Jump to content

iverichi

iverichi

წევრი 04 Mar 2015
გასული ბოლო აქტიურობა დღეს, 05:50
-----

40 კაცი ერთ მინდორში :D ანუ დედა აგი რაია

17 August 2017 - 10:59 AM

აბა რას იტყვით მეგობრებო :)  

 

40 კაცი- ს ერთ სიმბოლურ ჩავლაზე და მერე გუნდებათ დაყოფაზე ! 

 

აქ გამოთქვით თქვენი აზრები რას და როგორ ვიზამთ ან დამეთანხმეთ ან არ დამეთანხმოთ 


ნანატრი რეპორტი ... დმანისი- მანეულ მწყერ-ქედან ფართი

29 October 2016 - 08:49 PM

მოკლედ როგორც იქნა ვაკეტებ რეპორტს (დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის) 

 

ერთ ერთ მზიან ოქტომბრის კვირა დღეს კერძოდ 02/10/2016 წელს მოვახდინეთ მობილიზება ახალგაზრდა ფლანგმა , მე ჩემმა ტყუპისცალიკმა და მეტეორამ ... 

მრავალწერტილის ადგილას ჩვენი ძმა და მეგობარი ღრმადპატივცემული ვეკუა ბურგო (ბურგო ეს მისი იტალიური ფსევდონიმია) 

 

კერძოდ გავეშურეთ დმანისის მინდვრების დასაზვერად , პერელიოტის მწყრის მოლოდინით ... ადგილმდებარეობა მეგობრებმა მიგვასწავლეს და ჩვენც დანიშნულების ადგილას მივედით . აბა დილას გახურდა მუხლები და ვაზნები ... დიდი ხნის სიარულის შემდეგ პირველი მწყერი ივერიჩი (მიშოს )  ანგარიშზე იყო და შესაბამისად გულები გაგვინათდა ე ბიჯო არიქა მემგონი პერელიოტიაოოო აღმოხდა მეტეორას ... 

 

თუმცა ბევრი ვიბოდიალეთ და მხოლოდ რამოდენიმე მწყერუკა მოვინადირეთ ... ჯამში ავირეთ დმანისის მინდვრებში 10 ცალამდე მწყერი ... შუადღის სწორს ცოტა შევისვენეთ და წავიხემსეთ .... 

 

 

აქ უკვე მეტეორას სახეზე ეწერა რომ უკმაყპფილო იყო და ყველა ერთად გადავწყვიტეთ მარნეულისკენ გვეცადა ბედი ... 

 

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით ტამარისის (მანტისას ლეგენდარულ მინდვრებს) , აქ დიდი მოლოდინი გვქონდა თუმცა უშედეგო ... 

 

უცებ ვეკუა ბურგო დაიკარგა სადღაც ბოსტანში გადაუხვია და დიდი გოგრა მოინადირა ... ამის შემდეგ მხოლოდ კონკის ზღაპარი გვახსენდებოდა და ნადირობის პროცესიც ჩაიშალა , აქვე მეტოც გამოჩნდა გოგრით (მოგეხსენებათ წვრილშვილის მამაა) 

 

ასე და ამგვარად ჯამში ავიღეთ 10 მწყერი 2 გოგრა და აღმოვაჩინეთ კონკია 

 

ესეც დაპირებული სურათები 

1c88e80c9ebe.jpg

 

242b643b3f56.jpg

 

9d935e10071e.jpg

 

6361eddddcbb.jpg


2016 ქათამი 10 კილომეტრში :D

19 October 2016 - 07:49 PM

იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა 

 

 

