Jump to content

გამარჯვება სტუმარო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მონადირეთა და მეთევზეთა კლუბის ფორუმზე Legion.Ge
ფორუმზე ავტორიზაციის გარეშე თქვენი უფლებები შეზღუდულია. თუ თქვენ გაქვთ ჩვენს ფორუმზე ანგარიში გთხოვთ გაიარეთ ავტორიზაცია. თუ ჯერ არ ხართ ჩვენი ფორუმის წევრი დარეგისტრირდით რეგისტრაციის ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ არ გაქვთ უფლება გამოეხმაუროთ უკვე არსებულ თემებს, ან გახსნათ ახალი თემა, ასევე შეზღუდული გაქვთ ჩათით სარგებლობის უფლება, სიახლეების გამოწერის ან პირადი შეტყობინებების გაგზავნის/მიღების საშუალება.
გაიარეთ ავტორიზაცია ან დარეგისტრირდით

  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 112 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37120 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ფიქსირებული და სახსნელი ჩოკები

 
 
 

monadire.info_-276x300.jpgფიქსირებული ჩოკების აღმომჩენებად ამერიკელი ფრედ

 

კიმბლი და ბრიტანელი პეიპი ითვლებიან…

კიმბლი იყო კარგი მონადირე(წყალმცურავებზე ნადირობდა დიდი გატაცებით) და მეტალის დამუშავებაც საკმაოდ კარგად ეხერხებოდა. ის არ დააკმაყოფილა მისი თოფის სიბურჯღლემ, რომელსაც ცილინდრული ლულა ჰქონდა და გადაწყვიტა შეევიწროებინა ლულის ტუჩის მიმდებარე ადგილი. ეს 1870 წელს მოხდა. მან საკუთარი 10 ყალიბის თოფის ლულის ბოლო შეავირწოვა იმ დონემდე, რომ საცდელი გასროლის შემდეგ ძალიან ცუდი შედეგი მიიღო. შედეგით იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა, რომ კვლავ აღედგინა ლულის პირვანდელი დიამეტრი. მას ზუსტი ხელსაწყოები არ გააჩნდა და ნელ-ნელა ქლიბით დაიწყო შევიწროებული ადგილის გაცლა. შესრულებული სამუშაოს შემდეგ გადაწყვიტა, რომ შევიწროება სრულად გაქლიბა და კვლავ გააკეტა საკონტროლო გასროლა. მის გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა, როცა გაცილებით უკეთესი სიბურჯღლე მიიღო, ვიდრე თოფს დააჩნდა ადრე. უფრო ზუსტი დაკვირვებით კიმბლიმ აღმოაჩინა, რომ შევიწროება სრულად არ იყო ლულიდან გაცლილი და ლულას ბოლოში გააჩნდა მცირე შევიწროება.

ასეთი ცდებისა და დაკვირვების მეთოდით კიმბლიმ ჩოკის ანუ ლულის შევიწროების საიდუმლო გასხნა. გამომგონებელმა არ დააპატენტა თავისი აღმოჩენა, მაგრამ დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მისი ექსპერიმენტები ეყრდნობოდა ბრიტანელი მეიარაღის, პეიპის ცდებს, რომელმაც 1866 წელს დააპატენტა ლულათა გაბურღვის საკუთარი მეთოდი.

ეს მეთოდი შემდეგში მდგომარეობდა: ლულები იბურღებოდა ისე, რომ არხის დიამეტრი ყალიბის შესაბამის ზომაზე ერთი საფეხურით უფრო ვიწრო იყო. შემდეგ ლულის ტუჩიდან 25 სმ მანძილამდე არხი ფართოვდებოდა საჭირო დიამეტრამდე. ლულის ბოლოში მიღებულ გადასასვლელ ,,საფეხურს” უკეთდებოდა კონუსი. ასეთი ჩოკი ევროპაში კონუსურ ჩოკად იყო წოდებული, ხოლო ამერიკაში კი ამერიკულად.

