Jump to content


ამ თემას აქვს 439 გამოხმაურება

#361 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

რა მარა???



#362 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

მახინჯია ჩვეულებრივი :D



#363 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

გასაგებია  :D



#364 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი


აქვე აღვნიშნავ რო ბეკასი არაა საგეში ფრინველი, ვინაიდან დღეს რო აკეთე ნაბულები ბოლომდე ვერცერთხელ ვერ მივედი ხან ჩემ ფეხის ხმაზე აფრინდნენ ხან ძაღლმა დამასწრო. მე რო ტარება გავაგძელო ეს უკვე შექმნის იმ პრობლემას რასაც არ დალოდება ჰქვია. ნაბულზე დადგება და არ დაგელოდებათ რადგან ეგრე ეჩვევა ბეკასმა იშვიათად რო ახლოს მიგიშვას. მერე მაგიის მოხსნა საწვალებელია. კაია ძაღლის ათაში ერთხელ სავარჯიშოდ რადგან კარგად აგიჟებს ლეკვს მარა მასიური ტარება მავნებელია თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის, რაც ავტომატურად თQვენში იწვევს სულიერ ტრამვას. :D მე მეორე სეზონამდე აღარ გავიყვან რადგან ძაღლი ნაბულზე გაჩერდა, ცხვირი ჩართა, აზარტშია და აღარაა საჭირო ამის მერე უკვე წვალება იქნება მაგისთვის და ისწავლის არ დალედობას. ეხლა დაველოდები მწყრის შემოსვლას. მაისამდე მოუწევს ცარეალ მინდვრებში სირბილი

 

mantis,, გადავხედე თავიდან ბოლომდე ამ თემას და წავაწყდი შენს ნამდვილ სახელ და გვარს :) აწი, თუ უფლებას მომცემ, სახელით მოგმართავ. არა, mantis, -ის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ, არ ვიცი რას ნიშნავს და ამიტომ, მირჩევნია სახელით მოგმართო.

 

არჩილ, ბეკასის თაობაზე მხოლოდ ერთ რამეში შემიძლია დაგეთანხმო - ძალიან "მკაცრი" ფრინველია და ძალიან ფრთხილი. მაგრამ, სხვა მხრივ, ზუსტად ეს "სიმკაცრე" იძლევა იმის საშუალებას, რომ ძაღლმა მასზე მუშაობისას, ჩართოს არა მარტო ცხვირი, არამედ თავიც. რამოდენიმეჯერ უნაბულოდ აფრენის შემდეგ, ჭკვიანი ძაღლი იწყებს ამ ფრინველთან უფრო ფრთხილ მიახლოებას და დროულად ნაბულზე დადგომას. რასაკვირველია ამისათვის ძაღლს უნდა ჰქონდეს შესაფერისი ყნოსვა. სუსტი ყნოსვის მქონე ძაღლს უჭირს გაზაფხულის ბეკასის დამუშავება. შემოდგომაზე, როცა ბეკასი გასუქებულია, ის ძაან წააგავს თავისი მოქმედებით დუპელს, ეზარება ადრე აფრენა და ზის ბოლომდე, რაც ძაღლს აძლევს საშუალებას ლამაზად და სრულყოფილად (ლტოლვა,ნაბული, მიტანება) დაამუშაოს ეს ფრინველი.  

 

ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ, ჭაობის ფრინველებზე დაყენებული ძაღლები, ადვილად მუშაობენ მწყერზე და სხვა სახის მინდვრის ფრინველზე. პირიქი კი, ძაან იშვიათად. 

 

ჩვენთან, რუსეთის ჩრდილო-დასავლეთში, ხშირად ჩამოსულან შეჯიბრებებზე სამხრეთ რეგიონებიდან (რუსეთის, უკრაინის)  სახელგანთქმული ძაღლები, რომლებიც უმთავრესად მწყერზე იყვნენ დაგეშილები. რაიმე დიდ წარმატებას ვერც ერთმა ვერ მიაღწია, უმრავლესობა კი უდიპლომოდ დარჩა. ეს მიუხედავად იმისა, რომ, ხალხი ჩამოდიოდა რამოდენიმე დღით, ხანდისხან კი, რამოდენიმე კვირით ადრე, რომ დროულად გაეცნოთ ძაღლები ჭაობის ფრინველთან.

