Jump to content

gorda

gorda

წევრი 29 Nov 2013
გასული ბოლო აქტიურობა May 18 2018 12:05 AM
*****

ლეგიონის პირველობა ბილიარდში , ანუ "ერის" პირველი ფინალისტებიც გამოვლინდნენ...

07 October 2016 - 01:28 PM

..გამარჯობათ  მეგობრებო!

 

         ჩვენ ხშირად ვიკრიბებით და ისედაც სულ ერთად ვართ , მაგრამ გუშინდელი შეკრების შესახებ რეპორტის გაკეთება ვითავე და ბაბუსთან შეთანხმებით ერთ კოხტა რეპორტსაც მოვცხეებ.    ეხლა ერთსაც ვიტყვი რომ რეპორტების კეთება და ამბები მაინცა და მაინც არ მეხერხება, მაგრამ თქვენი თანადგომისა და ჩვენი ოჯახური კეთილგანწყობის იმედი მაქვს.    

             ასე რომ ძაან "სტროგადაც"ნუ განმსჯით და ძალიანაც მესიამოვნება აქტიური ჩართვა რეპოტის მიმდინარეობის დროს.

   მაშ ასე დავიწყოთ იქიდან რომ დიდმა მაგისტრამა და ღვინკამა , ახალი ნოვაცია და შეხვედრების ახალი ციკლის(როგორც გული მიგრძნობს ,ლეგიონის  საფეხბურთო მატჩეებივით,  სპორტინგივით და ბოულინგივით და კიდო მილიონი მიზეზების გამო რომ ვიკრიბებით , ეგა მაქვს მხედველობაში) "ლეგიონის პირველობა ბილიარდში" , დაანონსება მოახდინეს.       იმასაც მკარნახობს გამოცდილება , რომ ბილიარდის ჩემპიონატებიც , რეგულარულ სახეს მიიღებენ.    

           ჩემი მხრივ კი იმასაც ვიტყვი რომ ჩემპიონატი და ჩემპიონატის შემდგომი ბანკეტიც ფრიად მომეწონა  (ტრადიციულად) და როგორც ვეტერანი ლეგიონერი , აუცილებლად ყველა ასეთ ჩემპიონატის და ბანკეტის უცვლელი მონაწილე ვიქნები.  

       რაც შეეხება ლეგიონის ჩემპიონატს    ბილიარდში,   ამ ჯერად ვიტყვი რომ ჩატარდა შესარჩევი  ტურნირი  და  შემდეგ ჯგუფში და ასე  ვთქვათ ფინალში გადასულებიც გამოვლინდნენ.  

         კარგი გარემო , სასიამოვნო ატმოსფერო,ლეგიონერების  ორგანიზებულობა , ჩვენი  ოჯახის ჯიგრული ჩახუტება,  ......მეტი რა სჭირდება ესეთ საღამოებს???? . შემოგევლეთ უკლებლივ ყველას!

      ეხლა კი ფოტოებსაც მოვაყოლებთ და თქვენც უფრო თვალნათლად შეგექმნებად გუშინდელ დღეზე წარმოდგენა........მიმაგრებული ფაილები  061020167031.jpg   95.38კილობაიტი   16 გადმოწერები მიმაგრებული ფაილები  061020167034.jpg   60.37კილობაიტი   18 გადმოწერები  მიმაგრებული ფაილები  061020167050.jpg   91.72კილობაიტი   18 გადმოწერები

.