთ ზღაპრებს ვითომ და დაბალი ხარსხის უკრაინულ კარაბინებზე. :–)

რომელი ქვეყნები უშვებდნენ სკს-ს საბჭოთა კავშირის გარდა?
სკს-ის კარაბინებს და მისი მოდიფიკაციებს აწარმოებდნენ ასევე ალბანია, ჩინეთი, აღმოსავლეთ გერმანია, ვიეტნამი, ჩრდილო კორეა, რუმინეთი, იუგოსლავია.
ინფრორმაცია იუგოსლავურ სკს-ბზე იხილეთ აქ https://www.yugosks.net(შენიშვნა: საქართველოში ოფიცილურად შემოდიოდა მხოლოდ საბჭოთა კავშირში გამოშვებული სკს-ები). ჩემთვის უცნობია, თუ საქართველოში ვინმეს აქვს “არა საბჭოთა” სკს-ი).
ჩინური სკს–ი დაკუთხული ხიშტით                                                                                                                                                                                                              pre_1426617357__yugoslavian_sks_m59_66.j                               რომელი ვარიანტები იყენებენ AK47/აკმ-ის მჭიდებს?

ქარხნული ვარიანტებიდან ხმოლოდ ჩინური სკს-მ და სკს-დ იყენებენ ასეთი ტიპის მჭიდებს. პატარა კომპანიები აშშ-ში აწარმოებენ კომპლექტებს, რომლებიც იძლევიან საშუალებას გამოყენებულ იქნას აკ-47/აკმ-ის მჭიდები.  ასეთი კომპლექტის დაყენება აანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ადამიანისთვის, რომელიც ცოტას მაინც ერკვევა იარაღში.როგორ გავიგო როდისაა გამოშვებული ჩემი კარაბინი?
საბჭოთა სკს-ზე დამზადების თარიღი არტყია ქარხნის ნიშნის ქვეშ. (იხილე სურათი).იშვიათი შემთხვევა
იშვიათად მაგრამ შესაძლებელია შეგხვდეთ სკს-ი რომელსაც არ არტყია გამოშვების წელი. სავარაუდოთ ასეთ კარაბინებს უშვებდა ტულა 1956 წელს.

 

არის თუ არა განსხვავება აღდგენილ, რემონტგავლილ და ხელუხლებელ სკს-ს შორის?
იმ მასალების საფუძველზე, რომელიც მე მოვიძიე და გამოკითხვების, რომელიც მე  ჩავატარე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა რომ ამას გადამწყვეტი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. ანუ განსხვავება აღდგენილ და ხელუხლებელ სკს-ს შორის პრაქტიკულად არ არსებობს.  და თუ არსებობს მსროლელი მამას მაინც ვერ შეამჩნევს.
სკს-ი არის აღდგენილი თუ:
1. რკინის ნაწილებს მკვეთრი კუთხეების მაგივრად აქვთ დამრგვალებული პირები რაც მეტყველებს იმაზე რომ იარაღს ააცილეს ძველი დაფარვა გააპრიალეს და შემდგომ ხელახლა დაამუშავეს.
2. ლამინირებული “ლოჟა”
3. ხიშტი და საკეტი მუქი ფერისაა. ორიგინალურ რუსულ კარაბინებს მხოლოდ ღია ფერის ხიშტი და საკეტები აქვთ.
4. ასევე იცვლება მარკირებები, თავიდან მატ მკვეთრი ფორმა აქვთ და ეტყობა რომ ის ამოჭრილია რკინაში. თუ მარკირების ნაპირები დამრგვალებულია და არამკვეთრია ესეიგი ფოლადის ნაწილები დამუშავდა აღდგენის დროს და მარკირების სტრუქტურაც შეიცვალა.
5. როგორც წესი აღდგენილ სკს-ებს არტყიათ შესაბამისი ნიშანი, რომელიც მიუთითებს რომ ეს იარაღი აღდგენილი იყო. (იხილე სურათი)

