Jump to content

ლევან

ლევან

წევრი 26 Feb 2015
გასული ბოლო აქტიურობა დღეს, 13:52
*****

ლეგიონის მეგობარი კურცჰაარი - რიჩი

05 November 2017 - 02:20 AM

ჩემი ოთხფეხა მეგობარი , რიჩი მივაბარე დღეს მიწას . გული მისკდება და მეტის დაწერის ნერვები არ მაქვს დღეს. 

 

 

მადლობას გიხდი მეგობარო. სულ მეხსომები !!!


ალპების მთები ანუ, დაუჯერებელი ამბავი (აქა თქმად ამბისა , თუ როგორ იმოგზაურა ქართულმა ლ...

31 October 2017 - 03:03 PM

ჩემო მეგობრებო ვგრძნობ რა უდიდეს პასუხისმგებლობას თქვენს წინაშე , ძალიან უნდა შევეცადო, რომ ზუსტად და მთელი სიცხადით გადმოვცე ის ემოცია რაც თქვენმა მონა-მორჩილმა და კიდევ რამდენიმე თქვენმა ძმამ, ბაბუმ(აწ უკვე მანიფიკ ბაბულიკად წოდებულმა), მუმლამ და გუგა დონემ განვიცადეთ შვეიცარია-საფრანგეთში რამდენიმე დღიან მოგზაურობის დროს.

 

დასაწყისშივე მინდა ყველას სახელით დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენს მასპინძელს , ნუკრის და მის ოჯახს - ელენეს და პაწაწუნა დედოფლებს : სოფიას და ანას. ძნელია რომ ჩვენ ვინმემ სტუმართმოყვარეობით გაგვაკვირვოს , მაგრამ ამ ლამაზმა ქართულმა ოჯახმა და მათმა ფრანგმა მეგობრებმა ნამდვილად მოახერხეს ეს .


დავიცვათ გარემო - არც ერთი გასროლილი ვაზნა მიწაზე

18 August 2017 - 03:00 PM

მეგობრებო,

 

როგორც დავაანონსე , შემოვდივარ ინიციატივით რომ :

 

"დავიცვათ გარემო გასროლილი ვაზნებით დანაგვიანებისაგან"

 

 

ყველამ კარგად ვიცით თუ რა მავნე ზემოქმედება აქვს პლასმასს გარემოსათვის. მისი ხრწნის და ლპობის პროცესი ასობით წელი მიმდინარეობს. მეორეს მხრივ ჩვენ, კლუბი "ლეგიონი" ყოველთვის ვცდილობთ, დავიცვათ გარემო დანაგვიანებისაგან და ეს ინიციატივა კიდევ ერთი კარგი საშუალება იქნება ამ კარგი საქმის განხორციელებლად.

 

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ კლუბის და ფორუმის წევრები შემომიერთდებიან ამ წამოწყებაში და შემდეგ შეიძლება ეს საერთო ჩვეულებად ვაქციოთ.

 

 

პატივისცემით

 

ლევანი


ლეგიონის საძმოს სადღეგრძელო

26 June 2016 - 11:35 AM

მესამე დღეა კახეთში ვარ . მთელ ჩემს მეურნეობას ქორივით ჩამოუქროლე. მოვიარე ეს უსაყვარლესი მხარე, გუშინ როგორც იყო კახელებმა დამიმარტოხელეს და მაგარი ჯახი გამოგვივიდა დილის 4 საათამდე. არც დილის ძილი უყვართ კახელებს და დილიდან პროტეინით გაჯერებულ საუზმეს ისევ ცივ-ცივი კახური მოყვა. დანდობა არ იციან რაა. ხოდა დილიდან ჩვენს კოლმეურნეობის თავჯდომარეს დაურეკე (სახელს და გვარს არ დავასახელებ) და განუმარტე თუ როგორ მიყვარს და ზოგადად ყველანი როგორ მიყვარხართ ხოდა , გაგიმარჯოთ, ჯვარი გეწეროთ ყველას, სულ ჩემთან ხართ

 

ეხლა წავედი თორემ კახელებს მოვატყუე სამსახურის საქმეაო და ამიჯანყდებიან.

 

ეს თემა თუ მოგეწონებათ გააგრძელეთ!


ძველით ახალი წელი ძამას ხეობაში ანუ ტახის დედაც ვატირე დაასხით გადახდილია !

15 January 2016 - 02:15 PM

ჯერ კიდევ ძნელად ვალაგებ აზრებს, ჩემთვის ჯერ კიდევ გუშინდელი დღეა. არასოდეს დამავიწყდება ის ლამაზი თოვლი ძამას ხეობაში. რა ვქნა , ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო. ხოდა, "პო ეტომუ პოვოდუ ტოსტ " ! 

 

1. მოდით ბიჭებო უფალი ღმერთი ვადიდოთ და დავიწყოთ ერთი კარგი , მამაპაპური რეპორტის გაკეთება. ალავერდი ვარ ყველასთან !