Jump to content

ლეგიონერი

ლეგიონერი

წევრი 20 Dec 2017
გასული ბოლო აქტიურობა გუშინ, 21:52
-----

წვიმაში გასეირნება

21 February 2018 - 01:27 PM

სალამი ძმებო.

 

    მოკლედ,ვაპირებ პატარა რეპორტუკას გაკეთებას და ვინაიდან ჩემთვის არის პირველი გთხოვთ ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ  ;)  :0030:

 

    ე.ი. წინა კვირას ცოტა მოწყენილობა იყო ფორუმზე.მოულოდნელად ბაბუმ გააკეთა განცხადება სასეირნოდ გასვლასე,რომელიც უნდა ყოფილიყო 17 თებერვალს (შაბათს),მაგრამ ვინაიდან ბევრი ვერ ახერხებდა ამ დროს წამოსვლას (მათ შორის მეც  :ki:  ) ბაბუმ გაგვითვალისწინა და გასეირნებამ გადაიწია 1 დღით ანუ 18 თებერვალს  :goood: .მოხდა ისე,რომ გაუთვალისწინებელი (საპატიო  ;) ) გარემოებების გამო ბაბუმ ვერ მოახერხა სასეირნოდ წამოსვლა.ყველა მოუთმენლად ველოდით,თუმცა ამაოდ.გვიან ღამით ფორუმზე დაიწყო ეკიპაჟების დაკომპლექტება.შედგა 2 ეკიპაჟით დაკომპლექტებული გუნდი თავის ჩოხა-ახალუხებით და სკრიპკებით აღჭურვილი.დიდი შემართებით შევიკრიბეთ თბილისში აღმოსავლეთის ლოკაციასთან.აბა რა გეგონათ ხელცარიელები წავიდოდით :0038: ? 

 

 

             

 .


ბერმუდის სამკუთხედი

29 January 2018 - 02:57 PM

ბერმუდის სამკუთხედი

 
 
ბერმუდის სამკუთხედი 250px-Bermuda_Triangle-ka.png ბერმუდის სამკუთხედის კლასიკური საზღვრები კლასიფიკაცია ჯგუფი: პარანორმალური ადგილი   აღწერა სხვა სახელწოდება: ეშმაკური სამკუთხედი კოორდინატები: 17px-WMA_button2b.png26°37′45″ ჩ. გ.70°53′01″ დ. გ. ქვეყანა: ღია ზღვა
ბაჰამის კუნძულები მდგომარეობა: ქალაქური ლეგენდა

ბერმუდის სამკუთხედი (ინგლ. Bermuda Triangle) — ატლანტის ოკეანის რაიონი, რომელიც მდებარეობს აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან. წააგავს სამკუთხედს. მისი გვერდები გადაჭიმულია იმ წერტილიდან, რომელიც მდებარეობს ბერმუდის კუნძულების რაიონში, ფლორიდის ნახევარკუნძულის სამხრეთი ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთით, შემდეგ ბაჰამის კუნძულების გასწვრივ, პუერტო-რიკოს კუნძულთან, სადაც კვლავ უხვევს თითქმის ჩრდილოეთისაკენ და უბრუნდება ბერმუდებს დაახლოებით დასავლეთი გრძედის 65°-სთან. ბერმუდის სამკუთხედი წარმოადგენს დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე საოცარ და საიდუმლოებით მოცულ რაიონს. ანალოგიურ სამკუთხედს წყნარ ოკეანეში „ეშმაკურს“ უწოდებენ. რაიონი ნავიგაციისათვის სახიფათოა, არის თავთხელების დიდი რაოდენობა, ხშირად წარმოიქმნება ციკლონები და შტორმები.

ამ ადგილის წყლები ყოველთვის იყო ამოუხსნელი ამოცანა. უგზო-უკვლოდ უჩინარდება გემები და თვითმფრინავები, ზოგჯერ წყალქვეშა ნავები. ამ ადგილს უწოდეს „ატლანტიკის სასაფლაო“. ბერმუდის სამკუთხედში არის მრავალი პატარა კუნძული, რის შედეგადაც აქ ინტენსიურად არის განვითარებული მცირე კაბოტაჟური ნაოსნობა, ხოლო კლიმატური პირობები ტურისტული ბიზნესის გაფურჩქვნის ხელშემწყობი ფაქტორია. სამკუთხედი ცნობილი მხოლოდ 1840 წლიდან გახდა, როცა იქვე ახლოს იპოვეს ფრანგული აფრიანი გემი „როზალინი“. იქ ყველა აფრა ადგილზე და წესრიგში იყო, მაგრამ არ იყო ეკიპაჟის არცერთი წევრი.

ამ გაუჩინარებათა ასახსნელად, სხვადასხვა ჰიპოთეზების დასახელება ხდება, უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანეტელთა მიერ მოტაცებებამდე. თუმცა, სკეპტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბერმუდის სამკუთხედში გემების გაუჩინარებები არ ფიქსირდება იმაზე ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და ბუნებრივი მიზეზებით აიხსნება. ამავე მოსაზრებას მხარს უჭერს აშშ-ის სანაპირო დაცვა და სადაზღვევო კომპანია Lloyd’s.

