Jump to content


  • Please log in to reply
ამ თემას აქვს 6 გამოხმაურება

#1 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • გამგეობის წევრი
  • 31808 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

BREDA XANTCHOS

 
 
 

breda-xanthchos-545x201.jpg

 

 

ბრედას ისტორია დაკავშირებულია 20-ე საუკუნის დასაწყისთან, პირველი მსოფლიო ომის დროს. კომპანია „ენრესტო ბრედა“ გაერთიანდა ფიატთან, რათა ეწარმოებინათ იტალიის არმიისთვის საავიაციო ტყვიამფრქვევები. ომის დამთავრების შემდეგ ბრედამ დაიწყო დამოუკიდებლად იარაღების წარმოება. შექმნა თავისი ტყვიამფრქვევის მოდელები M30 და M31. მეორე მსოფლიო ომის დროს კი მისი მოდელი M 37 მიიღეს იტალიის შეიარაღებაში. 60-იანი წლებიდან ბრედამ ამერიკაში დაიწო სამონადირეო თოფების Ernesto-Breda.jpgექსპორტი. ბრედა წარმოადგენს უდიდესი იტალიური კონცერნის ნაწილს OTO MELARA, (თავდაცვის წარმოება სამოქალაქო მოხმარების და შექმნის განხრით.) რომელიც ასევე გაერთიანებულია უფრო ძლიერ ჰოლდინგში finemeccnica grour. (შექმნა, შესწავლა, წარმოება, კოსმონავტიკის და სამხედრო სფეროში). ეს ინფორმაცია იმისთვისაა საჭირო , რომ ადამიანს წარმოდგენა ქონდეს ესა თუ ის ცნობილი ბრენდები რას წარმოადგენენ და რა უდევთ საფუძვლად მათი პროდუქციის შექმნას. ერთი სიტყვით საიდან იწყება მათი შექმნილი პროდუქციის ფესვები და რა დგას ამათუ იმ მოდელების უკან. ბრედა ფლობს უახლესი თანამედროვე ჩარხ დანადგარებით აღჭურვილ საამქროებს, სადაც შრომობენ უმაღლესი კლასის სპეციალისტები, რომლებიც პროფესიონალები არიან არა მარტო კონკრეტულ სფეროში არამედ ახალი ტექნოლოგიების შექმნაშიც. უახლესი ჩარხ-დანადგარებისა და მაღალი ტექნოლოგიების მქონე ბრედა აწარმოებს შეკვეთით ბენელის თოფის საკვანძო დეტალებს. მათი თანამშრომლობიდან გამომდინარე ბრედას სპეციალისტებმა მიიღეს უფლება თავიანთ თოფებში გამოეყენებინად ბენელის თოფში არსებული ტექნიკური გადაწყვეტილებები. ამიტომ BENELLI MONTEFELTROSI და ბრედას მოდელი BREDA ECHO-ს უმეტესი დეტალები ერთნაირია და ურთიერთ ცვლადია. ბრედა ეს არის ძლიერი ორგანიზაციის პროდუქტი, რომლის ფასიც საკმაოდ დემოკრატიულად გამოიყურება სამოქალაქო მოხმარების პროდუქციის ფონზე.

