Jump to content

dima71

dima71

წევრი 17 Nov 2014
გასული ბოლო აქტიურობა Feb 03 2024 01:48 PM

შარახევის ბლიც-კრიგი

28 December 2020 - 01:38 PM

ახტუნგ !..ახტუნგ!!მაშ ასეეე!...კოვიდზე გამარჯვებით აღტკინებულმა ლეგიონს- ფიურერმა ვერმახტის საიდუმლო სხდომა ჩანიშნა !.. დასწრების ვალდებულება ნებაყოფლობითად გამოცხადდა, თუმცა იმის გათვალისწინებით რომ ფიურერმა ლომურ წვერზე ბრჭყალი მრავალმნიშველოვნად ჩამოისვა, ალბათ გამჭრიახი კაცისთვის ძნელი მისახვედრი არ იყო რომ არა დამსწრეებს კარგი არაფერი ელოდათ და ამიტომ ვინც წინდახედულება გამოვიჩინეთ შეკრების ადგილზე დავერჭვეთ 5.30 საათისათვის!.. მცირე ლოჯისტიკური პროცედურების შემდეგ მოტომსროლელთა ბრიგადა გაემართა სტრატეგიული სიმაღლეების დასაკავებლად, ლოკაცია ,,ობერფლახე შარახევი“!

ყველაფერი მკაცრად გაწერილ დროში და ინსრუქციის მიხედვით მიდიოდა, სხდომაზე ინსტუქტაჟის მიღების შემდეგ ფრთხილი და მოზომილი ნაბიჯებით გავემართედ სიმაღლეების დასაკავებლად, თუმცა მოქმედების დაწყება ზურგში გადასროლილი გრუპენ ფიურერის არტურის და შტანდარტენ ფიურერ თორღვას სინალის გარეშე მკაცრად აკრძალული იყო!..

 სიცივე ძვალსა და რბილში აღწევდა, გული გამალებით სცემდა მოსალოდნელი ბრძოლის წინ!..

ვიდრე ,,ჰეერი“-ს უბრალო მოკვდავი ჯარისკაცები საკუთარ და ქვეყნის ბედზე ჩაფიქრებულნი ბროძოლის დაწყების ნიშანს ველოდით,.. მაინ ფიურერი შტაბში  შტაბს კაპიტან დუნდუასთან და დოქტორ დოკ ინასარიძესთან ერთად შნაპს ,,ალადასტურს“ გეახლებოდნენ თბილ ღუმელთან მიფიცხებულები!!.. ჰმ.. მზაკვრები!!! თქვენს ჰეგემონსაც დაესმება წერტილი!

ამასობაში სასიგნალო მაშხალამ ცაზე გაიბრწინა და სამხედრო ოპერაციის დაწყება გვამცნო!.. ზურგიდან დაიძრა მცირე ტანკი მოკავშირე იტალიელების სეგუჯიო დი ბაგირა და ანგლო რუსული მძიმე ტანკი , კიდევ რამოდენიმე მძიმე ტექნიკა! მათ ზურგს უმაგრებდა მშობლიური ჰაუბიცი ,, იაგტერიერი“..

დაიწყო დევნა , ცოტა ხანში ტანკების კაკაფონიამ მოიცვა ტყე, გულის ცემამ იმატა, ასი თვალი გამოვიბით რომ ტყეს შერეული პარტიზანთა მცირე გუნდები არ გამოგვპარვოდა !.. კაკაფონია გვიახლოვდებოდა!.. პირველმა მტერს ობერ ლეიტანენტმა კავთიაშვილმა გაუხსნა ცეცხლი ფიურერის ნაჩუქარი იარაღიდან და..მხოლოდ ერთადერთი გასროლა, იარაღმა უმტყუნა!!!! .. (აი კიდევ ფიურერის მზაკვრობა,, გაუმართავი იარაღის ჩუქება ხომ სასიკვდილოდ გამეტებაა)!!.. მტერმა ადგილი მოცვალა და ისევ მთის სიმაღლეებისკენ დაიძრა, მათ ამჯერად გამჭოლი ცეცხლით უპასუხეს ოსტლეგიონერმა ფოლკსდოიჩე ილურიძემ და ელზასელმა ტყემალაძემ!.. სამწუხაროდ მტერმა ისევ დაიძვრინა თავი!!! სროლა გრძელდებოდა სხვადასხვა ლოკაციებზე, თუმცა უშედეგოდ...ომი, ნამდვილი ომი გაჩაღდა!!!რაციაზე კავშირზე იყო გრუპენ ფიურერი არტური რომელც განრისხებისგან ცოფებს ყრიდა და დედის ტრაკს იგინებოდა!!!..თითქოს ყველაფერი კრახით დასრულდა, თითქმის განწირულად ჩაიარა ყველაფერმა,..მაგრამ ჰოი საცრებავ !... ,,ოკჰი“-ს  მოხალისეთა მეთაურმა ჩუგუაშვილმა მტერს გზა გადაუკეტა და ხანგძლივი ორმხრივი ცეცხლის შემდეგ მტერი პირწმინდად გაანადგურა!!! ეს არ იყო დასარული!.. მტერის დასახმარებლად პარტიზანთა დიდი გუნდი მოიწევდა, ამ დროს გაიბრწყინა ჰაუპტმან ფილფანის ნიჭმა, მოხერხებულობამ და სიმამაცემ.. პირისპირ მომხვდურ მტერს,მიუხედავად ძალტა არათანაფარდობის შანსი არ დაუტოვა და პირწმინდად გაანადგურა!!! ბრძოლა დასრულდა, ჩვენ გავიმარჯვეთ!!,,,