აშშ-ის გეოგრაფიული სახელწოდებების საბჭოს თანახმად, ბერმუდის სამკუთხედი როგორც სახელწოდება არ არის აღიარებული და აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიხედვით, სამკუთხედი არ არსებობს. 2013 წელს ბუნების მსოფლიო ფონდმა მოახდინა 10 ყველაზე სახიფათო წყლის იდენტიფიცირება, რომელთა შორის ბერმუდის სამკუთხედი არ მოხვედრილა.

 

 

ისტორია

ქრისტეფორე კოლუმბი იყო პირველი მოგზაური, რომელმაც გაიარა სარგასის ზღვა და ბერმუდის სამკუთხედი 1492 წელს. მისი გემის — სანტა-მარიას ჟურნალი მოგვითხრობს კომპასის ისრის უცნაურ ქცევაზე, ცისა და ზღვის უჩვეულო ნათებაზე. ყოველი გაუგებარი მოვლენა მეზღვაურთა შორის იწვევდა შიშს. ამ უჩვეულო მოვლენების შესახებ ჭორი მალევე გავრცელდა მეზღვაურთა შორის და სულ მალე ატლანტიკის ამ რაიონმა შეიძინა უჩვეულო და საიდუმლო რეპუტაცია.

ბერმუდის სამკუთხედში „საიდუმლო გაუჩინარებების“ შესახებ პირველად Associated Press-ის კორესპოდენტმა ჯონსმა ახსენა, 1950 წელს მან ამ რაიონს „ეშმაკის ზღვა“ უწოდა. „ბერმუდის სამკუთხედის“ შესიტყვების ავტორად, ჩვეულებრივ, ვინსენტ გადისი მიიჩნევა. მან 1964 წელს სპირიტიზმისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ ჟურნალში გამოაქვეყნა სტატია „მომაკვდინებელი ბერმუდის სამკუთხედი“. XX საუკუნის 60-იანი წლების დასასრულსა და 70-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა მრავალრიცხოვანი პუბლიკაცია ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოებების შესახებ.

1974 წელს, ჩარლზ ბერლიცმა გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი“, რომელშიც ამ რაიონში სხვადასხვა საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების აღწერები იყო შესული. წიგნი ბესტსელერი გახდა და სწორედ მისი გამოქვეყნების შემდეგ თეორიამ ბერმუდის სამკუთხედის უჩვეულო თვისებების შესახებ განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა. თუმცა, შემდგომში, გამოაშკარავდა, რომ ზოგიერთი ფაქტი ბერლიცის წიგნში არასწორად იყო გადმოცემული.

1975 წელს, ლოურენს დევიდ კუშემ გამოაქვეყნა წიგნი „ბერმუდის სამკუთხედი: მითები და რეალობა“, რომელშიც ის შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ არაფერი ზებუნებრივი და საიდუმლო ამ რაიონში არ ხდება. აღნიშნული წიგნი დაფუძნებულია დოკუმენტებისა და თვითმხილველებთან საუბრების მრავალწლიან კვლევებზე, რომლებმაც მრავალრიცხოვანი შეცდომა და უზუსტობა გამოავლინეს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს არსებობის მომხრეთა პუბლიკაციებში.

თეორიის მომხრეები უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო და საჰაერო ხომალდის გაუჩინარების შესახებ საუბრობენ. გაუჩინარებათა გარდა, იტყობინებიან ეკიპაჟის მიერ წესიერ მდგომარეობაში მიტოვებული გემების, ასევე სხვა უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა. შ. კუშემ და სხვა მკვლევარებმა აჩვენეს, რომ ამ შემთხვევებათაგან ზოგიერთი ბერმუდის სამკუთხედის საზღვრებს მიღმა მოხდა. ზოგიერთი შემთხვევის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვება ოფიციალურ წყაროებში ვერ მოხერხდა.

ევენჯერების რგოლი (გაფრენა № 19)

ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირებით ხსენებად ყველაზე ცნობილ შემთხვევას წარმოადგენს „ევენჯერის“ ტიპის ხუთი ბომბდაშენ-ტორპედოსანის რგოლის გაუჩინარება. ამ თვითმფრინავების აფრენა მოხდა 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზიდან ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა). ისინი უკან არ დაბრუნებულან. მათი ნამსხვრევები ჯერაც ვერ იპოვეს. ბერლიცის თანახმად, 14 გამოცდილი პილოტისგან შემდგარი ესკადრილია საიდუმლო მიზეზებით გაუჩინარდა ჩვეულებრივი ფრენის დროს ნათელ ამინდში მშვიდი ზღვის თავზე. ასევე ცნობილია, რომ ბაზასთან რადიოგადალაპარაკებებისას პილოტები თითქოს-და საუბრობდნენ სანავიგაციო მოწყობილობის აუხსნელი გაფუჭებისა და უჩვეულო ვიზუალური ეფექტების შესახებ — „ჩვენ არ შეგვიძლია მიმართულების დადგენა, ოკეანე კი არ გამოიყურება ისე, როგორც ყოველთვის“, „ჩვენ თეთრ წყლებში ვეშვებით“.