გლუვლულიან თოფებში გავრცელებული ჩოკები(ლულის დაბოლოებაში დიამეტრის შევიწროების ხარისხი)

ზემოდან ქვემოთ: სრული ჩოკი, მოდიფიცირებული ჩოკი, გაუმჯობესებული ცილინდრი, ცილინდრი

 

 

 

5f8107030c03.gif
 

 

ცილინდრი ესაა ლულის დაბოლოება, რომელსაც ა)არ გააჩნია ჩოკური შევიწროება(0); ბ) აქვს უმნიშვნელო კონუსური შევიწროება(0,1-0,2მმ). ასეთი ჩოკი უზრუნველყოფს საფანტის თანაბარ და დიდი დიამეტრით გაშლას. ასეთი ჩოკი კარგია მოკლე დისტანციებზე სროლისათვის. ასეთი შევიწროების მქონე ლულებიდან დასაშვებია ნებისმიერი საფანტისა და ტყვიის სროლა.

 

მსუბუქი ჩოკი(იგივე გაუმჯობესებული ცილინდრი) ესაა ლულის დაბოლოება, რომელსაც აქვს მცირე ჩოკური შევიწროება 0,15-დან 0,25მმ-მდე. ამ ჩოკის დანიშნულება იგივეა რაც ცილინდრისა, მაგრამ როცა საჭიროა შედარებით უფრო დიდი დაჯგუფება(ანუ კონცენტრაცია), ვიდრე ცილინდრის შემთხვევაში. ასეთი შევიწროების მქონე ლულიდან დასაშვებია ნებისმიერი საფანტისა სროლა, ხოლო ტყვიის შემთხვევაში აუცილებელია წინასწარ შემოწმდეს თავისუფლად გადის თუ არა ტყვია ლულის მთელ სიგრძეზე.

 

ნახევარჩოკი ესაა ლულის დაბოლოების შევიწროება 0,5მმ-ით. გამოიყენება სტანდარტულად პირველი გასროლისას საშუალო დისტანციებზე ნებისმიერი საფანტისათვის და ყალიბით ნაკლები ტყვიისათვის.

სამი მეოთხედი ჩოკი ანუ მოდიფიცირებული ჩოკი ესაა ლულის დაბოლოების შევიწროება 0,75მმ-ით. გამოიყენება დიდ(ზომიერად) დისტანციებზე სროლისათვის ნებისმიერი საფანტითა და ყალიბით ნაკლები ტყვიით.

 

სრული ჩოკი _ ლულის დაბოლოების შევიწროება 1,0მმ-ით. გამოიყენება დიდ დისტანციებზე სროლისათვის საშუალო და მცირე ზომის საფანტით. მსხვილი საფანტისა და ფინდიხის სროლისას უარესდება სიბურჯღლე და დაჯგუფება. დასაშვებია მხოლოდ სპეციალური ყალიბით ნაკლები ტყვიის სროლა.

 

ძლიერი ჩოკი_ ლულის დაბოლოების შევიწროება 1,20-1,25მმ. გამოიყენება დიდ დისტანციებზე სროლისათვის მხოლოდ წვრილი საფანტით(7 ნომრიდან 10 ნომრამდე). არ გამოდგება მსხვილი საფანტის სროლისათვის და განსაკუთრებით ფინდიხისათვის. დაუშვებელია ტყვიის გასროლა.

 

ძალიან ძლიერი ჩოკი(იგივე სუპერჩოკი)_ლულის დაბოლოების შევიწროება 1,4-1,45მმ ეს იშვიათი და უკიდირესად დიდი შევიწროიბის მქონე ლულაა. გამოსადეგია მხოლოდ 8,9 და 10 ნომერი საფანტის სასროლად. სხვა საფაფანტის გამოყენებისას იძლევა არასახარბიელო შედეგს. დაუშვებელია ნებისმიერი ტყვიის სროლა.