ამის შემდეგ დარჩა ლეგენდა! ყველას საკუთარი მიეზღო,დიდება გმირებს ! ახლა კი როგორც რაიხის დიდმა მეისტორიემ მინდა გითხრათ რომ არც კი ვიცი რა ვიბჟუტურე და რა დავწერე ,მაგრამ ეს სტუმრებიც არ მასვენებენ და უნდა დაგტოვოთ... წევეი!

 


წერეეთელმაა დააააგვიბარა!..

21 September 2020 - 02:02 PM

მოკლედ ვინაიდან დაგეგმილი არაფერი არ გამომდის ხეირიანად,ბედს მინდობილი კომპთან ჩამჯდარი ის ის იყო პლაცკარტში გადასვლას ვაპირებდი და ვაიბერმა გაიკაკუნა!..ჩემმა დავით ოთარიჩ ილურიძემ- შურღაია მიდის და ხომ არ ,,ავეხვოსტოთო"?.. შეიკრიბა ეკიპაჟი და გავადინეთ ტყაპანი წერეთლის მიდამოებში!.. ადგილი მრავლის მეტყველი, საკმაოდ ვრცელი მინდვრები, ძურწა, შალაფათი,.. მოკლედ კააი სამწყერე ადგილები! მონადირეებიც საკმარისი დაგვხვდა!.. გავიყავით  2 ჯგუფად,.. უფრო სწორად  3 ჯგუფად ვინაიდან თემო შურღაიას ბიძა ახლდა თან.. ასაკოვანი , თბილი კაცი !.. ჰოდა  იმან - წაით ბიძიკოებო მე თქვენს სად მოგეწევითო და .. ცალკე გაბაჩუნდა თავის ასაკოვან კურცთან ერთად!,, მოკლედ შევედით თუ არა მინდორში  სიმინდის ყანის თავზე სხვა მონადირეების მიერ დაფეტებული მწყერი შევნიშნე დათოს მიმართულებით .. შევძახე და ოთარიჩმაც ზუსტად შეასრულა.. მწყერი სადავეზეა!!!... ამის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო!... გაგვძვრა სული სიარულში ,არც ერთი ამოფრენა , არც ერთი ნაბული( არც ცრუ).. მოკლედ რინგო და პიქსი სულ ტყვილად დაშლიგინობდნენ !...ქანცი გაგვძრა რასაც ქვია! უკანა გზაზე მანქანისკენ ვბრუნდებოდით და რინგომ რაღაც იყნოსა, გამალებულმა დაიწყო წინდა უკან ერთი ადგილის გადამოწმება , ამასობაში ილურიძეც მიუახლოვდა და ფეხიდან ამოფრენილ მწყერს დუპლი ააცილა!... ხასიათ წამხდრებმა შურღაია მოვიკითხეთ, აღმოჩნდა რომ ,,ნამანოკარ'' მინდორს წააყდა ის და მისი მეგობარი და ნელ-ნელა, ტაათ-ტაათით კრიბავდენ ჩარჩენილ მწყერს! ..გავეშურეთ იქეთ, მე ბოტებმა ფეხი მატკინა და ილურიძე დარჩა მარტო მოედანზე.. მანქანიდან გადასულმა 10-15 მეტრშსი პიქსის ნაბულიდან ამოყვანილი მწერი ისევ ცამოიკიდა სადავეზე!.. მოკლედ დასასრულისკენ აღმოჩნდა რომ ჯამში 23 იქნა აყვანილი,აქედან 70 პროცენტი ალბათ შურღაიას გუნდმა ჩაითვალა!  ... ხო.... ისე გამოვიდა,რომ მე ბუღალტერია მერგო ამ დღეს, დავითვალე მწყერი სრულად და ზუსტად!!!! ;) წარმატებულ ნადირობას გისურვებთ ყველას!!!