კუშეს ვერსიით, სინამდვილეში ეს რგოლი შედგებოდა კურსანტებისგან, რომლებიც ასრულებდნენ საწვრთნელ ფრენას. გამოცდილი პილოტი იყო მხოლოდ მათი ინსტრუქტორი, ლეიტენანტი ტეილორი, მაგრამ ის სულ ახლახანს გადმოიყვანეს ფორტ–ლოდერდეილში, რის გამოც იგი ჯერ კარგად არ იცნობდა საფრენ რაიონს. დაფიქსირებულ რადიოგადალაპარაკებებში არაფერია ნათქვამი რაიმე საიდუმლო მოვლენების შესახებ. ლეიტენანტმა ტეილორმა განაცხადა, რომ მან ორიენტირება დაკარგა და ორივე კომპასი გაუფუჭდა. საკუთარი ადგილმდებარეობის დადგენის მცდელობისას მან შეცდომით იფიქრა, რომ რგოლი ფლორიდა-კისის კუნძულების თავზე, ფლორიდისგან სამხრეთით იმყოფებოდა, ამიტომაც მას შესთავაზეს ორიენტაციის მოხდენა მზის მიხედვით და გაფრენა ჩრდილოეთის მხარეს. შემდგომმა ანალიზმა აჩვენა, რომ, შესაძლოა თვითმფრინავები იმყოფებოდნენ ბევრად აღმოსავლეთისკენ და, ეჭირათ რა ჩრდილოეთის კურსი, მოძრაობდნენ სანაპიროს პარალელურად.

რადიოკავშირის ცუდი პირობები (დაბრკოლებები სხვა რადიოსადგურებიდან) ხელს უშლიდნენ ესკადრილიის ზუსტი მდგომარეობის დადგენაში. რამდენიმე ხანში ტეილორმა გაფრენა დასავლეთის მხარეს გადაწყვიტა, მაგრამ სანაპიროს ვერ მიაღწია, რადგან თვითმფრინავებში საწვავი თავდებოდა. ევენჯერთა ეკიპაჟები იძულებულნი გახდნენ წყალზე ეცადათ დასხდომა. ამ დროისთვის უკვე დაბნელდა, ხოლო ზღვა, იმ რაიონში იმდროს მყოფი გემების თქმით, ძალზედ აბობოქრებული იყო. ევენჯერთა გაუჩინარების შემდეგ მათ საძებნად სხვა თვითმფრინავები გაგზავნეს და ერთ-ერთი მათგანი — ჰიდროთვითმფრინავი „მარტინ მარინერი“ — ასევე უკვალოდ გაუჩინარდა. კუშეს მოსაზრებით, ასეთი ტიპის თვითმფრინავებს გარკვეული ნაკლოვანება გააჩნიათ, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ საწვავის ორთქლი კაბინაში აღწევს და საკმარისია ერთი ნაპერწკალი იმისთვის, რათა აფეთქება მოხდეს.

„გეინე მილსის“ (Gaines Mills) ტანკერის კაპიტანმა განაცხადა, რომ იგი აფეთქებას და ნამსხვრევებს თვალს ადევდნებდა, შემდეგ კი ზღვის ზედაპირზე ზეთის ლაქა აღმოაჩინა.

 


ქართველი დიდი ვეზირები ოსმალეთის იმპერიაში

29 January 2018 - 02:46 PM

       რატომღაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ შუა საუკუნეების თურქეთი იყო ტოტალიტარული, ჩამორჩენილი ქვეყანა. შეხედულება აშკარად მცდარია, რადგან სულეიმან კანუნიდან მოყოლებული ბევრი პროგრესული რეფორმა გატარდა. მათი სიძლიერის თავი და თავი კი სულ სხვაგან უნდა ვეძიოთ.

იმ პერიოდის ევროპულ და აზიურ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც) ჩამოყალიბებული იყო დიდგვაროვანთა ე. წ. კასტა, რომელთაც შთამომავლობით, მემკვიდრეობით გადაეცემოდათ მეტად პასუხსაგები თანამდებობები. შედეგად, ხშირად, მნიშვნელოვან პოსტებზე ხვდებოდნენ ყოვლად გამოუსადეგარი პირები და სავალალო შედეგებამდე მიჰყავდათ ქვეყანა. ოსმალები სპეციალურად უყრიდნენ თავს ქრისტიანული ქვეყნებიდან მოტაცებულ და მონათა ბაზარზე გაყიდულ ყმაწვილებს. ცხადია, მათ ამაჰმადიანებდნენ და აძლევდნენ საკმაოდ საფუძვლიან განათლებას, ხოლო რჩეულებს აწინაურებდნენ უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო თანამდებობებზე. თუ ქრისტიანი – ქართველი ან სხვა რომელიმე ეროვნების წარმომადგენელი – ისლამის აღმსარებელი გახდებოდა, ის უკვე ოსმალოდ ითვლებოდა და არანაირი შეფერხება მის კარიერას არ ემუქრებოდა. ოსმალეთში არ არსებობდა ძირძველი არისტოკრატია. ზემოხსენებულმა წესმა გამოიწვია, რომ სახელმწიფო თანამდებობების, მათ შორის დიდი ვაზირის თანამდებობის დასაკავებლად, გზა გაეხსნა ბევრ ნიჭიერ და ღირსეულ ადამიანს.

