Jump to content


ამ თემას აქვს 83 გამოხმაურება

#16 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
აქვს თუ არა აღდგომის კუნძულზე განთავსებულ ქვის ქანდაკებებს ფეხები?
30 ივნისი, 11:19

მოაი-ქვის მონოლითური ქანდაკებებია წყნარ ოკეანეში მდებარე აღდგომის კუნძუზე, რომელიც ჩილეს ეკუთვნის. ქანდაკებები შესრულებულია პოლინეზიური აბორიგენების მიერ 1250-1500 წლებში. ამჟამად კუნძულზე შემორჩენილია სულ ქვის 887 სტატუა.

წლების განმავლობაში მეცნიერთა ინტერესის საგანს წარმოადგენდა არამარტო ის, თუ როგორ შეძლეს იმ დროს მცხოვრებმა ადამიანებმა ამ უზარმაზარი სკულპტურების გამოჭრა, ამ ადგილამდე მიტანა და მიწაში დაფლვა, არამედ ის, ჰქონდათ თუ არა ამ სკულპტურებს ტანი და ფეხები.


2014063011144437332.jpg


მკვლევართა ჯგუფმა ანა ვან ტოლბურგის ხელმძღვანელობით 12-წლიანი გათხრები აწარმოა აღდგომის კუნძულზე და მივიდა დასკვნამდე: კუნძულზე განლაგებულ სკულპტურებს თავის ზომების შესაბამისი ტანიც გააჩნია და მთლიანად ქვის სხეულების სიმაღლე დაახლოებით 7-20 მეტრს აღწევს.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ საყოველთაოდ გავცელებული აზრი, თითქოს ქანდაკებებს მხოლოდ თავები ჰქონდა და ტანი არ გააჩნდათ, დაფუძნებული იყო იმაზე, რომ ფოტოსურათებზე, რომლებითაც მსოფლიო იცნობს ამ სტატუებს, მუდამ გამოსახული იყო ამ ქანდაკებების მხოლოდ თავები და იგულისხმებოდა, რომ ისინი უბრალოდ იდო დედამიწის ზედაპირზე.


2014063011150037332.jpg


მეცნიერებმა აგრეთვე აღნიშნეს, რომ თავდაპირველად ქანდაკებები მიწაში სულაც არ იყო ჩაფლული, უბრალოდ ისინი დროთა განმავლობაში სიმძიმის და კლიმატური პირობების გავლენით ნელ-ნელა ჩაიძირა მიწის სიღრმეში.

გათხრებისას გამოირკვა, რომ სტატუები შეღებილი იყო წითელი პიგმენტებით, მათ შორიახლოს კი ადამიანების სამარხები იყო განთავსებული.

2014063011151737332.jpg

 

 

 


2014063011152337332.jpgაღსანიშნავია, რომ გათხრების დროს იპოვეს მოწყობილობები, რომელთა საშუალებით ხდებოდა ამ უზარმაზარი კოლოსების გადატანა და ადგილზე დადგმა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ისინი გადაჰქონდათ ჰორიოზონტალურ მდგომარეობაში, შემდეგ დასადგმელ ადგილებზე ჭრიდნენ ორმოებს და თოკებისა და ხისგან გაკეთებული ბერკეტებისა და ოწინარების საშულებით ახდენდნენ ქანდაკებების ვერტიკალურად აღმართვას.
 

2014063011153737332.jpg2014063011154337332.jpg
 


ქანდაკებების უკანა მხარე დაფარულია წარწერებით. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს წარწერები ან თავად სკულპტორის ვინაობას აღნიშნავს, ან იმის სახელია, ვინც მათ გამოკვეთას უკვეთავდა.


2014063011155937332.jpg2014063011160737332.jpg
 

აღდგომის კუნძულის 887 ქვის გიგანტი კუნძულის მფარველ ღვთაებებად ითვლება. მათ ადგილობრივები მოაის უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ყველა ქანდაკება იყურება კუნძულის სიღრმეში და არა ოკეანის მხარეს. ზოგიერთ მოაის აქვს წითელი ქვის ქუდი. ქვის გიგანტებს კუნძულის ცენტრში არსებულ ქვის სამტეხლოებში ამზადებდნენ და შემდეგ გადაჰქონდათ კუნძულის სხვადასხვა ადგილას. მოაის ზომები შთამბეჭდავია: მათი სიმაღლე 7-დან 20 მეტრამდე აღწევს.