 

მე სამჯერ მყავდა გაყვანილი ჩემი კარმენი შეჯიბრებებში, სადაც გამოცდების ობიექტი მწყერი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ძაღლი საერთოდ არ იცნობდა ამ ფრინველს, პირველად კი მხოლოდ შეჯიბრების წინა დღეს ნახა, ერთში პირველი ადგილი ავიღეთ მეორე ხარისხის დიპლომით, 84 ქულით და მოვიპოვეთ САСТ, მეორეში მეორე ადგილი ავიღეთ ისევ მეორე ხარისხის დიპლომით, 82 ქულით, მესამეში 79 ქულით, მესამე ხარისხის დიპლომი. 

პირველ შემთხვევაში კარმენს ქონდა პირველი ხარისხის დიპლომის აღების შანსი, მაგრამ გადაადგილებული მწყერი ჩაფრინდა გაუკაფავ ბალახში და იქ შეუძლებელი გახდა საჭირო მანძილზე დამუშავება. მეორე შემთხვევაში, მოსკოველმა ექსპერტებმა, ფეხით გადათვალეს დისტანცია, რა მანძილზეც ძაღლმა დაამუშავა მწყერი და ერთი მეტრი დააკლდაო (11 მეტრი დათვალეს), რომ გადაადგილებულ ფრინველზე მუშაობის შანსი (ე.ი. 1 ხარისხის დიპლომზე მუშაობის ) მოგცეთო. არა და , ჩვენ წინ გამოსულ პოინტერს, რომელიც თავიანთი კლუბის წევრი იყო, მისცეს მესამე ხარისხის დიპლომი, შევარდნის მიერ მოკლულ მწყერზე ნახევარ მეტრში რომ დადგა იმისთვის (ფაქტიურად შევარდენზე გააკეთა ნაბული)!!!! ჩვენ, გამოსვლის მერე უცებ სხვა ქალაქში წავედით, 300 კილომეტრში, სადაც პარალელურად მიმდინარე შეჯიბრებაშიაც ვიყავით განცხადებული. იქ ჩამოგვივიდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ავიღეთ მეორე ადგილი, პირველი ადგილი კი აიღო იმავე პოინტერის პატრონმა, ოღონდ სხვა ძაღლით, რომელმაც 1 ქულით გვაჯობა. ვინც ესწრებოდა იქაურ შეჯიბრებას, ხუმრობდნენ, იმ ძაღლმა ალბათ 2 მეტრიანი მუშაობა ანახა და ამიტომ მისცეს პირველი ადგილიო  :ki:



#365 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
oto04

oto04

    ოპციონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPip
  • 51 პოსტი
  • წარმოშობა:თბილისი

მეც ამ აზრს ვეთანხმები რომ ძაღლი თუ გინდათ კარგად დაიგეშოს პირველად უნდა ვატაროდ ჭაობის ფრინველზე. სასურველია ჭოვილოზე ( დუპელი) იმ აზრს არ ვეთანხმები კიდევ,რომ ჩბუხა (ბეკასი) ძაღლს არ აკეთებიებს ნაბულს.ეს ძაან მცდარი აზრია.


ჩამსწორებელი oto04, 26 March 2018 - 03:27 PM.


#366 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

 

არჩილ, ბეკასის თაობაზე მხოლოდ ერთ რამეში შემიძლია დაგეთანხმო - ძალიან "მკაცრი" ფრინველია და ძალიან ფრთხილი. მაგრამ, სხვა მხრივ, ზუსტად ეს "სიმკაცრე" იძლევა იმის საშუალებას, რომ ძაღლმა მასზე მუშაობისას, ჩართოს არა მარტო ცხვირი, არამედ თავიც. რამოდენიმეჯერ უნაბულოდ აფრენის შემდეგ, ჭკვიანი ძაღლი იწყებს ამ ფრინველთან უფრო ფრთხილ მიახლოებას და დროულად ნაბულზე დადგომას. რასაკვირველია ამისათვის ძაღლს უნდა ჰქონდეს შესაფერისი ყნოსვა. სუსტი ყნოსვის მქონე ძაღლს უჭირს გაზაფხულის ბეკასის დამუშავება. შემოდგომაზე, როცა ბეკასი გასუქებულია, ის ძაან წააგავს თავისი მოქმედებით დუპელს, ეზარება ადრე აფრენა და ზის ბოლომდე, რაც ძაღლს აძლევს საშუალებას ლამაზად და სრულყოფილად (ლტოლვა,ნაბული, მიტანება) დაამუშაოს ეს ფრინველი.  