დიდი ვაზირი იყო ოსმალეთის პრემიერ-მინისტრი, ანუ, მთავრობის თავმჯდომარე. დიდი ვაზირი სულთნის შემდეგ პირველი კაცი იყო სახელმწიფოში, რომელიც ქვეყანას სულთნის სახელით განაგებდა. მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში, სხვადასხვა დროს, 18 ქართველი იყო დანიშნული დიდი ვაზირის თანამდებობაზე.

ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, პროფესორმა ოთარ გიგინეიშვილმა დაადგინა, რომ პირველი ქართველი დიდი ვაზირი იყო ჰადიმ-მეჰმედ ფაშა. იგი სულთანმა დიდ ვაზირად დანიშნა 1622-1623 წლებში, ხოლო ბოლო ქართველი დიდი ვაზირი იყო მაჰმუდ-ნედიმ ფაშა-1871-1872 წლებში. აღსანიშნავია, რომ მაჰმუდ-ნედიმ ფაშა 1875-1876 წლებში მეორედაც იყო დიდ ვაზირი.

 

ოსმალეთის სულთნის კარზე ქართველი დიდი ვაზირები იყვნენ: მელექ-აჰმედ ფაშა, სიაუშ ფაშა, გურჯი-მეჰმედ ფაშა, იფშირ-მუსტაფა ფაშა, ქეპრიულიუ-დამადი სიაუშ ფაშა, აღა-იუსუფ ფაშა, სილახდარ-სულეიმან ფაშა, ისმაილ ფაშა, მეჰმედ-საიდ ფაშა, ხაზინედარ შაჰინ ალი ფაშა, ხოჯა იუსუფ ფაშა, კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა, ლაზ-აჰმედ ჰაშა, ჰურშიდ-აჰმედ ფაშა, რეშიდ მეჰმედ ფაშა, ხოჯა-ჰუსეინ მეჰმედ ფაშა.

მელექ-აჰმედ ფაშა, გატაცებული ქართველი ყმაწვილი თურქეთში 1617 წელს ჩაიყვანეს. ის მაშინ 15 წლის იყო. იზრდებოდა ოსმალეთის სულთნის – აჰმედ პირველის კარზე. მელექ-აჰმედ ფაშა იყო რამდენიმე ვილაიეთის (გუბერნიის) ვალი (გუბერნატორი). ის დაქორწინებული გახლდათ სულთნის ქალიშვილზე, რის გამოც მიიღო "დამადის" (სულთნის სიძის) ტიტული. მელექ-აჰმედ ფაშა ოსმალეთის სულთანს, მურად მეოთხეს, თან ახლდა ირანის წინააღმდეგ ომებში. 1650 წელს სულთანმა ის დიდ ვაზირად დანიშნა. მელექ-აჰმედ ფაშამ რადიკალური ღონისძიებები გაატარა ხაზინიდან ფულის ქურდობის აღსაკვეთად, რის გამოც მის წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია შეიქმნა. დიდი ვაზირი იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო, თუმცა, მელექ-აჰმედ ფაშა ამის შემდეგაც აქტიურ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეობას ეწევა.

აღა-იუსუფ ფაშაც სტამბულის მონათა ბაზარზე გაყიდეს. მალე ის იანიჩართა ჯარში მოხვდა, მალე კი, იანიჩართა ჯარის სარდალიც გახდა. 1711 წელს სულთანმა იგი დიდ ვაზირად დანიშნა. 1711-1713 წლებში აღა-იუსუფ ფაშა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ოსმალეთის ჯარის მთავარსარდალი იყო. ამ დროს პეტრე პირველი ბალკანეთში შეჭრას ცდილობდა. რუსები დამარცხდნენ და პეტრე პირველი თავისი შტაბით ალყაში აღმოჩნდა. რუსების დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა მთავარსარდალმა აღა-იუსუფ ფაშამ. მოულოდნელად, ოსმალებმა პეტრე პირველს გზა გაუხსნეს რუსეთის საზღვრებისკენ. მაშინ გავრცელდა ხმები, რომ პეტრე პირველმა ალყას დიდი ოდენობით ქრთამის გაღების ფასად დააღწია თავი. პეტრე პირველმა დანამდვილებით არ იცოდა, რომ ოსმალეთის ჯარების სარდალი აღა-იუსუფ ფაშა ქართველი იყო, ისევე, როგორც აღა-იუსუფ ფაშას არ ეცოდინებოდა, რომ რუსეთის მეფის ძარღვებში სავარაუდოდ, ქართული სისხლი ჩქეფდა.