2014063011162737332.jpg2014063011163937332.jpg2014063011181137332.jpg

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#17 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
სტუმარი_devi_*

სტუმარი_devi_*

  • Find Topics
  • სტუმარი

ვაუუუ ეს რა საინტერესო რამე გაირკვევა



#18 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 
საინტერესო ფაქტები სამყაროში

მგლების კომუნიკაციის ხერხია ყმუილი .

ქამელეონის ენა მის სხეულზე ორჯერ გრძელია .

1986 წელს ბანგლადესი არნახული სეტყვამოვიდა,ნახევარი საათის განმავლობაში ციდან ერთ კილოგრამიანი სეტყვის მარცვლები ცვიოდა .

tumblr_lzwudpVKvU1r7ywj0o1_500_large.png

პოლარულ დათვებს შეუძლიათ ერთ ჯერზე 25 კგ. ხორცის შეჭმა.

წყალში ღრმად ჩაყვინთვის მიზნით ნიანგები ქვებს ყლაპავენ .

ჯერ არავის გაუწვრთნია აფრიკული სპილო , მხოლოდ ინდური სპილოს გაწვრთნაა შესაზლებელი.

თეთრი დათვის ბეწვი სინამდვილეში თეთრი კი არა , გამჭირვალეა.

tumblr_lz31jn6p0E1qiagcvo1_500_large.jpg

დედალ მტრედს არ შეუძლია მარტოობაში კვერცხის დადება. ის აუცილებლად უნდა ხევდავდეს სხვა მტრედებს .

ყველაზე დიდი მტაცებელი ფრინველი არის ანდების კონდორი .

ბუნებაში არსებული უამრავი ბაქტერიიდან მხოლოდ 1% შეუძლია ადამიანის დაავადება.

ერთი თვის განმავლობაში მუხლუხა ჭია ჭამს საკუთარ სხეულზე 6000-ჯერ მეტს .

ვირთხას შეუძლია ჩამოხთეს 5 სართულიანი სენობიდან ყოველგვარი დაზიანების გარეშე .

tumblr_lzng95VtxB1r6h75bo1_500_large.jpg

თეთრი ვეშაპის გული სიდიდით პოლკსვაგენ "ხოჭოს" ტოლია.

რაც უფრო პატარა ზომისაა მორიელი მით უფრო მეტად შხამიანია .

მხოლოდ მამრი ციცინათელები დაფრინავენ , მდედრებს ფრენა არ შეუძლიათ.

ავტომობილის მძხოლები უფრო მეტ ირემს კლავენ ვიდრე მონადირეები .


animal,animals,bambi,deer-0a78aabb2048e4


ზოგიერთი სახის ჭიაყელები საკვების არქონის შემთხვევაში საკუთარ სხეულს მიირთმევენ , ამასთან მათ შეუძლიათ შეჭამონ საკუთარი სხეულის 95 % .

სოლიტერი ცოცხლობს 18-20 წელი.მთელი სიცოცხლის მანძილზე იგი დებს 11 მილიარდანდე კვერცხს.

სიტყვა დინოზავრი ნიშნავს " საშინელ ხვლიკს " .

სპილოს შეუძლია 45 კმ/სთ სიჩქარის განვითარება .


409019_287958021251940_136539273060483_8


ძველი ეგვიპტელები ნილოსის მოსალოდნელ ადიდებას ჰორიზონტზე ვარსკვლავი სარიუსის გამოჩენით ხვდებიან .

პირველი მექანიკური საათი ევროპაში შეიქმნა 1275 წელს .

მიქელანჯელოს ქანდაკება "დავითი" ხელოვნების სიმბოლოდაა მიჩნეული .

სიტყვა კამიკაძე იაპონურად ნიშნავს "ღმერთების ქარს "

დედამიწაზე 50 მილიონი მწეტის სახეობა არსებობს .

tumblr_lzkx4lKY9c1qjl02uo1_500_large.jpg


ზღვის დონიდან ყოველ 100 მეტრზე ტემპერატურა 0,5C გრადუსით იკლებს .

1936 წელს ბი-ბი-სიმ ლონდონიდან პირველად გაუშვა სატელევიზიო გადაცემა .

1953 წლის 3 იანვარს დედოფალ ელისაბეთ მეორის კორონაცია პირველად გადაიცა ფერადი ტელევიზიით .

მსოფლიოში ყოველწლიურად 63 მილიონი ავტომობილი იწარმოება .

