Jump to content


ამ თემას აქვს 2 გამოხმაურება

#1 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
 

  კოწახური – berberis vulgaris

კოწახური

.

.

.

.

 

kocaxuri.png


კოწახური

Benderis vulgaris L

ფშ. ეკალძმარა; ხევს. ესკალძმარა; მთ. კოწმახური; რაჭ. კვაწახური; ჭან. კაწახური; მეგრ. კორწოხული; სვან. გვაწხირ, გოწხირ.

3 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქი ძლიერი ფესვით და გამერქნებული ფესურით. ღეროები დაფარულია მონავისფრო ქერქით. ყლორტები ეკლიანია; ფოთლები ელიფსური, დაკბილული და მკვრივი. ნაყოფი მოწითალო კენკრაა. ნაყოფი ზოგჯერ დაფარულია მკრთალი ცვილისებური ნაფიფქით. თესლები მოგრძოა, მუქი-ყავისფერი, ოდნავ გაბრტყელებული.

კოწახურის მიწისქვეშა ნაწილი წარმოადგენს ღეროს მსხვილ ფუძეს, საიდანაც გამოდის წვრილი ჰორიზონტალური ფესურები; მძლავრად განვითარებული მთავარი ფესვი და გვერდითი ფესვები. კოწახურის გვერდითი ფესვები აღწევს 10-30 სმ-ს. ფესურაზე მრავალრიცხოვანი კვირტებია, რომლებიც მცენარის ვეგეტატიური გამრავლებისათვის ძალზედ ხელსაყრელია.

კოწახური ყვავის აპრილ-მაისში. ნაყოფი მწიფდება ივლის-მაისში. ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე. შეიცავს ალკალოიდებს. ფესვების ქერქიდან და ფოთლებიდან გამოყოფილია ალკალოიდები ბერბერინი, ბერბერუბინი, კოლუმბამინი, ასევე პალმატინი, იატრორიზინი; ბერბამინს, იზოტეტრანდრინს და ოქსიაკანთინს აქვთ ბისბენზილ-იზოქინოლინური სტრუქტურა; მაგნოფლორინს გააჩნია აპორფინული სტრუქტურა; განსხვავებული სტრუქტურა გააჩნია ბერვულცინსა და ვულრაცინს.

კოწახური შეიცავს ასევე ორგანულ მჟავებს: ვაშლის, ღვინის და ლიმონმჟავას, ასევე C ვიტამინს და კაროტინოიდებს.

სამკურნალოდ გამოიყენება გულის დაავადებების დროს, ასევე C - ავიტამინოზის დროს. უძველეს ქართულ ხელნაწერებში არის მინიშნება კოწახურის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების შესახებ.

კოწახურისაგან ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს სხვადასხვა პრეპარატებს, რომლებიც ნაჩვენებია ჰეპატიტის, ჰეპატოქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს. ბერბერინის შემცველი პრეპარატები უპირატესად გამოიყენება ნაღვლისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპერტონული ფორმის დროს.

კოწახურის ნაყენს იყენებენ სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ატონიური სისხლდენის შემთხვევაში, რომელსაც ადგილი აქვს მშობიარობის შემდგომ პერიოდში და საშვილოსნოს სუბინვოლუციისა და ანთებითი პროცესებით გამოწვეული სისხლდენის დროს.


legion.ge-82-1553250819.jpg


#2 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria
კოწახური – berberis vulgaris და მისი სხვა ჯიშები

კოწახურის კანფეტი ყველა ბავშვისთვის საყვარელი სასუსნავია (ვიტყოდი რომ საწუწნავიც), რომლის ლამაზ შეფუთვებზე  პატარა წითელი ყუნწულებია დახატული და რა თქმა უნდა ჩნდება აზრი, რომ ეს არის ის ე.წ. კენკრა რომლისგანაც საყვარელი კანფეტია დამზადებული.imgp4950.jpg?w=300&h=202

ამჯერად თქვენს ყურადღებას კანფეტის გამო არ შევაჩერებ, არამედ მოგაწვდით ინფორმაციას თვით კოწახურზე, დღესდღეობით როგორც ძალიან პოპულარულ და ლამაზ დეკორატიულ ბუჩქზე.