 

საინტერესოა, კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშას ბიოგრაფიაც. ის დიდი ვაზირი იყო 1798-1805 და 1809-1811 წლებში. დატყვევების შემდეგ მისი ისტორია სხვათაგან არაფრით განსხვავდება. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, 1798 წელს, ის ერზრუმის ვალიდ დაინიშნა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ნაპოლეონ ბონაპარტემ ეგვიპტის დაპყრობა დაიწყო, რომელიც იმხანად ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა. ნაპოლეონმა თურქეთის არმია სასტიკად დაამარცხა. სწორედ ამ კრიტიკულ ვითარებაში დანიშნა სულთანმა დიდ ვაზირად კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა, რომელიც ეგვიპტეში გაემგზავრა და ოსმალეთის არმიას ჩაუდგა სათავეში. მან რამდენიმე მარცხი აგემა ფრანგებს, თუმცა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა. ომის დასრულების შემდეგ დიდი ვაზირი სტამბულში დაბრუნდა და მალე თანამდებობიდანაც გადადგა. ამის შემდეგ ტახტზე ადის ახალი სულთანი – მაჰმუდ მეორე, რომელმაც კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა ისევ დიდი ვაზირის თანამდებობაზე დანიშნა. კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა ოსმალეთში ცნობილი იყო როგორც თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი, წერდა ლექსებს.

 

დიდი ვაზირი მაჰმუდ ნედიმ ფაშა 1867 წელს საზღვაო მინისტრი გახდა. იგი ამ დროისთვის უკვე ცნობილი პოეტი იყო. 1871 წელს სულთანმა ის დიდ ვაზირად დანიშნა. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალეთში გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან ინგლისი და რუსეთი. მაჰმუდ ნედიმ ფაშა პრორუსული ორიენტაციისა იყო და სულთნის კარზე ინგლისის გავლენის შეზღუდვისთვის იბრძოდა. ინგლისის დაზვერვამ სტამბულში გაავრცელა ხმები, რომ დიდი ვაზირი რუსეთის აგენტი იყო და კავშირი ჰქონდა რუსეთის ელჩთან – იგნატიევთან. საბოლოოდ, ინგლისმა მიაღწია იმას, რომ სულთანმა მაჰმუდ ნედიმ ფაშა თანამდებობიდან გადააყენა. მიუხედავად ამისა, მალე მაჰმუდ ნედიმ ფაშა ოსმალეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1875 წელს კი მეორედ დაინიშნა დიდ ვაზირად. ინგლისის დაზვერვის ძალისხმევით, ეს თანამდებობა მან მალევე დატოვა, თუმცა, სულთანმა აბდულ-ჰამიდ მეორემ იგი კვლავ გამოარჩია და შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.

 

სამწუხაროდ, ოსმალური წყაროები საგულდაგულოდ მალავენ გამაჰმადიანებულ მამლუქთა წარსულს და ამიტომ ქართველი დიდი ვაზირების ბიოგრაფიიდან საქართველოსთან დაკავშირებული ცნობები პრაქტიკულად არ არსებობს, არც მათი ქართული სახელები ვიცით, ვიცით მხოლოდ, რომ სხვათა მსგავსად ბლომად ოფლი და სისხლი ღვარეს უცხოტომელთა სასარგებლოდ, მაშინ როდესაც სამშობლოს ასე სჭირდებოდა მათი ცოდნა და გამოცდილება…

 


 


პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

29 January 2018 - 02:24 PM

                                      პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა

 
 
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა ჯვაროსნული ლაშქრობების ნაწილი 320px-1099jerusalem.jpg
იერუსალიმის აღებით დასრულდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა. თარიღი 1096 - 1099 მდებარეობა ლევანტი და ანატოლია შედეგი ჯვაროსნების გამარჯვება ტერიტორიული
ცვლილებები ჩამოყალიბდა იერუსალიმის სამეფოანტიოქიის სამთავროედესისა და ტრიპოლის საგრაფოები მხარეები
20px-Arms_of_the_Kings_of_France_%28Fran

საფრანგეთის სამეფო

20px-Holy_Roman_Empire_Arms-single_head.

საღვთო რომის იმპერია და სხვ.

სელჩუკთა სახელმწიფო მეთაურები გოდფრუა ბუიონელი

ბალდუინ I
ბოემონდ I
რაიმუნდ I

კილიჩ-არსლან I ძალები 35,000
  • 30,000 ქვეითი
  • 5,000 კავალერია
უცნობია დანაკარგები დიდი დანაკარგი დიდი დანაკარგი

       პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.

 

მიზეზები
350px-Age_of_Caliphs.png
 
მდგომარეობა შუა აღმოსავლეთში

1095 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. იმპერატორი ამბობდა, რომ თურქ-სელჩუკთა იმპერია ძალიან გაძლიერდა. მუსლიმები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროსათვის. მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი ნიკეა იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა კონსტანტინოპოლთან, ბიზანტიის დედაქალაქთან. თურქებიასევე ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ, ანატოლიას(თანამედროვე თურქეთის ტერიტორია). ალექსი I მუსლიმების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. იმპერატორის დესპანი ზემოთ აღნიშნული თხოვნით რომის პაპ ურბან II - თან 1095 წლის მარტში ჩავიდა. რომის პაპი ხედავდა ევროპაში შექმნილ მდგომარეობას. იმ დროისთვის იქ უმარავი ღარიბი რაინდი იყო. მათმა ნაწილმა თავის გადასარჩენად ძარცვასაც მიჰყო ხელი. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ახალი ლაშქრობა ბიზანტიის დასახმარებლად და მუსლიმების წინააღმდეგ მათთვის იდეალური იქნებოდა, რადგან იმ დროისთვის ომები ძლიერი არმიისათვის და მისი ჯარისკაცებისათვის თითქმის ერთადერთი შანსი იყო ქონების დაგროვებისა. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის ძალაუფლების და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების საგრძნობი ზრდა.

