Jump to content


1 reply to this topic

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

 

 
 

ასურეთის იმპერიის არმია

 

assyrian+cavalry.png


ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდში, ძვ.წ X-დან VII საუკუნემდე ახლო აღმოსავლეთში ასურეთის იმპერია დომინირებდა. თავისი სიძლიერის პერიოდში ასურეთის სამეფო ეგვიპტიდან სპარსეთამდე იყო გადაჭიმული. ისტორიაში პირველად მათ გააერთიანეს მესოპოტამიის მთელი ტერიტორია, მაგრამ ორმოცდაათი წლის შემდეგ ეს გაერთიანებული მიწები საოცარი სისწრაფით დაიშალა. ასურეთის დაშლის მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს უზარმაზარი ტერიტორიის დაუცველობა მტრებისაგან და ქალაქების ხშირი აჯანყებები. ამას გარდა ქვეყანას ბოლო საშინაო ომებმაც მოუღეს, რომელიც სამეფო ტახტის მსურველებს შორის მიმდინარეობდა. ძვ.წ 612 წელს ასურეთის დედაქალაქი ნინევია შტურმით იქნა აღებული და მიწასთან გასწორებული მიდიისა და ბაბილონის გაერთიანებული ლაშქრის მიერ. ასურეთის იმპერია იყო მოდელი მომავალი სხვა იმპერიებისა. მაგალითად ახალი ბაბილონის სამეფო ნაბუქოდონოსორ II-ის დროს ასურეთის სახელმწიფოს მოდელის მიხედვით იყო აგებული.
ბევრისთვის ასურეთის სამეფო ზოგისთვის მხოლოდ სისასტიკისა და ბარბაროსობის სინონიმია, მაგრამ გარდა ამისა ასურეთმა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია და იმპერია ჩამოაყალიბა. მან დიდი გავლენა მოახდინა ახლო აღმოსავლეთის ხალხების კულტურაზე და განვითარებაზე. თუმცა უპირველეს ყოვლისა ასურეთი თავისი კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული არმიით გამოირჩეოდა.
 

                                   

Map_of_Assyria.png

 

 ასურეთის იმპერიის ტერიტორიული ზრდა

ძველი სამეფოს პერიოდში(ძვ.წ 1400-885) ასურეთის არმია მხოლოდ ომის დროს იკრიბებოდა მოხალისეებისგან და ის რეგულარული არ იყო. ასევე არსებობდა მეფის მცველების განსაკუთრებული რაზმი, რომელიც 1000 მეომრისგან შედგებოდა. მეფის მცველები მეეტლეების და უბრალო ჯარისკაცთა მეთაურების როლს ითავსებდნენ. ასურეთის თითოეული ოლქის მმართველებს თავიანთი მცველთა რაზმი ჰყავდათ, თუმცა მეფის დაცვასთან შედარებით უფრო მცირე. მმართველები პასუხს აგებდნენ თავიანთ ოლქში მოხალისეების შეკრებაზე.ასურეთის არმიის ერთი დანაყოფი 1000 ჯარისკაცს შეადგენდა.გვიანი სამეფოს პერიოდში ( ძვ.წ 885-626) მოხალისეებისგან დაკომპლექტებული ჯარის ნაწილები ისევ არსებობდა.

 

 

London,+British+Museum,+Assyrian+relief.

 

                                 აშურბანიფალის გამოსახულება ასურულ რელიეფზე

მეფე აშურბანიფალ II-მ მიიღო გადაწყვეტილება შეექმნა უფრო მრავალრიცხოვანი რეგულარული არმია. მისი მეფობის დროს ასურეთის ჯარში უფრო მძიმე საბრძოლო ეტლები და ცხენოსნები გაჩნდნენ. შემდეგმა მეფემ, ტიგლათფალასარ III-მ სამხედრო რეფორმები გააგრძელა და ჩვეულებრივ სახაზო ჯარში თავისი რეგულარული, კარგად აღჭურვილი და შეაბჯრული მცველთა რაზმები შეურია. მცველთა ელიტარული რაზმები ახალა უკვე სახაზო ჯარში იბრძოდნენ დანარჩენ მებრძოლებთან ერთად. ერთი მხრივ მეფემ ამ რეფორმით შექმნა სამხედრო მანქანა რითაც შორეულ ექსპანსიებსაც განახორციელებდა, მაგრამ სამაგიეროდ ახლა სხვა არისტოკრატებისგან აღარ განსხვავდებოდა ელიტარული და მრავალრიცხოვანი დაცვით.