 

 

 

legion.ge_191L5f6879e1780c6.jpg

 

 

legion.ge_191L5f6879ec5b1a9.jpg

 

legion.ge_191L5f6879fc52e73.jpg

 

legion.ge_191L5f687a0799d46.jpg

 

legion.ge_191L5f687a11f2d9d.jpg

 

legion.ge_191L5f687a1f9d6c5.jpg

 

legion.ge_191L5f687a28d95d9.jpg

 

legion.ge_191L5f687a32a526e.jpg

 

 


დღე იგი საკვირველი და ჟვენთხიანი-ანუ გაამოთ! 2020-2021 ნადირობის სეზონის გახსნა!

23 August 2020 - 07:02 PM

და იქთუა  დღე იგი  შეკრებისაი მარიამობისთვისა ამას  22 რიცხვსა და ქუდზე კაცნი ლეგიონისაი მუნთქუსვე ეახლნენ ზღუდესა მასსა ისთ-პოინტისასა !!!!!!კახეთს ზარებნი რეკდნენ,. გადამფრენ სარკინოზთა მხედრიონს აეკლო ყვიტ-ყვიტით ველ-მინდორი დიდებული კახეთისაი!.. ჰოი რა ქუში  ჩამოწვა მამულსა ჩვენსასა!
ეჰ დიმიტრი შენგან შოთა და საბა  დადგეს მანამდე არ გეტკინა არაფერი!!! 
მოკლედ ჩემო ფიშტოსროლიებო და თანამეთოფეებო მინდა მოგიყვეთ ეს არნახული გახსნა ნადირობის სეზონისა თუ წყალქვეშა ყვინთვისა ჯერ კარგად ვერ გამიგია!..
როგორც დათქმული იყო შეკრება ისთ-პოინტის ავტოსადგომზე უნდა მომხდარიყო 17-18 საათამდე და გასვლა 18-30საათზე!.. ხო და ქართულმა პუნქტუალობა აქაც მშვენივრად გაართვა თავი და სრულად შევიკრიბეთ ...20 საათზე... ნუ გასვლა აღარ მკითხოთ მაინც არ მახსოვს!!!
ტრადიციისამებრ დაილაშქრა მარკეტი სურსათ-სანოვაგის ასაღებათ და დავიძარით!!.. ბანაკი ჩვენი მეგობრის როლანდ ოქროპირიძის ზიარის ტბები გახლდათ, მადლობა მას მასპინძლობისათვის , ვინაიდან პროგნოზი არასასურველ ამინდს გვიწინასწარმეტყველებდა! 

 

legion.ge_191L5f4295691372c.jpg

 

 

