Jump to content

დუდუ

დუდუ

წევრი 20 Dec 2017
გასული ბოლო აქტიურობა Jul 24 2023 11:39 PM

ბელგიური მალინუა

05 May 2022 - 02:15 PM

მეგობრებო ვეძებ ბელგიური მალინუას ლეკვს.ისე რომ თირკმელში გაცვლა არ დამჭირდეს :) 

ხომ არ გეგულებათ ვინმეს?

 

 

9367f55.jpg

 

s3d939b.jpg

 

ფოტო გუგლიდან


ჩუქჩების უცნაური ტრადიცია - რატომ ცვლიან ისინი ცოლებს ერთმანეთში და საიდან მოდის ეს ჩვე...

02 June 2021 - 04:03 PM

tundra-114-1200x800-1622540390.jpg

ტრადიციები და ჩვეულებები, რომელიც მცირე ხალხებში შემორჩა, ხშირად აოცებს თანამედროვე ადამიანს. მაგალითად, უკიდურეს ჩრდილოეთში მაცხოვრებელი ჩუქჩები პატივს სცემენ თავიანთ უძველეს კანონებს, რაც თანამედროვე სამყაროში ძალიან იშვიათია. ამ ხალხის წარმომადგენლების თავისებურებაა ცოლების ერთმანეთში გაცვლა და ჯგუფური თანაცხოვრება.

616x510-1622540416.jpg

საიდან და რატომ გაჩნდა ეს ტრადიცია?

პირველყოფილი ყოფის ელემენტების შენარჩუნება ოჯახი (თანამედროვე ადამიანის გაგებით) ისტორიულად სულ ახლახანს გაჩნდა. მხოლოდ აგრარულ საზოგადოებაზე გადასვლის შემდეგ წარმოიშვა ადამიანებში ისეთი ცნებები, როგორიცაა ქორწინება, ქორწილი, მყარი მონოგამიური ან პოლიგამიური კავშირი.

პირველყოფილ ადამიანებში მთავარი ამოცანა იყო გვარის გადარჩენა და გაგრძელება. ამიტომ ისეთი გრძნობები, როგორიცაა ღალატი, ეჭვიანობა, ერთი პარტნიორისადმი ერთგულება - პირველყოფილ ადამიანს არ ჰქონდა.

ჩუქჩები, აღმოჩნდნენ რა შეცვლილი კლიმატის ხაფანგში, იძულებული იყვნენ ებრძოლათ გადარჩენისთვის ძალიან მძიმე კლიმატურ პირობებში. ამ სიტუაციაში ყველაზე მომგებიანი იყო ჯგუფებად ცხოვრება. ამიტომ მათთან დღემდე გავრცელებულია ისეთი მოვლენა, როგორიცაა გაფართოებული ოჯახი.

22cc9a0009bcad867b2586b2798feda4-1622540

ერთად ბინავდება რამდენიმე წყვილი, სადაც ნორმად ითვლება ყველა მამაკაცის თანაცხოვრება ყველა ქალთან, მიუხედავად ოფიციალური მეუღლეების არსებობისა. როგორც წესი, ასეთ კავშირში ორი-სამი წყვილი იმყოფება. ძალიან ხშირად ასეთ ჯგუფებს ქმნიან ბავშვობის მეგობარი ორი-სამი მამაკაცი. ისინი ერთად სახლდებიან, მოჰყავთ ცოლები და ნორმად თვლიან, რომ პერიოდულად პარტნიორები ერთმენეთში გაცვალონ. ზოგჯერ ეს კარგი გამოსავალია ღარიბი ოჯახებისთვის. ჯგუფში ბევრად მეტია შანსი გადარჩე, ამიტომ უმჯობესია უზრუნველყოფილ თანამემამულეებს შეუერთდე.

ტუნდრის პირობებში ნებისმიერი ბავშვის დაბადება ჩუქჩებისთვის დიდი ბედნიერებაა, ნამდვილი სასწაული.

2021051219593990773-1622540477.jpg

არავის აღელვებს, ვინ არიან ბავშვის ბიოლოგიური მშობლები, ბიძა ან დეიდა. ბავშვზე ყველა ერთნაირად ზრუნავს. ჯგუფური ქორწინება უშვილოებისთვისაც გამოსავალია. ცოლების გაცვლისას მეტია შანსი რომ ქალი ვინმესგან დაფეხმძიმდეს. თუ არა, მაშინ ისინი დიდი სიამოვნებით მოუვლიან გაფართოებული ოჯახის სხვა წევრების ბავშვებს. ბავშვები ერთ ჯგუფად იზრდებიან და ერთმანეთს დებად და ძმებად თვლიან, რეალური ბიოლოგიური ნათესაობის მიუხედავად. მათ ყველა ერთიანი ძალებით უვლის.