 

ჩემმა 9 თვისამ დაიწყო ბეკასზე სტოიკების კეთება აქვს ძალიან დიდი ცხვირი, მაგის მერე მწყერზე რო გავიყვანე პირველვე გაყვანაზე დაამუშავა. მაგრამ როცა ბეკასი დაამუღამ რამოდენიემ გაყვანაში იასნა აღარ გარბოდა და იწყებდა ნელ სვლას რო მიპარვოდა. ნუ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სეტერის მთელი ხიბლი მის სირბილის ყურებაშია და ფეხთან მოსიარულე სპანიელი არ მინდა რა თქმა უნდა ამიტომ შევეშვი ბეკასსს. მე თავიდანვე ვაძლევ ბრძანებას რო უნდა გაიქცეს თუ ეგრე დაიწყებს ხოლმე ვაგრძელებ თუ მიპარვებს იწყებს ვაჩერებ ხოდა რატო დავტანჯო ძაღლი. თან ძალიან გონიერია და ადვილად იმახსოვრებს. არ მინდა ფეხთან მოსიარულე ძაღლი მე და ნაღდად არ მინდა რამე დაუტოვოს მერე და მინდორშც არ გაიქცეს წელს ვინადირე ბეკასზე 3 4 ვკლავდი მარა რასაც პოულობდა ძაღლი ყველა იყო დამუშავებული რიოკის სდროს გაჩერებული სტოიკიდან. 

სწორი მიდგომა უნდა რა უნდა დაუმუღამო ძაღლს რო მავნე ჩვევები არ აკიდო. 

ჩემთვის პირადად ბეკასი კარგი იყო იმიტო რო ეგრვე ჩართო ძაღლმა ცხვირი და აჩვენება ძალიან დიდი მანძილები რამაც მწყერი ძაან გაუადვილა. მაგრამ როგორც კი შევატყე რო შეილება მავნე ჩვევევბი აეკიდებინა ეგრვეე გავაჩერე. თუ სეტერი გყავს და სეტერს გინდა უყურო უნდა ირბინოს იმან რო გაჩვენოს სეტერი რა არის, თუ არა და  სპანიელზე მაგარი მონადირე ბეკასზე არამგონია იყოს :D


ჩამსწორებელი mantis, 27 March 2018 - 11:45 AM.


#367 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

ბეკასზე ნადირობა თუ გინდა კაცს, მორბენალი და შორს წამსვლელი ძაღლი დაფრთხობის მეტს არაფერს გააკეთებს კარგს - რა ჯიშისაც არ უნდა იყოს.
(სპანიელით კი ვერასდროს ვინადირე წესიერად ბეკასზე და დუპელზე, უნაბულოდ წამოფრენას ვერ დავუჭირე მუღამი.)

 

ისე, ჭაობის ფრინველით არასდროს დამიწყია ძაღლის გეშვა და არც დავმდურებივარ რამეში ჩემს ცუგებს - არ გეწყინოთ და გადამეტებად მიმაჩნია რატომღაც  ბეკას-ჭოვილოს ასე გაფეტიშება.
შეიძლება საქართველოს გარეთ ასეთი ნადირობა ხშირიც იყოს და შედეგიანიც, მაგრამ ჩვენში დუპელზე მხოლოდ მაისში თუ ინადირებ, ამ დროს კი ნადირობა აკრძალულია აქ.