კოწახური დეკორატიულ მებაღეობაში ცნობილია  ჯიშთა მრავალფეროვნებით, რაშიც იგულისხმება როგორც სიმაღლე (არის 2მ-მდე ფორმები, ასევე მიწაზე გართხმულიც კი), ასევე ნიადაგისადმი ნაკლებად მომთხოვნელობა, ფოთლების, ყვავილებისა და ნაყოფების შეფერილობა. ეს ყველაფერი მის პოპულარობას რა თქმა უნდა კიდევ უფრო ზრდის.

გარდა იმისა, რომ ცოცხალი ღობეები ბაღებსა და ეზოებში  ძალიან ლამაზია, ასევე ეკოლოგიურად გამართლებულიცაა. და სწორედ, ცოცხალი ღობეებად კოწახურის  გამოყენება ძალიან ეფექტურია. მისი ფოთლოვანი ბუჩქი სწრაფად იზრდება, ექვემდებარება კრეჭვას და აღსანიშნავია, რომ ეკლიანი ღეროები ღობის დაცვის უნარიანობას ზრდის.

ერთ-ერთ კატალოგში ( 2007 წლის პოლონური გამოცემა ,,каталог растений”) აღწერილია კოწახურის 30 ჯიში:  

Berberis buxifolia ,,Nana” –  დაბალი, მკვრივი, ეკლიანი ბურთისებური ფორმის 50სმ სიმაღლის ბუჩქია. მუქი მწვანე შეფერილობის ფოთლები შედარებით თბილ ზამთაში ღეროზე რჩება და არ ცვივა. ყვავილები ყვითელია. კარგად იზრდება მშრალ, ქვიშნარ ნიადაგზეც კი, კარგად უძლებს ზაფხულის გვალვებს. მკარცრ ზამთარში საჭიროებს თავშესაფარს. გამოიყენება დაბალ ღობეებად და ალპინარიუმისთვის.

Berberis ,,indian summer” - დიდი ბუჩქია სწორი ღეროებით, აღწევს როგორც სიმაღლეში ისე სიგანეში 2მ-ს. მისი მწვანე ფოთლები  უკუ კვერცხისებრი ფორმისაა და შემოდგომაზე მკვეთრად იცვლის ფერს და მუქი წითელი ხდება. ნიადაგის მიმართ არ არის ძალიან მომთხოვნი. გამოიყენება როგორც ერთეულ ფორმებად, ისე ჯგუფურად დასარგავად. აღსანიშნავია, რომ ზამთარგამძლეა.

Berberis julianae -imgp7359.jpg?w=300&h=225მარადმწვანე სწორმდგომი ბუჩქია, სიმაღლეში აღწევს 2-3 მ-ს. ღრეოები დაფარულია წვეტიანი ეკლებით. მისი მუქი მწვანე ფოთლები 10სმ სიგრძისაა, შემოდგომაზე ლამაზად იფერება წითლად, ყვავილები კი ყვითელი შეფერილობის აქვს. ნიადაგის მიმართ ნაკლებად მომთხოვნია, იზრდება როგორც ძალიან მშრალ ისე ტენიან ნიადაგზე, უძლებს მჟავიანობასაც. თავის ზომების მიხედვით რეკომენდირებულია დიდი ბაღებისთვის და საქალაქო პარკებისთვის. რგავენ ქარისგან დაცულ ადგილებში. მკაცრ ზამთარში შესაძლებელია მოიყინოს.  

Berberis koreana – 1,5-2 მეტრი სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია. კვერცხისებრი ფართე და დიდი ზომის (7-9სმ) ფოთლებით, რომლებიც  შემოდგომაზე წითელ ფერს იღებს. ყვითელი ყვავილები ყუნწულებადაა შეკრებილი.აქვს წითელი ნაყოფები. ნიადაგის მიმართ არ არის მომთხოვნი. არაჩვეულებრივია ეკლიან ღობედ. იზრდება ფესვის ნაზარდით.

Berberis x media ,, parkjuweel” - ეკლიანი, დიდი ზომის 1,5-2 მეტრი სიმაღლისა და სიგანი ბუჩქია მუქი მწვანე პრიალა ფოთლებით. უმეტესად ზამთარში რჩება ღეროზე.ყვითელი ყვავილები ფუნჯისებურადაა 5-6 ცალი ყუნწზე. აქვს შავი  წვრილი ნაყოფი,  რომელიც დიდხანს რჩება ღეროზე. ნიადაგის მიმართ არ არის მომთხოვნი, ყინვაგამძლეა, ასევე გამძლეა გამონაბოლქვების მიმართაც.

