Jump to content


ამ თემას აქვს 3 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

.

.შავკანიანი მოკრივე სოჭის ქართული რესპუბლიკიდან

.

.

.

10609ef3bb7d8566442cbc664cfa73f9.jpg
შავკანიანი მოკრივე სოჭის ქართული რესპუბლიკიდან

1905-1907 წლებში საქართველოში მიმდინარე მოვლენების ობიექტური შეფასება ქართულ ისტორიოგრაფიაში, ჯერჯერობით, არავის მოუხდენია; არადა, ეს პერიოდი ჩვენი სამშობლოს ისტორიაში მეტად მნიშვნელოვანი ხანაა - სწორედ მაშინ აჯანყდა პირველად რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მთელი ქართველი ერი და გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა (1905 წლის თებერვალში, ოზურგეთში).

შეიარაღებული გამოსვლები მასშტაბურობით უფრო დასავლეთ საქართველოში გამოირჩეოდა, სადაც აჯანყებამ იმთავითვე მიიღო მიზანმიმართული ხასიათი - მოჯანყეებმა, უპირველეს ყოვლისა, მოშალეს რუსული მმართველობა და დაამყარეს რესპუბლიკური წყობა.

აქედან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოს სამაზრო ცენტრებში წარმოიქმნა იმ დროისათვის ახლებური და ცოტა არ იყოს, უჩვეულო წყობა, რასაც აჯანყებულები "რესპუბლიკას" ეძახდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ "რესპუბლიკათაგან", რომელთა მესვეურებიც ძირითადად, ეროვნული მიმართულების რევოლუციური პარტიებიდან იყვნენ, ყველაზე მცირე ხანს არსებობდა ე.წ. "სოჭის ქართული რესპუბლიკა" - ის 1905 წლის 28 დეკემბერს გამოაცხადეს, ხოლო 1906 წლის 5 იანვარს კი დაეცა. საინტერესოა, რომ ამ რესპუბლიკის შექმნის დეტალები რუსეთში დღესაც გასაიდუმლოებულია.

1905 წლის იანვარ-თებერვალში, როდესაც რუსეთის იმპერიაში ვითარება ძალიან დაიძაბა, საქართველოში მოქმედმა ეროვნული მიმართულების პარტიებმა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიებში გაავრცელეს პროკლამაციები, რომლებშიც მოსახლეობას რუსეთის თვითმპყრობელური ხელისუფლებისა და მეფის წინააღმდეგ იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდებდნენ.

პროკლამაციებში აგრეთვე ნათქვამი იყო, რომ საქართველო მხოლოდ და მხოლოდ შეიარაღებული აჯანყების გზით უნდა განთავისუფლებულიყო და მის შემადგენლობაში უნდა შესულიყო ყველა ისტორიული ქართული მიწა - სოჭი-ტუაფსედან დაწყებული, საინგილოთი დამთავრებული.

აღსანიშნავია, რომ როგორც შემდგომში გამოირკვა, ეს პროკლამაციები შედგენილი იყო იმხანად საფრანგეთში მყოფი ქართველი ანარქისტების მიერ, ხოლო დაბეჭდილი კი - სტამბოლში, ქართველ კათოლიკეთა სავანესთან არსებულ სტამბაში.

ეროვნულ-რევოლუციურ პარტიათა მოწოდებებმა, სულ მალე, მთელ საქართველოში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ცხადია, პროკლამაციები საკმაო რაოდენობით მოხვდა ქალაქ სოჭშიც, რომელიც მაშინ შავი ზღვის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა მოსახლეთა 90%-ს იქ ქართველები შეადგენდნენ.

ცარიზმის მესვეურები სოჭელ ქართველებს უკიდურესად ავიწროებდნენ, რადგან ხსენებულ ტერიტორიას საკურორტო ზონად მიიჩნევდნენ, სადაც ცხოვრება მხოლოდ რუსებისათვის იყო ნებადართული.

აქ უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხელისუფლება სოჭის ოკრუგის ტერიტორიაზე ქართველი სასულიერო პირების, მასწავლებლებისა და ვაჭრების შემოსვლა-დაფუძნებასაც ხელს უშლიდა; ამას კი იმით ხსნიდა, რომ მათ სოჭელი რუსების გაქართველება ჰქონდათ განზრახული.