მზადება ლაშქრობისათვის

პაპმა ურბან II-ემ ლაშქრობის დასაწყებად დიდებულების მიმხრობა დაიწყო. მის გადამწყვეტ ნაბიჯად 1095 წლის ნოემბერში სამშობლოში - საფრანგეთში ჩასვლა და პატარა ქალაქ კლერმონში საეკლესიო კრების მოწვევა მიიჩნევა. მართლაც, კლერმონში უამრავმა რელიგიურმა პირმა მოიყარა თავი. ამ შეკრებაზე პაპმა ურბან II-მ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. მან ისაუბრა ევროპის იმ დროინდელ მძიმე მდგომარეობაზე და დაასკვნა, რომ საჭირო იყო დამყარებულიყო ღვთაებრივი მშვიდობა, თუმცა არა ისეთი, როგორიც უკვე ჰქონდათ. პაპი შეეხო ბერძენთა საკითხს, რომლებიც დახმარებას ითხოვნდნენ მუსლიმების წინააღმდეგ, აგრეთვე შეეხო აღმოსავლელი ქრისტიანების დაჩაგვრის ფაქტებს და მთავარზე გადავიდა: საჭირო იყო სრულიად ახალი ომის დაწყება, სადაც ჯარისკაცი იქნებოდა პილიგრიმი (მომლოცველი), ბრძოლის მიზანი - ქრისტეს საფლავი, შედეგი - გარდაცვლილთათვის ზეციური სამოთხე, ცოცხლად გადარჩენილთათვის კი მიწიერი იერუსალიმი. ასევე აღნიშნა, რომ ქრისტეს საფლავის გათავისუფლება არ იქნებოდა ერთადერთი შედეგი ჯვაროსნული ლაშქრობისა. ამ ომის შემდგომ მთლიანად ანატოლიას, ანუ შავი ზღვის სამხრეთ ნაწილს არა მუსლიმები, არამედ ერთმორწმუნე ქრისტიანები გააკონტროლებდნენ. კლერმონის კრების ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად პაპის გამოსვლის დასასრულს, დარბაზში შეძახილები გაისმა: "ღმერთი არს ჩვენთან!"

მან მალე აიყოლია საფრანგეთის სახელმწიფო ლიდერები. რაც შეეხება მეომრებს, ხალხს, რომელსაც უნდა ებრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, მათი რიცხვი თავიდან ძალიან მცირე იყო. რაინდები თითქოს თავს იკავებდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისგან, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე სახელოვანი რაინდი შეუერთდა ჯვაროსნებს, მათმა რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა. საბოლოოდ ექვსი დიდი არმია შეიკრიბა. ორი არმია განლაგებული იყო საფრანგეთის ჩრდილოეთში. ერთს მეთაურობდა რობერტ II ნორმანდიელიინგლისის მეფის უილიამ II-ის ძმა, ხოლო მეორეს გოტფრიდ ბულიონელიიტალიაში და კონსტანტინოპოლში კი – ბოემონდ I-ს მეთაურობით. სწორედ ბიზანტიისდედაქალაქში უნდა მომხდარიყო ჯვაროსანთა შეკრება და შემდეგ უნდა განხორციელებულიყო შეტევა თურქთაქალაქებზე. ლაშქრობის მეთაური, ანუ მთავარსარდალი კი ბიზანტიის იმპერატორი ალექსი I კომნენოსი უნდა ყოფილიყო. პაპმა ლაშქრობის დაწყების დღედ 15 აგვისტო გამოაცხადა, თუმცა ამ თარიღამდე ერთი თვით ადრე მცირე რაოდენობის "წარჩინებულთა" არმიამ თავისი გზით დაიწყო სვლა. მათი ლიდერი ქარიზმატული რაინდი პიტერი იყო. ის იმ დროისთვის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჯვაროსნად ითვლებოდა. თავის არმიაში მან უდიდესი ენთუზიაზმი ჩანერგა და იერუსალიმისკენ დაიძრა მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა სად მდებარეობდა ეს ქალაქი. თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლამდე მან ადგილობრივ ქრისტიანებთანაც მოასწრო დაპირისპირება. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი საკვები იყო, თუმცა საქმე არ გართულებულა. რამდენიმე დღის შემდეგ "წარჩინებულთა" არმია თურქ-სელჩუკთა უზარმაზარი და გამოცდილი ჯარის პირისპირ დადგა. აგვისტოს ბოლოსთვის პიტერის არმიის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებული იყო. თავად პიტერი და 50 რჩეული რაინდი თურქულ ქალაქ ცივეტოტთან დამარცხდნენ მუსლიმი მშვილდოსნების მიერ.

