Jump to content

Koka

Koka

წევრი 10 Apr 2018
გასული ბოლო აქტიურობა დღეს, 00:52

ქათამი შემოსულა ლენ

06 October 2023 - 07:39 PM

მოგესალმებით მეგობრებო , მინდა მოგიყვეთ ჩემი ქათამზე სეზონის გახსნაზე.

მე და ჩვენი ძმა რატი ვაპირებდით ნადირზე წასვლას თუმცა გასვლა გადაიდო , ჩვენც გამზადებულები და მოტივირებულები ვეღარ გავჩერდით სახლში და

გადავწყვიტეთ ქათამზე წასვლა.

დილაადრიანს უკვე გამზადებულები , გამოწკეპილები გავეშურეთ ჩვენი საყვარელი წალკისკენ...

 


ჩვენც გავხსენით სეზონი :)

12 September 2023 - 09:49 PM

მოგესალმებით მეგობრებო.

ამ წელს ისე დამთხვა რომ ჩემს 20 წლიან და მამაჩემის 51 წლიან ნადირობის გამოცდილებაში პირველად სეზონის გახსნაზე ვერ წავედით , ამას დაემატა ის რომ მეორე ძაღლიც მოგვიკვდა და მანქნაც გამიფუჭდა, მაგრამ გული მაინც არ დავიწყვიტეთ და როგორღაც მოვახერხეთ შეკრება და წასვლა.

დანიშნულების ადგილად გადაწყდა წალკა , დილა ადრიანს უკვე ადგილზე გახლდით , შევედით მინდვრებში და ცუგრიკებმაც დაიწყეს მუშაობა.

 

 

336015c.jpg

 

 

საკმაოდ კარგად იმუშავა ორი ძაღლმა , ეტყობოდათ პატრონების კარგი დრესურა , ფაქტიურად 95% მწყერი ნაბულებით ამოიყვანეს და დაკარგვის სტატისტიკაც მინიმუმამდე დაიყვანეს :)

ფაქტიურად მხოლოდ დილის ნადირობა ვინადირეთ , 12 ისთვის უკვე მანქნაში ვიყავით პურის გასატეხად მიმავალი.

არ დამითვლია თუმცა სადღაც 35-40 ცალი ავიღეთ ჯამში , 7-8 დავკარგეთ , ერთი ორიც ავაცდინეთ და ამას დავჯერდით.

თითო ჭიქით ერთმანეთსაც მოვესიყვარულეთ და ძალიან ნასიამოვნები დავბრუნდით შინ.

 

 

B5021a4.jpg

 

j436a01.jpg

 

 

f308a02.jpg

 

07040a5.jpg

 

 


ხოხობზე ნადირობა 2023

11 February 2023 - 01:34 PM

მოგესალმებით მეგობრებო , დიდი ხანია მე და მამაჩემი ხოხობზე ვაპირებთ წასვლას და აი დადგა ის მომენტი როცა მან დამირეკა , მითხრა დრო და თარიღი , რამაც ძალიან გამახარა.

პლიუს ამას მაქსის არ უნადირია ოპერაციის მერე ერთ წელზე მეტია უკვე და მასაც ძალიან მოენატრა :)

ბოლო დროს ცუდ რეჟიმში ვარ , გვიანობამდე ვმუშაობ და შემდეგ გვიან მიწევს ადგომა , დილა უთენია როგორც კი დამინახა მაქსიმ , ეგრევე წამოხტა , მიხვდა რა თემაც იყო.

მოვემზადეთ , მე ოპერატორის როლში ვიყავი ამიტომ მე თოფის მაგივრად კამერებს ვტენიდი :)

მოკლედ ჩავბარგდით და დავიძარით , გამთენიისას უკვე ადგილზე გახლდით და მალევე დავიწყეთ.

 

 

ცოტა გავიარეთ , ნაბულმაც არ დააყოვნა , აფრინდა , გასროლა , არის !

დასაწყისი უკვე სასიამოვნო იყო , გავიარეთ კიდევ , მეორე ნაბული , აფრენა , მეორე გასროლა და ესეც ჯიბეშია!

ასე და ამგვარად გავაგრძელეთ დღე , სამწუხაროდ მარტო დედლები იყო , ერთი მამალიც აფრინდა მაგრა გაგვექცა , ძაღლი ჩემთან იყო და 2 მეტრში ნაბული გააკეთა , სანამ დავუძახე მამას და სანამ გამოიქცა ჩემსკენ , კი აფრინდა და ხეებს მიეფარა , მაინც მიაყოლა სროლა მაგრამ უშედეგოდ...

დღის ლიმიტი რომ შევასრულეთ ვიპოვეთ კურდღლის კვალი , ჩავსვით პოინტერი მანქანაში და გამოვუშვით გონჩები , ერთი საათი ვიარეთ და კვალსაც დაადგნენ , დაიწყეს დევნა ჯაგებში , ჩვენც გავყევით , ერთი ნახევარი საათი იტრიალეს და აი ის დრო იყო რო მოდუნდები , ჩვენმა მეგობარმა იფიქრა პაპიროსს გავკურავო ჯიგარმა და აი რომ ამოიღო მოსაკიდებლად , 2 მეტრაში წამოუხტა , სანამ გააგდო სიგარეტი და აიღო თოფი კურდღელი უკვე 20 მეტრაში იყო და შევარდა ჯაგებში , მიაყოლა ერთი მაგრამ უშედეგოდ , 3 ძაღლი გაყვა კუდზე და ჩვენც , თუმცა გაუვალშI შევარდნენ სადაც ფიზიკურად ვეღარ გავედIთ , სანამ ამ ტყეს წრე დავარტყით ამასობაში ძაღლებმაც შეწყვიტეს დევნა და დაბრუნდნენ

 

ასე და ამგვარად დამთავრდა დღე , ძალიან ვისიამოვნეთ , მაქსიმაც გაიხარა და წავედით მესამე ტაიმზე.