#368 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ჩემმა 9 თვისამ დაიწყო ბეკასზე სტოიკების კეთება აქვს ძალიან დიდი ცხვირი, მაგის მერე მწყერზე რო გავიყვანე პირველვე გაყვანაზე დაამუშავა. მაგრამ როცა ბეკასი დაამუღამ რამოდენიემ გაყვანაში იასნა აღარ გარბოდა და იწყებდა ნელ სვლას რო მიპარვოდა. ნუ ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სეტერის მთელი ხიბლი მის სირბილის ყურებაშია და ფეხთან მოსიარულე სპანიელი არ მინდა რა თქმა უნდა ამიტომ შევეშვი ბეკასსს. მე თავიდანვე ვაძლევ ბრძანებას რო უნდა გაიქცეს თუ ეგრე დაიწყებს ხოლმე ვაგრძელებ თუ მიპარვებს იწყებს ვაჩერებ ხოდა რატო დავტანჯო ძაღლი. თან ძალიან გონიერია და ადვილად იმახსოვრებს. არ მინდა ფეხთან მოსიარულე ძაღლი მე და ნაღდად არ მინდა რამე დაუტოვოს მერე და მინდორშც არ გაიქცეს

 

არჩილ, დაყავი მინდორში მუშაობა 2 ეტაპად – ძებნა და ნაბულის დაყენება. ძებნის პროცესისთვის ეცადე ისეთი ადგილები შეარჩიო, სადაც არ არის ბეკასი ან ნაკლებად არის. შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ალბათ ისეთ ადგილებში მუშაობდით, სადაც ბეკასი დიდი რაოდენობით იყო და შესაბამისად სუნის არეალიც დიდი იყო. რასაკვირველია, ძაღლი პირველ რიგში ფრინველის სუნის დამუშავებას იწყებს, თუ უცებ შეგყავს ისეთ ადგილას, სადაც იცი, რომ ეს ფრინველი არის. ძაღლიც მშვენივრად იმახსოვრებს იმ ადგილებს, სადაც შეხვდა ფრინველს და შემდეგში, თუ ხვდება იმავე სავარგულში, პირველ რიგში იმ ადგილების ძებნა–დამუშავებას იწყებს, სადაც ქონდა ასეთი შემთხვევები.

ამიტომ ხშირ–ხშირად შეცვალე ვარჯიშის ადგილები და ძაღლი ირბენს ისე, როგორც ბუნებაში, გენებში აქვს. 

ძებნა–სირბილის მერე, შეგიძლია ნაბულის დასამუშავებლად, განსამტკიცრებრად ცალკე შეუშვა ისეტ ადგილებში, სადაც ჭაობის ფრინველია და ამუშაო მარტო ნაბულზე

 

ჩემთვის პირადად ბეკასი კარგი იყო იმიტო რო ეგრვე ჩართო ძაღლმა ცხვირი და აჩვენება ძალიან დიდი მანძილები რამაც მწყერი ძაან გაუადვილა

 

ძალიან კარგი. სწორედ ამას ვამბობდი მეც  :bravo:  :good:



#369 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ბეკასზე ნადირობა თუ გინდა კაცს, მორბენალი და შორს წამსვლელი ძაღლი დაფრთხობის მეტს არაფერს გააკეთებს კარგს - რა ჯიშისაც არ უნდა იყოს.
(სპანიელით კი ვერასდროს ვინადირე წესიერად ბეკასზე და დუპელზე, უნაბულოდ წამოფრენას ვერ დავუჭირე მუღამი.)

 

ისე, ჭაობის ფრინველით არასდროს დამიწყია ძაღლის გეშვა და არც დავმდურებივარ რამეში ჩემს ცუგებს - არ გეწყინოთ და გადამეტებად მიმაჩნია რატომღაც  ბეკას-ჭოვილოს ასე გაფეტიშება.
შეიძლება საქართველოს გარეთ ასეთი ნადირობა ხშირიც იყოს და შედეგიანიც, მაგრამ ჩვენში დუპელზე მხოლოდ მაისში თუ ინადირებ, ამ დროს კი ნადირობა აკრძალულია აქ.

 

გიორგი, ჩვენ ნადირობაზე არ ვლაპარაკობთ, უფრო ძაღლის გაწვრთნა–დაგეშვის პროცესსზე. თუმცა, როგორც მე ვიცი, ბეკასი და დუპელიც, ნადირობის სეზონშიაც არის საქართველოში. განსაკუთრებით ჩიბუხა. 

თანაც აქ ლაპარაკი მიდის ნაბულიანი ძაღლების მუშაობაზე. ნაბულიანი ძაღლი, თუ ყნოსვა უწყობს ხელს, რაც არ უნდა "მორბენალი და შორს წამსვლელი" იყოს,  არასდროს არ აფრთხობს ფრინველს. ნორმალურად ამუშავებს ნაბულით და ელოდება პატრონის მიახლოებას. 