ელექტრო სკამი გამოიგოდა კბილის ექიმმა .


tumblr_ly1gh5wCzb1qatgaoo1_500_large.gif


მიკროტალღური ღუმელი გამოიგონა მკვლევარმა მას შემდეგ რაც მძლავრი რადარის გვერდით გავლისას , შოკოლადის ფილა ჯიბეში დაუდნა .

ყველაზე მოკლე წერილი დაწერა ფრანგმა მწერალმა ვიქტორ ჰიუგომ , რათა გამოერკვია თუ როგორ იყიდებოდა მისი რომანი "საბრალონი". წერილში იყო მხოლოდ კითხვის ნიშანი "?" .. პასუხად მიიღო წერილი , , რომელსიც მხოლოდ ძახილის ნიშანი იყო "!" .
ე.ი შესანიშნავად იყიდებაო ..

სპარტელები მონებს ღვინის სმას არ უშლიდნენ, პირიქით აძალებდნენ კიდეც, რათა თავიანთი შვილებისთვის ეჩვენებინათ რა ცუდია სიმთვრალე.

ყველაზე ძლიერი ქარი , 416 კმ/სტ - ში აღრიცხულია აშშ-ში , ქალაქ ნიუ-ჰემაპში.

legion.ge-82-1553250819.jpg


#19 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

შხამიანი ობობების შემოსევა, რომლებიც ბრაზილიიდან ბანანებს შემოჰყვნენ და 2 საათში კლავენ ადამიანს

შხამიანი ობობების შემოსევა, რომლებიც ბრაზილიიდან ბანანებს შემოჰყვნენ და 2 საათში კლავენ ადამიანს
  •  
  • 3006
     
  •  
  •  

6a96a42e256d.jpg
"ბანანების გროვიდან ჩამოცვივდნენ ობობები და იატაკზე მიმოიფანტნენ, ხელზე კი შევნიშნე 3 მმ-ის ზომის ნაკბენი” – გვიყვება ქალბატონი, რომელმაც ობობები პირველად შენიშნა. მას ძალიან ეშინია მწერების და სანამ გონს მოვიდოდა და მტვერსასრუტით ახვეტავდა მათ, უკვე მოასწრეს სახლში მიმალვა.სურათის გადაღება კი მოახერხა და გამოსაკვლევად სასწრაფოდ გააგზავნა შესაბამის სამსახურებში. პასუხმაც არ დააყოვნა და ეს აღმოჩნდა საოცრად მომწამვლელი ობობა, რომელიც თავისი შხამის გამო გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი. მათი სახელია "Phoneutria nigriventer” – რომლის პირველი სიტყვა ბერძნულიდანაა აღებული და მკვლელს ნიშნავს. მისი შხამი 30 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე გველის. კბენისას ადამიანებს უჩქარდებათ გულისცემა, მაღლა უწევს სისხლის წნევა, ეწყებათ ღებინება და შესაძლებელია სკვდილითაც დამთავრდეს.
7ca38bef42ab.jpg
მიღებულმა პასუხმა რა თქმა უნდა ძლიერ შეაშინა ქალბატონი ტეილორი. ის 29 წლისაა და 37 წლის ქმართან რიჩარდთან ერთად ლონდონში ცხოვრობს. წყვილს ორი ბავშვი ჰყავს. საბედნიეროდ, როცა დედამ ბანანი მოიტანა მათი ვაჟი ეზოში იყო ფეხბურთის სათამაშოდ და ხილისთვის ხელი არ მოუკიდია. გოგონა კი პატარაა. შეშინებული ოჯახი რამდენიმე დღით სახლიდან გადასახლდა. მათ სახლს კი დეზინფექცია გაუკეთეს, რადგან შესაძლებელი იყო, რომ სახლში მიმალულიყო მდედრი ობობა, რომელიც კვერცხების დადებას შეძლებდა და გამრავლდებოდა. ბანანის გამყიდველმა მაღაზიამ ოჯახს 2800 ევრო გადაუხადა მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ქალბატონი ტეილორი კი აცხადებს, რომ ბანანი ისევ ძალიან უყვარს, მაგრამ ახლა მის ახლოს გავლისაც კი ეშინია და მხოლოდ ქმარი იყიდის და კარგად შემოწმების შემდეგ წაიღებს სახლში.
af02dca0200b.jpg
64e684e1943d.jpg

 


წყარო: https://ucnauri.com/


legion.ge-82-1553250819.jpg


#20 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#21 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#22 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria


legion.ge-82-1553250819.jpg


#23 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

აუ რა კოშმარია .........


legion.ge-82-1553250819.jpg


#24 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

როგორ იცვლებოდა ბურთი 1930 წლიდან წლიდან 2014 წლამდე

 

1.jpgსაინტერესოა რით თამაშობდნენ ფეხბურთს წლების წინ, როგორ იტანდნენ ყველაზე მნიშვნელოვან გოლებს და როგორ იცვლებოდა მსოფლიო ჩემპიონატების ბურთების დიზაინი 1930 წლიდან დღემდე.