 

 

Tilglath_pileser_iii.jpg

 
ტიგლათფალასარ III
 

ტიგლათფალასარ III-ისა და მისი მემკვიდრის სარგონ II-ის დროს ასურეთის ბურჯი რეგულარული და კარგად აღჭურვილი არმია იყო, რომელსაც მეფის უფროსი ვაჟი, ვაზირი ან მეფის დანიშნული მხედართმთავარი მეთაურობდა. არმია ფრთებად იყოფოდა, თითოეულ ფრთაში 15000 მეომარი შედიოდა. თითოეულ ფლანგს მეფის დანიშნული სარდალი მეთაურობდა. ფრთა რაზმებად იყოფოდა რომლებშიც 50-დან-200-მდე ჯარისკაცი შედიოდა. რაზმებს თავისი მეთაურები ჰყავდა, რომლებიც შეიარაღებულები იყვნენ მეთაურის კვერთხებით, რომელიც მათ სტატუსსაც აღნიშნავდა და საბრძოლოდაც იხმარებოდა. ასევე მეთაურის მუზარადზე იყო განმასხვავებელი ნიშანი. ყველა ასურელების მიერ დაპყრობილი ხალხი ვალდებული იყო მეომართა გარკვეული რაოდენობა გაეგზავნა მეფის ჯარისთვის. მოკავშირეთა რაზმები ასურეთის არმიის განუყოფელი ნაწილი იყო.

 

მაგალითად ასურელებს ეხმარებოდნენ ხეთი მოკავშირე ჯარისკაცები. ასურელებმა ზოგიერთი რამ მოკავშირეებისგან გადმოიღეს, ზოგი რამ კი მოკავშირეებმა ისწავლეს ასურელებისაგან. ხეთი ჯარისკაცების დამახასიათებელი ნიშანი იყო მრგვალი ლითონის დისკო, რომელიც მკერდს იცავდა, შემდეგ ეს ასურელებმა გადაიღეს და ისინიც იყენებდნენ. ასურელთა არმიაში იყო შურდულოსანთა დანაყოფებიც. შურდულოსნები ტანის დასაცავ ჩვეულებრივ ლითონის აბჯარს და მუზარადს ატარებდნენ. ასურელები საერთოდ ფეხსაცმელს არ იყენებდნენ(მოგვიანებით ურარტუდან და ხეთების სამეფოდან შემოვიდა). მეფე სინაქერიბის დროს ფეხსაცმელი უკვე ყველა ასურელ ჯარისკაცს ემოსა. მთელი ისტორიის განმავლობაში ასურელების არმიის ყველაზე დიდ ნაწილს ქვეითები შეადგენენ. 1 ეტლი 10 ცხენოსანზე და 100 ქვეითზე მოდიოდა. ქვეითი მეომრები რეგიონებისა და ეროვნების მიხედვით ეწყობოდნენ რეგიონებისა და ეროვნებების მიხედვით ეწყობოდნენ

 

 

assyrian+chariot,+early+empire.png
 

              ასურული საბრძოლო ეტლი, შუბოსანი და მშვილდოსანი. ძვ.წ. IX ს.