რამდენად ზუსტია სკს-ი
მითი იმის შესახებ რომ საბჭოთა წარნმოების იარაღი არაზუსტია ნაწილობრივ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ ეს არ არის საბჭოთა იარაღის კონსტრუქციიდან გამომდინარე. ორი ძირითადი მიზეზი არის ძალიან პრიმიტიული სამიზნე მოწყობილობები და მაღალი ხარისხის ვაზნების არ არსებობა. კარგი ხარისხის ვაზნებით და კარგად დაყენებული ოპტიკით ან მაღალი ხარსხის ღია (რკინის) სამიზნე მოწყობილობებით სკს-ი ისეთივე ზუსტი შეიძლება იყოს როგორც ნებიმიერი მისი ანალოგი. ასევე გასათვალისწინებელია ისიც თუ რა მდგომარეობაშია კონკრეტული კარაბინი, ვინაიდან მათი წარმოება 50 წლის წინ შეწყდა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ https://www.simonov.net/uberaccur.htm

როგორ და რა სახის ოპტიკა ყენდება სკს-ზე
სკს-ის არც ერთი მოდიფიკაცია არ იყო გათვლილი ოპტიკური სამზინეების გამოსაყენებლად. გამომდინარე მისი კონსტრუქციიდან ოპტიკური სამიზნის დაყენებისას უნდა გაითვალისწინოთ რომ კარაბინი იტენება ზევიდან ხოლო მასრების ექსტრაქციამ შეიძლება დაგიზიანოთ ოპტიკური სამიზნის კორპუსი და ლინზები. ყველაზე მისაღები ვარიანტი არის “სტვოლნი კარობკის” სახურავის შეცვლა, ისეთით რომელზეც უკვე დაყენებულია კრონშტეინი. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია აქhttps://www.simonov.net/mounts.htm აღნიშნული მოდიფიკაცია არ შეცვლის კარაბინის ორიგინალურ მდგომარეობას და ყველაზე იაფი და ადვილია.  გულახდილად ვიტყვი პსო–ს დაყენება სკს–ზე არის მარაზმი.

რომელია სკს-ის ძირითადი მოდელები?
არსებობს სკს-ის სამი ძირითადი სახეობა:
1. ძირითადი კლასიკური), ანუ ხის კონდახი, დასაკეცი ხიშტი და ფიქსირებული მჭიდი. ასეთებია, საბჭოთა წარმოების, ალბანური, რუმნული, ეგვიფტური, ვიეტნამური, ჩრდილო კორეული და ზოგიერთი ჩინური მოდელი.

2. იუგოსლავიური მოდიფიკაცია. ადვილად განსხვავდება ლულაზე დაყენებული მასიური “ნასადკით”, რომელიც გამოიყენება ყუმბარების სატყორცნად.

3. ახალი თაობის ჩინური სკს-ები. მოსახსნელი მჭიდები, შტამპოვკის ფართო გამოყენება და კონდახის სხვა და სხვა ვარიანტები (მონტეკარლო, ორთიოპდიული “სვდ”-ს სტილში და ასე შემდეგ).

არსებობს თუ არა საბჭოთა სკს-ის სანადირო ვარიანტი?

დიახ არსებობს. მისი ადრინდელი სახელია ОП-СКС. ის წარმოადგენს საბრძოლო კარაბინის გადაკეთებულ ვარიანტს და გავლილი აქვს აუცილებელი დეფექტაცია. მისი შემდეგ მოდიფიკაციას ქვია ТОЗ-97 Архар და განსხვავდება პირველი მოდიფიკაციისგან წინასწარ დაყენებული კრონშტეინით და სხვა მცირე კოსმეტიკური ცვლილებებით. ორივე ტიპის კარბინი შემოდიოდა საქართველოში.                                                                                                                                                                                  pre_1426617685__rygie20.png                                                                                                       სურათზეა ТОЗ-97 Архар