ურუგვაი, 1930

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში გახლდათ 2:1. ამასთანავე დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ გუნდები პირველ ტაიმს არგენტინაში დამზადებული ბურთის მოდელის Tiento-თი ითამაშებდნენ.

 

 

.

2.jpg

ურუგვაი, 1930

მეორე ტაიმში ურუგვაული ბურთი, მოდელი T გამოიყენეს რომელიც შედარებით დიდი და მძიმე იყო არგენტინულ ბურთზე. საბოლოოდ მსოფლიოს პირველობაზე ურუგვაიმ მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 4:2.

3.jpg

იტალია, 1934

ეს გახლავთ მეოთხედფინალში იტალიისა და ესპანეთის შეხვედრის დროს გამოყენებული  ბურთის მოდელი Federale 102. შეხვედრა იტალიელების გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

4.jpg

საფრანგეთი, 1938

ამ ტყავის ბურთით  ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი. მოდელს ეწოდებოდა Allen, საფრანგეთსა და იტალიას შორის დაპირისპირება იტალიელების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.

5.jpg

ბრაზილია. 1950

ბურთის მოდელი Super Duplo T მატჩიდან აშშ – ინგლისი. შეხვედრა ამერიკელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

6.jpg

შვეიცარია, 1954

ბურთის მოდელი Swiss WC Match Ball ფინალიდან გფრ – უნგრეთი (3:2). ამ დროისათვის ფიფას დადგენილი ჰქონდა ბურთის ზომისა და წონის პარამეტრები . ეს ჩემპიონატი დასამახსოვრებელი იყო არამარტო გერმანელების სენსაციური გამარჯვებით, არამედ ადოლფ დასსლერის კერვის გმირობითაც, რომელმაც შემდგომ მთელი სპორტული იმპერია შექმნა.

 7.jpg

შვეცია, 1958

მოდელი Top Star, ვიდრე ЧМ-1958 გახდებოდა ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, საკმაოდ მკაცრი კასტინგი გაიარა.

8.jpg

ჩილე, 1962

ამ მოდელს მწარმოებლებმა უწოდეს Mr. Crack. ბურთი, რომელიც ნახევარფინალში გამოიყენეს ჩეხოსლოვაკია – იკუგოსლავიას (3:1) შეხვედრის დროს.

 9.jpg

 ინგლისი, 1966

ამ წითელმა ბურთმა Challenge 4-მა ინლისელებს გამარჯვება მოუტანა, მათ 1966 წელს პირველი და ამ დრომდე ერთადერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვეს.

10.jpg

მექსიკა, 1970

1970 წელს მოხდა „მექსიკური რევოლუცია“  მსოფლიო ჩემპიონატების ბურთების შერჩევაში. ახალმა ნიმუშმა Telstar Durlast მიიღო სახელი და არა სახელწოდება. ადი დასსლერის კომპანია 40 წელზე მეტი ემსახურებოდა ბურთის წარმოებით ფეხბურთს.

11.jpg

გერმანია,1974

ბურთი Telstar Durlast იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იგი გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენეს. ეს ნიმუში გახლავთ მატჩიდან გფრ – პოლონეთი (1:0)

12.jpg

არგენტინა, 1978

Adidas-ის შემდეგმა ბურთმა მიიღო სახელი Tango Durlast. სწორედ ამ ბურთით მასპინძლებმა ჰოლანდიელების კარი  სამჯერ აიღეს.

13.jpg

ესპანეთი, 1982

ბურთს დაუმატეს კაუჩუკი რათა უფრო მეტად ყოფილიყო წყლისაგან დაცული, დაარქვეს ახალი სახელიც Tango España, იმ ქვეყნის საპატივსაცემოდ სადაც იმართებოდა ჩემპიონატი.

14.jpg

მექსიკა, 1986

ეს გახლავთ მექსიკაში ჩატარებული 1/16 ფინალის საფრანგეთი – იტალიას (2:0) შეხვედრის დროს გამოყენებული ბურთი Azteca Mexico. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ იგი პირველი სინთეტიკური ბურთი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში.