ლაშქრობის დაწყება
220px-Arriv%C3%A9e_des_crois%C3%A9s_%C3%
 
ჯვაროსნების კონსტანტინოპოლში შესვალა, ჟან ფუკე

ოთხი მთავარი არმია ჯვაროსნების გეგმის მიხედვით დაიძრა კონსტანტინოპოლისკენ აგვისტოს შუა რიცხვებში. პირველი, ვინც ბიზანტიის დედაქალაქის კედლებს მიადგა გოტფრიდ ბულიონელის ჯარისკაცები იყვნენ, შემდეგ გამოჩნდნენ რაიმუნდ IV ტულუზელისა და ბოემუნდ ტარანტელის არმიელები. იმპერატორი ალექსი იდეალური მზადყოფნით შეხვდა ევროპელებს, ამიტომაც ინციდენტების რიცხვი მინიმალური იყო. 1097 წლის აპრილისათვის უკლებლივ ყველა ჯვაროსნის ადგილსამყოფელი ბიზანტიის დედაქალაქი იყო. მათ საერთო რაოდენობაზე სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. ყველაზე სარწმუნო წყაროს მიხედვით ჯვაროსანთა რიცხვი 35 000 მეომარს შეადგენდა. მათგან 5 000 კავალერისტი იყო. ყველაზე მეტი ჯარისკაცი რაიმონდ ტულუზელმა ჩაიყვანა - 8 500 კაცი, აქედან 1 200 კავალერისტი. ჯვაროსნები დარწმუნებული იყვნენ, რომ მათ სათავეში ალექსი I ჩაუდგებოდა, თუმცა იმპერატორმა ფორმალური ლიდერობა ითავა, ისიც მანამ, სანამ ჯვაროსნები ბიზანტიის საზღვრებს გასცდებოდნენ. ის შეხვდა სარდლებს და გაუზიარა თურქებთან ბრძოლის გამოცდილება. აგრეთვე დახმარება აღუთქვა საკვების მიწოდების საკითხში. მან სრულად გაუხსნა საზღვრები ჯვაროსნებს და დაჰპირდა, რომ უკან დაბრუნებისას მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ.

  ნიკეას ალყა
319px-I_%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%90%E1%8
 
I ჯვაროსნული ლაშქრობის მიმართულება.

1097 წლის პირველ ნახევარში ჯვაროსნები სალაშქროდ დაიძრნენ. პირველი სამიზნე ნიკეა იყო, ძველად ბიზანტიელთა ქალაქი, იმ დროისთვის კი რუმის სასულთნოს დედაქალაქი, რომელსაც ქილიჩ-არსლან I მართავდა. არსლანი იმ დროისთვის არ იმყოფებოდა ნიკეაში, იგი ოჯახთან ერთად ცენტრალური ანატოლიის ერთ-ერთ ქალაქში იყო. ჯვაროსნებმა ნიკეას ალყა შემოარტყეს. როგორც კი ეს ამბავი არსლან I-მა გაიგო, მაშინვე დაბრუნდა ნიკეაში და თავისი ჯარით შეუტია ევროპელებს. მუსლიმები დამარცხდნენ, ისინი გაოცებულნი იყვნენ მტრის სიმრავლით. არსლან I ნიკეის ციხესიმაგრეში ჩაიკეტა. ზუსტად ერთ თვეში ჯვაროსნებმა იმპერატორის გეგმის დახმარებით შეძლეს ქალაქში შესვლა. ნიკეა ბიზანტიას დაუბრუნდა, ჯვარონსებმა კი სვლა განაგრძეს.

ანტიოქიის ალყა

რამდენიმე მცირე მუსულმანური ჯარის განადგურების შემდეგ ევროპელები ანტიოქიის ციხესიმაგრეს მიადგნენ. ეს იყო ბოლო დიდი ქალაქი იერუსალიმის გზაზე. 1097 წლის 10 ოქტომბერს ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს ანტიოქიას. ასეთი სიტუაცია კიდევ ერთ თვეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ორი დიდი ბრძოლა შედგა. ორივე შეტაკება "პილიგრიმმა მეომრებმა" მოიგეს. ამ გამარჯვებებმა უდიდესი როლი ითამაშა ანტიოქიის აღების საქმეში.

იერუსალიმის ალყა

      1099 წლის 7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. წმინდა ქალაქამდე მხოლოდ 12 000-მა კაცმა მიაღწია დანარჩენი ან ბრძოლაში დაიღუპა ან აღებულ ქალაქებში დარჩა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელები დახმარებას იღებდნენ მეომრების სახით, ძირითადად ბიზანტიიდან, და საჭმელ-სასმელი არ აკლდათ.

საბოლოოდ, 1099 წლის 15 ივლისს ხის კოშკების და სხვა ხერხების დახმარებით აღთქმული მიწა ქრისტიანების ხელში გადავიდა. ჯვაროსანთა მორწმუნე ნაწილი იერუსალიმში პილიგრიმის ტანისამოსით შევიდა. თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. ქრისტიანმა მეომრებმა ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, დახოცეს 10 000 ადამიანი. მიწა სისხლით იყო გაჟღენთილი. ერთ-ერთი თვითმხილველი წერს:

  „იმ შემთხვევაში თუ შენ იქ იქნებოდი ნახავდი, რომ ჩვენ, ჯარისკაცებს ფეხები მუხლამდე შეღებილი გვქონდა წითლად, დახოცილთა სისხლით. მე ეს ძალიან არ მინდოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო.“