თითოეულ ხალხს თავისი ტრადიციული აბჯარი და იარაღი ჰქონდა. ასურეთის არმიის მთავარ ძალას შუბოსანი ფალანგა წარმოადგენდა, რომელიც მტერს გადამწყვეტ დარტყმას აყენებდა. დამხმარე რაზმები, რომლებიც დაპყრობილი ხალხებისგან და მოკავშირეებისგან შედგებოდა, მსუბუქად აღჭურვილი ჯარის როლს ითავსებდნენ, ზოგი მათგანი მსუბუქი ცხენოსანი იყო, ზოგი მშვილდოსანი. ასურეთის არმიის მშვილდოსნები საერთოდ ხელჩართულ ბრძოლაში არ ერთვებოდნენ, ხოლო როდესაც იშვიათად იძულებულები ხდებოდნენ ებრძოლათ, მაშინ მოკლე მახვილებს იყენებდნენ. შურდულოსნები ასურეთის ჯარში მხოლოდ სინაქერიბის მმართველობის დროს გაჩნდნენ(ძვ.წ 705- 681). მძიმედ აღჭურვილი ცხენოსნები, საბრძოლო ეტლოსნები და მძიმე მშვილდოსნები მხოლოდ ასურელებისგან შედგებოდნენ. ტიგლათფალასარ III-მ ეტლები გააძლიერა და მათ კიდევ ერთი მეომარი დაუმატა, ამის შემდეგ ეტლზე სამი ჯარისკაცი იყო. ძველი ასურული წყაროების მიხედვით ეტლებში ყველაზე ხშირად სამი ცხენი იყო შებმული.
ეტლის მშვილდოსანს რკინის აბჯარი, ეგრეთწოდებული "სარიამი" ემოსა. ეტლის მშვილდოსნების აბჯარი მითანური აბჯრის ანალოგი იყო. თავზე მშვილდოსანს ტიპიური ასურული მუზარადი ეხურა.

ეტლოსნის მთავარი იარაღი რთული მშვილდი იყო. მშვილდოსნის გარდა ეტლში ორი ფეხოსანი მეომარიც იჯდა, რომელთაც ხელჩართული ბრძოლის იარაღები ჰქონდათ. ასურული ფარები რამდენიმე სახეობისა იყო: მრგვალი ხის ან ლითონის ფარი, მართკუთხედი ხისა და რკინის ფარი და დაწნული დიდი ოთკუთხედი ფარი, რომელიც მეომარს ყელიდან მუხლებამდე იცავდა. ზოგიერთ ასურულ ეტლზე მჯდომ ქვეითებს ფარები ეჭირათ და მშვილდოსანს იცავდნენ. ეტლის მშვილდოსანს მეფე აშურბანიფალმა ეტლის მეომრების რიცხვი 4-მდე გაზარდა, ეტლების ტაქტიკურმა სიჩქარემ და მანევრულობამ მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ სამაგიეროდ ასურელთა არმია მობილური გახდა, რადგან ჯარისკაცები ცხენებით და ეტლებით ბევრად სწრაფად გადაადგილდებოდნენ. ოთხკაციანი ეტლის მეომრებს ჩვეულებრივი ასურული აბჯარი ემოსათ

 

 

assyrian+chariot.png

 

                      ტიგლათფალასარ III-ს ეტლი. ძვ.წ. VIII ს. მეორე ნახევარი

ორ მათგანს ლითონის მრგვალი ფარი ეჭირა, ერთი ეტლს მართავდა, ერთი კი მტერს ისრებს ესროდა. ბრძოლაში ეტლის გადაადგილება მხოლოდ სწორ რელიეფზე შეიძლებოდა, ამიტომ მას შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა. სწორ რელიეფზე ეტლი "სიკვდილის მანქანა" იყო და დიდი ძალა გააჩნდა. ეტლის ცხენებიც აბჯრებით იყვნენ დაცულები ამიტომ ასურული ეტლი თანამედროვე ტანკის ან საბრძოლო მანქანის ფუნქციას ასრულებდა ძველ დროში. მეფეებიც ეტლებით გადაადგილდებოდნენ, მაგრამ მათი ეტლი უფრო მდიდრული და მოხერხებული იყო. მეფესთან ერთად ეტლში მსახურიც იჯდა, რომელსაც მეფის მზისაგან დასაცავად მრგვალი ჩარდახი ეჭირა. მეფეს თან ახლდა მსუბუქი ცხენოსნების რაზმი "კურუბტი შა პიტალი", რომელიც პირადად მეფეს იცავდნენ. მეფე ტიგლათფალასარს მძიმე ცხენოსნებიც ჰყავდა, რომლებსაც აბჯარი ემოსათ და ფარი და შუბი ჰქონდათ, ამ დროს გაჩნდა ასურეთში ცხენზე დასაჯდომი უნაგირის შემცვლელი ნაჭერი.