15.jpg

იტალია,1990

ბურთი Etrusco Unico ახალი შედარებით მსუბუქი ბურთი. შეხვედრიდან ესპანეთი – ბელგია (2:1)

16.jpg

აშშ, 1994

ამერიკაში თამაშობდნენ შემდეგი მოდელით Questra. ეს ბურთი განსაკუთრებულად დაამახოვრდა ოლეგ სალენკოს, რომელმაც კამერუნის კარში 5 გოლი გაიტანა.

 17.jpg

საფრანგეთი, 1998

ეს გახლავთ იტალიასა და კამერუნს (3:0) შორის გამართულ შეხვედრაში გამოყენებული ბურთი.

 18.jpg

კორეა-იაპონია, 2002

მოდელმა Fevernova-მ ექსპერტები განაცვიფრა არამარტო აეროდინამიკური თვისებებით, არამედ თავისი ახალი დიზაინითაც.

19.jpg

გერმანია, 2006

ეს გახლავთ  მოდელი +Teamgeist, რომელიც სპეციალურად ფინალისთვის იტალია – საფრანგეთისთვის იქნა დამზადებული. ბურთი არატრადიციული 14 ფრაგმენტისაგან შედგებოდა, ნაცვლად 32-ის. ამასთანავე ფრაგმენტები, არა გადაკერილი, არამედ დაწებებული იყო.

20.jpg

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 2010

ბურთი Jabulani, რომლითაც სარ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ გუნდები. ფრაგმენტების რაოდენობა კვლავ შემცირდა 14-დან 8-მდე. ეს ბურთი ნამდვილი სტიქია გახდებოდა მეკარეთათვის, რომ არ ყოფილიყო იგი მოუხერხებელი თავდამსხმელთათვის.

 21.jpg

ბრაზილია, 2014

ამ ბურთის სახელი მთელმა ქვეყანამ აირჩია, საბოლოდ მოსახლეობის არჩევანი შეჩერდა სახელზე Brazuca.

 

.


legion.ge-82-1553250819.jpg


#25 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
გუგა

გუგა

    დიდი მაგისტრი


  • Find Topics
  • ლეგიონერი
  • PipPipPipPipPipPipPipPipPipPipPipPip
  • 19370 პოსტი
  • მისამართი:Tbilisi, Petriashilis 13
  • წარმოშობა:guria

ბრაზუკა მაინც სულ სხვაა :)



#26 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკაა

189376_470451679641794_1348841069_n.jpg


legion.ge-82-1553250819.jpg


#27 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
« საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე »

481.png

 

 

 

 