 

გაფართოებული ცილინდრი ე. წ. ,,რასტრუბი” არის ლულის ტუჩის გაფართოება(12ყალიბისათვის 8 ყალიბის ზომამდე). გამოიყენება მოკლე დისტანციებზე საფანტის ძალიან დიდი გაშლისათვის
სახსნელი ჩოკები

სახსნელი განკუთვნილია სუბურჯღლის რეგულირებისათვის ნადირობის პირობებიდან გამომდინარე(იგულისხმება სასროლი მანძილი). სახსნელი ჩოკები წარმოადგენენ ფოლადის მილისებრ ცილინდრებს, რომლებიც იხრახნება ლულის დაბოლოებაში. მათი შიდა დიამეტრი ბოლოსკენ ვიწროვდება (სხვადასხვა შევიწროების შემთხვევაში), რჩება იგივე სიდიდის (ცილინდრი) ან ფართოვდება(ე.წ. მილძაბრა ანუ,,რასტრუბი”). აგრეთვე არსებობს ჩოკები, რომელთაც გააჩნიათ ჭარბი აირების კონდენსატორები(ნახვრეტები). სახსნელი ჩოკები იყოფა 2 სახეობად:

40fbaef219e6.jpg

  • სადები ანუ ლულაში ჩამავალი ჩოკები

b874b117fd34.jpg

  • დამაგრძელებელი ჩოკები

d0ce638a677c.jpg

 

პოლიჩოკი

 

ა)პირველ სახეობაში შედის ჩოკები, რომლების ეხრახნება რა ლულის შიგნით(ე.წ. სადები), არ ცვლის მის საერთო სიგრძეს ან ეხრახნება ლულას და გამოდის ლულის ტუჩის გარეთ(ე.წ. დამაგრძელებლები).

ბ)მეორე სახეობაში შედის ჩოკი, რომელსაც უწოდებენ ,,პოლიჩოკს”(პოლი_მრავალი). აღნიშნული ჩოკი ჩაემაგრება ლულაში და შემდეგ სპეციალური სარეგულირებელი რგოლით ხდება მისი დავიწროება სხვადასხვა დიამეტრით(0,25მმ-დან 1,25მმ-მდე). ასეთ რეგულირებად ჩოკებს უშვებს ერთ-ერთი ამერიკული ფირმა.

აღსანიშნავია, რომ მოწინავე მწარმოებლები დამაგრძელებლებს ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტად ცვლიან ლულაში ჩასახრახნი(სადები) ჩოკებით. დამაგრძელებლები საგრძნობლად მატებენ თოფს წონას, არღვევენ ბალანსს. სამიზნური(მუშკა), რომელიც განლაგებულია დამაგრძელებლის ბოლოში არღვევს სამიზნე თამასის მთლიანობას. ყველაფერი ერთად კი უკარგავს თოფს სწრაფი მანევრირების უნარს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ახალი მოდელების უდიდესი უმრავლესობა გამოდის სადები ჩოკებით.

 

ცოტა რამ სახსნელი ჩოკების ისტორიიდან:

თუ თოფის ლულათა შევიწროება დიდია, მაშინ ასეთი იარაღით შედარებით დიდ მანძილზეა შესაძლებელი წარმატებული სროლა, ხოლო ,,ახლოში” ან ვერ მოარტყამ ან ტუშს გააფუჭებ. ლულის მცირე შევიწროებისას კი დიდ მანძილზე სანადირო ობიექტს ვერაფერს დააკლებ.