დღევანდელი unita breda meccanica bresciana აწარმოებს მაღალი ხარისხის ნახევრად ავტომატურ თოფებს, რომელთა მექანიზმი მუშაობს გასროლის დროს გამოყოფილი ენერგიის უკუცემის ხარჯზე. პირველი მოდელი მუშაობს ინერციული საკეტის პრინციპით, (ბენელის პრინციპით, როცა საკეტი იკეტება ლულის სახაზინო ნაწილითან საკეტის მბრუნავი თავის საშუალებით) მეორე მოდელშიც ინერციული პრინციპია, ოღონდ საკეტის ჩაკეტვა ლულასთან ხდება საკეტის ბერკეტით, რომელიც შედის ლულის ზედა სახაზინო ნაწილის სპეციალურ ჭრილში ვერტიკალურად. რადგან ბენელის მექნიზმის მუშაობის პრინციპი ყველამ იცის, ორიოდე სითყვით შევეხები ბრედას BREDA XANTHOS მოდელის მექანიზმის მუშაობის თავისებურებებს. პირველი რაც თვალში საცემია შესანიშნავი დიზაინი, თოფი არის მშუბუქი და მორგებული, აღარ ვსაუბრობ დეტალების ხარისხზე და ერთმანეთთან მორგებაზე, რადგან არ მგონია მოუძებნოს ვინმემ უარყოფითი მხარე. ბრედას მექანიზმის თავისებურება გამოიხატება იმაში, რომ ლულის ქვეშა მილისებურ მჭიდში ვაზნის არსებობის დროს შესაძლებელია საკეტის უკან ბოლომდე მოყვანა, რომელიც ჩერდება უკან საკეტის შემაჩერბელით. ამ მომენტში არ ხდება ვაზნის მიწოდება საკეტი რჩება ღია და თოფი პრაქტიკულად უსაფრთხოა. საჭიროების შემთხვევაში საკეტის გასანთავისუფლებლად საჭიროა ღილაკზე თითის დაჭერა და საკეტი დაიწყებს მოძრაობას წინ, რა დროსაც თან შეიტანს სავაზნეში მჭიდიდან მოწოდებული ვაზნა. საკეტის მუშაობის ასეთი პრინციპი არ გააჩნია არც ერთ სხვა ანალოგიურ ნახევრად ავტომატურ თოფებს, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით გამართლებულია. ბრედას კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ საკეტის ჩაკეტვის დროს ხელის გაყოლების შემთხვევაშიც მაინც ხდება საკეტის ბილომდე ჩაკეტვა ლულასთან. სხვა თოფებში საკეტზე ხელს გაყოლებისას ხშირია შემთხვევა საკეტი არ იკეტება ბოლომდე ლულასთან და ამის გამო არ ხდება პირველი გასროლა. ბრედას საკეტის ჩარჩო დამზადებულია მჩატე ძალიან მტკიცე ფოლადისგან, პირველადი გარე დამუშაბების შემდეგ ჩარჩოს ყველა ჭრილები ამოჭრილია ლაზერით. ლულა დამუშავებულია რთული მექანიკური დამუშავებით, სიღრმის გახვრეტის მეთოდით, რის შედეგადაც ლულის შიგა ზედაპირი გამოდის თანაბარი, რაც მთავარია ასეთი მექანიკური დამუშვების მერე არ რჩება მეტალის ნარჩენი შიგა დაძაბულობა, რაც უარყოფითად მოქმედებს სროლისას ლულის შიგა ბალისტიკაზე. მაგალითად ბენელის ლულის დაძაბულიბის მოსახსნელად იყენებენ ძვირად ღირებულ კრინოგენულ დამუშავებს. ლულას ყინავენ 24 საათის განმავლობაში მინუს -100 გრადუსამდე, შემდეგ მას უბრუნებენ ნელნელა საწყის ტემპერატურას, რის შედეგადაც იხსნება ლულის შიგა დაძაბულობა და უმჯობესდება ფოლადის მექანიკური მახასიათებელები. ასევე ცდილობენ სხვადასხვა ფირმები სახვადასხვა მეთოდით ლულის დაძაბულობის მოხსნას. ბრედა იყენებს თანამედროვე ტენოლოგიებს რაც ასახულია მისი თოფების სროლის რესურსზე. აქვს კარგი ბალანსი, შესანიშნავი დიზაინი და მაღალი შესრულების ხარისხი. ყველა იმ დადებითი მაჩვენებლით და ტექნიკური მონაცემებით ბრედას ერთერთი პრესტიჟული ადგილი უკავია ცნობილ ბრენდებს შორის.

ტექნიკური მაჩვენებლები:

  •  ყალიბი (მმ)    12×76
  • ლულის სიგრძე (სმ)    75
  •  მთლიანი სიგრძე (სმ)    128
  • ლულის შევიწროება ჩოკებით (მმ)     0,00 0,25 0,5 0,75 1,00
  • წონა (კგ)     2,9
  • წყარო:მონადირეინფო

  • 0

53c8c0d32f03.jpg


#2 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31808 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აბა ვის ქონდა ეს ბრენდიო? ვინ ნადირობდაო ამ თოფითო? ;)


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#3 Share
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 220 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi


  • 0

#4 Share
Tarxana

Tarxana

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 220 პოსტი
  • მისამართი:Digmis masivi
  • წარმოშობა:Tbilisi

კარგი თოფია მარა რაცა ბულს იხდი ან ბერეტტა ან ბენელლი ბრაუნინგ ა5 არაუშავს კარგი წონა აქვს თუმცა უკვე გატყდა რამოდენიმე უნმიშვნელოთ რაგაც რკინის შტირი ებრიდება ყველაფერი ფასიდან გამომდინარეობს აქ ეგ ბრედა ჰანტოსიც 4000 ლარი ეღირება და რაზე უნდა იყიდო


  • 0

#5 Share
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი

  • თემის ავტორი
  • გამგეობის წევრი
  • 31808 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ჩემი აზრით ვინაიდან ბერეტა და საერთოდ ბრენდებიც სადღაც ამფასებში იშოვება , ვფიქრობ რომ ისევ ბრენდების შეძენა სჯობს!


  • 0

53c8c0d32f03.jpg


#6 Share
ქსოვრეთელი

ქსოვრეთელი

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 328 პოსტი
  • მისამართი:თბილისი
  • წარმოშობა:თბილისი

  • 0

#7 Share
dima71

dima71

    ცენტურიონი

  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 390 პოსტი
  • მისამართი:sulkhan tsintsadzis 2
  • წარმოშობა:imereti

გახსენით უშუალოდ იუთუბზე და კომენტარები ნახეთ ქვემოთ!!!!!!............????????

 

 

 


  • 0





საკვანძო სიტყვები: იტალიური იარაღი, BREDA XANTCHOS, საქართველო, ლეგიონი, ნახევრად, ავტომატები, კონსტრუქცია, მექანიზმი, ლულა, ვაზნები, ინკრუსტაცია, გრავირება, წარმოება, კულტურა, ისტორია, კულინარია, ნადირობა, ეკოლოგია, OTO MELARA, BENELLI MONTEFELTROSI, finemeccnica grou, ლაზერი, მეტალი, ხარისხი, ტექნოლოგიები, ტექნიკა

IPB skins by Skinbox