1. ონორე დე ბალზაკს ასეთი სიტყვები ჰქონდა ამოტვუფრული თავის ხელჯოხზე: “მე ყველა დაბრკოლებას ვამსხვრევ”.
2. პლატონის ფილოსოფიურ სკოლას ამშვენებდა წარწერა: “ვინც გეომეტრია არ იცის, აქ ნუ შემოვა!”.
3. ადოლფ ჰიტლერს ძალიან უყვარდა ადამიანების ხელისგულების თვალიერება. მას უზარმაზარი ძვირფასყდიანი წიგნი ჰქონდა, რომელშიც წარსულში ცნობილი ადამიანის ხელისგულების ანაბეჭდები იყო აღნუსხული. ჰიტლერი ყოველთვის აჩვენებდა სტუმრებს ამ წიგნს და განსაკუთრებით ამაყობდა იმით, რომ მისი ხელისგულის ანაბეჭდი ძალიან ჰგავდა ფრიდრიხ დიდის ხელისგულის ანაბეჭდს.
4. უდიდეს ფილოსოფოსს ფრიდრიხ ნიცშეს თავისი და უყვარდა.
5. პიკასოს ყველაზე ადრეულ ნახატებს ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია, რადგან იმ პერიოდში მხატვარს შეშის ფული არ ქონდა და გასათბობად ღუმელში საკუთარ სურათებს წვავდა.
6. ჰიტლერი ხალხის წინაშე გამოსვლის დროს ყოველ 53 სიტყვაში ერთხელ აუცილებლად ამბობდა “მე”-ს, მუსოლინი – 83-ში, რუზველტი – 100-ში, ჩემბერლენი – 249-ში.
7. რემბრანტს სახლში მხოლოდ ორად ორი წიგნი ჰქონდა – “ბიბლია” და “ანატომიური ატლასი”.
8. დიდმა ამერიკელმა მწერალმა, რეალისტმა მარკ ტვენმა სასტუმროს შთაბეჭდილებათა წიგნი გადაათვალიერა და ბოლო სტრიქონი ამოიკითხა: " ბარონი ფონ ბლანკი მსახურით ". ამის ქვემოთ კი თვითონ მიაწერა: " მარკ ტვენი ჩემოდნით".
9. გენიალურმა ინგლისელმა ფიზიკოსმა, მექანიკოსმა, ასტრონომმა და მათემატიკოსმა ისააკ ნიუტონმა თავისი მეცნიერული ნაშრომებისათვის ლორდის ტიტული მიიღო და მთელი 26 წელიწადი პარლამენტში გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ ითხოვა სიტყვა: -ბატონებო,- მიმართა მან ლორდებს,- თუ თქვენ საწინააღმდეგო არ გექნებათ, გთხოვთ ფანჯარა მიახურინოთ, გამჭოლი ქარია და მეშინია არ გავცივდე.
10. ალექსანდრე დიუმა რუსეთში მოგზაურობისას თბილისსაც ეწვია და ერთმა მაშინდელმა წიგნებით მოვაჭრემ მაღაზიაში მიიპატიჟა. თავაზიანმა მასპინძელმა საპატიო სტუმრის მოსვლამდე მის საამებლად წიგნის ყველა თარო დიუმას ნაწარმოებებით აავსო.
-დანარჩენი ავტორების წიგნები სადღაა?- ჰკითხა გაკვირებულმა მწერალმა.
-ასე თუ ისე... გაიყიდა.- ენა დაება წიგნით მოვაჭრეს.
11. იმის გასაგებად, თუ როგორ მიიღო მკითხველმა მისი ნაწარმოები, ვიქტორ ჰიუგომ რედაქტორს ლაკონური წერილი გაუგზავნა და ეს იყო: “?” რედაქტორმა ასევე ლაკონურად უპასუხა ჰიუგოს: “!”.
12. საბერძნეთში ერთ-ერთი ქალაქის მოედანზე, მოქალაქე მშვილდ-ისრით სროლაში ვარჯიშობდა. იგი ცუდი მსროლელი იყო და მისი ნასროლი ისრები გამვლელებს ხვდებოდა, ხოლო ბრძენი დიოგენე საფრთხის თავიდან ასაცილებლად პირდაპირ სამიზნესთან მოკალათდა.
13. სანამ ნოსტრადამუსი რაიმეს იწანასწარმეტყველებდა, უძილობით იტანჯავდა თავს, რის გამოც ჰალუცინაციები ეწყებოდა და სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი წინასწარმეტყველებდა.
14. ალბერტ აინშტაინს არ უყვარდა ჰალსტუხის ტარება და წინდების ჩაცმა. ამბობდა, ზედმეტიაო. მეცნიერი იშვიათად იკრეჭდა თმას და იპარსავდა წვერს. მის კარადაში რამდენიმე ერთნაირი პიჯაკი და პერანგი ეკიდა, რათა მეცნიერს იმაზე ფიქრში, თუ რა ჩაეცვა, დრო არ დაეხარჯა.
15. კოლეჯში სწავლისას მომავალ მათემატიკოს გეორგ დანციგს თურმე ლექციები მოსაწყენი ეჩვენებოდა. ერთხელ სითამამე მოიკრიბა და პროფესორს უთხრა, თქვენი ამოცანები ძალიან ადვილიაო. პროფესორმა მიუგო, ძალიან კარგი, რაიმეს საინტერესოს მოგიძებნითო და უბის წიგნაკიდან ფურცელზე 9 ამოცანა დაუწერა. გავიდა თვე პროფესორი დაინტერესდა, სტუდენტმა ამოცანები ამოხსნა თუ არა.
– ძალიან ძნელი იყო, მხოლოდ ექვსის ამოხსნა შევძელი, – შესჩივლა დანციგმა.
პროფესორი გაოგნდა – მან დანციგს 9 ამოუხსნელი პრობლემა მისცა.


legion.ge-82-1553250819.jpg


#28 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ეს არის ყველაზე არაჩვეულებრივი გზა მთელს მსოფლიოში - თითქოს მიწა გეცლება ფეხქვეშ...

