Jump to content


ამ თემას აქვს 4 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

SAIGA 12

 

saiga_12k-1.jpg
გლუვლულიანი სანადირო თოფი „საიგა-12“ შეიქმნა იჟევსკის საიარაღო ქარანაში 90-ნი წლების ბოლოს ავტომატ კალაშნიკოვის ბაზაზე, რომელშიდაც ავტომატიკის მუშაობის პრინციპი იგივეა რაც კალაშნიკოვის ავტომატში გარდა იმ გამსხვავებისა, რომ „საიგას“ გააჩნია გაზის წნევის მარეგურილებელი. გამოიყენება როგორც რუსები ამბობენ, „სარეწაო და სპორტული ნადირობისთვის“. კონკრეტულად, რომელი ნადირობის სახეობისთვის არის უფრო მისაღები ასეთი მასის და გაბარიტების მქონე თოფი ამას უკვე აღარ ამბობენ. ამიტომ უნდა გადაწყვიტოს მონადირემ რომელიც აპირებს ან დააპირებს საიგას შეძენას რა სახეობის ნადირობისთვის უფრო მისაღები იქნება მისთვის. საიგა იწარმოება 12-20-410 კალიბრის სხვადასხვა კომპლექტაციით, ლულიებსა და მჭიდების განსხვავებული სიგრძით. საიგის მოკლე მოდელებზე, რომელიც იწარმოება სახვადასხვა მჭიდის ტევადობით და ნაირსახეობით, დიდი მოთხოვნაა მთელს მსოფლიოში სამართალ დამცავ სტრუქტურებში, როგორც ევროპაში ასევე ამერიკაში. ბოლო ინფორმაციით ამერიკში საიგაზე მოთხოვნა 50%-თ კიდევ გაიზარდა, სადაც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს სპოტული სროლის მოყვარულებში. (სასანგრე სტენდის გარდა). „საიგა“ გამოირჩევა სროლის კარგი რესურსით, აქვს კარგი საბრძოლო მაჩვენებელი. ავტომატიკა საომედოდ ფუნქციონირებს ბუნების ყველა კლიმატურ პირობებში. „საიგასაც“ ჰყავს თავისი მომხრეები როგორც სხვა დანარჩენ ნახევრად ავტომატურ თოფებს, მაგრამ მაინც მიუხედავათ მისი ბევრი დადებითი მონაცემებისა ვერ ჩავთვლით კლასიკურ სანადირო თოფად. რადგან სხვა ნახევრად ავტომატური თოფები უფრო გამოსაყენბელია ყველა სახის ნადირობოათვის, სადაც მექანიზმი, დიზაინი, ბალანსი, სიმსუბუქე შერწყმულია ერთმანეთში, რასაც ვერ ვიტყვით „საიგაზე“ მისი სისტემიდან და მოდელიდან გამომდინარე. სამაგიეროდ შეიძლება შევადაროთ ასევე საბრძოლო იარაღების ბაზაზე შექმნილ სხვა ნახევრად ავტომატურ თოფებს, სადაც როგორც კალაშნიკოვის ავტომატს აქვს უპირატესობა სხვა ავტომატბთან შედარებით, ასევ დარწმუნებით შეიძლება ითქვას „საიგას“ უპირატესობაზე დანარჩენების მიმართ. ამიტომაც „საიგა“ აკმაოფილებს იმ მოთხოვნებს რითაც პოპულარულია მთელი მსოფლიოს სამარლდამცავ სტრუქტურებში და სროლის მოყვარულებში. სამოქალაქო მოხმარებისთვისაც კარგი საშუალებაა „საიგას“ მოკლე მოდელები, როგორც სატარაბლად ასევე თავდაცვის მიზნით. არ შევუდგები იმის აღწერას თავისი მასის და 5 -ი ან 8 ვაზნიანი მჯიდით როგორი დისკომფორტი შეიძლება განიცადოს მონადირემ მწყერზე ან ტყეში ქათამზე ნადირობოს დროს, (ასევე მწოლიარე მდგომარეობაში სროლის დროს მისი გრძელი მჭიდის გამო) მაგრამ „საიგას“ მაინც მოეძებნება ადგილი კონკრეტული სახეობის ნადირობისთვის. მთლიანობაში „საიგა“ ამართლებს კალაშნიკოვის სახელს და თოფის ავტომატიკაც მასავეთ საიმედოდ მუშაობს. აქედან გამომდინარე „საიგამ“ მოიპოვა საყოველთაო აღიარება.

ტექნიკური მაჩვენებლები:

  • ყალიბი (მმ)   12×76
  • ლულის სიგრძე (სმ)   60
  • მთლიანი სიგრძე (სმ)   116
  • ლულის შევიწროება ჩოკებით (მმ)   1.00 0.50
  • წონა (კგ)3,7  მჭიდის ტევადობა (ც)   5
  • წყარო:მონადირე.ინფო

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
კარგი რაღაც არის. ფასი იცით ვინმემ? შედარება მაინტერესებს ფასის მიხედვით სხვა იარაღებტრან

#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩემი აზრით , სანადირო თოფად ძნელად აღსაქმელია ;)


legion.ge-82-1553250819.jpg


#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბექა2

ბექა2

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 37 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti
საიგა 114 .ასეთი იარაღის შესახებ ვინმეს თუ გსმენიათ? რა ტყვიებს ისვრის ეგ ვერ გამაგებინეს.

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
ბექა2

ბექა2

    პრიმუს პლიონი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPip
  • 37 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:kaxeti
თუ 114 ტყვიებს ისვრის .სწორედ ცერ გამაგებინეს





0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?