გზა როგორც ყოველ ასეთ ღონისძიებას ახლავს , ხმაურიან- ხალისიანად გავიარეთ .. ჩვენი მეგობა რი კახა გოგიძის მეშვეობით ხარხარი და მუცლის ხელით ჭერა არ მოგკვლებია!
ბანაკისკენ მიმავალთ გზად ჩვენი ფხოველა შემოგვეფეთა  და კიდევ კარგი ,თორემ მგონი თუშეთს მივადგებოდით ისე დაბეჯითებით მივდიოდით, სიბნელეში გზა აგვებნა ! ასე იყო თუ ისე
 მივედით და დაიწყო მონადირეთა ახალი წლის აღსანიშნავი ნადიმისათვის მზადება!მოვემზადეთ და გავამზადეთ კიდეც!.. თამადა ჩვენი ბაბუაჩვენი გახლდათ,რომელიც  თავის ჩვეული სითბოთი და მოფერბით გაუძღვა სუფრას და ჩაგვეხუტ-ჩაგვახუტა კიდევ ერთხელ ერთმანეთს!
ამასობაში დაპირებული პროგნოზი ასრულდა კი არა და გადაამეტა კიდეც მოსალოდნელს და ეჭვქვეშ დამდგარი დილის ნადირობა კიდევ უფრო ეჭვის ქვეშ დააყენა!!!
ინათლა!.. ნელ -ნელა სიჩუმეს შეერია ახლად გამოღვიძებული ნაბახუსევი  და ნადირობას მოწყურებული ლეგიონერების ჩუმი,ფრთხილი და მორიდებული საუბარი! ამინდი ისევ ჭირვეულობდა და ნაწილმა მაინც გავუბედეთ მინდორში შესვლა!.. მოკლედ რამოდენიმე ეკიპაჟი შეიქმნა და დავიყავით! ჩვენი ეკიპაჟი ლაშა ბუთურიშვილის,კახა გოგიძის და თქვენი მონამორჩილით შესდგა, მეორე ეკიპაჟი რომელიც ჩვენს მარშრუტზე წამოვიდა ჩაინიკა, ფარა და კუპრათი  და შევესიეთ არაშენდას მიმდებარე ტერიტორიებს!
გამუდმებით წვიმდა.. უმეტესად კოკისპირულად!..ნადირობის ჟინს რა ვუთხარი თორემ ასეთდროს ნადირიც აფარებს თავს სადმე!.. მთლიანად დავსველდი 2 წუთში, მაგრამ ჯიუტად ვეძიებდით მწყერს! ჩვენი ბუთურას ჯესიმ რამოდენიმეჯერ მოსვენება დაუკარგა მორბენალ მწყერს  და მაინც აიძულა ამოფრენილიყო მოშორებით, და როგორც მოსალოდნელი იყო ვერ ავიყვანეთ!.. ჩემი რინგო კი სრული სტატისტის მდგომარეობაში იყო!.. ის კი არა საცოდავი თვალებით სულ მანქანისკენ იყურებოდა კუდ ამოძუებული!!!..თავსხმამ  უმატა და შეუძლებელი გახადა ნადირობის გაგრძელების იმედიც!!!  ისეთი სველი ვიყავით წვეთები ბარიერსაც კი ვერ იძენდნენ ჩვენი სახით,.. პირდაპირ გვერწყმოდენ, სიარულისას წყალი ,,ვალინკებიდან“ ნიკაპში მასხავდა!!!გადაწყდა საგარეჯოში სასტუმროში დაბრუნება და ცოტა აზრზე მოსვლა!! :0051:
იქ მისულებს უკვე ჟრიამული დაგხვდა !,, ნაწილის ნაბახუსევს მკურნალობდა ნაწილი საცურაო აუზში მხიარულობდა, განსაკუთრებით ჩვენი მეტოს,ელიზების და მთიულის ძალიან საყვარელი და არზრდილი შვილები! აბა სხვა რა უნდა ექნათ?!
ჰოდაა ჩვენც რაღა უნდა გვექნა?1.. ავდექით და დავიწყეთ ბახუსზე ნადირობა!!! პირადად თქვენი მონამორჩილი კარი რამეთ გამოიყეყა ლუდით, ზოგი მოსასვენებლად წავიდა ზოგი კვლავ უტევდით ბახუსს!დრო უნდა მოგვეკლა საღამოს ბანკეტისათვის!.. წვიმა გაგიჟდა და ცოტა ხანში გვაუწყეს რომ რესტორანი სადაც ბანკეტი უნდა ყოფილიყო წყალი შევარდა და დაიტბორა!..

 

legion.ge_191L5f429538a2e31.jpg

 

 

legion.ge_191L5f429544ec2a5.jpg

 

 

ხოდა სათუოდ დამდგარმა  ბანკეტმა მაიძულა კიდევ ორი კათხა გადამეხარხალა საკუთარ გვამში!!!... მარა ლეგიონი მაგის ბიჭია?.. სასწრაფოთ შეიქმნა კრიზისების მართვის საბჭო(ოღონდ გახარია არაფერ შუაშია) და ადგილმონაცვლოება გაუკეთდა ბანკეტის რესტორანს!.. ეს სიხარული არ გვეკმარა და.. კარი კნიაზ მაღალაშვილმა შემოაღო ერთი ბოთლი ვისკითა და ბეევრი ლიტრი .......ლუდით!.. :0034:  ღმერთო გადამარჩინე..ნეტა ბანკეტს მივუსწრებ?!!!! :0062:
მოკლედ კიდეც მივუსწარი და  სასიამოვნო და სასიხარულო სურპრიზიც მომიწყეეს!.. სუფრის თამადამ ჩეროკების ბელადმა თავის ბოხი ხმით მამცნო  ლეგიონის სრულუფლებიანი წევრობა ,დავდე ფიცი ( საიდუმლოა და +18) და მივიღე მილოცვები!!!
 მოკლედ წვიმიანად თუმცა სასიამოვნოდ გატარებული წუთებით გაიხსნა სეზონი! ღმერთმა დაგლოცოთ და გიდღეგძელოდ ოჯახები! მადლობელი ვარ ყველაფრისათვის და მომავალი ნადირობები ბევრი სასიამოვნო წუთებითა და შედეგიანიად დაქუხებული ფიშტოთი აგვეღნიშნოს!
გკოცნით და გეხვევით!