00:14 / 11-13-2014

image.jpg

ნორვეგიის დასავლეთ სანაპიროზე, არქიპელაგის გავლით, მდებარეობს ატლანტიკური გზა, რომელიც გადაჭიმულია 8,3 კილომეტრზე. იმისათვის, რომ გაეყვანათ ეს უზარმაზარი გზა და დაეკავშირებინათ რამოდენიმე კუნძული ერთმანეთთან ამ ყველაფერს დასჭირდა 6 წელი. ეს არის ერთ - ერთი ყველაზე საშიში გზა მთელს მსოფლიოში... მიუხედავად ამისა, ატლანტიკური გზა ძალიან პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. მას სახელიც კი მიაკუთვნეს «საუკუნის ნორვეგიული აღჭურვილობა».

ეს გზის მაგისტრალი 8 ხიდს გაივლის, მთელი გზის მანძილზე უამრავ რესტორანს შეხვდებით, ასევე თევზსაჭერ კლუბებს და საკურორტე კომპლექსებს.

 

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#29 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
ტეოტიუაკანი – ღმერთების ქალაქი
4fd98ffbae2b.jpg


მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს ჩრდილოეთით, აღმოსავლეთ სიერა მადრეს მთათა განტოტებაზე მდებარეობს ტეოტიუაკანი – მეხიკოს ველის უძველესი ქალაქი. ვარაუდობენ, რომ ჩვ.წ-მდე III – II სს-ში განვითარების მწვერვალს მიაღწია ტეოტიუაკანის კულტურამ, რომელიც ინდიელთა ტომის სამხრეთაცტეკური ჯგუფის ხალხის – ნაჰუას წინაპრებს უნდა შეექმნათ. ტეოტიუაკანი ნაჰუას ენაზე „ღმერთთა გარდასახვის ადგილს“ ნიშნავს.

აცტეკებს ადგილობრივთაგან, დაქსაქსული და დაცალკევებული ნაჰუას ტომის ხალხისგან შეუტყვიათ, რომ სწორედ ტეოტიუაკანი იყო ის ადგილი, სადაც ღმერთები მზედ და მთვარედ გარდაისახნენ.

აი რას გვიამბობს ლეგენდა:
…ჯერ კიდევ ადრე, უხსოვარ დროს, როცა ქვეყნიერებაზე დღე არ არსებობდა, აქ, ტეოტიუაკანის ადგილას, ღმერთების კრება გამართულა. ღმერთები იმაზე ბჭობდნენ თუ ვის უნდა გაენათებინა ქვეყნიერება. და თქვა ღმერთმა ტეკუსიცტეკატლმა ( :armjera: ) : „მე გავანათებ“. „კიდევ ვინ?“ ღმერთებმა დაიწყეს ფიქრი, ვინ იქნებოდა მეორე, მაგრამ მსურველი არ ჩანდა, მხოლოდ ერთი ღმერთი იჯდა და სხვათა ბჭობას მდუმარედ უსმენდა, მაშინ ღმერთები მას მიუბრუნდნენ და უთხრეს: „ტეკუსიცტეკატლთან ერთად შენ იქნები ის, ვინც გაანათებს მიწას!“ „ აღსრულდეს ნება თქვენი“, – დაეთანხმა მდუმარე ღმერთი, ნანაჰუატცინი. ამის შემდეგ ღმერთებმა უზარმაზარი კოცონი გააჩაღეს, „მაშ, შეუერთდით ცეცხლს!“ – უთხრეს მათ ტეკუსიცტეკატლს. მას შეეშინდა, ყოყმანობდა, თუმცა ოთხჯერ მაინც სცადა ცეცხლში შესვლა, მაშინ ღმერთებმა ნანაჰუატცინს მიმართეს. მან თვალები დახუჭა და ცეცხლში შევარდა, ამის შემხედვარე, ტეკუსიცტეკატლმა ყოყმანი დაძლია და ისიც ცეცხლს შეერთო. მაშინ ზეცას ვერცხლისფერი დაედო და ყოველივე მთრთოლვარე ნათელში გაეხვია, ნანაჰუატცინი მზედ გარდაისახა, ტეკუსიცტეკატლი – მთვარედ.. აი, ასე, ღმერთების თვითშეწირვით იშვა მზე და მთვარე.

ამ მოვლენის უკვდავსაყოფად ტეოტიუაკანში აიგო გიგანტური ხუთიარუსიანი ტაძრები (პირამიდები) – მზისა (სიმაღლით მესამე პირამიდა პლანეტაზე) და მთვარისა.


მთვარის ტაძარ-პირამიდიდან მთელ ძველ ქალაქს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 40 მეტრი სიგანისა და 2300 მეტრი სიგრძის მთავარი ქუჩა მიუყვებოდა. ამ ქუჩას მკვდართა გზას, ანუ „სამსხვერპლო გზას“ ეძახდნენ, რადგან იგი „სიკვდილის ჭისკენ“ – ცენოტისკენ მიემართებოდა.