პირველყოფილი თემის შემორჩენილი გამოძახილები ჩუქჩების წყნარ, გულღია და გულწრფელ ხასიათში ვლინდება, ამიტომაც ახერხებენ თანაცხოვრებისას გვერდი აუარონ ეჭვიანობას და სხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებს, და ერთნაირი მზრუნველობით მოეპყრან ყველა თავის ახლობელს.

მზრუნველობა ქვრივებზე, ობლებზე და თემის ნაკლებადუზრუნველყოფილ წევრებზე

2021051220031590773-1622540531.jpg

ტუნდრა სასტიკია ყველასთვის, განსაკუთრებით მარტოხელა, ბავშვებიანი დედისთვის. მარტოობაში მას გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ აქვს. ჩუქჩებს შემორჩათ ჩვეულება, რომელსაც მეცნიერები ლევირატს უწოდებენ. თუ მამაკაცი გარდაიცვალა და ცოლ-შვილი დარჩა, მაშინ რომელიმე ნათესავი ვალდებულია მის ქვრივზე დაქორწინდეს. ასე იცავს გვარის მამაკაცი მარტოხელა ქალს და მის შვილებს მკაცრ პირობებში მოსალოდნელი სიკვდილისგან. ბავშვებს დიდი ოჯახის მხრიდან გარანტირებული აქვთ მზრუნველობა, მემკვიდრეობის შენარჩუნება, სხვა ზრდასრული მამაკაცების მიერ აღზრდა.

ლევირატი მსოფლიოს სხვა რეგიონებშიცაა გავრცელებული, სადაც ადამიანებს უწევთ ცხოვრება რთულ კლიმატურ და ეკონომიკურ პირობებში.

fapickobeac6-1622540555.jpg

გენეტიკა

მცირერიცხოვანი თემის პირობებში, როცა მისი წევრები იძულებული არიან დიდი სამყაროსგან მოშორებით, იზოლაციაში იცხოვრონ, მცირე ხალხებს შეიძლება გენეტიკური პრობლემები შეექმნათ. ამის თავიდან აცილების მიზნით, ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანები ინტუიციურად ცდილობდნენ სხვადასხვა, დიდი რაოდენობის პარტნიორების კომბინაციით თემის უზრუნველყოფას. ამიტომ ჩუქჩებს, მკვლევარების აღწერით შეუძლიათ სტუმარს შესთავაზონ თავისი გაფართოებული ოჯახის წევრი ქალი ურთიერთობისთვის.

ქალებს ამას არავინ აიძულებს, ძალადობას ადგილი არ აქვს. პირიქით, ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ უცხოტომელს თავი მოაწონონ. ჩუქჩები ამას არც განიცდიან, არც ეჭვიანობენ და მხოლოდ მოხარულები იქნებიან, თუ გვარს კიდევ ერთი შანსი მიეცემა ძლიერი, ჯანმრთელი ბავშვის დაბადებისა. ყოველი მათგანი ხომ კარგი მონადირე და გამძლე დიასახლისი უნდა გაიზარდოს, რაც დიდი ოჯახის უზრუნველი და უსაფრთხო ცხოვრების გარანტია იქნება.

წყარო: Intermedia.ge

 


მარგეს დაბიდუბი (LIVE TRANSLATE)

25 September 2019 - 09:01 PM

ძმებს სიცოცხლე და გამარჯვება. :0017:

მხვდა პატივი და მარგეს დაბიდუბის რეპორტს ვიწყებ ლაივით :ki:


2019-2020 წლის სეზონის გახსნა საქართველოს ულამაზეს კუთხეში

26 August 2019 - 10:41 PM

როგორც იქნა დადგა ყველა მონადირესათვის სანატრელი დრო და გაიხსნა გადამფრენებზე ნადირობის სეზონი. დამეთანხმებით რომ ეს ყველა მონაფირისათვის არის როგოორც ახალი წელი. ოღონდ ზაფხულში  :0030:  :ki:რათქმაუნდა არც ლეგიონი და არც ლეგიონერები არ არიან გამონაკლისები. სულმოუთქმელად ველოდით ამ დღის დადგომას. აგვისტოს 23 რიცხვში დაიგეგმა ლეგიონერთა საერთო მზადება გრანდიოზული დღესასწაულისთვის. 


სტიქია ლეგიონის გულში

19 May 2019 - 08:35 PM

მოკლედ,ყოველგვარი ხვეწნისა და ძალდატანების გარეშე, დუდუ და ალექსა შემოგთავაზებთ რეპორტს 2019 წლის 18 მაისის გასვლისას,რომელიც იყო რათქმაუნდა დაუვიწყარი,მაგრამ ამავე დროს ძალიან გულდასაწყვეტი.