ოდითგანვე ევროპაში უპირატესობას ორლულიანებს ანიჭებდნენ, რომელშიც სხვადასხვა შევიროების ლულათა პრობლება მეტნაკლებად გადაწყვეტილი იყო. მარჯვენა(ან ქვედა) ლულა უფრო ნაკლები შევიწროების კეთდებოდა, ხოლო მარცხენა(ან ზედა) ლულა კი უფრო მეტი შევიწროების იყო. ამიტომ სხვადასხვა მანძილზე წარმატებული სროლა ორი(მეტ-ნაკლები შევიწროების) ლულის დროს არ ძნელდება. რაც შეეხება ამერიკას, აქ ნადირობაში უმეტესწილად ავტომატურებს იყენებდნენ. ერთი ლულის პირობებში კი სხვადასხვა შევიწროების(შესაბამისად დისტანციის) პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ორ ან მეტ იარაღს შეეძლო. არადა რამდენიმე თოფის სანადიროდ ტარება არც ისე ადვილია. ამიტომ სწორედ ამერიკაში, დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა სახსნელი ჩოკები, რომლებიც ადვილი სატარებელი იყო და მათი ცვლაც არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა ნადირობის დროს. ამ აღმოჩენამ სწრაფად ჰპოვა მოწონება და მალე გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე სახსნელ ჩოკებზე კეთდება ნაჭდევები, რომელიც შესაბამისად აღნიშნავს მის ზომას.

1) სახსნელი ჩოკი ნაჭდევის გარეშე არის ცილინდრი ანუ 0
2) სახსნელი ჩოკი 4 ნაჭდევით არის გაუმჯობესებული ცილინდრი ანუ 0,25
3) სახსნელი ჩოკი 3 ნაჭდევით არის 1/2 ჩოკი ანუ 0,5
4) სახსნელი ჩოკი 2 ნაჭდევით არის 3/4 ჩოკი ანუ 0,75
5) სახსნელი ჩოკი 1 ნაჭდევით არის სრული ჩოკი ანუ 1,0

სურათზე პირველია 3/4 ჩოკი(ორი ნაჭდევი მარცხენა მხრიდან), მეორეა სრული ჩოკი(ერთი ნაჭდევი უკანა მხარეს), მესამეა 1/2 ჩოკი(სამი ნაჭდევი მარჯვნიდან)
40fbaef219e6.jpg

ქანჩის ჭრილები უფრო ღრმა და დიდია. ისინი შეიძლება ჰქონდეს 2 ან 4.
db7934609398.jpg
ნაჭდევების ნაცვლად შეიძლება აღნიშნული იყოს * ასეთი ვარსკვლავითაც(რაოდენობა იმდენივე, როგორც პატარა ნაჭდევების დროს). ცილინდრის შემთხვევაში აღინიშნება 5 ვარსკვლავით
როგორც აღნიშნავენ, ნაჭდევების(ან ვარსკვლავების) რაოდენობა უმეტესწილად ემთხვევა ამ პოსტში მოყვანილ რაოდენობას, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც!
მაგ. ერთ-ერთი თურქული თოფის პატრონი აღნიშნავს, რომ ნაჭდევების რაოდენობა არ დაემთხვა ზომას(დიამეტრს).

6a64731dfaa5.jpg
 

XF – Extra Full – ძლიერი ჩოკი 1,25
F – Full – სრული ჩოკი 1,0
IM – Improved Modified – გაძლიერებული ნახევარჩოკი 0,75
M – Modified – ნახევარჩოკი 0,5
IC – Improved Cylinder – გაძლიერებული ცილინდრი 0,25
С- Cylinder ცილინდრი 0,00 -0,2 (მინუს 0,2 არის მილძაბრა)

წყარო:მონადირე.ინფო


53c8c0d32f03.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37120 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ძალიან საჭირო სტატიაა.


53c8c0d32f03.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
dastur

#4 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი
რა მაინტეტესებს სულ შვიდი ნუმერაციის ცილინდრი არსებობს???
ჩემს ჩზ -ს მოყბა 5ცალი...მაგრამ სხვა თოფებთან შედარებით ჩოკების ჩასახრახნი ბუდე განიერი აქვს..რასტრუბნის სტილზეა გაკეთებული...

#5 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
tengomengo

tengomengo

    ლეგიონერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 926 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:თბილისი (სამეგრელო)
რასტრუბის სტილზეა რასქვია? რომელი არ მოყვა რასტრუბი და 0.75 ხო?