 

სანადირო სკს-ებს ძირითადად უშვებს ვიატსკიე პოლიანებში განლაგებული და  კარგად ცნობილი ქარხანა “მოლოტი” (მოლოტის ყველაზე ცნობილი პროდუქციაა ვეპრის სერიის სანადირო შაშხანები და კარაბინები). აღსანიშნავია, რომ სანადირო სკს–ებს აქვს ხელოვნურად შემცირებული თვისებები, კონკრეტულად შეცვლილი აქვს საბრძოლო უპორების გეომეტრია რის გამოც სანადირო კარაბინს აქვს ნაკლები ენერგია და შესაბამისად ბალისტიკით ის ჩამორჩება “ორიგინალურ” სკს–ებს.

რითი განსხვავდება სანადირო სკს-ი საბრძოლო ვარიანტისგან?

განსხვავებები შემდეგია:
1. გაუმჯობესებული ფორმის “ლოჟა”
2. ფოსფატირებული ფოლადის ნაწილები
3. ლულაში ჩარტყმული სპეციალური შტიფტი (ტოვებს ბალისტიკურ მეტკას ყოველ გასროლილ ტყვიაზე)
4. მოხსნილი აქვს ხიშტი
5. ბოლო მოდიფიკაციებს ქარხანაში უყენდებათ კრონშტეინი ოპტიკური სამიზნისთვის.
6. ხის დეტალები იფარება ახალი ლაკით
7. ყველა კარაბინი გადის გადაკეტებამდე აუცილებელ შემოწმებას ხოლო გადაკეთების მერე უკეთდებათ მისროლა.

როდის ისვრის სკს-ი ჯერებით?
ნებისმიერი ნახევრად ავტომატურ სისტემას შეუძლია შეემთხვას აღნიშნული პრობლემა. სკს-ის შემთხვევაში ამას აქვს ორი მიზეზი. ნემსა სკს-ში არ არის დამაგრებული ზამბარით და თავისუფლად მოძრაობს საკეტის შიგნით. იმ შემთვევაში თუ არხი რაშიც მოძრაობს ნემსა მეტისმეტად დაბინძურებულია და/ან სავსეა ტაოტით ან ზეთით, ამან შეიძლება გამოიწვიოს ნემსას გაჭედვა “ღია” ანუ გამოშვერილ მდგომარეობაში რაც საკეტის ჩაკეტვისას იწვევს ნემსას კონტაქტს ვაზნასთან,  აღნიშნული  დიდი ალბათობით გამოიწვევს ორმაგ ან ჯერებით სროლას. ასევე აღნიშნული პრობლემა შეიძლება წარმოქმნას კომრციული ვაზნების გამოყენებამ. კაფსული ასეთ ვაზნებში არის ძალიან რბილი და გარეთ გამოშვერილი, ინერციის ძალა შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს კაფსულის გახეთქვისთვის რაც ასევე გამოიწვევს ორმაგ გასროლას ან ჯერებით სროლას. მეორე სცენარი გაცილებით უფრო სახიფათოა, ვინაიდან კაფუსლი შეიძლებ გასკდეს უფრო ადრე ვიდრე საკეტი მთლიანად ჩაიკეტება, რაც გამოიწვევს ვაზნის დეტონაციას და ყველა აქედან გამომდინარე ნეგატიურ შედეგს.                                                                                                             შესაძლო პრობლემები სკს-ის დამრტყმელ სასხლეტ მექანიზმთან