 

legion.ge_191L5f4292aa6b339.jpg

 

legion.ge_191L5f4293a61cab2.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293b560223.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293c1e0f13.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293d104212.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293d83de8e.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293f25d14c.jpg

 

 

legion.ge_191L5f4293fe7cb4c.jpg

 

 

legion.ge_191L5f429408f34ed.jpg

 

 

legion.ge_191L5f429436cf486.jpg

 

 

legion.ge_191L5f42944822d98.jpg

 

 

legion.ge_191L5f429454e3ba6.jpg

 

 

legion.ge_191L5f42947b147fe.jpg

 

 

legion.ge_191L5f42948e35af5.jpg

 

legion.ge_191L5f4294f8ee676.jpg

 

 

legion.ge_191L5f4295044d4e8.jpg

 

legion.ge_191L5f4295ad4ca95.jpg

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ცოტა რამ ე.წ. ,,ტვისტი"-ს შესახებ !.. გაგვიზიარეთ გამოცდილება!

15 January 2020 - 09:38 PM


არა შეჯდა მწყერი ხიდზე!

10 September 2019 - 05:48 PM

გამარჯობათ დენთისმიერებო!  მინდა მოგიყვეთ ამ რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ოპერაციაზე სახელწოდებით ,, არა შეჯდა მწყერი ხიდზე’!
მოკლედ ამ რამდენიმე დღის წინ მე და დავით ილურიძე იმ ჭინკებს ვაშოშმინებდით რომლებიც წლებია აგვეკიდნენ  , არ გვასვენბენ და სანადიროდ გვიბიძგებენ, თუმცა ისე ყაყანებდნენ საით უნდოდათ წასვლა ვერა გავიგეთ რა!!!.. და სწორედ ამ დროს ბაბუმ დაანონსა გასვლა,.. რატომღაც ორიოდე კაცის მეტი არავინ გამოეხმაურა და აი ასე შეიკრა დესანტი წითელი ხიდზე გადასასხმელად!!! ოპერაციის ხელმძღვანელად დავნიშნეთ ,,მთიული“, ვინაიდან ამ ადგილების გეოლოკაციური ნახაზები და მტრის სავარაუდო ადგილსამყოფელიც  მის ხელთ იყო, ლოჯისტიკის ხელმძღვანელად - ბაბუ! ფრესკოს ყველა კუთხე კუნჭულს ხელის ცეცების გარეშე აგნებს, მის თანაშემწედ ,, ჩაინიკა“, ბენდი მუსიკალურად უნდა გაეფორმებინა დავით ილურიძეს,.. მარა პიანინო დარჩა სახლში!! მოტომსროლელი ბრიგადა შედგებოდა რიჩის(იგივე რიჩმონდი), რინგოს( star არა ხორციი..) და ქალბატონი პიქსისგან!!!!! აი მე საერთოდ რატო ვიყავი ის მართლა არ ვიცი!
მოკლედ შევიკრიბეთ ფრესკოსთან, ,, გავზაპრავკდით“ მცირედი პროდუქტებით და მოვსგანეთ Red bridge-ზე! ადგილზე გამოვცხადდით დროულად!.. აი მტრედისფერს რომ ეძახიან .. აი ისეთი იყო არემარე,ავისხით ამუნიცია დაა .. დავიწყეთ!!!.. უფრო სწორად დაიწყეს!!!
მოკლედ ამინდი სანადირო, ხასხასა ცვრიანი  და ნოტიო ბალახი, სიგრილე, თუმცა კოღო აუარება!!!  რინგოს პირველ ნაბულამდე დიდი დრო არ დასჭირდა, ადრენალინი კეფას მიწვდა და მივუახლოვდი,.. აიწია  მწყერი და სამწუხაროდ ვერ ვესროლე დაბალზე წავიდა და რინგო კუდში მიყვებოდა , ალბათ ორიოდ წუთში ისევ დადგა რინგო ნაბულზე და მაჯერადაც ვერ ვესროლე მწყერი ილურიძის მიმართულებით გაფრინდა და ძმაკაცსაც ხომ ვერ მივაყოლებდი ?!..