 

 

 

Picture-Gallery---Assyria---Neo-Babyloni

 

           მეფე სინაქერიბის გვარდიის მეომრების გამოსახულება ასურულ რელიეფზე

მათ გარდა მეფეებს ჰყავდათ ქვეითი გვარდიაც " ზუკ შეპე", რომელიც კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებისაგან შედგებოდა. ეს ჯარისკაცები მსუბუქად იყვნენ ეკიპირებულები და ატარებდნენ მრგვალ ამოზნექილ ფარს, რომელსაც ტყავი ჰქონდა გადაკრული, ცენტრში კი ლითონის დაბოლოება. მეფის გვარდიის აბჯარი არაფრით გამოირჩეოდა ჩვეულებრივი მეომრების აბჯრისგან, ყველას სტანდარტული ბრინჯაოს ფირფიტოვანი თორი ემოსა და მაღალი ასურული მუზარადი ეხურა. მთელი ქვეითი ჯარის ერთნაირი აბჯარი, ჩაცმულობა და მუზარადი იმაზე მიანიშნებდა, რომ ისინი რეგულარული ლაშქრის ჯარისკაცები იყვნენ _ " ეკალ მაშარტი". ცხენოსანი ჯარი ასურელთა არმიაში მეფე ტუკულტინინურტა III-ის მმართველობის დროს გაჩნდა. ცხენოსნებს უნაგირები არ ჰქონდათ და ცხენზე ისე ჯდებოდნენ. ცხენოსნები ტაქტიკურ წყვილებად იყვნენ დაყოფილები და ისე მოქმედებდნენ. ფაქტიურად ისინი ეტლოსნები იყვნენ ეტლის გარეშე.

 

 

 

 

assyrian-troops-in-babylon-early-s-vii-a

 

                      ასურელი მეომრები ბაბილონიაში, ძვ.წ. VII ს. პირველი ნახევარი

ცხენოსნებს განსხვავებული სახის მუზარადები ეხურათ. მათი მუზარადები ნახევარსფეროსებური იყო და ბრინჯაოსა და რკინისაგან იყო დამზადებული. მუზარადებზე იყო ნიშნები რაც მხედრის წოდებას ან მნიშვნელობას აღნიშნავდა. დროთა განმავლობაში ასურელი მხედრები მსუბუქი ცხენოსნებიდან მძიმე ცხენოსნებად იქცნენ. ისინი შეიარაღებულები იყვნენ მშვილდ-ისრებით, ზოგჯერ მოკლე მახვილითაც და გრძელი შუბით. ცხენოსნებს ფეხებზე თასმებიანი ჩექმები ეცვათ. ასურულმა ცხენოსანმა ჯარმა სერიოზული როლი შეასრულა ძვ.წ 714 წელს მომხდარ ურმიის ტბის ბრძოლაში, სადაც ასურელებმა ურარტუს არმია დაამარცხეს. კიდევ უფრო მოგვიანებით ასურელებმა ცხენების აბჯრით დაცვაც დაიწყეს. ამავე დროისათვის ცხენოსნებისა და ქვეითების ფარების ზომა გაიზარდა. ასურეთის არმიის რაოდენობაზე ცნობები იშვიათია. ასურელებს მოპოვებული ნადავლისა და მტრის დახოცილი ჯარისკაცების თვლა უფრო სიამოვნებდათ.

 

 

 

 

 

assyrian+siege.png

 

       აშურბანიფალ II-ს მეომრები შტურმით იღებენ აჯანყებულ ქალაქს, ძვ.წ. IX ს.