სკს-ს გააჩნია საკმაოდ მარტივი და საიმედო დამრტყმელ-სასხლეტი მექანიმზი. მისი დიზაინიდან გამომდინარე შესაძლებელია ცვეთის ან არასწორი მომსახურების გამო, დაცემისას აბ შერყევისას დამტყმელი გამოთავისუფლდეს და გამოიწვიოს გასროლა. იმისთვის რომ შემოწმდეს დამრტყმელის საიმედო მოდება გამშვებ დეტალტან (спусковой рычаг) უნდა ჩაატაროთ შემდეგი ტესტი:1. დამოწმდეთ რომ კარაბინში არ არის ვაზნები
2. გაზსნათ საკეტი
3. მოხსნენით სახურავი, ზამბარა და ამოიღეთ საკეტი
4. დააჭირეთ სასხლეტს და დააკვირდით დამრტყმელის მოძრაობას მისი გაშვების მომენტამდე
თუ დამრტყმელი მოძრაობს წინ, მაშინ მას ნეგატიური კავშირი აქვს, თუ არ იძვრის ნეიტრალური თუ მოძრაობს უკან – პოზიტიური. პოზიტიური კავშირი საუკეთესო ვარიანტია, ვინაიდან დამრტყმელი ყოველთვის დარჩება თავის ადგილზე სანამ გამშვები დეტალი მას არ გაათავისუფლებს. ყოველივე ეს არ ნიშნავს, რომ პირველი ორი ვარინტი სახიფათოა, უმეტეს შემთხვევაში დამრტყმელი მაინც საიმედოთ არის ჩაკეტილი. ამ დეტალების პოლირება, ან გადაკეთება ზრდის შემთხვევითი გასროლის ალბათობას.

 

სკს-ის მუშკის რეგულირება
კარაბინის მუშკის გადაადგლება 1 მმ იწვევს სტპ-ს (средняя точка попадания) გადაადგილებას 21 სმ 100 მეტრზე ხოლო მუშკის ერთი სრული ბრუნი იწვევს სტპ-ს ვერტიკალურ სიბრტყეში გადაადგილებას 16 სმ.

სკს-ის არჩევა
სკს-ს რაიმე სუსტი წერტილი არ გააჩნია და განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს. სტანდარტული პროცედურები იქნება სავსებით საკმარისი.
ლულის შემოწმება. შემოწმება ჟანგზე. “გაზოოტვოდის” მდგომარეობა. ლუფტები. ლოჟეს შემოწნება, აქვს თუ არა ბზარები ან დაჟეჟილობები. როგორც წესი სკს-ი, რომელიც ვიზუალურად კარგად გამოიყურება შიგნიდანაც ანალოგიურ მდგომარეობაშია (ლაპარაკია ნზ-ს იარაღზე)
ლინკებიინგლისურენოვანი 1. https://www.simonov....information.htm
2. https://www.pistolcraft.com/sks/ (ინსტრუქცია)
3. https://www.victorinc.com/SKS-FAQ.html (პოპულარული შეკითხვები სკს-თან დაკავშირებით)
4. https://will.mylanders.com/shot/sks/ (სკს-ის დაშლა)
5. https://www.youtube....h?v=W2Xck4WtlZc (სკს-ის დაშლისვიდეო)
6. https://www.youtube....h?v=W2Xck4WtlZc (სკს-ის დაშლა, სამოყვარულო ვიდეო)

 

რუსულენოვანი

1. https://www.sniper.n.../manual_sks.zip (наствление по стрелковому делу)
2. https://www.sniper.n..._sks_remont.zip (руководство по ремонт)
3. https://www.sniper.n.../manual_sks.php (паспорт охотничьего карабина СКС)

მარკირებები
აქ მე შეძლების და გვარად გავაერთიანე ინტერნეტში მოპოვებული სხვა და სხვა მარკირებების სურათები, რომლებიც დაგეხმარებათ წაიკითხოთ ისინი და გაერკვიოთ თქვენი კარაბინის წარმომავლობაში და მის ისტორიაში.
საბჭოტა სკს–ების მარკირებები                                                                                                                                                                                                                 pre_1426618230__1949reccover_1.jpgpre_1426618320__tula1953b.jpg