ბევრი რო არ ვარაკუნო , კარგი დასაწყისის მიუხედავად საშინელი ნადირობა გამომივიდა პირადად მე!!! რინგომ მალე უარი თქვა ნადირობაზე, რაღაც დაბნეული აქეთ- იქეთ მომზირალი და ყველასი  და ყველაფერზე მორეაგირე გახდა  ნადირობის გარდა , ძებნა რაა?! სირბილიც შეწყვიტა და უკანაც აღარ მომყვებოდა, დრო და დრო შუა მინდორში ჯდებოდა და შორიდან მომზირალი იყო მთელი ამ პროცესის!! მიჭირს ახსნა მოვუძებნო ამ ყველაფერს, მაგრამ ფაქტია ასეთი რამ  ჩვენს ერთობლივ კარიერაში არ მახსოვს, დიდი ეჭვი მაქვს რომ რაღაც აწუხებდა!! სახლში დაბრუნებული სამჯერ ზუსტად სისხლისფრად გავიდა შარდზე, ელდა მეცა.. პიროპლაზმოზზე მივიტანე ეჭვი, თუმცა გადავრჩი! მოვიძიე ინტერნეტში ინფორმაცია  და აღმოჩნდა რომ შარდსასქესო დაავადებებმა , თირკმელში კენჭმა და სხვა ათას რამეს შეუძლია გამოიწვიოს ეს კლინიკური ნიშანი!! სიმპტომატიკას კიდენა  ჰემატურიას უნობენ!!!!
 ახლა ჯერი ჩემზეა !!!!  კაცო, მე არც კენჭის გავლა  და არც შარდ სასქესო რამე- რუმეების შემოტევა მქონდა, მაგრამ ასეთი მთხლე არც არასდროს ვყოფილვარ, სულ 12 გასროლა გავაკეთე, ზედიზედ 8 გავმაზე და ძლიივს 2 ცალი ავიყვანე,.. ეტყობა არ იყო ჩვენი დღე!
 ზატოო ბაბულიკა მიმშვენებდა გვერდს და რასაც მე ვაცილებდი თვითონ უტკაცუნებდა და ბოჭავდა  მშვენივრად, ეტყობა ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ნორჩ მონადირეთა  წრეზე დადიოდა..
მოკლედ ყველამ ივაჟკაცა ჩემს გარდა! ხოო ილურიძემაც უხვად ისროლა და ამის უწინარესი შემოქმედი ქ-ნი პიქსა იყო, ძალიან კარგად იმუშავა , ძაღლმა რომელმაც ლეკვები ცოტა ხნის წინ დაყარა და რომელცც ფაქტიურად გამოკეტილი იყო ამდენ ხანს სახლში.
საბოლოო ჯამში  შეიზლება ითქვას რომ მწყერი კონცეტრირებული იყო ერთ კონკრეტულადგილზე 
მის მომიჯნავე მინდვრებში ფაქტიურად მწყერი არც გვინახავს  , რაც საეჭვოდ მაფიქრებს რომ სხვის მიერ გამზადებულ ბოსტანს მივაშურეთ! ასე იყო თუ ისე გასვლა შედგა, ემოციები იყო და მეტი რაა ნადირობა?.. ჭამა და სმა? კი ბატონო ქალაქს დაბრუნებულებმა ბაბუმ  მიგვიპატიჟა და კააი  ხინკალქაბაბლუდიც მოვინადირეთ!!სხვათა შორის დონემაც და მუმლამაც, ვოტ ტაკ!!!
 
 
 
 
 
 

 

legion.ge_191L5d77a80929617.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a81fa3cd3.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a83059ee3.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a8452e348.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a870626eb.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a87e85510.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a88deee6c.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a89dbbc83.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a8ab45e86.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a8bc115a2.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a8cb97a94.jpg

 

legion.ge_191L5d77b422e531f.jpg

 

 

 

legion.ge_191L5d77a8de9f816.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a8fab03a1.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a90b406bd.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a91eb478e.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a930042d0.jpg

 

 

legion.ge_191L5d77a93a081d4.jpg