Berberis x media ,,Red Jewel” – ნახევრად მარადმწვანე ბურთისებური ფორმის ბუჩქია. სიმაღლე და სიგანე 1მ-მდე აღწევს. ფოთლები მოყავისფრო- წითელია, შუა ზაფხულში კი მოელვარე მწვანე-მეწამული. გვიან შემოდგომამდე ან ადრეულ ზამთარში ფოთლები ისევ ღეროზე რჩება.  ყვითელი ყვავილები და შავი ნაყოფები საკმაოდ წვრილია. ღეროზე აქვს 3სმ სიგრძის ეკლები.  ნიადაგის მიმართ მეტნაკლებად მომთხოვნია. ნაკლებად აქვს ყინვაგამძლეობის თვისება, საჭიროებს ,,თავშესაფარს”.

Berberis x ottawensis ,,Silver Miles” - მაღალი, ეკლიანი ბუჩქია დაშვებული ტოტებით, მისი ფოთლები ჭრელი მწვანე-მეწამულ ფერებში არის მონაცრისფრო-მოვერცხლისფრო ლაქებით და არარეგულარული თეთრი არშიით.ყვავილები ყვითელ-წითელი, ნაყოფები წითელი. არ არის მომთხოვნი ნიადაგის მიმართ. რეკომენდირებულია პარკებისა და ბაღებისთვის.

Berberis x ottawensis ,,Superba” - მაღალი ეკლიანი ბუჩქი გასწორებული ღეროებით და აღწევს 4 მ სიმაღლეს. და ასეთივე ფართეა სიგანეშიც. ფოთლები ეფექტური მთელი სეზონის განმავლობაში, მუქი წითელიდან მწვანე ელფერში. გრძელ ტოტებზე ვითარდება ყვითელი ყვავილები. მკვეთრი ალისფერი ნაყოფები ტოტებზე რჩება მთელი ზამთრის განმავლობაში. ნიადაგის მიმართ არ არის მომთხოვნი. იდეალურია ღობედ.

Berberis thunbergii -3_i4299841.jpg?w=300&h=204 გუმბათისებრი  ფორმის ეკლიანი ბუჩქია. სიმაღლე არის 1,5 -2 მეტრი სიმაღლის. მწვანე ფოთლები შემოდგომაზე იღებს მეწამულ-ნარინჯისფერ ფერს. ყვავილები ყვითელია, ყვავილობას იწყებს მაისში. ნაყოფები  წითელია. ნიადაგი ძალიან მჟავედან საკმაოდ გამოფიტულამდეც კი. ყინვაგამძლეა და ასევე კარგად ეგუება გვალვას.

imgp0558-berberis-thunbergii-admiration-Berberis thunbergii ,,Admiration” - ნელამზარდი, ჯუჯა, ბურთისებური ფორმის ბუჩქია. სიმაღლე 0,5 მ-ია. ყვავილები ყვითერლია და სილამაზით არ გამოირჩევა, უშნოა. ყვავილობას იწყებს მაისში. ფოთლები მუქი ნარინჯისფერია, ყვითელი არშიით. ნიადაგი –  უკიდურესი მჟავედან  - ტუტემდე. გამოიყენება ყვავილნარებში, როგორც ბორდიური , ასევე ალპურ გორკებზე.

Berberis thunbergii ,, Atropurpurea” –  ეკლიანი, გუმბათისებრი ფორმის ფოთოლმცვენი ბუჩქია. ფოთლები მეწამულ-წითელია, ყვავილები ყვითელია და არც თუ ისე ლამაზად გამოიყურება. ყვავილობს მაისში, ნაყოფები წითელია. ეგუება როგორც მჟავე, ისე ტუტე ნიადაგს. ყინვაგამძლეა და ადვილად იტანს გვალვას. ძალიან ლამაზია მწვანე ღობედ და სხვადასხვა ყვავილნარში.

საინტერესო ფორმაა  ჯუჯა კოწახურიც:


legion.ge-82-1553250819.jpg


#3 Share   გადავიდეთ ამ პოსტის ბმულზე
babu

babu

    უხუცესი ლეგიონერი


  • Find Topics
  • გამგეობის წევრი
  • 47671 პოსტი
  • მისამართი:tbilisi
  • წარმოშობა:guria

დაჟე ჯუჯაც ყოფილა


legion.ge-82-1553250819.jpg






0 წევრი ათვალიერებს ამ თემას

0 წევრი, 0 სტუმარი

0%
მზადდება მინიატურა
ატვირთვის შეწყვეტა

ატვირთული ვიდეოს ბმული ჩავსვათ პოსტში?