რუხი ფერის უზარმაზარი მზის პირამიდა-ტაძარი ფორმის სრულყოფილებითა და სივრცეში განლაგების ოსტატობით მსოფლიო არქიტექტურის ეტალონადაა მიჩნეული. მკვლევართა ვარაუდით, ამ ტაძრის მშენებლობას სულ მცირე 20 წელი და 20 ათასი მუშა უნდა დასჭირვებოდა. სხვანაირად პირამიდა, რომლის მოცულობა მილიონ 300 ათასი მ3-ია ( იგი ზომებით ოდნავ ჩამორჩება ხეოფსის პირამიდას) ვერ აიგებოდა. იგი მიწით, ქვით და ე.წ ადობით- მზეზე გამომშრალი, გამოუწვავი ნედლი აგურითაა ნაგები.

1970 წლის გათხრებისას პირამიდის სიღრმეში სამარხ საკნებს მიაკვლიეს, თვით პირამიდის ქვეშ აღმოჩნდა ბუნებრივი გამოქვაბული, რომლის სათავსებად დაყოფილი ნაწილები ერთმანეთს გვირაბებით უკავშირდებოდა, აშკარაა, ამ სათავსებში საკულტო-რიტუალური ცერემონიები იმართებოდა, ქვაბულში წყაროც ყოფილა. სავარაუდოა, რომ სწორედ ამან განაპირობა წყალთან და ქვაბულთან დაკავშირებული კულტების წარმოშობა. ამჟამად პირამიდის სიმაღლე 63 მეტრია, ადრე კი 75 მეტრი უნდა ყოფილიყო. ბაქანზე მთავარი ტაძარი იდგა ( დღეს მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი) ტაძარს ქვის მონოლითური ქანდაკება აგვირგვინებდა, ოქროს ფირფიტებით მოპირკეთებული მონოლითის ანარეკლი დამაბრმავებლად კაშკაშაშებდა სივრცეში.


წყარო: ucnauri.com

 


legion.ge-82-1553250819.jpg


#30 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

2014102222480837332.jpgსაფრანგეთში მდებარე დიუ გუას პასაჟი (Passage du Gois) – ესაა გზა, რომელიც ბურნოფის უბის ფსკერზე მდებარეობს. იგი კონტინენტურ საფრანგეთს კუნძულ ნუარმუტესთან აკავშირებს. დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ, ზღვის მიქცევის დროის, ის რამოდენიმე საათის განმავლობაში მოძრაობისათვის გამოსადეგი ხდება ხოლმე. დროის სხვა მანძილზე მოქცევის გამო გზა წყალქვეშ იძირება ოთხი მეტრის სიღრმეზე.

ბუნებრივი გადასასვლელი კუნძულიდან კონტინენტზე პირველად გეოგრაფიულ რუკებზე მოხსენიებულია 1701 წელს. 1840 წელს ამ ადგილზე გაიყვანეს ქვაფენილის გზა, რომელიც გადაადგილების საშუალებას აძლევდა როგორც ცხენოსნებს, ასევე საზიდრებს.

 

 

 

 

 

 

 

2014102222482237332.jpg

 ამჟამად გზის სიგრძე 4, 5 კილომეტრს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ გზა გრძელი არაა, ის საკმაოდ სარისკოა და ხიფათიანი. გზის ორივე მხარეს უზარმაზარი აბრებია, რომლებზეც ზღვის მიქცევა-მოქცევის ზუსტი დრო და მკაცრი გაფრთხილებებია დაწერილი, რომ არ დაარღვიონ ეს გრაფიკი, მაგრამ ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც ჩქარობენ მეორე ნაპირზე გადასვლას და იმედი აქვთ, რომ ზღვის მოქცევას გაასწრებენ, ძალზე საშიშ ხაფანგში მოყვებიან ხოლმე.

2014102222483837332.jpg

ასეთი ჯიუტი და საშიშროებაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის აგებულია სამაშველო კოშკურები, აქ მათ შეუძლიათ მშვიდად დაელოდონ ზღვის მიქცევას და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, მაგრამ მათი მანქანების გადარჩენა უკვე შეუძლებელია: ისინი ზღვის ფსკერის ბინადარნი ხდებიან.

2014102222485237332.jpg

2014102222492137332.jpg

 

წყარო: intermedia.ge


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?