ძალიან ტკბილი და კარგი დღე ჩაიწერა ჩვენს მოგონებებში !

მადლობა წაკითხვისთვის :)

 

მიმაგრებული ფაილები  IMG_6539.JPEG   90.77კილობაიტი   0 გადმოწერები

მიმაგრებული ფაილები  IMG_6546.JPG   184.84კილობაიტი   0 გადმოწერები

 


იყიდება ცაციას კარაბინი სასწრაფოდ !

06 August 2022 - 11:52 PM

მეგობრებო სასწრაფოდ ვყიდი ჩემს კარაბინს , ცაციის საოცნებო კარაბინს , ძალიან იშვიათია საქართველოში 

საბატი როვერ 870 30-06 კალ იქნება 50 ტყვიაზე ნაკლები ნასროლი

არის ცაციის მოდელი , მოყვება ოპტიკა , ვაზნები 

კარაბინი ვიყიდე 3800 ლარად , აყენია 2000 ლარიანი ოპტიკა , გაძლიერებული რინგები 35$ , მოყვება 150 ლარის ვაზნები, იტალიური ქამარი 70ევრო

ვყიდი 5000 ლარად

ოპტიკა ვექტორ ოპტიკს 1.5-9 42 მოყვება ხუფები და შალითა ასევე ყუთი და ინსტრუქცია

 

აქვს უმაღლესი დონის კაკლის კონდახი , ვეფხვისებრი ზოლებით 

 

 

n7a6ae2.jpeg

 

Jb7ef87.jpeg

 

9d68e86.png

 

Reec862.jpeg

 


ლეგიონერი სარდინიაზე

22 July 2022 - 02:48 PM

მოგესალმებით მეგობრებო , ერთ მშვენიერ დღეს მეგობარმა დამირეკა მითხრა საქმეში დახმარება მინდა პასპორტი თუ გაქვსო და მზად თუ ხარ გასამგზავრებლადო , რათქმაუნდა სიხარულით დავთანხმდი , მიყიდეს ბილეთები დამიჯავშნეს სასტუმროები და გავეშურე, უნდა ჩავსულიყავი რამდენიმე ქვეყანაში , ბოლო გაჩერება იყო სარდინია , ეს რომ გავიგე გამახსენდა რომ ზაფხულობით ჩემი იტალიელი მეგობარი ლუკა დადის იქ , დავეკონტაქტე და მითხრა ოქტომბრამდე აქ ვარ თუ გინდა სულ ნუ წახვალო , მეც სიამოვნებით ავაწყვე ლოგისტიკა და წავედი.

 

 

3d52adf.jpeg

 

 

მოვიარე საქმეები , ვესტუმრე არა ერთ ლამაზ ქალაქს

 

 

 

ec499ad.jpeg

 

fc9a057.jpeg

 

A1ced75.jpeg

 

R54d6c2.jpeg

 

 

 

ბოლოს გადაწყდა რომ მეგობარი და თავის ცოლიც წამოვიდოდნენ სარდინიაზე , დილით 9:30 იყო ფრენა , ჩვენ მივედით პატარა აეროპორტში 1.5 საათით ადრე , თუმცა დაგვხვდა გავსებული , რიგში ვიდექით 1 საათი და ნახევრამდე მივედით , ბოლოს დაიძახეს ვინც სარდინიაზე მიდიხართ მოდით დროზეო , გამოვედით რიგიდან გავიარეთ ჩექინი , მივედით უსაფრთხოების პუნქტთან , მეგობრის მეუღლის ჩანთა რატომღაც თვალში მოხვდათ , ამოიღეს , წაუსვეს ქაღალდი რომელიც შემდგომ აპარატში ჩადეს , რაც გაწითლდა და ხმაური დაიწყო , მეორეჯერ გაიმეორეს იგივე შედეგი..... მოიყვანეს ზედამხედველი , ვეკითხები რა ხდებათქო და ასაფეთქებლის კვალი არისო , რაზეც გვეგონა ღადაობდა მაგრამ ჩხრეკა რომ დაიწყო მივხვდით რომ არა.... 

ამოალაგა ჩანთა , ამოაწყო კრემები და დაიწყო შემადგენლობების კითხვა , ჩამოგვართვა ორი კრემი და გაგვიშვა , ფაქტიურად აფეთქებას გადაგვარჩინა ყველა :D

 

ამ დროს უკვე 20 წუთი დარჩა ფრენამდე , ჩემი მეგობარი უკვე გეითთან დგას და გვირეკავს , დამალაპარაკა იქ მყოფი და მეკითხება სად ხართო , ვუთხარი 20 წამში მანდ ვართქო და მართლა მე და მეგობრის მეუღლე სირბილით მივედით და წამებში იქ ვიყავით მაგრამ არაო მეყოლეთ ვარდივითო....

ნუ რა ვქნათ არ ვიცით , მეგობარს სარდინიაზე სასტუმროც დაჯავშნული აქვს , მანქანაც , აუცილებლად უნდა წავიდეთ , მოვბრუნდით ბარგის ასაღებლად და ბარგი არაა , გვითხრეს რომ გაფრინდაო , იქ ადგილზე ვრეკავთ აქ არ არისო და წავიდა 2 საათიანი კაჩაობა , რეკვა , თარგმნა და ასე შემდეგ....

 

 

უნდა გავიქცე ახლა , თუ ბი ქონთინიუდ  :*