შემწვარი ღორის ხორცი მჟავე კომბოსტოსთან ერთად
.
ღორის ხორცს წავუსვათ მარილი, შევწვათ მსხვილად დაჭრილ ხახვთან ერთად, დავამატოთ ცოტა წყალი, დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ მზადყოფნამდე. შემდეგ დავამატოთ ზირა, როზმარინის ფოთლები და ნაღები. მჟავე კომბოსტო მოვშუშოთ ტომატ-პასტასთან, პრიტამინთან და შაქართან ერთად, ვშუშოთ მანამდე, სანამ არ დარბილდება. ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, დავალაგოთ კომბოსტოზე. კერძი სუფრაზე მივიტანოთ კარტოფილთან ერთად და ცალკე მივიტანოთ სოუსი.
მასალა:
- 500 გრამი ღორის ხორცი
- 2-3 თავი ხახვი
- ცოტა წვრილად დაჭრილი ზირა
- 3-4 ცალი როზმარინის ფოთოლი
- 1-2 სუფრის კოვზი ნაღები
- 750 გრამი მჟავე კომბოსტო
- 2-3 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
- 1 სუფრის კოვზი პრიტამინი
- 1 სუფრის კოვზი ზეთი
- 1 ჩაის კოვზი შაქარი, მარილი
წყარო:cook.boom.ge
ჩამსწორებელი babu, 08 December 2021 - 11:28 AM.