სპანიელით გეთანხმებით, ალბათ ძნელია ბეკასზე ნადირობა, რადგანაც ჩიბუხა უმთავრესად ძაღლის მიერ შექმნილი ხმაურისგან წამოფრინდება, წამოფრენისავე კი იცვლის მოძრაობის ტრაექტორიას და ძან ძნელი მოსანადირებელია. ნაბულიანი ძაღლი აძლევს პატრონს საშუალებას წინასწარ მოემზადოს და ეს იძლევა  შედეგიანი გასროლის საშუალებას. მე ჩიბუხას ალბათ 90% ზუსტად აფრენის მომენტში მაქვს მოპოვებული.

 

 

 

ისე, ჭაობის ფრინველით არასდროს დამიწყია ძაღლის გეშვა და არც დავმდურებივარ რამეში ჩემს ცუგებს - არ გეწყინოთ და გადამეტებად მიმაჩნია რატომღაც  ბეკას-ჭოვილოს ასე გაფეტიშება.
 

 

გიორგი, საინტერესოა რამდენი ძაღლი და რა ჯიშის გყავთ დაგეშილი? 


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 27 March 2018 - 12:57 PM.


#370 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
....

....

    დელეგატი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 4344 პოსტი
  • მისამართი:თბილისთან ახლოს
  • წარმოშობა:თბილისთან ახლოს

  არჩილ, დაყავი მინდორში მუშაობა 2 ეტაპად – ძებნა და ნაბულის დაყენება. ძებნის პროცესისთვის ეცადე ისეთი ადგილები შეარჩიო, სადაც არ არის ბეკასი ან ნაკლებად არის. შენი სიტყვებიდან გამომდინარე, ალბათ ისეთ ადგილებში მუშაობდით, სადაც ბეკასი დიდი რაოდენობით იყო და შესაბამისად სუნის არეალიც დიდი იყო. რასაკვირველია, ძაღლი პირველ რიგში ფრინველის სუნის დამუშავებას იწყებს, თუ უცებ შეგყავს ისეთ ადგილას, სადაც იცი, რომ ეს ფრინველი არის. ძაღლიც მშვენივრად იმახსოვრებს იმ ადგილებს, სადაც შეხვდა ფრინველს და შემდეგში, თუ ხვდება იმავე სავარგულში, პირველ რიგში იმ ადგილების ძებნა–დამუშავებას იწყებს, სადაც ქონდა ასეთი შემთხვევები. ამიტომ ხშირ–ხშირად შეცვალე ვარჯიშის ადგილები და ძაღლი ირბენს ისე, როგორც ბუნებაში, გენებში აქვს.  ძებნა–სირბილის მერე, შეგიძლია ნაბულის დასამუშავებლად, განსამტკიცრებრად ცალკე შეუშვა ისეტ ადგილებში, სადაც ჭაობის ფრინველია და ამუშაო მარტო ნაბულზე  

არაა სამწუხაროდ აქ ეგეთი სავარგულები. სუ ერთ ტოჭკაში ზის და სირბილიც იქ უწევს და ყველაფერიც 



#371 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გიორგი ისაკაძე

გიორგი ისაკაძე

    სიგნიფერი


  • Find Topics
  • ფორუმის წევრი
  • PipPipPipPip
  • 145 პოსტი
  • მისამართი:ბორჯომი
  • წარმოშობა:კლარჯეთი, ჯავახეთი

ახალი სტილის "ფართო ძებნად'' წოდებული, 200-300 მეტრში მართლაც "მორბენალი" ძაღლის მიერ დამუშავებულ ნაკვეთში რა ჩიბუხა ან ბეკასი გაჩერდება დიდხანს?
ბეკასი და დუპელი მწყერი არაა, რომ ამხელა მანძილის გავლა გაცალოს კაცს და თავი შეიკავოს აფრენისგან.

 

ასაკითაც არ ვარ პატარა და ძალიან ბევრიც მყავს გაზრდილი და დაგეშილი, ჩემიც და სხვისებიც,თითქმის ყველა ჯიში, საქართველოშიც და მის გარეთაც, და არ გვინდა ამაში გაჯიბრებები, კობა ბატონო.