კარკართან უძველესი წყაროების მიხედვით სალამანასარ III-ს 120000 მეომარი ჰყავდა, ხოლო სინაქერიბს ძვ.წ 699 წელს იერუსალიმის აღებისას 185000. მაღლა წარმოდგენილი პროპორციის მიხედვით სალამანასარ III-ის ჯარში 11000 ეტლი და 11000 ცხენოსანი იქნებოდა, სინაქერიბის არმიაში კი 16000 ცხენოსანი და 1600 ეტლი. ორივე შემთხვევაში არმიის 9 % ცხენებით მოქმედებდა. რიცხვები რამდენჯერმეა გაზრდილი, რაც იმ დროის წყაროებისთვის დამახასიათებელია. სავარაუდოდ კარკართან ბრძოლაში ასურელებს 20 ათასამდე მეომარი უნდა ჰყოლოდათ, იერუსალიმის აღებისას კი უფრო ნაკლებიც. გამუდმებული აჯანყებები ძვ.წ VII საუკუნიდან ასუსტებდნენ ასურეთის იმპერიას. აჯანყებების გამო მცირდებოდა გლეხების და მოხალისეების რიცხვი და ამიტომ გვიანდელი პერიოდის მეფეებს (სინაქერიბი, ასსარგადონი, აშურბანიფალი) იძულებულები იყვნენ დაქირავებულებიც გამოეყენებინათ. როგორც წესი ასურელები ხშირად იქირავებდნენ ჩრდილოეთის ბარბაროსულ ტომებს, მათ შორის სკვითებსაც.
თავიანთი შეუბრალებელი პოლიტიკისა და აგრესიულობის გარდა ასურელები კიდევ ერთ წარმატების წყაროს ფლობდნენ, რკინას

ჯერ კიდევ ძვ.წ 1000 წლიდან ასურელი მოხალისე მეომრები რკინის აბჯრებით და იარაღით იყვნენ შეიარაღებული, მაგრამ ძვ.წ 890-883 წლებში რკინის გამოყენება უკვე მასიური გახდა. სარგონ II-ის პერიოდში ასურეთის არმია უკვე მთლიანად რკინის იარაღით იყო შეიარაღებული და რკინის აბჯრით შემოსილი. სარგონ II-ის ერთი ოთახი 150 ტონა რკინით იყო მოპირკეთებული. ეს ოთახი ჩვენს დროში აღმოაჩინეს არქეოლოგიური გათხრების შედეგად. ასურეთის არმიამ მდინარეზე გადასვლის მოსახერხებელ საშუალებას მიაგნო, ჯარისკაცები ტიკებს ბერავდნენ, შემდეგ ეჭიდებოდნენ და მდინარეზე მიცურავდნენ, ასე ისინი არ იძირებოდნენ და ცურვაც უსაფრთხო იყო. ცხენოსნები და ეტლები კი სახელდახელოდ გაკეთებული ნავტიკებით გადაჰყავდათ.

 

 

samaria-falling-to-the-assyrians-don-law

 
                  ასურელთა იერიში ისრაელის დედაქალაქ სამარიაზე, ძვ.წ. 721 წ. 

ასურელები სწრაფად და მოხერხებულად ახერხებდნენ მტრის ქალაქების აღებას, რადგან საალყო მანქანები ჰქონდათ. ისინი იყენებდნენ საალყო კოშკს და ტარანს. საალყო კოშკი 4-დან 6-მეტრამდე სიმაღლისა იყო, გარშემო კი ზოგჯერ ისეთი მასალით ფარავდნენ რასაც ცეცხლი ძნელად ეკიდებოდა. ხშირად ასურელი მეფეები ქალაქების აღებაში პირადად მონაწილეობდნენ, ისინი ისრებს ესროდნენ მტრებს, თვითონ კი დიდი ფარებით შეიარაღებული მეომრებით იყვნენ დაცული.
 
 
ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია
 

legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

ამ დედამოდღნულ რუქაზე კოლხეთი არა დატანილი. არადა ურარტუ როცა იყო მაშინ კოლხეთიც უნდა იყოს მითითებული.....

 

Map_of_Assyria.png


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?