ხოდა ბაბუმ საიტზედაწერა : აბა ფარადაშვილებთან ციკანი იკვლება და წამომსვლელები შეგვეხმიანეთო :) ხოდა მეც არ დავაყოვნე , დავრეკე  და ჩავედი  ))) ხოდა სუფრასთან უცებ დაიგეგმა ქათამზე ხოარ გავსულიყავითო ,:) მოკლედ კაი გვარიანად გამოვთვერით, დამოლაპარაკებული შემადგენლობიდან მე მიშო რამაზი და ვეკუა გავედით დილით:) ბაბუმ და მიშამ კარგად გამოიზინეს:) " ხო სამწუხაროდ ისეთი ნავამი მოვედი აქ ვერ დავაანონსე გასვლა ბიჭებო და ბოდიშს ვიხდი ნუ ადგილები არ იყო ჩემ მანქანაში მაგრამ მაინც უნდა დამეწერა :)))) უბრალოდ ისეთი ნასვამი ვიყავი არ გამახსენდა ნამდვილად და ბოდიში"  :D მოკლედ დმანისთან ვიყავით ალპურში :D  ბოლნისიდან მოყოლებული ბატონი რამაზი მეუბნებოდა აი 10 კილომეტრი დარჩამო და:D  დმანისიდან 50 კილომეტრში გავჩერდით :D :D :D :D  მოკლედ როგორც იქნა ის 10 -კილომეტრიანი 50 ათი კილომეტრი გავიარეთ და :D  ტყესთან გავჩერდით  ავეწყეთ და დავიწყეთ ნადირობა :)  ჩვენს გარდა კიდევ ერთი მანქანა ნადირობდა :))  და საერთო ჟამში 12 ქათამი ვნახეთ 

 

 


მარნეული 2016 გასეირნება ჰჰააა ღალღაზე :)

12 September 2016 - 09:25 PM

მოკლედ მეგობრებო შაბათს ვაპირებდი გასეირნებას მწყერზე, უცებ სამსახურიდან დამირეკეს და სად მიდიხარ რა ნადირობა გადაღება გაქ ხვალეო :)

ბევრი ვიტირე ვიწუწუნე და საბოლოო ჯამში შაბათს თოფის ნაცვლად კამერა მეჭირა ხელში :D
 
სამაგიეროდ კვირას გამთენიას გავედით პატარა შემადგენლობით თქვენი მონა და მორჩილი თავისი საყვარელი ტყუპის ცალით ურთ :) 

ბატონი რამაზი , კარგი კაცი ჯაბა  და ჯაბას ბიძა   :)
 
მოკლედ ბაბუსგან ინფორმაცია გვქონდა გორისკენ მწყერი არისო და მთელი შემართებით ვემზადებოდი ნადარბაზევისკენ წავსულიყავი :)  

ამ კაი კაცის ბიძამ აიტეხა მარნეულში არის მწყერი ოხრადო, ხოდა მომერიდა უფროს კაცს ვეგარ შევეწინააღმდეგე და ასე აგმოვჩნდით მარნეულში :((

 მოკლედ ნადირობა არ გამოვიდა საბოლოო ჟამში მთლად ცუდი,

 ბუბუმ კარგად იმუშავა და ეგ მახარებდა :D  მწყერი აღარ მაინტერესებდა " უფრო სწორად რაოდენობა "  ასე იყო თუ ისე  14 მწყერი და  5 ღალღა შევიხვედრეთ :)  და წამოვედით სახლში


ჟრუნი აბა თუ გინახავთ ვინმეს ჩვენთან

06 August 2016 - 09:28 PM

ჟრუნი     

 

 

                        dgzta.jpg              

       
 
 

 ჟრუნი

( — ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 35-37 სმ, მასა 350-500 გრამს აღწევს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს ტყის ზონაში კარპატებიდან სახალინამდე (კავკასიისა და კამჩატკის გარდა). მობინადრე ფრინველია. ჟრუნები ცხოვრობენ წყვილებად. საკვების ძებნაში მოკლე მანძილზე ნომადობენ. ბუდეს მიწაზე იკეთებენ. დედალი დებს 6-10 კვერცხს. იკვებებიან მცენარეთა მწვანე ნაწილებით — კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, თესლებით, უფრო იშვიათად — მწერებით. ზამთარში ჟრუნი ღამეს თოვლში ათევს. სარეწაო

 

 

 მეტი ინფორმაცია ამ ფრინველზე ვერ მოვიპოვე :) და მართლა ძაან მაინტერესებს ვინმეს საქართველოში თუ შეგხვედრიათ  ????

 

             ipww0.jpg                           1vbn4.jpg


TOP-RATING.UCOZ.COM Saitebi.Net cat.allfilmi.com