#372 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

რაც შეეხება გიორგის ნათქვამს კობა. მეც ვიზიარებ იმ მოსაზრებას რომ მწყერით დაგეშილი ძაღლი მშვენივრად იგეშება და ვადასტურებ რომ ჩემი ძაღლების მგონი 100% ესე დაიგეშენ. 

  კითხვა რომ მეც არ გამიმეორო ვიტყვი რომ 12-13 წლიდან დავყვებოდი ბაბუაჩემებს(რომლებიც ძმაკაცობდნენ და ბუნებრივია ერთად ნადირობდნენ). ერთი გენერალი იყო მეორე მინისტრი. ანუ ხომ ხვდები რომ ძაღლები ჩვენ ოჯახში მისდღემჩი იყვნენ. შარშან მაგალითად 7 ძაღლი მყავდა (ყველანი პირადათ ჩემი დაგეშილები). ასე რომ საერთო ჯამში რამოდენიმე ათეულმა ძაღლმა გაიარა ჩემ ხელში  და (ერთერთს მაგალითად მემ გონი რეკორდიც კი აქვს მოხსნილი და 8 თვის და 1 კვირის იყო როდესაც დიპლომ აიღო. ლაიზა მინელი ჯუნიორ). ეს სტატისტიკა იმისთვის მოვიყვანე რომ არ მინდა დაგრჩეს ისეთი წარმოდგენა რომ ერთი ძაღლიდან გამომდინარე ვიძახი რომ ვეთანხმები გიორგის მეთქი. 

  მჯობნის მჯობნი რათქმა უნდა არის მაგრამ მაინცა და მაინც ჩიბუხათი თუ არ დაიგეშება ძაღლი , არა მგონია რომ რაიმე კატასტროფა მოხდეს. ამ მოსაზრება  ჩემი გამოცდილება მიმყარებს (როგორც ავღნიშნე 40 წელზე მეტია რაც ვურთიერთობ ძაღლებთან და ათეულობით ძაღლს გაუვლია ჩემ ხელში) . 


legion.ge-82-1553250819.jpg


#373 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

ახალი სტილის "ფართო ძებნად'' წოდებული, 200-300 მეტრში მართლაც "მორბენალი" ძაღლის მიერ დამუშავებულ ნაკვეთში რა ჩიბუხა ან ბეკასი გაჩერდება დიდხანს?
ბეკასი და დუპელი მწყერი არაა, რომ ამხელა მანძილის გავლა გაცალოს კაცს და თავი შეიკავოს აფრენისგან.

 

 

გიორგი, ძალიან გთხოვთ, გადახედეთ თემას და კონკრეტულად იმას, თუ რას მოჰყვა ეს დისპუტი.

ლაპარაკი იყო ნაბულის დაყენებაზე, ნაბულიანი ძაღლისთვის და არა იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს 200–300 მეტრში "ფართო ძებნის" დროს. ეს სულ სხვა თემაა, სულ სხვა ნიუანსებით.

ისე ინფორმაციისთვის შემიძლია მოგახსენოთ, რომ, 200–300 მეტრიან ფრთას, ნადირობის და გამოცდების დროსაც, ჩემი პირველი, არც "ფართო ძებნის" და არც "მორბენალი" კურცჰაარი, ხშირად აკეთებდა (არაფერს ვამბობ მეორეზე, რომელიც გაცილებით სწრაფი არის), და უმრავლეს შემთხვევაში, მომისწრია მშვიდად მიახლოება და კომფორტული გასროლა.

 

ასაკითაც არ ვარ პატარა და ძალიან ბევრიც მყავს გაზრდილი და დაგეშილი, ჩემიც და სხვისებიც,თითქმის ყველა ჯიში, საქართველოშიც და მის გარეთაც, და არ გვინდა ამაში გაჯიბრებები, კობა ბატონო.

 

მე არავის, არაფერში არ ვეჯიბრები. "შეჯიბრებებისთვის" არის ძაღლების მიღწევები და დიპლომები, რომელიც საუკეთესო მაჩვენებელია ყველაფრის. 