რამდენიმე დღეში ხოცვა-ჟლეტა შეწყდა, რადგან უბრალოდ აღარავინ იყო მოსაკლავი. დაიწყო ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

 


სამურაი

29 January 2018 - 02:12 PM

სამურაი – იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა აღმნიშვნელი ტერმინი იყო. სამურაი იაპონურად ნიშნავს “სამსახურს”. სამურაი წვრილი მიწათმფლობელი იყო, რომლის მთავარი მოვალეობა ბრძოლაში სამსახური წამოადგენდა. მისი მთავარი იარაღი იყო ხმალი (კატანა), თუმცა იყენებდა შუბს (ნაგინატა) და მშვილდსაც (იუმი). ედოს პერიოდის სამურაების უმრავლესობა პატივის იერარქიულ კოდექსს „ბუშიდოს“ ემორჩილებოდა, რითაც მათ მოეთხოვებოდათ რანგით უფრო მაღლა მყოფთათვის მაგალითი ყოფილიყვნენ. ბუშიდოს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „სეპუკუ“, რითაც დამნაშავე სამურაის შეეძლო დანაშაულის გამოსყიდვა და პატივის აღდგენა სიკვდილის მეშვეობით და ამგვარად ბუშიდოს კოდით სამურაის სახელის აღდგენა.

 

ფოტოში ჩანს პირველი სამურაის ფოტო, რომელიც გადაღებულია 1859 წელს

2015103110113267247.jpg

 

თავდაპირველად სამურაები არაფერს არ წარმოადგენდნენ, გარდა მეომრებისა.

მათი ერთადერთი დავალება მტრის წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლა

და ბატონისადმი ბრმა მორჩილება იყო. დროთა განმავლობაში მათაც განიცადეს

ევოლუცია, შეისწავლეს ჩინური ენა და დამწერლობა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე

სამურაები შემდეგში უკვე მაღალ ფენებსაც ითხოვდნენ. მათ ყურადღებას ძალიან

მარტივად იპყრობდა ბუდიზმის ერთ-ერთი განშოტოება -ძენი.

 

2015103110160667247.jpg

 

სწორედ ძენის მეშვეობით სამურაებმა ჩამოაყალიბეს მათი ქცევის კოდექსი – ბუშიდო (იაპ: მეომრის გზა). ბოშიდომ დიდი გავლენა მოახდინა სამურაების ხასიათში და მათ ქცევაზე. ბუშიდოს მიხედვით სამურაის მოვალეობ იყო :ბატონისადმი ერთგულება, ღირსების შენარჩუნება, პატიოსნება, სიმამაცე და ა.შ. ბუშიდოს მიხედვით სამურაი ფიცს არ დებდა – ეს მისთვის ღირსების შელახვად ითვლებოდა.

 

2015103110164767247.jpg

 

დროთა განმავლობაში სამურაები გახდნენ მისაბაძი ადამიანები,

ახალგაზრდა იაპონელი ბავშობიდანვე ირჩევდა სამურაის ცხოვრების წესებს

და ითვისებდა ბუდიშოს მკაცრ წესებს, რომელსაც სიცოცხლის ფასადაც არ დაარღვევდა.

მე-XIX საუკუნეში იაპონიაში დიდი ცვლილებების პერიოდი იწყებოდა. ამ პერიოდში

დასავლეთის ზეგავლენა ძალიან დიდი იყო და ამიტომაც გატარდა მეიჯის რეფორმებიც.

 

2015103110243867247.jpg

 

მეიჯის რეფორმებმა სამურაების უფლებები შეზღუდა. სამურაები ყველაფერს

აკეთებდნენ იმისთვის, რომ ძველი ისტორია დაებრუნებინათ. მე-19 საუკუნის 70 -იან წლებში დაიწყო სამურაების ანტისამთავრობო გამოსვლები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ, რეფორმების გაუქმებას და მათი ძველი მდგომარეობის აღდგენას სახელმწიფოში.

 

2015103110250467247.jpg

 

სამურაების უპირველესი პრობლემა იყო სამხედრო რეფორმა, რამაც ხელი შეუშალა

იარაღის ტარებას და მათი ისტორიული პრივილეგიების შენარჩუნებას.

ყოველივე ამის გამო 1877 წელს დაიწყო შეიარაღებული ამბოხი ცნობილი როგორც – შაცუმოს ომი სამურაებსა და იაპონიის მთავრობას შორის ომი რამდენიმე თვეს გაგრძელდა, რადგან სამთავრობო ჯარი შეიარაღებული იყო დასავლური თანამედროვე იარაღით და გაწვრთნილი იყო უცხოელი ოფიცრების მიერ, სამურაების ჯარი დამარცხდა. სამურაების ომში დამარცებასთან ერთად, იაპონიის მთავრობამ

განაცხადა რეფორმების წარმატების შესახებ. ამის შემდეგ, დასრულდა სამურაების

ეპოქა. სამურაებსა და იაპონიის მთავრობას შორის ომი კარგად არის აღწერილი

კინო-ფილმ: "უკანასკნელ სამურაი"-ში.

 

2015103110301467247.jpg2015103110304767247.jpg

2015103110311567247.jpg

2015103110313967247.jpg

2015103110315967247.jpg

 

linkbox.ge