1905 წლის შუახანებში, სოჭის ოკრუგის ჟანდარმერიის განყოფილების აგენტებმა გამოარკვიეს, რომ სოფ. პლასტუნკაში არსებობდა ქართველ ნაციონალისტთა საიდუმლო გაერთიანება, რომელსაც სათავეში ედგნენ სოჭელი სოციალ-ფედერალისტი აქვსენტი გვათუა (პროფესიით აფთიაქარი) და ყოფილი სემინარიელი, ანარქისტ-ტერორისტი გიორგი ხუციშვილი.

ნაციონალისტთა სულიერი მოძღვარი და მთავარი თეორეტიკოსი იყო პლასტუნკის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელი ნოე ოსიძე - გაერთიანების კრებები ყველაზე ხშირად იმართებოდა მის სახლში, რომელიც ტაძრის ეზოში იდგა.

გარდა ამისა, ნაციონალისტები იკრიბებოდნენ ასევე, ვინმე ანრი ხორავას სასადილოში, რომელშიც მთელი სოჭის მასშტაბით, საუკეთესო ქართულ კერძებს აკეთებდნენ და თითქმის მთელი კავკასიის მასშტაბით, ერთადერთი შავკანიანი შეფ-მზარეული ჰყავდათ - აძვიბჟელი მუშმათ ბედია. მუშმათ ბედია ისეთ საცივს, ღომსა და ჩაქაფულს აკეთებდა, თქვენი მოწონებული და ამის გამო, ანრი ხორავასთან მუდამ ხალხმრავლობა იყო.

ეს შეფ-მზარეული, მუშმათ ბედია, ისეთი ღონიერი კაცი ყოფილა, რომ სახორცედ ნაყიდ ხარ-ძროხას მუშტის დარტყმით ხოცავდა თურმე.

თავს არც მეტი, არც ნაკლები - აფხაზად თვლიდა, თუმცა აფხაზები "არაბს" ეძახდნენ. აძვიბჟაში მის ოჯახს ყველა იცნობდა: XVII საუკუნეში, ვიღაც ეგვიპტელ ფაშას, რომელიც აფხაზეთიდან ყოფილა გატაცებული, მთავარ შერვაშიძისათვის ათიოდე ზანგი მონა გაუგზავნია საჩუქრად და, მთავარსაც ის მონები აძვიბჟაში დაუსახლებია; ყველა მოუნათვლინებია და სახელების გარდა, გვარებიც ჩამოურიგებია მათთვის.

უკვე XVIII საუკუნის შუა ხანებიდან, მონათა შთამომავლები ისე გააფხაზებულან, რომ ჩოხების ტარებაც კი დაუწყიათ. მშობლიური ენაც დაჰვიწყებიათ და ყველანი აფხაზურზე გადასულან.

ეგ კი არა, ზოგმა მეგრულიც კარგად იცოდა. ერთი სიტყვით, "შავი აფხაზების" ამბავი მოკლედ ასე იყო და ერთ-ერთი მათგანი გახლდათ მუშმათ ბედია.

ერთხელ, როცა ქართველი ნაციონალისტები ანრი ხორავას სასადილოში იყვნენ და აჯანყებაზე საუბრობდნენ, გიორგი ხუციშვილს დაუჩივლია - აჯანყება კარგია, მაგრამ ჯერ ხომ იარაღის საყიდელი ფული გვჭირდება, საიდან მოვიტანოთო? ფული მართლა სჭირდებოდათ და თანაც - ბევრი. პატიოსანი კაცისთვის კი ერთბაშად ბევრი ფულის შოვნა ყოველთვის ძნელი იყო და არის.

რასაკვირველია, შეეძლოთ ბანკი გაეძარცვათ ან ვინმე დაეყაჩაღებინათ, მაგრამ ეს სარისკო იყო.

თანაც, მოძღვარიც აფრთხილებდა მათ: ისედაც სისხლი გვაქვს დასაღვრელი და უმართებულო საქმეს ნუღარ ჩავიდენთ, ღმერთი არ გაგვიწყრესო. "კი მარა, ნახევარი სოჭი შესაიარაღებელი გვყავს და საიდან ვიშოვოთ ამდენი ფარა?!" - მეგრული აქცენტით იკითხა აქვსენტი გვათუამ და, პასუხად ყველამ მხრები აიჩეჩა.

"ფულზე საუბრობდით, ჯიმალეფი?.." - ნაციონალისტების მაგიდას მუშმათ ბედია მიუახლოვდა. ის შინაური კაცი იყო და არ მოჰრიდებიან, დაუდასტურეს: კი, უჩარდია (ეს სიტყვა მეგრულად "შავტუხას" შესატყვისია), ბევრი ფული გვჭირია და არ ვიცით, როგორ ან საიდან ვიშოვოთო.

"ეგ მე ვიცი და თუ არ ითაკილებთ ჩემგან, დაგეხმარებით! ოღონდ, ერთი კვირა მადროვეთ..." - თქვა მუშმათმა. ნაციონალისტებსაც კი რა უნდა ეთქვათ - ერთი გადახედეს აფხაზ შავკანიანს ალმაცერად. მერე მამა ნოემაც ამოიღო ხმა: "ჰაიტ! ემანდ ვინმე არ შეაშინო, ბიჭო, სიბნელეში და ფული არ წაართვა!" - შეუძახა მუშმათს. "რას ბრძანებთ, მამაო! რომელი ყაჩაღი მე მნახეთ? იქით კვირას ყველიერია და კაზაკების სოფლებში კრივი იციან... გამარჯვებულებს ფულით ასაჩუქრებენ ხოლმე. ჰოდა, ვცდი ბედს მეც!" - თქვა მუშმათმა.

ყველიერის კვირაში ყუბანელი კაზაკები კრივში ასპარეზობას ყოველთვის მართავდნენ ხოლმე და ამ დროს, ისევე დებდნენ ფსონებს, როგორც დოღზე. თანაც, მეფსონეები სულ ფულიანი ხალხი იყო - კაზაკთა ზედაფენა, რუსი ოფიცრობა და სხვა ამგვარნი.

გარდა ამისა, გამარჯვებულს ათასი მანეთით აჯილდოებდნენ. იმასაც ვიტყვი, რომ იმხანად ძროხა ორი მანეთი ღირდა, კარგ "ვინტოვკას" კი ორ ძროხად იძლეოდნენ. ჰოდა, ახლა თქვენ განსაჯეთ, რაოდენ დიდი თანხას შეადგენდა ჯილდო.

ასე რომ, მუშმათ ბედიას მართლაც შეეძლო ბლომად ფულის უცბად შოვნა. მართლაც, მან აქვსენტი გვათუა იახლა იმპრესარიოდ და სტანიცა ლაზარევსკოეში ჩავიდა, სადაც იმ კვირას მთელი კაზაკობა ყველიერზე იყრიდა თავს.

კაზაკებმა კი ისეთი კრივი იცოდნენ, მიმიქარავს ალბიონელი და ოკეანისგაღმელი ხელთათმნოსანი ფალავნები, იმ თავიანთი მარკიზ ქვინსბერის წესებიანად.

კაზაკურ კრივში, როგორც წესი, ჭიდაობის ელემენტებიც შედიოდა და ერთი სიტყვით, მეტად სასტიკი ასპარეზობა სჩვეოდათ - ხშირად, კაცი პირველად გამოდიოდა საასპარეზოდ და ისე სახიჩრდებოდა, აღარაფრად ვარგოდა. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ მუშმათ ბედია კი იყო კაი ვაჟკაცი, მაგრამ იმ ყველიერზე, სტანიცა ლაზარევსკოეში კაზაკებს მასზე უფრო ჩაფსკვნილი და სახელგანთქმული ფალავანი ჰყავდათ - ვინმე პეტრე ლოვცოვი, კაზაკთა ჯარის მეთაური ანუ მათებურად თუ ვიტყოდით, "ვოისკოვოი სტარშინა".

ეს ლოვცოვი ისეთი ღონიერი ყოფილა, რომ ცხენიან კაცს სულ ადვილად სწევდა თურმე ჰაერში. ჰოდა, ყველიერის დღესასწაულზე ფრანგი იმპრესარიო, მუსიე დანიელ დე კუდი დაეპატიჟნა: მოდით, ნახეთ, რა კაცი ვარო.

დანიელ დე კუდი კი მაგარი ვიღაცა იყო იმხანად ევროპაში - ფრანგული კრივის, "სავატის" სისტემატიზატორი და ამასთან, ცნობილი ჟურნალისტიც: "ფიგაროში" წერდა სპორტულ სტატიებს. ლოვცოვს კაზაკობა მოსწყენოდა და ევროპის რინგებზე განავარდება სურდა. იქ კი ისე ვერ გაინავარდებდა, თუ "ფიგარო" არ დაწერდა: მავანი რუსი ისეთი ძლიერია, რელსს კბილით კვნეტსო.

აი, ამ მიზნით ჰყავდათ მოწვეული სტანიცა ლაზარევსკოეში დანიელ დე კუდი და საქმე კი ისე წავიდა, რომ ამ უკანასკნელმა კაი მოზრდილი სტატია ლოვცოვზე კი არა, უცნობ შავკანიან აფხაზზე გააშანშალა იმ თავის "ფიგაროში". ეს გაზეთი კი მაშინ ისეთივე ცნობილი იყო მთელ მსოფლიოში, როგორც დღეს "ნიუ იორკ ივნინგ ფოუსთია":

"კაზაკურ კრივში ასპარეზობა რომ დაიწყო, მალევე გამოიკვეთა ჩემპიონობის ორი კანდიდატი - ერთი იმ მხარეში ცნობილი ათლეტი ლოვცოვი და მეორე კი შავკანიანი ჩოხოსანი ქალაქ სოჭიდან. ამ უკანასკნელს ისე ძნელად გამოსათქმელი სახელი ჰქონდა, რომ ვერც დავიმახსოვრე.

არადა, კავკასია სანთლით რომ დაიაროთ, შავკანიანს ვერსად ნახავთ - აქაურები ევროპეიდული რასის ბრწყინვალე ნიმუშებს წარმოადგენენ. ეს ზანგი ერთ-ერთი ქართველი თავადის მონათა შთამომავალი ყოფილა და ისე კარგად იცოდა კრივი, რომ ნებისმიერ ამერიკულ რინგს დაამშვენებდა...

ლოვცოვიც არ ყოფილა ჯაბანი და სანამ ზანგს შეხვდებოდა, ათამდე კაცი გემრიელად კი მიამჟავა.

ასე რომ, გადამწყვეტი შეხვედრის დრო რომ დადგა, ფსონი უკვე ათას მანეთამდე იყო ასული და თან, ყველა ლოვცოვზე დებდა" - წერია დე კუდის სტატიაში.

...და, შეხვედრა მუშმათ ბედიამ მოიგო - კაზაკთა სათაყვანებელ ფალავანს ცხვირი მოამტვრია და ნოკაუტშიც გაისტუმრა.

ამაზე ვრცლად დე კუდის ხსენებული სტატია მოგვითხრობს და მუშმათ ბედიას ერთადერთი სურათიც მას ახლავს თან. გადასცეს ათასი მანეთი ზანგს და მანაც უკლებლივ მიუტანა ქართველ ნაციონალისტებს.

იარაღი საკმაო რაოდენობით შეიძინეს, მოხალისეებიც გამოწვრთნეს და იმავე წლის დეკემბერში, როგორც ვთქვი, აჯანყდნენ კიდეც, თუმცა ეგ სულ სხვა ისტორიაა...

მუშმათ ბედია კი სწორედ ამ აჯანყების ჩაქრობას შეეწირა - რუსმა ჟანდარმებმა მოკლეს ქუჩაში, სხვა აჯანყებულებთან ერთად, თუმცა მანამდე, შვიდი-რვა ჟანდარმის მინოკაუტება მოასწრო.

მიხეილ ლაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წყარო: sportall.ambebi.ge


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ეს სამორი ბალდეს ბაბუა იქნება... :)



#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეგ არ ვიცი მაგრამ რა მაგარი კაცი ყოფილა.... ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47672 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

თან სოჭის ქართული რესპუბლიკის მოქალაქე იყო. ისე მარტო თბილისი არ იყო ტოლერანტული ქალაქი.  

ისა და სოჭი არ შედის არა იმ 20 % რაც რუსებმა აგვახიეს? როგორც ოსებს , აფხაზებს, თურქებს და რუსებს ...უნდა ვეძახოთ "ძმები" -ისე ესენი გვეძახოდნენ , (ამდენი წაღებული ტერიტორიების მერე)თუნდაც  "მეგობრებს" უფრო უპრიანი არ იქნებოდა , ამათი დედებიც მოვდღან მე. 


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?