ჩემი კითხვა ეხებოდა კონკრეტულად თქვენს მტკიცებას "ბეკას-ჭოვილოს გაფეტიშება"–ზე და ინტერესს, რამდენად ახლოს იცნობთ თქვენ ამ ფრინველებს. მე მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი ძაღლების დაბულიდან პირველი მონადირებული ფრინველი მწყერი იყო, დაგეშვით მწყერზე არასდროს არ დამოგეშია ძაღლი და მოვიყვანე შედარება, რაც ჩემი თვალით მინახია.



#374 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
კობა თოდუა

კობა თოდუა

    ცენტურიონი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPip
  • 396 პოსტი
  • მისამართი:რუსეთი
  • წარმოშობა:ზუგდიდი

რაც შეეხება გიორგის ნათქვამს კობა. მეც ვიზიარებ იმ მოსაზრებას რომ მწყერით დაგეშილი ძაღლი მშვენივრად იგეშება და ვადასტურებ რომ ჩემი ძაღლების მგონი 100% ესე დაიგეშენ. 

  ..............................................................................................................................................................................................................................................................................

  მჯობნის მჯობნი რათქმა უნდა არის მაგრამ მაინცა და მაინც ჩიბუხათი თუ არ დაიგეშება ძაღლი , არა მგონია რომ რაიმე კატასტროფა მოხდეს. ამ მოსაზრება  ჩემი გამოცდილება მიმყარებს (როგორც ავღნიშნე 40 წელზე მეტია რაც ვურთიერთობ ძაღლებთან და ათეულობით ძაღლს გაუვლია ჩემ ხელში) . 

 

ბაბუ, მე არ მითქვია, "მწყერით დაგეშილი ძაღლი მშვენივრად არ იგეშება" ან "მაინცა და მაინც ჩიბუხათი თუ არ დაიგეშება ძაღლი ,  კატასტროფა მოხდება" მეთქი. ბევრ მშვენიერ მონადირე ძაღლს ვიცნობ, უმშვენიერესი მიღწევებით მწყერზე, როგორც ნადირობაში, ასევე შეჯიბრებებში. 

 

მე გამოვთქვი ჩემი აზრი, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც შემიძლია ფაქტებითაც დაგისაბუთოთ.

თუ ძალიან გაინტერესებთ, შემიძლია მოგიყვანოთ რამოდენიმე დიდი შეჯიბრების შედეგები, სადაც აშკარად ჩანს, თუ რას მიაღწიეს მწყერზე დაგეშილმა ძაღლებმა, ჭაობის ფრინველზე ჩატარებულ შეჯიბრებებში და პირიქით.  


ჩამსწორებელი კობა თოდუა, 27 March 2018 - 02:12 PM.


#375 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

                                       მეგობრებო, ქართველები!

 მოგვიტევეთ რომ ვერევით თქვენ დისპუტში მაგრამ ვფიქრობთ რომ დროა  შეგახსენოთ რომ არანაირად არ ღირს არც ერთმანეთის და  არც საკუთარი ნერვების მოშლა. არაფერია ამ თემაში საამისო. რახან ორივენი თქვენ პოზიციებზე დგახართ სულაც არ ნიშნავს რომ საპირისპირო მხარე გაბრაზდეს. 

პირიქით თქვენი მრავალწლიანი გამოცდილება და მდიდარი პრაქტიკა გამოიყენეთ ახალგაზრდების საკეთილდღეოთ. ვინც წაიკითხავს იმან გამოიტანოს დასკვნა. რომელი პოზიციაა იმისთვის მისაღები. ჩვენ კი ერთად დავდგეთ და ერთად გადავცეთ რჩევა დარიგებებით(ვისაც ეს რჩევა დარიგებები სჭირდება)თქვენ მიერ ხანგრძლივი სამონადირეო ცხოვრების დროს მიღებული ცოდნა. 

ჩვენის მხრივ კი ნიშნად ჩვენი კეთილგანწყობისა , თქვენთვის (ორივესთვის) ხელსაყრელ დროს გეპატიებით ნადირობა-ნადიმობაზე.

ძალა ერთობაშია მეგობრებო. ერთობაში.

პატივისცემით ბაბუ. 


ჩამსწორებელი mantis, 28 March 2018 - 12:53 PM.
არათემატური პოსტები წაიშლება (მანტისა მოდერატორი)

legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?