Jump to content


ამ თემას აქვს 45 გამოხმაურება

#46 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ლომთაძე

გიორგი ლომთაძე

    კონსული


  • Find Topics
  • პრეტორიანელი
  • 6397 პოსტი
  • მისამართი:თბილისი, ნაფარეულის 9
  • წარმოშობა:რაჭველი

მისტიური და საოცარი ადგილია ჩვენმა მზემ,

 

 

ლეგენდა კოპალაზე
(ამჟამიდელი კოპალას სალოცავი)

კოპალა - ღვთისშვილია, ფშავში უძილაურთა და ხევსურეთში ლიქოკის საყმოთა პატრონი და სალოცავია. თავდაპირველად ხორციელი იყო. ბავშვობისას დევებმა მოიტაცეს, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავდათ, ბევრს ამუშავებდნენ. ისეთ საქმეს ავალებდნენ, რაც მის ძალას აღემატებოდა. ძილი არ ჰქონდა, მოსვენება და საჭმელი. პატარა იყო და ვერ გამოიქცა, რომ მოიზარდა, გაპარვა მოახერხა. თავი ბერებს შეაფარა, მათთან ერთად ლოცულობდა, თან დამბადებელს ძალასა სთხოვდა. თხოვნა შეუსრულდა. ისეთი ძალა მიიღო, დევებს რომ მორეოდა. კოპალა პირველად კარატის წვერზე დასახლდა. კარატის ჯვარი იმით გამოირჩეოდა, რომ მის დროშას წყალში დამხრჩვალთა და ზვავში მოყოლილთა მოძებნის უნარი ჰქონდა. ლიქოკის კარატის ჯვარი პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს, ორივეს ემსახურებოდა. კოპალა ძალიან ლამაზი ყოფილა. მხართეთრ გმირსაც ეძახდნენ. დევებისა და ქაჯების რისხვა იყო. მორიგე ღმერთისგან საბრძოლო იარაღად ლახტი ჰქონდა ნაბოძები. კოპალა ნადირობასა და თამაშშიც დიდად იყო განთქმული.ძალიან უყვარდა ჯილდაობა. კოპალას ერთი ლოდი ჰქონია ამოჩენებული, იქ უყვარდა ჯდომა და დასვენება. ერთმა დევმა ეს ლოდი მოპარა. განრისხებული კოპალა დევს და დაედევნა. დევს შეეშინდა ლოოდი დააგდო და თავს უშველა. კოპალა დევს დაეწია, ლახტი ესროლა და მოკლა. დღესაც აჩვენებენ იმ ლოდს ხევსურეთში - კოპალას ლოდიაო. დღესაც არის იქ კოპალას სალოცავი ნიში. ერთხელ კოპალა დევებისა და მათი ხელმწიფის საცხოვრებელ ადგილს მიადგა - ციხეგორს (სოფელ აკუშოს მახლობლად) და დევებს იქიდან წასვლა უბრძანა. თანაც, თავისი ძალა რომ ეგრძნობინებინა, რკინის კუნძს ცული დაკრა და შუაზე გააპო. დევებმა შესთავაზეს - ირემთკალოდან (სოფლის სახელია უძილაურის თავზე) ციხეგორისკენ ქვები გავისროლოთ და ვინც აჯობებს, ციხეგორიც იმას დარჩესო. დანიშნეს შეხვედრის დღეც. დათქმულ დროს ყველამ ირემთკალოზე მოიყარა თავი, მარტო ხაშრელი (ადგილის სახელია ივრის ხეობაში) დევი ბეღელა არ მოვიდა. მას იახსარმა შეუკრა გზა საპარავის ყელში, დაჰკრა ლახტი (”აიმაღლა საგმირო” - ხევისბერი ბიჭურის სიტყვებით) და იქვე მოკლა. ამ დროს, ირემთკალოზე კოპალა და დევები თანაბარი წონის ქვებს არჩევენ და შეჯიბრისთვის ემზადებიან. ციხეგორს კვირია იყო მათი მსაჯული - თუ ვისი ნასროლი უფრო შორს დაეცემა. პირველად დევმა გაისროლა ქვა. კოპალას ნასროლი შეიძლება დევის ნასროლამდე ვერ მისულიყო, მაგრამ კვირიამ წამოარტყა უხილავი მათრახის წვერი და ქვა უფრო შორს დაეცა. ციხეგორი და დევთა ხელმწიფის საბრძანებელი კოპალას დარჩა, დევები კი აქედან მაღარისკაროს მახლობლად კართანაში გადავიდნენ (კართანის სამაროვანს, რომელიც 80-იან წლებში გათხარა ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ადგილობრივი მკვიდრნი დღესაც "დევების საფლავთ” უწოდებენ). მითოლოგიურად ღვთისშვილები, მათ შორის კოპალა, უხილავნი არიან, მათ საფარველი აქვთ დადებული. ისინი მხოლოდ რჩეულებს ეცხადებიან სხვადასხვა აღეებით ანუ სახეებით. ფოლკლორში ყველაზე გავრცელებულია მტრედის, ჯვრის, ღრუბლის ფთილის ანუ კოტორის და სხივოსანი ბურთის ანუ ცეცხლის ბურჯღუმის სახით გამოცხადება.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?