#6 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
beso

beso

    კანდიდატუსი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPip
  • 898 პოსტი
  • მისამართი:თბილისი შ. ქურდიანის 3
  • წარმოშობა:გურია , ჩოხატაური, შუაფარცხმა

ბევრი ახალი თოფის ლულა ეგრეა გაკეთებული ახალი ტექნოლოგია იძლევა საშუალებას ლულის კედელის დათხელების და შესაბამისად წინა ნაწილი სადაც ცვლადი ჩოკები დგება შესამჩნევად გაგანიერებული ჩანს, ასე მინახავს ვერნეი კარონზე, და კიდევ რამოდენიმე თოფზე, ,ყველაზე არ არი თუმცა



#7 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Geniosa

Geniosa

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 245 პოსტი
  • მისამართი:რუსთავი
  • წარმოშობა:სამეგრელო კალოჩე

:bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  ბაბუ ჯიგარი ხარ! კარგი სტატიაა.ამდენი რაღაცეები ნაღდად არ ვიცოდი.კარგი იყო! 



#8 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

erti erti da იგივე ვაზნით უნდა  გავისროლო სხვადაცხვა ჩოკებიდან



#9 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37120 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

:bravo:  :bravo:  :bravo:  :bravo:  ბაბუ ჯიგარი ხარ! კარგი სტატიაა.ამდენი რაღაცეები ნაღდად არ ვიცოდი.კარგი იყო! 

:ki: გენიოსა გაიხარე ძმობილო......


53c8c0d32f03.jpg


#10 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ყველა სახსნელი ჩოკი ვერ გავტესტე ჯერ რომ ვნახო რა შედეგებს აჩვენებს

 



#11 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_თაზო_*

სტუმარი_თაზო_*

  • Find Topics
  • სტუმარი
ან სამსახურში ხარ და ან ტყეში სახლში შენ არ ჩერდები და რა უნდა 5 ცალი ჩოკის დატესტვას დევია აბდალო :p

#12 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37120 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ან სამსახურში ხარ და ან ტყეში სახლში შენ არ ჩერდები და რა უნდა 5 ცალი ჩოკის დატესტვას დევია აბდალო :p

 

 

:0024:

 


53c8c0d32f03.jpg


#13 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
Tirifoneli

Tirifoneli

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 1641 პოსტი
  • მისამართი:გორი-თბილისი
  • წარმოშობა:ქართლი, ტირიფონის ველი.

მაგარი თემაა ძმებო,  :goood: ,,, და ჩოკებს რომლებსაც ჭარბი აირების გამოდევნისთვის ნახვრეტები აქვს ხშირი არ არის? ზოგადად ჭარბი აირების გამოდევნისთვის სტანდარტულ, უნაშვრეტებო თოფს რა მექანიზმები აქვს მაგისთვის? ლულის გადახსნის დროს გამოიდევნება ძირითადი მასა ხო?  :0074:



#14 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 37120 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეჟექტორი მუშაობს გადახსნისას, რაც შეეხება ნასვრეტებიანს თუ უნასვრეტოს  , ვფიქრობ ეგ არ არის რაიმე რადიკალური , სროლის , სიზუსტის  და სიბურჯღლისთვის . უფრო სწორად მათ შორის რაიმე სერიოზული სხვაობისა.


53c8c0d32f03.jpg


#15 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • საპატიო ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19367 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ჭარბი აირებისთვის გაკეთEბული ნახვრეტები რათქმუნდა დიდი ეფექტე არ იზლევა 67,5, 71 და 76 სმ-იან ლულებზე, მაგრამ 81 სმ ლულის შემთხვევაში იგრძნობა უკვე სხვასობა...

და რაც შეეხება თოფის გახსნინსას, კახას დავეთანხმები იჟექოტების გარდა მანდ არაფერი არ ხდება :)))

აირები გამოიდევნება უშუალოდ გასროლის მომენტში.







0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი